Skip to main content

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი სექციების სია ადგილობრივი თვითმმართველობა | გეოგრაფია | ისტორია | ეკონომიკა | მოსახლეობა | ღირსშესანიშნაობანი | გალერეა | ლიტერატურა | რესურსები ინტერნეტში | სქოლიო | სანავიგაციო მენიუ42°05′39″ ჩ. გ. 42°02′30″ ა. გ. / 42.094389° ჩ. გ. 42.041694° ა. გ. / 42.094389; 42.041694ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიმოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014მოსახლეობის სიმჭიდროვე 1კმ²-ზე 2002 წლის აღწერის მიხედვითსაქსტატის 2002 წლის სოფლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებისაჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტირრ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისაქართველოს მუნიციპალიტეტები


საქართველოშიგურიის მხარეში200629 ნოემბრიდანლანჩხუთიშავ ზღვასფიჩორისაგურიის ქედსოდიშ-გურიის დაბლობიშავი ზღვისსამტრედიისაჩოხატაურისხობისსენაკისააბაშისოზურგეთისკოლხეთის ეროვნულ პარკსპალიასტომის ტბაიმნათის ტბაჯაპანას ტბასუფსაფიჩორილესისწყალიშუთიგურიის დაბლობსგურიის სერსზღვის დონიდანშავი ზღვამურყნისთხმელისმუხისარცხილისშველიწავიტურამგელიმაჩვიკურდღელინუტრიაძერაქორიშევარდენიიხვიშაშვიჩხართვიხოხობიმწყერიკობრილოქოფარგაღოჯოტორფისპალიასტომისმალთაყვაშიგრიგოლეთსასუფსაშინავთობისჭაბურღილებისუფსასაოკვანეშიწყალწმინდაგრიგოლეთიმაგნეტიტსშუხუთსაჯუნჯუათშიკირქვააცანაზემო აკეთიქვემო აკეთიგულიანსაჯურუყვეთშიბაღლებშიშუხუთის ციხე-ქალაქის1930ოზურგეთის მაზრაში19302006ჩაისსუფსაშიჯაპანასაგრიგოლეთშიბაქო-სუფსის ნავთობსადენისუფსის ტერმინალიმეციტრუსეობამეცხოველეობათხილიწყალწმინდაგრიგოლეთიმალთაყვატურიზმისამტრედიამახინჯაურისამტრედიაგრიგოლეთისარფისენაკიჯაპანააბაშალანჩხუთინასაკირალისკოლაბიბლიოთეკათეატრი2002 წლის2009ქართველიარუსიმართლმადიდებელი ქრისტიანიამუსლიმებიაჭარლებიწყალწმინდაშისტაროვერებილანჩხუთიაკეთიაცანაგვიმბრალაურილესამამათიმაჩხვარეთინიგვზიანინიგოითინინოშვილისუფსაღრმაღელეშუხუთიჩიბათიჩოჩხათიჯურუყვეთიქალაქისოფელიჯიხეთის ეკლესიაეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმსაკეთის წმინდა გიორგის ეკლესიააკეთის მაცხოვარიხორეთიჩანჩეთიორაგვეკოკათიგაგურიჩოჩხათილანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიბაღლებშიაკეთის მაცხოვარიჯიხეთის ეკლესიისაკეთის წმინდა გიორგის ეკლესიაეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმიოქონას მონასტერი










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search






























ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი


GR-Lanchkhuti-ka.svg






დროშა

გერბი

Flag of Lanchkhuti Municipality.svg

Lanchxutis gerbi.jpg

ქვეყანა
საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი
გურიის მხარეგურიის მხარე
ადმ. ცენტრი
ლანჩხუთი
კოორდინატები
42°05′39″ ჩ. გ. 42°02′30″ ა. გ. / 42.094389° ჩ. გ. 42.041694° ა. გ. / 42.094389; 42.041694
საკრებულოს
თავმჯდომარე

ბესიკ ტაბიძე
ფართობი
533 კმ²
მოსახლეობა
Decrease2.svg 31 486[1] (2014) კაცი
სიმჭიდროვე
76 [2] კაცი/კმ²
ეროვნული
შემადგენლობა

ქართველები 98.9%
რუსები 0.7%
სომხები 0.1%
უკრაინელები 0.1%[3]
სასაათო სარტყელი
UTC+04:00
სატელეფონო კოდი
+995 (494)
საფოსტო ინდექსი
2800–2899
ოფიციალური საიტი
http://lanchkhuti.org.ge/

GEO-GR-LN.svg

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ვიკისაწყობში

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ოფიციალურად სსიპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი“[4] (ს/ნ. 233730139) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, გურიის მხარეში. მუნიციპალიტეტი 2006 წლის 29 ნოემბრიდან. ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. ლანჩხუთი.




სექციების სია





  • 1 ადგილობრივი თვითმმართველობა


  • 2 გეოგრაფია

    • 2.1 ნიადაგები


    • 2.2 ჰავა


    • 2.3 ფლორა და ფაუნა


    • 2.4 წიაღისეული



  • 3 ისტორია


  • 4 ეკონომიკა


  • 5 მოსახლეობა

    • 5.1 აღწერის მონაცემები



  • 6 ღირსშესანიშნაობანი


  • 7 გალერეა


  • 8 ლიტერატურა


  • 9 რესურსები ინტერნეტში


  • 10 სქოლიო




ადგილობრივი თვითმმართველობა |


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — მუნიციპალიტეტის გამგეობა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 16 ტერიტორიული ერთეულია, ესენია:


  1. ადმინისტრაციული ერთეული ლანჩხუთი — ქალაქი ლანჩხუთი;

  2. ადმინისტრაციული ერთეული აცანა — აცანა, ტელმანი;

  3. ადმინისტრაციული ერთეული აკეთი — გაგური, ზემო აკეთი, ქვემო აკეთი, ჭანჭათი;

  4. ადმინისტრაციული ერთეული მამათი — კონჭკათი, მამათი, ქვემო მამათი, შათირი;

  5. ადმინისტრაციული ერთეული ნიგოითი — ნიგოითი, ქვიანი, ჩოლობარგი, ჭყონაგორა, ჯაპანა, ჯიხეთის მონასტერი;

  6. ადმინისტრაციული ერთეული შუხუთი — ზემო შუხუთი, ქვემო შუხუთი;

  7. ადმინისტრაციული ერთეული მაჩხვარეთი — მაჩხვარეთი, ორაგვე, ჯუნმერე;

  8. ადმინისტრაციული ერთეული გვიმბალაური — გვიმბალაური, ჯუნეწერი;

  9. ადმინისტრაციული ერთეული ჩიბათი — ზემო ჩიბათი, ქვემო ჩიბათი, ჭალა;

  10. ადმინისტრაციული ერთეული ლესა — ლესა, ჭინათი;

  11. ადმინისტრაციული ერთეული ჯურუყვეთი — ბაღლეფი, ეწერი, ჯურუყვეთი;

  12. ადმინისტრაციული ერთეული ნინოშვილი — ნინოშვილი, ყელა;

  13. ადმინისტრაციული ერთეული ნიგვზიანი — არჩეული, ნიგვზიანი, ჩანჩეთი, ხაჯალია;

  14. ადმინისტრაციული ერთეული ჩოჩხათი — გულიანი, კოკათი, მოედანი, შრომისუბანი, ჩოჩხათი, ხორეთი, ჯიხანჯირი;

  15. ადმინისტრაციული ერთეული ღრმაღელე — ომფარეთი, ორმეთი, ღრმაღელე, წყალწმინდა;

  16. ადმინისტრაციული ერთეული სუფსა — ახალი, გრიგოლეთი, მალთაყვა, სუფსა, ტაბანათი, ჩქუნი, ხიდმაღალა.


გეოგრაფია |


მუნიციპალიტეტი მდებარეობს შავ ზღვას, მდინარე ფიჩორისა და გურიის ქედს შორის. უკავია ოდიშ-გურიის დაბლობი და მიმდებარე სერები. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვის 7 კმ-იანი სანაპირო (საკურორტო) ზოლი, აღმოსავლეთით სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით ხობის, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. ტერიტორია — 533 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 270 კვ.კმ. ხოლო 15 000 ჰექტარი დაკავებული აქვს კოლხეთის ეროვნულ პარკს, 17 927 ჰა კი ტყეებს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ტბები: პალიასტომის ტბა, იმნათის ტბა, ჯაპანას ტბა, გრიგოლეთის ტბა და სხვები, მდინარეები: სუფსა, ფიჩორი, ლესისწყალი, შუთი, გომახურისწყალი, წყალწითელა და სხვა.


მუნიციპალიტეტში ვაკე და გორაკ-ბორცვიანი რელიეფია. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი უკავია გურიის დაბლობს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი კი გურიის სერს. ვაკის შუა ნაწილი ზღვის დონიდან 20 მეტრზეა, სერის დასავლეთი ნაწილი 200-400 მეტრია, აღმოსავლეთი 500-600 მეტრამდეა. მთა ტალახა ზღვის დონიდან 660 მეტრზეა.



ნიადაგები |


ზღვის სანაპირო ზოლში განვითარებულია დაჭაობებული ნიადაგები, მდინარე სუფსის ქვემო დინების გასწვრივ — ალუვიური უკარბონატო ნიადაგები. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გავრცელებულია ტორფიან-ჭაობიანი და ჭაობის ლამიანი ნიადაგები. მას სამხრეთ-აღმოსავლეთით ეკვრის ეწერ-ლებიანი ნიადაგების ზოლი. გურიის სერის კალტებზე წითელმიწა და გაეწერებული წითელმიწა ნიადაგებია. მცირე ფართობი უჭირავს ყვითელ მიწებს, ტყის ყომრალ და ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებს. სერის თხემზე მცირე სისქის ზოგან ჩამორეცხილი ნიადაგებია.



ჰავა |


ჰავაზე დიდ გავლენას ახდენს შავი ზღვა, საიდანაც ჰაერის მასას უხვი ატმოსფერული ნალექები მოაქვს. ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 2400 მმ-ს აღწევს. ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო ხოლო ყველაზე მშრალი აპრილი და მაისი. ყველაზე მეტი ნალექიანობით ხასიათდება აგვისტო და ნოემბერი. ზღვის დონიდან 200 მეტრ სიმაღლემდე ზღვის ნოტიო ჰავაა, ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა +13°C, აბსოლუტური მინიმალური -18°C-20°C-მდე ეცემა, მაქსიმუმი კი 39-40°C-მდე ადის.



ფლორა და ფაუნა |


შავი ზღვის სანაპიროზე განვითარებულია ზღვისპირა ქვიშნარის მცენარეულობა, რომელსაც ისლიანი და მარცვლოვანი ჭაობის მცენარეულობა აკრავს. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გავრცელებულია კოლხური ჭაობიანი მურყნის ტყეები, მის სამხრეთ-აღმოსავლეთით ვრცელდება ლეშამბოიანი ტყეების ზოლი, რომელსაც მოსდევს თხმელის, მუხისა და რცხილის დაბლობის ტყეები.


გურიის დაბლობის ჭაობიან ტყეებში შემორჩენილია შველი და წავი. გორაკ-ბორცვებზე, სერის ტყიან კალთებზე გვხვდება ტურა, მგელი, მაჩვი, კურდღელი, ნუტრია; ფრინველებიდან ძერა, ქორი, შევარდენი, იხვი, შაშვი, ჩხართვი და სხვ. ჭაობიან ტყეებში ბუდობს ჩვეულებრივი ხოხობი, არის მწყერი. ტბებში გვხვდება თევზის სახეობები: კობრი, ლოქო, ფარგა, ღოჯო და სხვა.



წიაღისეული |


მუნიციპალიტეტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. მუნიციპალიტეტში ტორფის რამდენიმე საბადოა, მათ შორის ყველაზე დიდია იმნათის საბადო, იგი პალიასტომის ტბის აღმოსავლეთით მდებარეობს და მისი მარაგი 300 მილიონ მ3-ს აღემატება. ასევე ტორფის საბადოებია მალთაყვაში და გრიგოლეთსა და სუფსაში. ნავთობის მომპოვებელი ჭაბურღილები დგას სუფსასა და ოკვანეში. ზღვის სანაპირო ზოლი (წყალწმინდა, გრიგოლეთი) შეიცავს მაგნეტიტს. შუხუთსა და ჯუნჯუათში მოიპოვება მერკელიანი კირქვა. სოფლებში აცანა, ზემო აკეთი და ქვემო აკეთი მოიპოვება თიხნარი მიწა. გულიანსა და ჯურუყვეთში მოდის გოგირდოვანი, ბაღლებში კი - ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი წყალი.



ისტორია |


მუნიციპალიტეტის ტერიტორია დასახლებულია ქვის ხანიდან. ადრე ბრინჯაოს ხანიდან ქალაქური ცხოვრების წესს ადასტურებს შუხუთის ციხე-ქალაქის არსებობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ოზურგეთის მაზრაში. 1930 წლიდან ცალკე რაიონია. საბჭოთა პერიოდში გამოიცემოდა რაიონული გაზეთი „სოციალისტური შრომა“. 2006 წლიდან ეწოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.



ეკონომიკა |


საბჭოთა პერიოდში რაიონის ეკონომიკის ძირითადი დარგი იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა, მათ შემდეგ კი მარცვლეულის წარმოება და მეცხოველეობა. ფუნქციონირებდა 11 კოლმეურნეობა და 3 საბჭოთა მეურნეობა. მრეწველობაში მთავარი დარგები იყო კვების მრეწველობა და საშენ მასალათა მრეწველობა. მოქმედებდა ჩაის პირველადი გადამუშავების 5 ფაბრიკა, ასევე საკონსერვო, ყველ-კარაქის, პურ-ფუნთუშეულის, უალკოჰოლო სასმელების ქარხნები, საშენ მასალათა კომბინატი, სამკერვალო ფაბრიკა, თბოელექტროსადგური (186 კვტ სიმძლავრით), ტორფის ქარხანა სუფსაში, თევზის საჯიშე მეურნეობები ჯაპანასა და გრიგოლეთში.


ამჟამად მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესია ბაქო-სუფსის ნავთობსადენი და სუფსის ტერმინალი. სოფლის მეურნეობაში განვითარებულია მეციტრუსეობა, მეცხოველეობა, მოჰყავთ თხილი. მუნიციპალიტეტის საზღვაო ზოლში (წყალწმინდა, გრიგოლეთი, მალთაყვა) განვითარებულია ტურიზმი.


მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის: რკინიგზის მონაკვეთი სამტრედია-მახინჯაური 40 კმ; საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთები: სამტრედია-გრიგოლეთი (ს-12) 65 კმ. და სარფი-სენაკი (ს-2). ასევე შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები: ჯაპანა-აბაშა - 47 კმ და ლანჩხუთი-ნასაკირალი - 45 კმ.


მუნიციპალიტეტში არის 25 საჯარო სკოლა, სადაც სწავლობს 4243 მოსწავლე, 1 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 32 ბიბლიოთეკა, 2 თეატრი, 22 საბავშვო ბაღი.



მოსახლეობა |




ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რუკა


2002 წლის აღწერით მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა იყო 40,5 ათასი კაცი. დაბადება-გარდაცვალების მონაცემების მიხედვით 2009 წლის 1 იანვრისთვის მოსახლეობა 37,8 ათასს შეადგენს. სიმჭიდროვე — 76 კაცი კვ.კმ-ზე. ეთნიკური შემადგენლობის მიხედვით მოსახლეობის 98,9 % ქართველია, 0,7% - რუსი. სარწმუნოებრივი შემადგენლობის მიხედვით მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, ასევე არიან მუსლიმები (აჭარლები), ხოლო წყალწმინდაში ცხოვრობენ სტაროვერები.


მუნიციპალიტეტი მოიცავს 16 ადმინისტრაციულ ერთეულს: ქალაქი ლანჩხუთი; თემები: აკეთი, აცანა, გვიმბრალაური, ლესა, მამათი, მაჩხვარეთი, ნიგვზიანი, ნიგოითი, ნინოშვილი, სუფსა, ღრმაღელე, შუხუთი, ჩიბათი, ჩოჩხათი, ჯურუყვეთი. მუნიციპალიტეტში სულ 56 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 55 სოფელი.



აღწერის მონაცემები |






























აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
1939390711918119890
195940031 Increase2.svg1825221779
197040246 Increase2.svg1828521961
197940890 Increase2.svg1888422006
198941891 Increase2.svg1960022291
200240347 Decrease2.svg
201431486 Decrease2.svg


ღირსშესანიშნაობანი |


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დგას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ერთი ძეგლი — ჯიხეთის ეკლესია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმს სოფელ არჩეულში.


სხვა ძეგლებიდან აღსანიშნავია აკეთის წმინდა გიორგის ეკლესია და აკეთის მაცხოვარი, ასევე აღსანიშნავია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხელოვნური გამოქვაბულების სიმრავლე. ასეთი გამოქვაბულებია სოფლებში ხორეთი, ჩანჩეთი, ორაგვე, კოკათი, გაგური, ჩოჩხათი. ქალაქ ლანჩხუთში მოქმედებს ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ბაღლებში შემორჩენილია სავარაუდოდ XIII საუკუნის ეკლესიის ნანგრევები.



გალერეა |



ლიტერატურა |



  • ღლონტი გ., ცერცვაძე გ., „გურიის რეგიონის აგრარული სექტორის ეკონომიკა“ — თბილისი, 2014, ISBN 978-9941-10-913-3


რესურსები ინტერნეტში |



Commons-logo.svg

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი



  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი


სქოლიო |




  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 26 ივლისი 2016.


  2. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1კმ²-ზე 2002 წლის აღწერის მიხედვით.


  3. საქსტატის 2002 წლის სოფლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები.


  4. საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი




(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლანჩხუთის_მუნიციპალიტეტი&oldid=3624003“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.636","walltime":"0.842","ppvisitednodes":"value":8807,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":138979,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":60897,"limit":2097152,"expansiondepth":"value":33,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":2,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":6944,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":1,"limit":400,"timingprofile":["100.00% 678.140 1 -total"," 77.77% 527.393 1 თარგი:ინფოდაფა_ადმინისტრაციული_ერთეული"," 74.34% 504.158 1 თარგი:ინფოდაფა"," 27.71% 187.888 35 თარგი:Wikidata"," 24.45% 165.794 167 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 12.99% 88.078 1 თარგი:Wikidata/p18"," 11.91% 80.738 1 თარგი:გამოსახულების_ფორმატირება"," 10.89% 73.817 1 თარგი:Str_right"," 10.25% 69.540 1 თარგი:Str_sub_long"," 8.56% 58.070 2 თარგი:ნავდაფა"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.125","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":2791972,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1239","timestamp":"20190526140016","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10dau10d0u10dcu10e9u10eeu10e3u10d7u10d8u10e1 u10dbu10e3u10dcu10d8u10eau10d8u10deu10d0u10dau10d8u10e2u10d4u10e2u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A9%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q2380601","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q2380601","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2005-07-18T09:14:55Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/2/26/GR-Lanchkhuti-ka.svg","headline":"u10dbu10e3u10dcu10d8u10eau10d8u10deu10d0u10dau10d8u10e2u10d4u10e2u10d8 u10e1u10d0u10e5u10d0u10e0u10d7u10d5u10d4u10dau10ddu10e8u10d8"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":105,"wgHostname":"mw1274"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單