Skip to main content

ელეონორ ტოლედოელი სექციების სია ადრეული ცხოვრება | ჰერცოგინია | მემკვიდრეობა | შვილები | რესურსები ინტერნეტში | ლიტერატურა | სქოლიო | სანავიგაციო მენიუქალი რომელიც აწესებდაელეონორ ტოლედოელიელეონორ ტოლედოელის წერილებიელეონორ ტოლედოელის დაკრძალვის კაბა

დაბადებული 1522გარდაცვლილი 17 დეკემბერიგარდაცვლილი 1562ფლორენციის ჰერცოგინიები


იტალ.152217 დეკემბერი1562ფლორენციისკოზიმო I-ესპანეთისტოლედოშინეაპოლისკოზიმო I მედიჩიალესანდრო I-მარგარეტ ავსტრიელისკარლ Vკასტილიისჰაბსბჰურგებთანპიზაშიკლემენტე VIIლორენცო II მედიჩი










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ელეონორ ტოლედოელი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search
































ელეონორ ტოლედოელი

Eleanora of Toledo.jpg


ფლორენციის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი:
6 იანვარი 1537
მმართ. დასასრული:
17 დეკემბერი 1562
წინამორბედი:
მარგარეტ პარმელი
მემკვიდრე:
იოჰანა ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი:
1522
დაბ. ადგილი:
ტოლედო, ესპანეთი
გარდ. თარიღი:
17 დეკემბერი 1562 (40 წლის)
გარდ. ადგილი:
პიზა, იტალია
მეუღლე:
კოზიმო I მედიჩი
შვილები:
მარია მედიჩი
ფრანჩესკო I, ტოკანის ჰერცოგი
ისაბელა, ბრასიანოს ჰერცოგინია
ჯოვანი, კარდინალი
ლუკრეცია, მოდენის ჰერცოგინია
გარსია მედიჩი
ფერდინანდო I, ტოსკანის ჰერცოგი
პიეტრო მედიჩი
სრული სახელი:
ელეონორ ალვარეს დე ტოლედო ი ოსორიო
დინასტია:
ალბა
მამა:
პედრო ალვარეს დე ტოლედო, ნეაპოლის გუბერნატორი
დედა:
მარია ოსორიო
რელიგია:
კათოლიციზმი

ელეონორ ტოლედოელი ვიკისაწყობში

ელეონორ ტოლედოელი (იტალ. Eleonor di Toledo; დ. 1522 — გ. 17 დეკემბერი, 1562) დაბ. დონა ელეონორ ალვარეს დე ტოლედო ი ოსორიო — ესპანელი დიდგვაროვანი. ფლორენციის ჰერცოგინია 1539 წლიდან გარდაცვალებამდე[1], როგორც კოზიმო I-ის მეუღლე. იგი იყო ფლორენციის რეგენტი მეუღლის არ ყოფნისას. [2]




სექციების სია





  • 1 ადრეული ცხოვრება


  • 2 ჰერცოგინია


  • 3 მემკვიდრეობა


  • 4 შვილები


  • 5 რესურსები ინტერნეტში


  • 6 ლიტერატურა


  • 7 სქოლიო




ადრეული ცხოვრება |


ელეონორი დაიბადა ესპანეთის ქალაქ ტოლედოში, იგი იყო ნეაპოლის გუბერნატორ დონ პედრო ალვარეს დე ტოლედოსა და მისი მეუღლის, მარია ოსორიოს მეორე ქალიშვილი.[3] გარდა ნეაპოლისა მამამისი მართავდა ქალაქ ტოლედოსაც, ხოლო მისი უფროსი ძმა ალბას ჰერცოგი იყო.


ელეონორი XVI საუკუნის სილამაზის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა, გრძელი შავი თმა, თაფლისფერი თვალები, იყო ძალიან თეთრკანიანი, ჰქონდა ოვალური ფორმის სახე, რომელიც ნათლად ჩანს მის პორტრეტებში. ამრიგად იგი სასურველი პატარძალი იყო ნებისმიერი არისტოკრატიული ოჯახისათვის. [4]


ამ პერიოდისათვის ფლორენციის ჰერცოგი, კოზიმო I მედიჩი საცოლეს ეძებდა. თავდაპირველად მან თავისი ბიძაშვილის, ალესანდრო I-ის ქვრივის, მარგარეტ ავსტრიელის ხელი ითხოვა, რომელმაც დიდი თავშაკავებულობა გამოიჩინა და კოზიმოს უარი უთხრა. თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს უარი არა მარგარეტის, არამედ მამამისის, იმპერატორ კარლ V-ის იდეა იყო, ვინაიდან მას ქალიშვილისათვის სულ სხვა გეგმები ჰქონდა.[5] ამის შემდგომ კოზიმომ თავისი არჩევანი ნეაპოლის მდიდარი გუბერნატორის ასულ ელეონორ ტოლედოელზე შეაჩერა. ელეონორის მამა სიხარულით დათანხმდა კოზიმოს წინადადებას, ვინაიდან მას ყოველთვის სურდა მონარქებთან დანათესავება. ეს ქორწინება სასარგებლო იყო ორივე მხარისათვის, ვინაიდან ელეონორის მზითვები და სილამაზე მედიჩებს ძალიან წაადგებოდათ, ელეონორის ოჯახი კი სტატუსს აიმაღლებდა. გარდა ამისა ელეონორს ნათესავური კავშირი ჰქონდა კასტილიის მეფეებთან და იმ პერიოდისათვის გაბატონებულ ჰაბსბჰურგებთან, რაც მედიჩებს უსაფრთხოების გარანტიას აძლევდა, ვინაიდან ჰაბსბურგები და ესპანელები ფლორენციის დაპყრობაზე ოცნებობდნენ.[6] თუმცა კოზიმო ქორწინებას მხოლოდ მაშინ დათანხმდა როცა მისი მოთხოვნით ელეონორის მამამ ტოსკანიდან ესპანური ჯარები გაიყვანა.


1538 წლის 11 ივნისს კოზიმო პიზაში ჩავიდა თავის ძმასთან და შვიდ გალერასთან ერთად.[7] ელეონორი კი ამავე წლის 22 ივნისის დილას ჩავიდა პიზაში, კოზიმოსთან შესახვედრად. შეთანხმების თანახმად ელეონორი და კოზიმო პიზის ცენტრში შეხვდნენ ერთმანეთს. პიზაში ხანმოკლე ყოფნის შემდეგ წყვილი ფლორენციაში გაემგზავრა.[8] 29 ივლისს წყვილი საზეიმოდ შევიდა ქალაქში. სადაც კოზიმო და ელეონორი სან ლორენცოს ტაძარში დაქორწინდნენ. საქორწინო ცერემონიალი გრანდიოზული იყო.


ელეონორსა და კოზიმოს ხანგრძლივი და მშვიდი ქორწინება ჰქონდათ. ბევრის გასაკვირად, კოზიმო ყოველთვის მეუღლის ერთგული იყო, რაც დიდი იშვიათობა იყო იმ ხანის მონარქებში. ორივე ღრმადმორწმუნე კათოლიკე იყო და შესაბამისად რელიგიურად ცხოვრობდნენ.[9]



ჰერცოგინია |




ელეონორ ტოლედოელი თავის ვაჟთან ერთად, 1545 წ.


ელეონორს ფლორენციელ ხალხში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. იგი მოწყალე და გულუხვი იყო, რის გამოც ხალხს ძალიან უყვარდა. ასევე დიდი პატივისცემით სარგებლობდა მისი მეუღლე, კოზიმო. მისი წინამორბედი ჰერცოგი, ალესანდრო დე მედიჩი, ხალხში საშინელი ავტორიტეტით სარგებლობდა, ვინაიდან მას ჰქონდა სექსუალური გადახრები და ამასთან იყო უკანონოდ შობილი, ანუ კანონიერ ქორწინებაში არ იყო გაჩენილი. მამამისის ვინაობა სადავო იყო, მის მამად მოიაზრებოდა რომის პაპი კლემენტე VII და ასევე ურბინოს ჰერცოგი ლორენცო II მედიჩი, ვინაიდან ის მსახური ქალი, ვინც ალესანდრო გააჩინა, ორივესთან ჰქონდა რომანი. ამიტომაც არამხოლოდ ფლორენციელებში, არამედ მთელს ევროპაში ალესანდროს ავტორიტეტი ძალიან დაბალი იყო.


ალესანდრო უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც ყველაზე ახლო მემკვიდრე, მისი გარე ბიძაშვილი კოზიმო იყო, სწორედ ასე გახდა იგი ჰერცოგი. ამიტომაც ელეონორის მსგავსი, მომხიბვლელი, ქველმოქმედი და ნაყოფიერი ჰერცოგინიით ხალხი მეტად კმაყოფილი იყო. მალე მან ქალიშვილი გააჩინა, 1541 წელს კი ვაჟიც გააჩინა. როდესაც ვაჟი წამოიზარდა კოზიმომ შვილისა და ცოლის პორტრეტის დახატვა მოითხოვა, რომელიც შემდგომ საძინებელში ჩამოკიდეს.


თავისი მმართველობის პერიოდში ელეონორი ხელს უწყობდა ფლორენციაში ხელოვნების აღორძინებას. იგი იმდენად ეხმარებოდა ხელოვან ადამიანებს, რომ მალე იტალიელი ხელოვანების უმრავლესობა ფლორენციაში დასახლდა. ელეონორი ასევე არის უამრავი კათოლიკური ტაძრის დამაარსებელი. იგი ასევე დაინტერესდა სოფლის მეურნეობითაც, ცდილობდა გლეხებისათვის ხელის შეწყობას და მოყვანილი მოსავლის ნაწილი ესპანეთში გაჰქონდა გასაყიდად, რაც დადებითად აისახა ფლორენციის ეკონომიკაზე. [10]


იგი ასევე მხარს უჭერდა თავისი ქმრის პოლიტიკას და ხშირად აძლევდა რჩევებსაც. კოზიმო მას იმდენად ენდობოდა, რომ მისი არ ყოფნისას რეგენტად ელეონორს ნიშნავდა. ამას გარდა მას იმიტომაც, უყვარდა ასე ძალიან მეუღლე, რომ მას შვიდი შვილი აჩუქა.[11]



მემკვიდრეობა |




ელეონორ ტოლედოელი 1560 წელს


ელეონორ ტოლედოელი გარდაიცვალა 1562 წელს, მალარიით. ფლორენციელი ისტორიკოსების გადმოცემით მედიჩთა ოჯახის წევრებიდან, ერთ-ერთი ყველაზე პომპეზური და ფუფუნების მოყვარული ადამიანი იყო. რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჰქონდა უამრავი საკუთარი პორტრეტი და ყოველთვის ექსტრავაგანტული კაბები ეცვა. მისი უძვირფასესი ტანისამოსი დღესაც ინახება პიტის სასახლეში. 1549 წელს მან სპეციალურად შეაკერინათ ძვირადღირებული კაბა, რომელიც მისივე დანაბარების მიხედვით კუბოში ჩააცვეს. ასევე მისი ბრძანებით გაარემონტეს მედიჩთა რამდენიმე სასახლე.[12]


დაკრძალვამდე კოზიმომ ბრძანა, რომ ელეონორის ბიუსტი შეექმნათ. ელეონორმა სიცოცხლეშივე უამრავი უალამაზესი მონასტერი დააარსა, რომლებშიც ძირითადად მიტოვებულ და ობოლ ბავშვებს ზრდიდნენ. ასევე მისი ბრძანებით ყოველ კვირას მცირე თანხებით ეხმარებოდნენ ომში დაღუპული ფლორენციელი ჯარისკაცების ოჯახებს. [13]


მისი გარდაცვალების შემდეგ საუკუნეების მანძილზე, დადიოდა მითი, რომ მისი 15 წლის ვაჟი გარსია მისიმა 19 წლის ვაჟმა ჯოვანიმ მოკლა 1562 წელს. თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა გარსია დედაზე მიჯაჭვული ბავშვი იყო და მისი გარდაცვალების შემდეგ თავი მოიკლა. [14]



შვილები |


























































პორტრეტი
სახელი
დაიბადა
გარდაიცვალა
მეუღლე
ტიტული

Agnolo Bronzino - Maria (di Cosimo I) de' Medici.jpg
მარია
3 აპრილი 1540
19 ნოემბერი 1557
არ ჰყავდა


Francesco I De Medici (by Bronzino).jpg
ფრანჩესკო I
25 მარტი 1541
19 ოქტომბერი 1587
იოანა ავსტრიელი
ტოსკანის დიდ ჰერცოგი

Isabella de' Medici, by Alessandro Allori.jpg
ისაბელა
31 აგვისტო 1542
16 ივლისი 1576
პაოლო ჯიორდანო I

ორსინი


ბრასიანოს ჰერცოგინია

Lomi, Baccio (attr.) - Cardinale Giovanni di Cosimo I de' Medici, Arcivescovo di Pisa.jpg
ჯოვანი
29 სექტემბერი 1544
20 ნოემბერი 1562
არ ჰყავდა
კარდინალი

Agnolo Bronzino, ritratto di Lucrezia de' Medici.JPG
ლუკრეცია
14 თებერვალი 1545
21 აპრილი 1561
ალფონსო II დ'ესტე
ფერარის, მოდენისა და

რეჯოს ჰერცოგინია



Angelo Bronzino - Garcia de' Medici - WGA3255.jpg
გარსია
5 ივლისი 1547
26 დეკემბერი 1562
არ ჰყავდა


Ferdinando i de' medici 12.JPG
ფერდინანდო I
30 ივლისი 1549
17 თებერვალი 1609
კრისტინა

ლოთარინგიელი


ტოსკანის დიდ ჰერცოგი

Pietro de' Medici.jpg
პიეტრო
3 ივნისი 1554
25 აპრილი 1604
არ ჰყავდა


რესურსები ინტერნეტში |


  • ქალი რომელიც აწესებდა

  • ელეონორ ტოლედოელი

  • ელეონორ ტოლედოელის წერილები

  • ელეონორ ტოლედოელის დაკრძალვის კაბა


ლიტერატურა |


  • Wilhelm Karl, Prinz zu Isenburg, Europäische Stammtafeln: Stammtafeln zur Geschichte der Europaischen Staaten, Neue Folge, Marburg, Germany: Verlag von J. A. Stargardt, vol. 3. pt. 3, 1985, tables 532b-533.

  • Landini, Roberta Orsi and Niccola Bruna, "Moda a Firenze 1540-1580: Lo stile di Eleonora di Toledo e la sua influenza", Mauro Pagliai, Italy 2005.

  • Liss, Peggy K. Isabel the Queen, New York: Oxford University Press, 1992, p. 165.

  • Roth, Norman. Conversos, Inquisition, and the Expulsion of the Jews from Spain, Madison, WI: The University of Wisconsin Press, 1995, pp. 150–151, 333.

  • Cesati, Franco (1999). Medici. Firenze: La Mandragora.

  • Giusti, Laura Baldini (2001). Pitti Palace. Livorno: Sillabe s.r.l.


სქოლიო |




  1. Her husband was not elevated to the status of Grand Duke of Tuscany until after her death. Giusti, p 11.


  2. Eisenbichler, Konrad (2001). The Cultural Politics of Duke Cosimo de' Medici. Aldershot: Ashgate Publishing. pp. xix.


  3. Cesati, p 75


  4. Brown, Judith C. & Benadusi, Giovanna eds.; Chojnacka, Monica trans. (2015). Medici Women: the making of a dynasty in grand ducal Tuscany. Toronto: Centre for Reformation and Renaissance Studies. p. 70.


  5. Brown, Judith C. & Benadusi, Giovanna eds.; Chojnacka, Monica trans. (2015). Medici Women: the making of a dynasty in grand ducal Tuscany. Toronto: Centre for Reformation and Renaissance Studies. p. 71.


  6. Cesati, p. 75.


  7. Brown, Judith C. & Benadusi, Giovanna eds.; Chojnacka, Monica trans. (2015). Medici Women: the making of a dynasty in grand ducal Tuscany. Toronto: Centre for Reformation and Renaissance Studies. pp. 64, 81.


  8. Brown, Judith C. & Benadusi, Giovanna eds.; Chojnacka, Monica trans. (2015). Medici Women: the making of a dynasty in grand ducal Tuscany. Toronto: Centre for Reformation and Renaissance Studies. p. 73.


  9. Eisenbichler, Konrad (2004). The Cultural World of Eleonora di Toledo: Duchess of Florence and Sienna. Aldershot: Ashgate Publishing. p. 9.


  10. Eisenbichler, Konrad (2004). The Cultural World of Eleonora di Toledo: Duchess of Florence and Siena. Aldershot: Ashgate Publishing. p. 1.


  11. Landini, p 70-74.


  12. Giusti, p 11


  13. K. J. P. Lowe, Nuns’ Chronicles and Convent Culture in Renaissance and Counter-Reformation Italy, (Cambridge University Press, 2003), pp. 219-20.


  14. Katherine Turner, “Il Monastero Nuovo: Cloistered Women of the Medici Court,” Contested Spaces of Nobility in Early Modern Europe, (Ashgate Publishing, 2011), p. 134.








(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ელეონორ_ტოლედოელი&oldid=3684304“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.236","walltime":"0.339","ppvisitednodes":"value":4877,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":29546,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":12704,"limit":2097152,"expansiondepth":"value":11,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":0,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":4298,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":1,"limit":400,"timingprofile":["100.00% 271.856 1 -total"," 81.53% 221.651 1 თარგი:ინფოდაფა_მმართველი"," 76.67% 208.438 1 თარგი:ინფოდაფა"," 37.48% 101.886 2 თარგი:Wikidata"," 9.20% 25.023 1 თარგი:სქოლიო"," 9.20% 25.001 173 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 4.76% 12.948 1 თარგი:PAGENAMEBASE"," 3.48% 9.462 1 თარგი:Str_find"," 2.82% 7.663 1 თარგი:Lang-it"," 1.84% 5.009 1 თარგი:Main_other"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.038","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":1263715,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1323","timestamp":"20190530164650","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d4u10dau10d4u10ddu10dcu10ddu10e0 u10e2u10ddu10dau10d4u10d3u10ddu10d4u10dau10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A0_%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q237717","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q237717","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2018-03-10T10:08:29Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/b/b2/Eleanora_of_Toledo.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":133,"wgHostname":"mw1261"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單