Skip to main content

ქართველი ებრაელები სექციების სია ისტორია | წარმოშობა | წინაფეოდალური ხანა | ფეოდალური საქართველო | საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში | სოციალური სტრუქტურა | ლიტერატურა | სქოლიო | ლიტერატურა | სანავიგაციო მენიუЭлектронная еврейская энциклопедияЕВРЕИ В ГРУЗИИ: 26 ВЕКОВ ВМЕСТЕ

სტატიები დაუსაბუთებელი მტკიცებებითიუდაიზმი საქართველოშიებრაელები


ებრაულიXI საუკუნიდანXIX საუკუნეშირუსეთის იმპერიაშისაქართველოშიიერუსალიმისნაბუქოდონოსორისძვ. წ. 586 წელს1998 წლისქართულ ენაზეყივრულიყივრული










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/300px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/400px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 2x" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ქართველი ებრაელები




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search





თბილისის სინაგოგა


ქართველი ებრაელები — ებრაული ხალხის ეთნოლინგვისტური ჯგუფი.[1] ქართულ ლიტერატურაში ტერმინი იხმარებოდა XI საუკუნიდან.[1]XIX საუკუნეში ტერმინმა მიიღო ფართო გავრცელება რუსეთის იმპერიაში.




სექციების სია





  • 1 ისტორია


  • 2 წარმოშობა


  • 3 წინაფეოდალური ხანა


  • 4 ფეოდალური საქართველო


  • 5 საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში


  • 6 სოციალური სტრუქტურა


  • 7 ლიტერატურა


  • 8 სქოლიო


  • 9 ლიტერატურა




ისტორია |


ქართულ ისტორიულ ტრადიციაში დამკვიდრებულია თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც ებრაელები ჩამოვიდნენ საქართველოში იერუსალიმის დარბევის შემდეგ ნაბუქოდონოსორის მიერ ძვ. წ. 586 წელს[1]. ებრაული ტომი არასდროს ყოფილა დაჩაგრული ქართველების მიერ.[2]1998 წლის სექტემბერში საქართველოში ფართოდ იზეიმეს თანაცხოვრების 2600 წლისთავის.[2] ქართველი ებრაელები საუბრობენ ქართულ ენაზე, თუმცა ვაჭრებში შეიქმნა ქართულ-ებრაული ენა ყივრული.[1]



ქართველ ებრაელთა განსახლების არეალი და რაოდენობა
სულ: დაახლოებით 80 000

ისრაელი: 122 068

აშშ: 10 228

საქართველო: 7 128

ბელგია: 3 086

რუსეთი: 2 786

აზერბაიჯანი: 740






წარმოშობა |


ქართველი ებრაელები თვითშეგნებით თავს განიხილავენ როგორც ებრაელი ხალხის ერთ-ერთი ეთნიკური ერთეულს, მეცნიერული თვალსაზრისით არ არსებობს კონსენსუსი ამის თაობაზე. საქართველოშიც კი ისინი არ წარმოადგენდნენ მონოლითურ ეთნიკურ საზოგადოებას და სხვადასხვა კუთხის ქართველი ებრაელები ზუსტად ისევე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, როგორ ამავე კუთხეების ქრისტიანი ქართველები. ეს განსხვავება ძირითადად შეეხებოდა მეტყველების და ყოფაცხოვრების თავისებურებებს და არა რელიგიურ ასპექტებს. ქართლელი, ლეჩხუმელი, რაჭველი და ახალციხელი ქართველი ებრაელების მეტყველება არაფრით არ განსხვავდებოდა ადგილობრივი ქართული დიალექტებისაგან, და მხოლოდ იმერეთში (ქუთაისი, საჩხერე, კულაში)ჩამოყალიბდა ქართულ-ებრაული ენა ყივრული, რომელიც შეიცავდა მცირე რაოდერობით ებრაულ და არამეულ ენობრივ წარმონაქმნებს. ==


არ არსებობს თანხმობა მეცნიერულ წრეებში ქართველ ებრაელთა წარმოშობის შესახებ. ბოლო 15 წლის მანძილზე მრავალრიცხოვანი მეცნიერული გამოკვლევები ჩატარდა მათი გენეტიკური და ანთროპოლოგიური შესწავლის მიზნით. სწორედ ანთროპოლოგიური მონაცემებით, ქართველ ებრაელთა უმეტესობა არაფრით არ განსხვავდება აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ავტოქრონული (ქართლელები, მესხები) მოსახლეობისაგან, მაგრამ საკმაოდ მკვეთრად განსხვავდებიან დასავლეთ საქართველოს მკვიდრ მოსახლეობას (მეგრელები, იმერლები, გურულები). საინტერესოა მათი გენეტიკური მონაცემებიც. მაგალითად, ქართველ ებრაელებს "ქოჰენები" არ ჰყავდათ და არც მათ Y ქრომოსომაში შეინიშნება ახლო-აღმოსავლური J-P58, J1E და J-M410 ჰაპლოტიბები რაც აშკენაზ და ესპანელ ებრაელ მამაკაცებში საკმაოდ გავრცელებულია (3). არანაკლებ საინტერესოა დედობრივი ხაზით გარდამავალი მიტოქონდრული DNA-ს მონაცემები ქართველ ებრაელებში,რამაც აჩვენა რომ ქართველი ებრაელების 51%-58% ერთი ქალის შთამომავლები არიან ( mtDNA Hg HV1a1a1 მუტაციით), რომელიც კავკასიის ტერიტორიაზე დაახლოებით 3500 წლის წინათ ცხოვრობდა (4,5). ხოლო Y-DNA (მამობრივი DNA) ქართველი მოსახლეობისა უჩვენებს იგივე ჰაპლოტიპს (Haplogroup J2) რომელიც წარმოშობით ახლო აღმოსავლეთიდანაა და აგრეთვე წინა აზიის (მათ შორის ებრაელების) მოსახლეობას ახასიათებს (6). ყოველივე ეს კი მიუთითებს რომ ქართველი ებრაელების ეთნოგენეზი ჯერჯერობით ძირითადად გაურკვეველია და მეცნიერული კვლევის საგანი უნდა გახდეს.



წინაფეოდალური ხანა |


რაც შეეხება ეგრედ წოდებულ ებრაელების ჩამოსახლების 26 საუკუნის ისტორიას საქართველოში, ეს დებულება მითებსა და არამეცნიერულ სპეკულაციებს უფრო ეყრდნობა, ვიდრე მეცნიერულ საბუთებს. ცხადია რომ პირველი ებრაელები საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენს წელთაღვრიცხვამდე გამოჩნდნენ, რასაც საკმაო ისტორიული და არქეოლოგიური წყაროები ადასტურებს, მაგრამ ებრაელთა დასახლება და ქართველ ებრაელთა ეთნო-რელიგიური ჯგუფის ჩამოყალიბება საუკუნეების მანძილზე გაიწელა და ალბათ 11-13 საუკუნეების მიჯნაზე დამთავრდა. საინტერესოა, რომ ქართველი ებრაელების ეგრეთ წოდებული კანონიკური ქართული ენა, რომელსაც ისინი სინაგოგებში ლოცვის დროს იყენებდნენ, სწორედ 12-13 საუკუნეების ქართულს წარმოდგენდა (პროფ. რუბენ ენუქაშვილის გამოკვლევა). მეტად მწირეა ისტორიული წყაროები ქართველ ებრაელთა რელიგიურ თავისებურებებზე მე-19-ე საუკუნემდე, და თუ ამ წყაროებს დავეყრდნობით, მათ რელიგიურ მწარმსს მნიშვნელოვანი მეტაფორმოზები უნდა განეცადა საქართველოში დამკვიდრებიდან ვიდრე დღემდე. მაგალითად, ადრეულ ხანაში ქრისტიანობის იდეოლოგიური საყრდენი ქართლში სწორედ მცხეთის ებრაული მოსახლეობა უნდა ყოფილიყო. თუმცა ამ ადრინდელ ხანაში ებრაელთა რელიგია იუდაიზმი პროზელიტიზმით გამოირჩეოდა და საკმაოდ პოპულარულ რელიგიად ითვლებოდა გვიანდელ ელინურ და რომაულ სამყაროში. ცნობილია, რომ ებრაელი კოლონისტები მაშინ დიდი ენთუზიაზმით ავრცელებდნენ თავიანთ მოძღვრებას სხვადასხვა ხალხებში და იმდროინდელი იბერიაც იმ ძველი სამყაროს ინტეგრალური ნაწილი იყო. ძნელია დღეს იმის შეფასება თუ რა რაოდენობის ებრაელი ლტოლვილი თუ კოლონისტი დასახლდა ქართლში და არც ის არაა ცნობილი რა ინტენსივობით მიმდინარეობდა მათი მისიონური მოღვაწეობა იმდროინდელი ქართლის მოსახლეობაში. ფაქტია, რომ ადრეფეოდალურ ეპოქაში ებრაელები უკვე ქართლის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ, რაც არ შეიძლება მხოლოდ მათი იეჰუდას სახელმწიფოდან ემიგრაციით აიხსნას. შემდგომ პერიოდებში კი მათ შორის ქრისტიანული და ყარაიმული სარწმუნოებების გავრცელება შეიძლება მიუთითებდეს ქართველი ებრაელების ეთნიკურ კავშირს ადგილობრივ ქართულ მოსახლეობასთან, რომელიც შესაძლოა უფრო ადრე ებრაული პროზელიტისმის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.



ფეოდალური საქართველო |


არაბული დაპყრობების პერიოდში, აღმოსავლეთ საქართველო დროებით დიდი არაბული ხალიფატის ნაწილს წარმოადგენდა, და ამიტომაც ბაბილონიდან შემოსულმა რელიგიურმა გავლენამ გადამწყვეტი როლი ითამაშა თალმუდისტურ-რაბინისტული იუდაიზმის გავრცელების პროცესზე საქართველოში, რამაც განაპირობა ქართველი ებრაელების განცალკევებული ეთნორელიგიური ერთეულის ჩამოყალიბება. ამავე პერიოდშივე ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული აბუ იმრან ალ ტიფლისის ყარაიმული სექტა, რომელმაც დაახლოებით 300 წელი იარსება. უცნობია თუ რა ბედი ეწიათ ამ სექტის მიმდევართ, რომლებისთვისაც მიუღებელი იყო თალმუდისტური იუდაიზმის დოგმატები.
ძალიან ცოტა რამაა ცნობილი ქართველ ებრაელთა შესახებ შუა საუკუნეების საქართველოში. არ არსებობს ისტორიული დიკუმენტები რომლებიც აღწერავენ მათი მდგომარეობის შესახებ საქართველოს აღზევების პერიოდში (1089–1213 წლები). მარკო პოლო, რომელმაც ჩინეთში მოგზაურობისას თბილისი მოინახულა 1272 წელს, წერს რომ "თბილისში ცხოვრობენ ძირითადად ქრისტიანი ქართველები და სომხები, აგრეთვე მუსლიმები და ებრაელები". მონგოლთა შემოსევამ და ქვეყნის ეკონომიურ-სოციალურმა დაცემამ აიძულა ქართველ ებრაელთა უმეტესობა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო. ამავე პერიოდიდან იწყება ებრაელთა რიცხვის მნიშვნელოვნად შემცირება საქართველოში, ხოლო 15-16 საუკუნის გაუთავებელი ომების და პოლიტიკურ ეკონომიკური ქაოსის პირობებში ქართველ ებრაელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ყირიმის სახანოში და ოსმალეთის იმპერიაში გადასახლდა. მე 17 საუკუნეში კი შაჰ აბას II-მ ათასობით კახელი ქართველი ებრაელი ქრისტიან ქართველთან ერთად ფერეიდანში გადაასახლა და აიძულა ისლამი მიეღო.



საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში |


რუსეთის იმპერიის მიერ ქართული სახელმწიფოების გაუქმეებამ და საქართველოს ტერიტორიის ანექსიამ მკვეთრად შეცვალა ქართველ ებრაელთა მდგომარეობა. თავდაპირველად რუსული ადმინისტრაცია ქართველ ებრაელებს ქართველებისაგან ვერ განასხვავებდა და მათ "იუდაისტური სჯულის ქართველებად" განიხილავდა, რომლებზეც არ უნდა გავრცელებულიყო რუსეთის იმპერიის მიერ აშკენაზ ებრაელებზე დაწესებული შეზღუდვები. მაგრამ შემდგომ რუსულმა ადმინისტრაციამ და რუსეთის მართლმადიდებურმა ეკლესიამ დაიწყეს ანტისემიტური კანონმდებრივი შეზღუდვების და ანტისემიტური იდეოლოგიის გავრცელება თბილისის და ქუთაისის გუბერნიებში. მათ შესძლეს დაენერგათ რელიგიური შეუწყნარებლობის და ანტაგონიზმის ფონი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში და შეეთითხნათ ეგრეთ წოდებული რიტუალური სისხლის აღების საქმეები მე 19-ე საუკუნის 70-ან წლებში, რასაც ანტიებრაული განწყობილებები და ექსცესები მოჰყვა. საინტერესოა რომ ამგვარ განწყობილებებს რუსეთის ადმინისტრაცია იყენებდა თვით ქართული ეროვნული თვითშეგნების და თვითგამორკვევის განვითარების ხელისშემშლელ ფაქტორად.[საჭიროებს წყაროს მითითებას]


მაგრამ რუსეთთან შეერთებას სხვა დადებითი ფაქტორებიც მოჰყვა. დაიწყო საქართველოს ეკონომიკური სტაბილიზაცია, ქალაქების და ინფრასტრუქტურის საკმაოდ ჩქარი განვითარება. იმის გამო რომ კავკასია რუსეთმა ეგრედ წოდებულ "черта оседлости"-ს არეალს შეუერთა, დაიწყო ევროპელ ებრაელთა გადმოსვლა და დასახლება საქართველოს სწრაფად განვითარებად ქალაქებში (ძირითადად ბათუმში და თბილისში). ეს აშკენაზი ებრაელები ძირითადად თავისუფალ პროფესიებს ფლობდნენ (ექიმები, ფარმაცევტები, ფოტოგრაფები, მკერავები, მესაათეები, იუველირები, მშენებარე ინჟინრები, მწარმოებლები), რასაც საკმაოდ დიდი როლი ჰქონდა საქართველოს იმდროინდელ ეკონომიკაში.


უნდა აღინიშნოს რომ ურთიერთობა ქართველ ებრაელთა და ახლად ჩამოსახლებულ აშკენაზ ებრაელთა შორის საკმაოდ დაძაბული იყო. აშკენაზები ქართველ ებრაელებს პრიმიტიულ საზოგადოებად განიხილავდნედ და ქართველი ხალხის ინტეგრალურ ნაწილად თვლიდნენ. ყოფა-ცხოვრებით და ყოველდღიური ტრადიციებით ქართველი ებრაელები არაფრით არ გამოირჩეოდნედ ადგილობრივი ქართველებისაგან, და ზოგჯერ უფრო მეტადაც იცავდნენ ძველ ქართულ წარმართულ ტრადიციურ გადმონაშთებს, ვიდრე ქრისტიანი ან მუსლიმი ქართველები. დიდი იყო აგრეთვე რელიგიურ-კულტურული და პოლიტიკური ბარიერი ამ ორ ებრაულ ჯგუფს შორის. მაშინ ქართველი ებრაელების იუდაიზმი რელიგიური ლიბერალიზმით გამოირჩეოდა და მათთვის უცხო იყო ის რელიგიური გავლენა რაც ამ რელიგიამ განიცადა აღმოსავლეთ ევროპაში 17-19 საუკუნეებში ხასიდიზმის და ლიტვური ებრაული ფუნდამენტალიზმის სახით. უფრო მეტიც, მე 19 საუკუნის 80-ან წლებამე ქართველ ებრაელთა რელიაგიურ შეხედულებებზე ძალიან დიდი იყო ყარაიმული რელიგიის გავლენა, რომელიც ძველ აღთქმას გადამწყვეტ უპირატესობას აძლევდა და ამცირებდა ან მთლიანად უარყოფდა ზეპირი ტრადიციების და თალმუდის მნიშვნელობას.


ყოველივე ეს განაპირობებდა ამ ორი ებრაული თემის ურთიერთშეუთავსებლობას და განცალკევებულ ეთნო-რელიგიურ საზოგადოებად თანაცხოვრებას. ამისდა მიუხედავად, ამ თანაცხოვრებამ განაპირობა სიონისტური იდეების გავრცელება ქართველ ებრაელთა შორის. თავდაპირველად სიონიზმი ქართველ ებრაელებში რელიგიურ-მესიანისტურ საფუძველს ემყარებოდა და არა პოლიტიკურს. ამან განაპირობა ასობით ქუთაისელი ქართველი ებრაელი ოჯახის გადასახლება 1880-იან წლებში იერუსალიმში. მათ იქ "გურჯების" უბანი დააარსეს და მაშინდელი იერუსალიმის ებრაული მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ.


ევროპული იდეებისა და პოლიტიკური მოძრაობების გავრცელებამ საქართველოში შესაძლო გახადა პირველი სიონისტური მოძრაობის დაარსება თბილისში 1897 წელს "ჰასქალა"-ს (განათლება) მოძრაობის მიმდევართა შორის. ამ მოძრაობის მიზანი იყო ებრაელთა შორის ებრაული კულტურისა და თვითშეგნების განვითარება, შემდგომ მათი ისრაელში გადასახლების და პოლიტიკური თვითგამორკვევის მიზნით.



სოციალური სტრუქტურა |




ქართველი ებრაელები საჩხერეში, 1962 წელს


ადრე ფეოდალურ ხანამდე სოციალური სტრუქტურით ქართველი ებრაელები არაფრით არ განსხვავდებოდნენ მათი მეზობელი ქართველებისაგან, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა ბატონყმობის პერიოდში საზოგადოების ყველაზე დაბას ფენებში მოექცნენ და უუფლებო ყმათა მასას შეადგენდნენ. ისინი ძირითადად მიწათმოქმედებით და ხელოსნობით იყვნენ დაკავებულნი და იჯარას უხდიდნენ თავიანთ ბატონებს (ეკლესიას ან ადგილობრივ ფეოდალებს). მხოლოდ ბატონყმობის გაუქმების შემდგომ დაიწყო მათი კონცენტრაცია ქალაქურ ცენტრებში და ვაჭრობითა და სხვა თავისუფალი პროფესიებით დაკავება. შესაძლებელია ითქვას, რომ ქართველი ებრაელების რელიგიურ-სოციალური სეგრეგაცია ძირითადი ქართული მოსახლეობისაგან აშკარა ფაქტი იყო და საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებში მხოლოდ სიმძაფრეს იცვლიდა. ძალიან მწირე ისტორიული წყაროებია ქართველ ებრაელთა ფაქტობრივ მდგომარეობაზე 18-საუკუნემდე, მაგრამ ნათელია, რომ ქართულ სახელმწიფოებში ებრაელების მიმართ არ ყოფილა რაიმე მიზანმიმართული დევნა არ შევიწროება რელიგიურ ან ეთნიკურ ნიადაგზე. მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის და რუსეთთან შეერთების შემდეგ, როდესაც რუსეთის ადმინისტრაციამ 19 საუკუნის 70-თიან წლებში საქართველო გადააქცია ანტესემიტური აქციების პოლიგონად (საჩხერეს ებრაელთა საქმე, შემდომში კი მრავალრიცხოვანი ანტისემიტური ექსცესები დასავლეთ საქართველოში, დაგეგმილი და განხორციელებული ცარისტული უშიშროების სამსახურების მიერ). მიუხედავად ამ ხელოვნურად დანერგილი კონფლიქტების მცდელობებისა, ქართველი ხალხი განსაკუთრებულ ტოლერანტულობას ინარჩუნებდა მათ მეზობელი ებრაელების მიმართ. უფრო მეტიც, ქართველი ინტელიგენცია შეუპოვრად ამხილებდა ამ მცდელობებს და ილაშქრებდა მათ წინააღმდეგ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის წერილები, სადაც სჩანს, რომ ამ უდიდესმა მოაზროვნემ ნახევარი საუკუნით ადრე განსჭვრიტა და იწინასწარმეტყველა ევროპელი ებრაელების კატასტროფა.


თვით ქართველი ებრაელები მკვეთრად გამოჰყოფდნენ თავიანთ თავს არა მარტო ქართველებისაგან (რელიგიური ნიშნის მიხედვით), არამედ სხვა არაქართველი ებრაელებისაგან (ეთნიკური ნიშნით). სოციალურად კი ისინი დახურულ კასტებს წარმოადგენდნენ და თავიანთ თავს განიხილავდნენ როგორც "ჩვენებურები". საინტერესოა რომ ამავე ტერმინით გაემიჯნებოდნენ ქართველი მუსლიმი ქრისტიანი ქართველებისაგან. ამის მიუხედავად, ქართველი ებრაელები განუმეორებლივად ერთგული რჩებოდნენ საქართველოს სამეფო კარის და და ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ. უფრო მეტიც, საქართველოს პერიფერიულ რაიონებში ისინი ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართული ენის ძირითად საყრდენებადაც გვევლინებოდნენ ისტორიის გარკვეულ პერიოდებში (მაგალითად, ცხინვალის და ახალციხის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ქართველი ებრაელები შეადგენდნენ და ქართული ენისა და კულტურის ძირითადი საყრდენიც სწორედ ისინი იყვნენ (რუსეთის და ოსმალეთის იმპერიების ოკუპაციის პირობებში). ასევე იყო შუა საუკუნეების აფხაზეთში (გაგრის ქართული ებრაული თემი)). ქართველ ებრაელთა ეთნოპოლიტიკური ინტეგრაციის ხარისხი ქართულ სახელმწიფოში იმდენად დიდი იყო, რომ ისინი შესაძლოა ქართველი ხალხის განუყოფელ ეთნორელიგიურ ნაწილადაც განიხილებოდეს. მით უმეტეს, რომ საქართველოში სხვა ასეთი ეთნორელიგიური ჯგუფების წარმოქმნა (მუსლიმი ქართველები,გრიგორიანი და კათოლიკე ქართველები) დამახასიათებელი იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დეზინტეგრაციისა და დაკნინების პირობებში.


ქართული ნაციონალიზმის წარმოშობასთან ერთად, ქართველი ინტელიგენციის დიდი ნაწილი (ქართული ეთნოცენტრიზმის წარმომადგენლები) ქართველ ებრაელებს განიხილავდნენ როგორც ქართველი ხალხის განუყოფელ ნაწილს. მაგალითად, იაკობ გოგებაშვილი თავის დედა ენას "ყველა სარწმუნოების ქართველთათვის" ქმნიდა; ქართველი სოციალ დემოკრატები კი ქართველ ებრაელებს "მოსეს რჯულის ქართველებად" განიხილავდნენ. თუმცა მეოცე საუკუნის დასაწყისში იყო გარკვეული ნაწილი თვით ქუთაისელ ქართველ ებრაელთა შორის (ხანანაშვილების ჯგუფი), რომლებიც ასიმილატორულ რელსებზე იდგნენ და თავს ქართველებად მოიხსენიებდნენ, მაგრამ ამ კონცეფციამ დამარცხება განიცადა ებრაული თვითშეგნებისა და პოლიტიკური სიონიზმის წინაშე, რომელმაც ქართველ ებრაელთა შორის ფეხი 20 საუკუნის 10-ან წლებში მოიკიდა. ამ პროცესებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია საქართველოში ლიტველი და იერუსალიმელი ებრაული სექტების მისიონერულმა საქმიანობამ (რაბი ხვოლესი ცხინვალში, რაბი ელიაშვილი ქუთაისში) 19 საუკუნის დასასრულსა და 20 საუკუნის დასაწყისში.


დღეს ქართველი ებრაელების უმრავლესობა ისრაელშია და მათი ისრაელის სხვა ებრაელ მოსახლეობასთან ინტეგრაციის და ასიმილაციის პროცესი თანდათან ჩქარდება. ის იგივე პროცესია, რასაც ადგილი აქვს თურქეთში მუსლიმი ქართველებისა ("ჩვენებურები") და თურქეთის ძირითად მოსახლეობას შორის. სამწუხაროდ, განმანათლებითი ინფრასტრუქტურის უქონლობის გამო ძნელდება ქართული ენისადა და ქართული ტრადიციების მომავალ თაობაზე გადაცემა, თუმცა აშკარად სჩანს ახალგაზრდების დაინტერესება შეინარჩუნოს ქართული ენა.



ლიტერატურა |



  • ჭიჭინაძე ზ., «ქართველი ებრაელები საქართველოში», თბ., 1990


  • მეტრეველი რ., «ებრაელები საქართველოში», თბ., 2002


  • მამისთვალიშვილი ე., «ქართველ ებრაელთა ისტორია», თბ., 1995

  • ციციაშვილი ა., «ებრაელები და საქართველო», თბ., 2003


  • დანიელ ხანანაშვილის შესავალი წერილი წიგნისათვის, «საქართველოს რაბინები, რელიგია და ისტორია», ისრაელი, 2000.


  • აჯიაშვილი ჯ., «გამოიღვიძე, ქნარო», თბ., 1992

  • იველაშვილი თ., ცაგარეიშვილი თ., «გვიხმობს მამული მამა-პაპათა», თბ., 1995


  • ბოსტანაშვილი შ., «საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების 26 საუკუნე», თბ., 1998


სქოლიო |



  1. 1.01.11.21.3Электронная еврейская энциклопедия

  2. 2.02.1ЕВРЕИ В ГРУЗИИ: 26 ВЕКОВ ВМЕСТЕ




ლიტერატურა |


  • 3. Skorecki K, Selig S, Blazer S, et al. (1997). "Y chromosomes of Jewish priests". Nature 385 (6611): 32

  • # 4. Behar DM, Metspalu E, Kivisild T, et al. (2008). MacAulay, Vincent. ed. "Counting the founders: the matrilineal genetic ancestry of the Jewish Diaspora". PLoS ONE 3 (4): e2062. Bibcode 2008PLoSO...3.2062B. doi:10.1371/journal.pone.0002062. PMC 2323359. PMID 18446216.

  • # 5. Thomas MG, Weale ME, Jones AL, et al. (June 2002). "Founding mothers of Jewish communities: geographically separated Jewish groups were independently founded by very few female ancestors". American Journal of Human Genetics 70 (6): 1411–1420. doi:10.1086/340609. PMC 379128. PMID 11992249.

  • # 6. Vincenza Battaglia, Simona Fornarino, Nadia Al-Zahery, Anna Olivieri, Maria Pala, Natalie M. Myres, Roy J. King, Siiri Rootsi, Damir Marjanovic, Dragan Primorac, Rifat Hadziselimovic, Stojko Vidovic, Katia Drobnic, Naser Durmishi, Antonio Torroni, Augusta Silvana Santachiara-Benerecetti, Peter A. Underhill, and Ornella Semino. "Y-chromosomal evidence of the cultural diffusion of agriculture in southeast Europe." European Journal of Human Genetics 17 (2009): pages 820-830.


(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ქართველი_ებრაელები&oldid=3496916“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.060","walltime":"0.086","ppvisitednodes":"value":224,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":4467,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":1440,"limit":2097152,"expansiondepth":"value":7,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":0,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":1639,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 39.309 1 -total"," 60.67% 23.850 1 თარგი:სქოლიოს_სია"," 29.02% 11.407 1 თარგი:ვიკი"," 11.37% 4.469 1 თარგი:Ambox"," 9.93% 3.903 1 თარგი:Main_other"," 9.62% 3.781 1 თარგი:ფაქტი"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.002","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":535514,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1262","timestamp":"20190429132503","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10e5u10d0u10e0u10d7u10d5u10d4u10dau10d8 u10d4u10d1u10e0u10d0u10d4u10dau10d4u10d1u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q2075566","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q2075566","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2009-11-15T12:55:07Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/8/86/Tbilisi_Synagogue_%281%29.jpg"(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":156,"wgHostname":"mw1326"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單