Skip to main content

კრისტინა დანიელი სექციების სია ადრეული ცხოვრება (1521-1534) | მილანის ჰერცოგინია (1534-1535) | პირველი ქვრივობა (1535-1541) | ლოთარინგიის ჰერცოგინია (1541-1545) | ლოთარინგიის რეგენტი (1545-1552) | გაძევება (1552-1561) | მოსარჩელე (1561-1590) | შვილები | წინაპრები | ლიტერატურა | რესურსები ინტერნეტში | სანავიგაციო მენიუ

დაბადებული 1521გარდაცვლილი 10 დეკემბერიგარდაცვლილი 1590ლოთარინგიის ჰერცოგინიებიმილანის ჰერცოგინიებიოლდენბურგებიქალი რეგენტები


დან.იტალ.ფრანგ.










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




კრისტინა დანიელი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search








































კრისტინა დანიელი

Christina of Denmark, Duchess of Milan.jpg
პორტრეტი შექმნილია ჰანს ჰოლბაინ უმცროსის მიერ 1538 წელს, ინახება ლონდონის ეროვნულ გალერეაში

მილანის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი:
4 მაისი 1534
მმართ. დასასრული:
24 ოქტომბერი 1535
წინამორბედი:
კლაუდია ფრანგი
მემკვიდრე:
მარია პორტუგალიელი

ლოთარინგიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი:
14 ივნისი 1544
მმართ. დასასრული:
12 ივნისი 1545
წინამორბედი:
რენე დე ბურბონ-მონტესპიერი
მემკვიდრე:
კლაუდია ფრანგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი:
ნოემბერი 1521
დაბ. ადგილი:
ნაიბორგი, დანია
გარდ. თარიღი:
10 დეკემბერი 1590 (69 წლის)
გარდ. ადგილი:
ტორტონა, მილანი
დაკრძ. ადგილი:
ნანსი, ლოთარინგია
მეუღლე:
ფრანჩესკო I, მილანის ჰერცოგი
ფრანსუა I, ლოთარინგიის ჰერცოგი
შვილები:
შარლ III, ლოთარინგიის ჰერცოგი
რენატა, ბავარიის ჰერცოგინია
დოროთეა, ბრუნსვიკის ჰერცოგინია
დინასტია:
ოლდენბურგები
მამა:
კრისტიან II, დანიის მეფე
დედა:
იზაბელა ავსტრიელი
რელიგია:
კათოლიციზმი

კრისტინა დანიელი ვიკისაწყობში

კრისტინა დანიელი (დან. Christine af Danmark, იტალ. Cristina di Danimarca, ფრანგ. Christine de Danemark; დ. ნოემბერი 1521 - გ. 10 დეკემბერი 1590) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიის, ნორვეგიისაა და შვედეთის მეფე კრისტიან II-ისა და მისი ცოლის, დედოფალ იზაბელა ჰაბსბურგის უფროსი ასული. მილანის ჰერცოგინია 1534-1535, ხოლო ლოთარინგიის ჰერცოგინია 1544-1545 წლებში. თავისი ვაჟის, ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ის რეგენტი 1545-1552 წლებში. 1561-1590 წლებში იყო დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის სამეფო ტახტების მოსარჩელე. საბოლოოდ 1578-84 წლებში მიენიჭა ტორტონას ლედის წოდება.




სექციების სია





  • 1 ადრეული ცხოვრება (1521-1534)


  • 2 მილანის ჰერცოგინია (1534-1535)


  • 3 პირველი ქვრივობა (1535-1541)


  • 4 ლოთარინგიის ჰერცოგინია (1541-1545)


  • 5 ლოთარინგიის რეგენტი (1545-1552)


  • 6 გაძევება (1552-1561)


  • 7 მოსარჩელე (1561-1590)


  • 8 შვილები


  • 9 წინაპრები


  • 10 ლიტერატურა


  • 11 რესურსები ინტერნეტში




ადრეული ცხოვრება (1521-1534) |




კრისტინა და მისი და-ძმა 1526 წელს, მარცხნივ კრისტინა, ცენტრში პრინცი ჯონი, მარჯვნივ პრინცესა დოროთეა


კრისტინა დაიბადა 1521 წლის ნოემბერში, ცენტრალურ დანიაში. მამამისი იყო დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის მეფე კრისტიან II, ხოლო დედა იყო ავსტრიის პრინცესა იზაბელა ჰაბსბურგი. 1523 წლის 20 იანვარს მამამისი სამივე სახელმწიფოს ტახტიდან ჩამოაგდეს. შვედეთის მეფე გახდა გუსტავ I ვაზა, ხოლო დანიისა და ნორვეგიის ტახტი კრისტიანის ბიძამ მიისაკუთრა. მისმა მშობლებმა ბავშვებითურთ დატოვეს დანია და ნიდერლანდებში გაემგზავრნენ. იგ მათ დახვდათ იზაბელას მამიდა მარგარეტ ავსტრიელი, რომელიც ნიდერლანდების შტატჰალტერი იყო. 1526 წელს ისინი ავსტრიაში გაემგზავრნენ სადაც დახვდათ იზაბელას ახლად დაქვრივებული და მარია ჰაბსბურგი, რომელიც წარსულში უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი იყო. 1526 წლის 19 იანვარს კრისტინას დედა გარდაიცვალა. 1532 წელს კრისტიან II დანიაში დააპატიმრეს, ტახტის დაბრუნების მცდელობისთვის. რამდენიმე წელში კრისტინას ძმა გარდაიცვალა და ის გახდა ტახტის მემკვიდრე თავის უფროს და - დოროთეასთან ერთად.


კრისტინას კარგი განათლება მისცა მისმა დეიდამ მარია ჰაბსბურგმა. კრისტინა აღწერილია როგორც დიდი სილამაზისა და ინტელექტის პატრონი, ცოცხალი ბავშვი, რომელსაც უყვარდა სეირნობა და ნადირობა. სწორედ ამიტომ, მისი ბიძა, საღვთო რომის იმპერატორი კარლ V, მისი სარფიანად გათხოვებით თავისი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე დაფიქრდა. 1527 წელს ინგლისის პრინცსა და კრისტინას შორის დაიწყო საქორწინო მოლაპარაკებები, თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა. 1531 წელს მილანის ჰერცოგ ფრანჩესკო I სფორცასგან წამოვიდა წინადადება, რომ მას სურდა კრისტინაზე ან მის დაზე დაქორწინება. კარლ V-მ უარყო დოროთეა და ფრანჩესკოს კრისტინა მიათხოვა.



მილანის ჰერცოგინია (1534-1535) |


1533 წლის 23 სექტემბერს ბრიუსელში კრისტინა დაქორწინდა მილანის ჰერცოგ ფრანჩესკო I სფორცაზე. 1534 წლის 3 მაისს კრისტინას მილანში ჩასვლის ოფიციალური ღონისძიება ჩატარდა, 4 მაისს როჩეტას დარბაზში მეორე საქორწინო ზეიმი მოეწყო. კრისტინას ფრანჩესკოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მილანში მალევე გახდა პოპულარული. მისი სილამაზით ყველა აღფრთოვანებული დარჩა. იგი ქმართან ერთად ხშირად ნადირობდა და ასევე სამეფო სასახლეს ჩაუტარა სრული რეკონსტრუქცია. ფრანჩესკო სფორცა ძალიან სუსტი ჯანმრთელობის კაცი იყო. იგი ყოველთვის განიცდიდა სისუსტესა და უმადობას. საბოლოოდ კი გაირკვა, რომ მათ შვილები არ ეყოლებოდათ, ხოლო ეყოლებოდათ დიდხანს ვერ იცოცხლებდნენ.


1535 წლის 24 ოქტომბერს, 18 წლის ფრანჩესკო სფორცა გარდაიცვალა. იქიდან გამომდინარე, რომ კრისტინას ბიძა საღვთო რომის იმპერატორი იყო, იგი მილანში უსაფრთხოდ იყო. კრისტინა სამეფო რეზიდენციაში დარჩა. კარლმა ნება დართო მას მილანში დარჩენილიყო, რადგან მილანელებს ის ძალიან უყვარდათ და თავადაც მოსწონდა იქ ცხოვრება. მალე კარლმა გადაწყვიტა, რომ კრისტინა მიეთხოვებინა სავოიის ჰერცოგ ლუისისთვის, თუმცა მას დაასწრეს და რომის პაპმა პავლე III-მ ლუისს თავისი დისშვილი სესილია ფარნეზე გააყოლა ცოლად. როდესაც საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-მა თავისი პრეტენზიები განაახლა მილანზე, მან გადაწყიტა პოზიციების გასამყარებლად კრისტინა დაექორწინებინა თავის უმცროს ვაჟზე, ორლეანის ჰერცოგ შარლ დე ვალუაზე. კარლმა ამ წინადადებაზე უარი თქვა და უარყო ფრანსუას პრეტენზიები მილანზე. კარლმა მილანში თავისი ჯარები ჩააყენა, დაცვის მიზნით კი კრისტინა პავიაში გაამგზავრა.


1537 წელს კრისტინა თავის დეიდასთან, ნიდერლანდების შტატჰალტერ მარია ჰაბსბურგთან გაემგზავრა. იგი მასთან დიდ ხანს დარჩა ბრიუსელში. უნდა აღინიშნოს, რომ მარიას იგი ძალიან უყვარდა.



პირველი ქვრივობა (1535-1541) |




კრისტინა დანიელი


მას შემდეგ რაც 1537 წელს ინგლისისა და ირლანდიის მეფე ჰენრი VIII-ის მესამე ცოლი, დედოფალი ჯეინ სეიმური მშობიარობას გადაჰყვა, კრისტინა ჰენრის საცოლედ განიხილებოდა. მათ სასწრაფოდ დაახატვინეს კრისტინას პორტრეტი და ჰენრის წარუდგინეს. 1538 წლის 10 მარტს ინგლისელი დიპლომატი ფილიპ ჰობი ბრიუსელში ჩავიდა მოსალაპარაკებლად. ამ დროს იქმნებოდა სწორედ კრისტინას პორტრეტი. იგი სამი საათის მანძილზე სამგლოვიარო კაბაში გამოწყობილი გაუნძრევლად იჯდა. ბრიუსელში მისი ოთახი იყო მთლიანად შავი, შავი ზეწრები, მაგიდა, სკამები, ფარდაგები და ა.შ. ყველაფერი შავი იყო. კრისტინა რომელიც მხოლო 16 წლის იყო, არ დაუმალავს თავისი არასასურველი პოზიცია ჰენრისთან ქორწინებასთან დაკავშირებით. ჰენრის მთელს ევროპაში საშინელი სახელი ჰქონდა გავარდნილი, რადგან პირველ ცოლს - კატალინა არაგონელს უმიზეზოდ გასცილდა და დაამცირა, მეორე ცოლი, დედოფალი ენ ბოლეინი უსამართლოდ დაასჯევინა სიკვდილით, მისი მესამე ცოლი კი მშობიარობას გადაჰყვა და არც იყო გასაკვირი, რომ ყველა ევროპელ პრინცესას ეშინოდა ჰენრიზე დაქორწინების. კრისტინას დეიდა, მარია ჰაბსბურგი ყველაფერს აკეთებდა, რომ როგორმე ეს მოლაპარაკებები ჩაეშალა და ასე გადაერჩინა დისშვილი უბედურებისგან. მარიამ შეძლო და ჰენრიმ უარი თქვა ქორწინებაზე, შემდგომში მან ცოლად ანა კლეველი შეირთო, რომელსაც მალევე გასცილდა, მის მერე იქორწინა კეტრინ ჰოვარდზე, რომელიც უსამართლოდ დასაჯა სიკვდილით, ბოლოს კი დაქორწინდა კეტრინ პარზე.


მალე კრისტინას ხელი ითხოვა კლევის ჰერცოგმა ვილჰელმმა. მას სურდა კარლის დისშვილზე ქორწინებით გადაერჩინა თავისი სამფლობელო გერმანელთა შემოსევებისგან. თუმცა მთავარი ის იყო, რომ ვილჰელმი ლუთერანი იყო, კრისტინა კი კათოლიკე. თუმცა ვილჰელმი რელიგიის შეცვლაზე თანახმა იყო, რადგან მის ტახტს ბევრი მოსარჩელე ჰყავდა. მის სამფლობელოზე პრეტენზიას აცხადებდნენ ლოთარინგიის ჰერცოგი, ნავარის მეფე და აგრეთვე ვანდომის გრაფიც. თუმცა ამ წინადადებაზე კარლმა უარი თქვა, ვინაიდან კრისტინას გათხოვება ვინმე უფრო ძლიერ და საჭირო კაცზე სურდა.


1539-40 წლებში კრისტინას შეუყვარდა ორანჟის პრინცი რენე ნასაუელი. მათ სიყვარულს მხარს უჭერდნენ კრისტინას და დოროთეა და რენეს ძმა ფრიდრიხი. კარლმა განაცხადა, რომ თუ კრისტინას ენდომებოდა შეეძლო რენეზე დაქორწინება, რადგან სურდა მისი დისშვილი სიყვარულით გათხოვილიყო. თუმცა ამას გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდა მარია ჰაბსბურგი. მარიამ რენე სახალხოდ დაამცირა და შეურაცყოფა მიაყენა, რაზეც პასუხი არ მიუღია რადგან იგი იმპერატორის და იყო. საბოლოოდ რენემ ცოლად ანა ლოთარინგიელი შეირთო. ამის საპასუხოდ კარლმა გადაწყვიტა კრისტინა ანას ძმისთვის, ლოთარინგიის ჰერცოგ ფრანსუა I-თვის მიეთხოვებინა, რათა იმპერიასა და ლოთარინგიას შორის ალიანსი გაძლიერებულიყო.


1540 წელს კრისტინას და, პრინცესა დოროთეა მიათხოვეს ჰერცოგ ფრიდრიხს. ამ დროს დანიის მეფე კრისტიან III-მ მოუწოდა იმპერატორ კარლს ნიდერლანდებში არსებული ანარქია დაერეგულირებინა რომლის მიზეზიც მარია ჰაბსბურგი იყო.



ლოთარინგიის ჰერცოგინია (1541-1545) |


1541 წლის 10 ივლისს ბრიუსელში კრისტინა დაქორწინდა ლოთარინგიის ჰერცოგ ფრანსუა I-ზე. აგვისტოში ფრანსუა და კრისტინა ლოთარინგიის დედაქალაქ ნანსში ჩავიდნენ. ამავე წელს კრისტინა და ფრანსუა ესტუმრნენ საფრანგეთის სამეფო კარს, რომლის დედოფალიც კრისტინას დეიდა ელეონორი იყო. 1542 წელს კრისტინამ ხელი შეუშალა საღვთო რომის იმპერატორსა და საფრანგეთის მეფეს შორის განხეთქილების დაწყებას. 1542 წელს იმპერატორსა და მეფეს შორის ომი მაინც დაიწყო, რამაც ელეონორ ავსტრიელი, რომელიც კარლის და იყო, სამეფო კარზე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო. 1544 წელს კრისტინამ დეიდის საშველად სცადა კარლის და ფრანსუას დაშოშმინება, თუმცა უშედეგოდ.


1544 წლის 14 ივნისს კრისტინას მამამთილი გარდაიცვალა, და მისი ქმარი ჰერცოგი გახდა. ივლისში კრისტინამ დაარწმუნა კარლი რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაეწყო. მშვიდობა მართლაც დამყარდა, ამის გამო კრისტინა საფრანგეთის სამეფო კარს ესტუმრა. სულ ერთ თვეში კარლმა მას შეატყობინა, რომ ომი კვლავ გაჩაღდა და საფრანგეთი სასწრაფოდ დაეტოვებინა. როცა ომი კვლავ დასრულდა კრისტინა იმყოფებოდა ბრიუსელში სამშვიდობო ზავის ხელმოწერის ცერემონიალზე.



ლოთარინგიის რეგენტი (1545-1552) |



გაძევება (1552-1561) |



მოსარჩელე (1561-1590) |



შვილები |



























კრისტინასა და ფრანსუა I-ის შვილები
პორტრეტი
სახელი
დაიბადა
გარდაიცვალა
წოდება
მეუღლე

Charles III, Duke of Lorraine, by studio of François Clouet.jpg
შარლ III
15 თებერვალი 1543
14 მაისი 1608
ლოთარინგიისა და

ბარის ჰერცოგი


კლაუდია ვალუა

Portret van Renata van Lotharingen, hertogin van Beieren, Johann Sadeler (I), 1588 - 1595.jpg
რენატა
20 აპრილი 1544
22 მაისი 1602
ბავარიის ჰერცოგინია
ვილჰელმ V ვიტელსბახი

Dorothea of Lorraine, Duchess of Brunswick.jpeg
დოროთეა
24 მაისი 1545
2 ივნისი 1621
ბრუნსვიკისა და

ლუნებურგის


ჰერცოგინია


ერიკ II ველფი


წინაპრები |




ლიტერატურა |



რესურსები ინტერნეტში |








წინამორბედი:
კლაუდია ფრანგი

მილანის ჰერცოგინია
1534—1535
Arms of the House of Sforza.svg
შემდეგი:
მარია პორტუგალიელი
წინამორბედი:
რენე დე ბურბონ-მონტესპიერი

ლოთარინგიის ჰერცოგინია
1544—1545
Arms of Rene de Lorraine.svg
შემდეგი:
კლაუდია ფრანგი

(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კრისტინა_დანიელი&oldid=3686260“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.336","walltime":"0.436","ppvisitednodes":"value":7259,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":139735,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":47588,"limit":2097152,"expansiondepth":"value":11,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":0,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":0,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":1,"limit":400,"timingprofile":["100.00% 267.740 1 -total"," 76.54% 204.917 1 თარგი:ინფოდაფა_მმართველი"," 70.60% 189.019 1 თარგი:ინფოდაფა"," 34.78% 93.119 2 თარგი:Wikidata"," 10.90% 29.176 173 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 9.90% 26.496 1 თარგი:Ahnentafel-compact5"," 6.50% 17.391 2 თარგი:მემკვიდრეობის_დაფა"," 3.62% 9.691 1 თარგი:PAGENAMEBASE"," 2.51% 6.718 1 თარგი:Str_find"," 2.03% 5.436 1 თარგი:Lang-da"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.033","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":1136733,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1323","timestamp":"20190605185522","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d9u10e0u10d8u10e1u10e2u10d8u10dcu10d0 u10d3u10d0u10dcu10d8u10d4u10dau10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90_%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q233821","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q233821","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2018-06-03T08:57:37Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/9/90/Christina_of_Denmark%2C_Duchess_of_Milan.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":163,"wgHostname":"mw1253"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單