Skip to main content

კონსტანტინე გამსახურდია სექციების სია ბიოგრაფია | შემოქმედება | ბიბლიოგრაფია | რესურსები ინტერნეტში | ლიტერატურა | სქოლიო | სანავიგაციო მენიუგენეალოგიური ხეკონსტანტინე გამსახურდიაკონსტანტინე გამსახურდიაკონსტანტინე გამსახურდია, ცხოვრება, შემოქმედება, მოგონებებიკონსტანტინე გამსახურდია (ვიდეო)კონსტანტინე გამსახურდია: ვაჟა–ფშაველა (ლექცია)კონსტანტინე გამსახურდია (ვიდეო)კონსტანტინე გამსახურდია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

დაბადებული 15 მაისიდაბადებული 1893გარდაცვლილი 17 ივლისიგარდაცვლილი 1975ლენინის ორდენის კავალრებიშოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულებიშრომის წითელი დროშის ორდენის კავალრებიქართველი მწერლებისაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსებისაბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში


15 მაისი1893ძველი აბაშა17 ივლისი1975თბილისიქართველისაქართველოს მეცნიერებათა აკადემიისაკადემიკოსიშოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის189318911904ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში1911ქუთაისისპეტერბურგისკენიგსბერგისლაიფციგისმიუნხენისბერლინის1913კიტა აბაშიძის1914გერმანიაშითომას მანს19141916ბერლინის1918გერმანიაში1919ფილოსოფიისჰამბურგში19201922ლეო ქიაჩელთან1923პარიზშისორბონისთბილისის1926192619311944საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის1965„დავით აღმაშენებელი“შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიალენინის ორდენით1975თბილისშიკოლხური კოშკის20085 მარტიდანხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში190919141922„აკადემიური მწერლობის კავშირის“„ილიონი“„საქართველოს სამრეკლო“1924ექსპრესიონისტულმაფსიქოლოგიზმიანტიფსიქოლოგიზმით1924„ქოსა გახუ“19271929„ტაბუ“19251927„ხოგაის მინდია“1937„მკვდართან შეხვედრა“191919221929„ფოტოგრაფი“1919„დიონისოს ღიმილი“XX სსაქართველოსდიონისესექსპრესიონისტული„მთვარის მოტაცების“სოციალური რომანისკოლექტივიზაციის„დიდოსტატის მარჯვენა“სვეტიცხოვლისგიორგი I-საკონსტანტინე არსაკიძისხელოვნებისატეტრალოგიასაქართველოს„ვაზის ყვავილობა“სტალინსქართველრუსსომეხგოეთესდანტესრემარკის„დასავლეთის ფრონტი უცვლელია“უოლტ უიტმენისკოლორიტის










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/300px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/400px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 2x" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




კონსტანტინე გამსახურდია




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search






Disambig-dark.svg

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გამსახურდია.





























კონსტანტინე გამსახურდია

Konstantine Gamsakhurdia.jpg
დაბ. თარიღი
3 (15) მაისი 1893
დაბ. ადგილი
ძველი აბაშა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი
17 ივლისი 1975(1975-07-17) (82 წლის)
გარდ. ადგილი
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია
დიდუბის პანთეონი
საქმიანობა
პოეტი, დიპლომატი, ავტორი და მწერალი
ენა
ქართული ენა
ეროვნება
ქართველები
მოქალაქეობა
Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ალმა-მატერი
ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
ჟანრი
ისტორიული რომანი
Magnum opus
მთვარის მოტაცება და დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
ჯილდოები
ლენინის ორდენი, რუსთაველის პრემია, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ და შრომის წითელი დროშის ორდენი
შვილ(ებ)ი
ზვიად გამსახურდია
Commons-logo.svgკონსტანტინე გამსახურდია ვიკისაწყობში

კონსტანტინე გამსახურდია (დ. 15 მაისი [ ძვ. სტ. 3 მაისი], 1893, სოფ. ძველი აბაშა ― გ. 17 ივლისი, 1975, თბილისი) — ქართველი მწერალი, ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1965).




სექციების სია





  • 1 ბიოგრაფია

    • 1.1 ბავშვობა


    • 1.2 ევროპაში


    • 1.3 დაბრუნება


    • 1.4 ბოლო წლები



  • 2 შემოქმედება

    • 2.1 პირველი ნაწარმოებები


    • 2.2 სოციალური რომანები


    • 2.3 ისტორიული რომანები


    • 2.4 სხვა ნაშრომები


    • 2.5 სტილი



  • 3 ბიბლიოგრაფია

    • 3.1 რომანები


    • 3.2 რჩეული მოთხრობები და ნოველები


    • 3.3 რჩეული იგავები


    • 3.4 რჩეული ნარკვევები


    • 3.5 რჩეული ესეები და წერილები


    • 3.6 თარგმანები



  • 4 რესურსები ინტერნეტში


  • 5 ლიტერატურა


  • 6 სქოლიო




ბიოგრაფია |



ბავშვობა |


კონსტატინე გამსახურდია დაიბადა 1893 წელს (ზოგი ცნობით 1891 წელს) სოფელ ძველ აბაშაში სიმონ გამსახურდიასა (1836-1906) და ელისაბედ (ლისა) თოფურიძის (თოფურიას) (?-1928) ოჯახში. კონსტანტინე სიმონის ბოლო, მეცხრე შვილი იყო. მის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის მის გადია ეკაიას. ანბანი მან სოფლის სამრევლო სკოლაში ისწავლა. მოგვიანებით მამამ შვილები კონსტანტინე და ვანო ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში მიაბარა. კონსტანტინემ სკოლა 1904 წელს დაამთავრა. ამის შემდეგ მამამ ქუთაისში წაიყვანა და ძმასთან ერთად ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში ჩარიცხა, რის შემდეგაც კონსტანტინე აბაშაში მხოლოდ არდადეგებზე ჩადიოდა.



ევროპაში |


კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1913 წლის გაზაფხულზე კონსტანტინე გამსახურდია იძულებული ხდება დროებით სამშობლოში დაბრუნდეს. კიტა აბაშიძის მზრუნველობით ამჯერად მას შავი ქვის მრეწველთა სტიპენდია დაენიშნა და 1913 ოქტომბრიდან 1914 წლის მარტამდე სწავლობს მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1914 წლის ზაფხულში მწერალი სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში გაემგზავრა და თავისუფალ მსმენელად შევიდა იქაურ უნივერსიტეტში. გერმანიაში გატარებული დრო იყო უმნიშვნელოვანესი პერიოდი მწერლის ცხოვრებაში, რამაც არსებითად განსაზღვრა მისი მომავალი შემოქმედებითი მიზანსწრაფვა. ამ დროისათვის კონსტანტინე გამსახურდიას უკვე აქვს დაწყებული აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობა. მისი, ლექსები, წერილები და თარგმანები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. ასევე თანამშრომლობდა გერმანულ პერიოდიკაში.


გერმანიაში, მიუნხენის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მწერალი პირადად გაეცნო და დაუმეგობრდა თომას მანს.
1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო, კ.გამსახურდია დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ის თითქმის ერთი წელი იყო დაპატიმრებული, შემდეგ კი თომას მანის დახმარებით გაათავისუფლეს და კვლავ მისცეს გერმანიაში სწავლის უფლება.
1916 წელს კონსტანტინე გამსახურდიამ სწავლა გააგრძელა ბერლინის უნივესიტეტში , სადაც მხოლოდ რამდენიმე თვე დარჩა. იმავე წლის ბოლოს იგი დაბრუნდა სამშობლოში, აქტიურად ჩაება ლიტერატურულ და პოლიტიკურ საქმიანობაში.. მან მუშაობა დაიწყო გაზეთ ,,სახალხო საქმის" რედაქციაში, 1918 წელს გამოსცა ჟურნალი "პრომეთე", რომლის ირგვლივაც შემოიკრიბა ქართული მწერლობისა და მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლები. იგი იყო მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი.


1918 წლის სექტემბერში კ,გამსახურდია კვლავ გერმანიაში დაბრუნდა და დაიწყო მუშაობა საქართველოს გერმანიის საელჩოს ატაშედ. 1919 წელს ჩააბარა გამოცდები ბერლინის უნივერსიტეტში და მიიღო უფლება უნივერსიტეტის დამთავრების დიპლომის ასაღებად დაეცვა ნაშრომი, რის შედეგადაც მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. სადიპლომო ნაშრომის თემა იყო: ,,საქართველოს მეფე ერეკლე მეორე".
1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში.ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი.
გერმანიაში ყოფნის პერიოდში გამსახურდიამ გააგრძელა აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა, დაწერა არაერთი მხატვრული ნაწარმოები, წერილები, გერმანულ პრესაში გამოაქვეყნა სტატიები და თარგმანები.




მწერალი ევროპაში მოგზაურობის დროს


1920 წელს მწერალი სამშობლოში დაბრუნდა და ჩაება როგორც ლიტერატურულ, ისე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში.
1922 წელს კონსტანტინე გამსახურდიამ გამოსცა ჟურნალი ,,ლომისი" გ.ტაბიძესთან და ლეო ქიაჩელთან ერთად, 1922-1923 წლებში- ჟურნალი ,,ილიონი", 1923 წელს კი- ,,საქართველოს სამრეკლო" და ,,ქართული სიტყვა".
საბჭოთა ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ ქართველ პატრიოტ მწერლებთან ერთად ოციან წლებში მწერალმა შექმნა ,,აკადემიური ასოციაცია".
1923 წელს კ.გამსახურდია რამდენიმე თვით გაემგზავრა პარიზში და სორბონის უნივერსიტეტში მოისმინა ლექციები. მალევე დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა დაიწყო თბილისის უნივერსიტეტში და განაგრძო სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობა. თუმცა ხელისუფლებამ გამოაძევა ის უნივერსიტეტიდან, დახურა მისი რედაქტორობით გამომავალი ,,ილიონი" და ,,საქართველოს სამრეკლოც". ამას მოჰყვა 1924 წელს მისი დაპატიმრება, თუმცა მალე გაათავისუფლეს.



დაბრუნება |


1926 წელს მწერალი მესამედ დააპატიმრეს ,,შპიონაჟის" ბრალდებით და მიუსაჯეს საკონცენტრაციო ბანაკში 10 წლით გადასახლება. 1927 წლის დეკემბერში რეპრესირებული მწერალი ავადმყოფობის გამო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს.
1926 წელს კონსტანტინე გამსახურდიას დაპატიმრებას წინ უძღვოდა მისი გამოსვლა საქართველოს მწერალთა პირველ ყრილობაზე,, სადაც მან გაილაშქრა საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ. ამ გამოსვლის გამო მას უწოდეს ,,შინაური ემიგრანტი".
1931 წელს მწერალთა ფედერაციამ კონსტანტინე გამსახურდია თავისი ორგანიზაციის რიგებიდან ერთხმად გარიცხა. მწერალთა ფედერაციის 1931 წლის 17 მაისის ოქმიდან ვკითხულობთ: “კონსტანტინე გამსახურდია ცნობილია, როგორც რეაქციონერი და ანტისაბჭოთა მწერალი, რომელიც ამ ათი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იბრძვის მხატვრული პროდუქციით და ზეპირი გამოსვლებით ფეოდალიზმის თავადაზნაურული იდეოლოგიის შოვინიზმის და “შავი ჩოხის” ტრადიციის დასაცავად, თავისი გამოსვლებით მან არაერთხელ საბჭოთა საზოგადოებრიობის ზიზღი და სიძულვილი დაიმსახურა. ხსენებული რეაქციონერი მწერალი თანადროულობისათვის პოლიტიკურად მავნე მხატვრულ ნაშრომებს აქვეყნებს და თავის პოლიტიკური მავნებლობით ამაყობს მწერლობაში და საბჭოთა საზოგადოების წინაშე”.



ბოლო წლები |


კონსტანტინე გამსახურდიამ შექმნა ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, რომელსაც ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში. იგი პროზის დიდოსტატია, ასევე განუზომლად დიდია მისი ღვაწლი ქართული კრიტიკის, პუბლიცისტიკის, ესეისტიკის, პოეზიის, მთარგმნელობითი ხელოვნების, ისტორიულ-ფილოსოფიურ მეცნიერებათა განვითარების თვალსაზრისითაც.
1944 წ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 წელს ტეტრალოგიისათვის „დავით აღმაშენებელი“, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. გამსახურდიას ნაწარმოები თარგმნილია მრავალ ენაზე. ის დაჯილდოებულია ორი ლენინის ორდენით, სხვა ორდენებითა და მედლებით. გარდაიცვალა 1975 წელს. დაკრძალულია თბილისში, კოლხური კოშკის (თავისი სახლის) ეზოში. 2008 წლის 5 მარტიდან კონსტანტინე გამსახურდიას პირადი არქივი ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში[1].



შემოქმედება |



პირველი ნაწარმოებები |




გამსახურდია სხვა მწერლებთან ერთად


პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909 წ. წერდა კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. მისი პირველი ლექსები და კრიტიკული წერილები 1914 წელს დაიბეჭდა. 1922 წლიდან რედაქტორობდა „აკადემიური მწერლობის კავშირის“ ჟურნალებს: „ილიონი“, „ლომისი“, „საქართველოს სამრეკლო“. ადრეულ ლირიკასა და ნოველების პირველ კრებულში „ქვეყანა, რომელსაც ვხედავ“, 1924) თავი იჩინა გამსახურდიას ექსპრესიონისტულმა მსოფლგანცდამ. ამ ეტაპზე მწერლისათვის არსებობს ერთი რეალობა, რომელიც ხელოვანის სულში აღმოჩენილი და გარდაქმნილი სინამდვილეა. ფსიქოლოგიზმი შენაცვლებულია ანტიფსიქოლოგიზმით. „ზარები გრიგალში“ (1924) რწმენაშერყეული ადამიანის აპოთეოზია: საკუთარმა მოწოდებამ მისი უფერული სიცოცხლე დიდ ვნებად აქცია, ზნეობრივ ექსტაზს აზიარა და შემდეგ ფიზიკურად გაანადგურა. სოციალურ – ზნეობრივი ხასიათის ნოველებშიც კი გამსახურდიას გმირი ბუნებაში უფრო მკვიდრად გრძნობს თავს, ვიდრე საზოგადოებაში („ქოსა გახუ“, 1927-1929; „ტაბუ“, 1925-1927; „ხოგაის მინდია“, 1937).ნოველაში „მკვდართან შეხვედრა“ (1919) ქართულ მწერლობაში პირველად იქცა დამოუკიდებელ პრობლემად ადამიანის, პიროვნების გაუცხოების საკითხი. პიროვნება დათრგუნულია გარეშე საგნების მოზღვავებით. ადამიანები არაკომუნიკაბელურნი არიან. ისინი ვერ შველიან ერთმანეთს. მკვეთრად გამოხატული დეკადენტური ესთეტიზმით ხასიათდება „პორცელანი“, „ლილ“ (1922), „ქალის რძე“ (1929). მძლავრი ეროვნულ-მოქალაქეობრივი თვალსაზრისი ასაზრდოებს ნოველებს „ფოტოგრაფი“ (1919), „ტაბუ“, „მშვენიერება“.



Konstantine Gamsakhurdia in art.jpg



სოციალური რომანები |


ეროვნული სულისკვეთება, მასთან დაკავშირებული პრობლემატიკა გასდევს გამსახურდიას პირველ რომანსაც, „დიონისოს ღიმილი“ (1925). კონსტანტინე სავარსამიძის სახით ნაჩვენებია ზნეობრივი ტრაგიზმი XX ს. 10-იანი წლების ახალგაზრდა ქართველი ინტელექტუალისა, რომელმაც ეროვნული იდეალები მშობლიურ წიაღში კი არ განავითარა, არამედ დასავლეთის საგანმანათლებლო ცენტრებში და ამ იდეალებსა და მაშინდელი საქართველოს სინამდვილეს შორის წარმოჩენილი უფსკრულის პირისპირ აღმოჩნდა. მითოსური დიონისეს სახე რომანში კონსტანტინე სავარსამიძის ესთეტიკურ – ზნეობრივი ნიღაბია. „დიონისოს ღიმილი“ ექსპრესიონისტული პროზის ნომუშია. თანამედროვე ეროვნულ ნიადაგს მოწყვეტილი გმირის სახეს და მასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას ავითარებს, ოღონდ გაცილებით უფრო ღრმად, თარაშ ემხვარი – ტრილოგიის, „მთვარის მოტაცების“ (1935-1936) მთავარი გმირი. ეს ნაწარმოები დიდმნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართულ ლიტერატურაში მაღალმხატვრული პანორამული სოციალური რომანის დამკვიდრების თვალსაზრისით. მთავარ გმირთან დაკავშირებული ძირითადი სიუჟეტური ხაზი არსებთად გვიჩვენებს ძველის მეთოდურ ნგრევას, საზოგადოების სხვადასხვა ფენის ურთიერთობათა რევოლუციურ გარდაქმნის სიმძაფრეს კოლექტივიზაციის პერიოდში; მწვავედ წარმოაჩენს ძველი არისტოკრატიის პრობლემას; ინდივიდუალისტური კულტურის შეუთავსებლობას ახალ კოლექტივისტურ ნებასთან. თარაშ ემხვარი არ თანაუგრძნობს ახალ ცხოვრებას, ვერ პოულობს მის თანმხვედრ გზას და იღუპება. ავტორმა მისი დაღუპვა მთვარის (უძველესი ქართული წარმართული ღვთაება) მოტაცებას შეუდარა; ამასთან, გაბედულად დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ წაქცეული ათასწლოვანი კულტურა მხოლოდ განადგურებისა და შეჩვენების ობიექტად არ უნდა ქცეულიყო.



ისტორიული რომანები |


გამსახურდიას სამწერლო დიდება მნიშვნელოვანწილადაა დაკავშირებული ისტორიული რომანის ჟანრთან. რომანი „დიდოსტატის მარჯვენა“ (1939) გამსახურდიას შემოქმედების მწვერვალია. ავტორისეულ ჩანაფიქრს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდარული ისტორია. ნაწარმოების მხატვრული კონცეფცია ხორციელდება მეფე გიორგი I-სა და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვრის, კონსტანტინე არსაკიძის მხატვრულ სახეთა გახსნითა და შეპირისპირებით. გიორგი პირველი შინააშლილობის დათრგუნვის გზით მტკიცე პოლიტიკური ერთმმართველობის დამკვიდრების გამოხატულებაა. არსაკიძე შემოქმედებითი პოტენციის, ხელოვნებისა და შრომის დიდ თემას განასახიერებს. სვეტიცხოველი ერის სულიერ-ზნეობრივი და ესთეტიკური იდეალების მატერიალიზებული სიმბოლოა.


გამსახურდიას ისტორიული ტეტრალოგია „დავით აღმაშენებელი“ ფართო ტილოა, რომელიც მხატვრული ასახვის ობიექტად აქცევს არა მარტო XI-XII საუკუნეების აღზევებული საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას, არამედ ახლო აღმოსავლეთში, იმხანად მიმდინარე მძაფრ ისტორიულ, პოლიტიკურ, ეროვნულ, რელიგიურ და სამხედრო ძვრებს. რომანისტი გვიჩვენებს ქართული სახელმწიფოს მნიშვნელობას ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში; კავკასიის სხვადასხვა ეროვნების ხალხთა მონაწილეობას სელჩუკთა წინააღმდეგ ქართველთა ბრძოლაში.




გამსახურდიას სახლი აბაშაში


როგორც საბჭოთა ეპოქის ბევრი მწერალი, გამსახურდიაც ცდილობდა კეისრისათვის კეისრისა მიეცა და ღმერთისთვის ღმრთისა გადაეხადა. 1937 წელს ჟურნალ “მნათობში” დაიბეჭდა რომან “ბელადის” პირველი ნაწილი. მაგრამ შემდეგ ეს ნაწარმოები აღარ გაუგრძელებია.
რომანში „ვაზის ყვავილობა“ (1955), რომელიც მან სტალინს მიუძღვნა, გამსახურდია კიდევ ერთხელ მიუბრუნდა თანამედროვეობის თემას. მასში ასახა საკოლმეურნეო სოფლის ცხოვრება 30-40-იან წლებში. კერძოდ, ის პერიოდიც, როცა საბჭოთა ხალხმა სამამულო ომი გადაიტანა.



სხვა ნაშრომები |


გამსახურდიას კალამს ეკუთვნის აგრეთვე პირველი თანამედროვე ისტორიულ-ბიოგრაფიული რომანი ქართულ ენაზე – „გოეტეს ცხოვრების რომანი“ (1934). აღსანიშნავია, გამსახურდიას ესეები ქართველ, რუს, სომეხ თუ დასავლეთ ევროპელ კლასიკოსთა ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. თარგმნა გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“, დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ (I ნაწილი - „ჯოჯოხეთი“ კ. ჭიჭინაძესთან ერთად თარგმნა), რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“, უოლტ უიტმენის ლექსები და სხვ.



სტილი |


თავის ისტორიულ რომანებში გამსახურდია ფართოდ იყენებს არქაულ ენობრივ ნიღაბს სიძველის კოლორიტის, განცდის შესაქმნელად. ასეთი მხატვრულ – ენობრივი პოზიცია ავტორს თანამედროვე ქართული მწერლობის საერთო ტენდენციად კი არ მიაჩნია, არამედ საკუთრივ ისტორიული რომანის პრინციპად. თუმცა გამსახურდიას თანამედროვე თემატიკაზე შექნილი ნაწარმოების თავისებურმა ენობრივმა მანერამაც გამოიწვია აზრთა მძაფრი სხვადასხვაობა.



ბიბლიოგრაფია |



რომანები |



  • დიონისოს ღიმილი (1925)


  • გოეთეს ცხოვრების რომანი (1930)


  • მთვარის მოტაცება (1935—1936)


  • ევროპა გალიაში (1937, დაუსრულებელი)

  • ბელადი (1938—1939, დაუსრულებელი)


  • დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა (1939)


  • დავით აღმაშენებელი(1946—1958, გამოიცა 1962 წელს)

  • ვაზის ყვავილობა (1956)

  • თამარ (დაუსრულებელი)


რჩეული მოთხრობები და ნოველები |


  • მშვენიერება

  • ქოსა გახუ

  • ფოტოგრაფი

  • ლილ

  • პორცელანი

  • ჯამუ

  • დამსხვრეული ჩონგური

  • დათვი

  • ამბავი ხუთასი ბოლნისელისა

  • დიდი იოსები

  • ხოგაის მინდია

  • სიბრძნე სიცრუისა

  • ქალის რძე

  • კლარა

  • გამოუყენებელი ბინოკლი

  • ვერცხლის ბეჭედი

  • მტრების მეგობრობა

  • ქართული ჩაბალახი

  • ნაპოლეონი

  • მკვდართან შეხვედრა

  • საათები

  • ზარები გრიგალში

  • დედავ, მისტიურო ქალო!

  • ტაბუ


რჩეული იგავები |


  • ჯავშნოსანი და გუდურა

  • მელა და აქლემი

  • ძაღლი

  • ბუ და არწივი

  • ბაგრატ მეფე და მეწისქვილე

  • უნებლიე ქურდი

  • ჭადარი და კაკალი

  • გულუბრყვილო სპილო


რჩეული ნარკვევები |


  • უკრაინის თემიდი

  • მკვდრეთით აღმდგარი ქვეყანა


რჩეული ესეები და წერილები |


  • ქართველობა და უცხოეთის გენია

  • ციტატები

  • აპოლოგია რუსთაველისა

  • ლექცია ვაჟა ფშაველაზე (ვიდეო)

  • როგორ ვწერ?

  • წერილი ვაჟისადმი

  • ომი რუხთან

  • ღია წერილი გაზეთ „კომუნისტის” რედაქტორის დავით მჭედლიშვილისადმი

  • „კარგი ევროპელი“ (არტურ ლაისტი)

  • „ალექსანდრე აბაშელი“

  • ირაკლი აბაშიძე

  • საქართველოს საკითხი საზღვარგარეთ

  • ქართველობა და უცხოეთის გენია

  • „პოეზიის დღე“

  • ჩვენი კულტურ-პოლიტიკა

  • ქართველ მწერალთა კონფერენციაზე

  • DECLARATIA PRO MEA

  • გაორებული საქართველო

  • წერილი პატიმარი პოეტისადმი

  • სტენოგრამა

  • ღია წერილი სომხეთის მწერალთა კავშირის პირველი მდივნის ედუარდ თოფჩიანისადმი

  • ფრაგმენტი კონსტანტინე გამსახურდიას მოგონებებიდან

  • მაგიური შანდლები

  • მწერლის დღიურიდან

  • ღია წერილი ულიანოვ-ლენინისადმი

  • პასუხი

  • ვინ არის შოვინისტი?

  • ბარათები სიყვარულზე

  • რებეკა ვაშაძეს

  • რებეკა ვაშაძის დღიურები

  • ბარათები ნათელა გამსახურდიასადმი


თარგმანები |



  • ღვთაებრივი კომედია - დანტე ალიგიერი


  • ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი - გოეთე


  • დასავლეთის ფრონტი უცვლელია - ერიხ მარია რემარკი


რესურსები ინტერნეტში |



Commons-logo.svg

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
კონსტანტინე გამსახურდია




Wikiquote-logo-ka.png

ვიკიციტატაში? არის გვერდი თემაზე:
კონსტანტინე გამსახურდია






  • როდოვიდში? არის გენეალოგიური ხე თემაზე: კონსტანტინე გამსახურდია


  • კონსტანტინე გამსახურდია lib.ge-ზე

  • კონსტანტინე გამსახურდია, ცხოვრება, შემოქმედება, მოგონებები

  • კონსტანტინე გამსახურდია (ვიდეო)

  • კონსტანტინე გამსახურდია: ვაჟა–ფშაველა (ლექცია)

  • კონსტანტინე გამსახურდია (ვიდეო)


ლიტერატურა |



  • სოსო სიგუა, „მარტვილი და ალამდარი“, ტ. 1


სქოლიო |




  1. კონსტანტინე გამსახურდია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი








(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კონსტანტინე_გამსახურდია&oldid=3619987“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.776","walltime":"1.289","ppvisitednodes":"value":4832,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":83392,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":39778,"limit":2097152,"expansiondepth":"value":12,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":19,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":479,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":20,"limit":400,"timingprofile":["100.00% 1165.665 1 -total"," 96.27% 1122.213 1 თარგი:ინფოდაფა_მწერალი"," 95.69% 1115.416 1 თარგი:ინფოდაფა"," 78.49% 914.905 166 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 40.23% 468.973 1 თარგი:Wikidata/p20"," 13.40% 156.237 1 თარგი:Wikidata/p19"," 9.27% 108.016 1 თარგი:Wikidata/p166"," 8.08% 94.214 16 თარგი:Wikidata"," 7.00% 81.607 1 თარგი:Wikidata/p18"," 2.33% 27.130 2 თარგი:PAGENAMEBASE"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.486","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":10682263,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1266","timestamp":"20190419084935","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d9u10ddu10dcu10e1u10e2u10d0u10dcu10e2u10d8u10dcu10d4 u10d2u10d0u10dbu10e1u10d0u10eeu10e3u10e0u10d3u10d8u10d0","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q737874","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q737874","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2006-11-21T20:18:38Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/c/cb/Konstantine_Gamsakhurdia.jpg","headline":"u10e5u10d0u10e0u10d7u10d5u10d4u10dau10d8 u10dbu10ecu10d4u10e0u10d0u10dau10d8, u10e4u10d8u10dau10ddu10e1u10ddu10e4u10d8u10d8u10e1 u10d3u10ddu10e5u10e2u10ddu10e0u10d8."(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":191,"wgHostname":"mw1264"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單