Skip to main content

ალაზნის ვაკე ლიტერატურა | სქოლიო | სანავიგაციო მენიუ

საქართველოს ვაკეები


აკუმულაციურივაკეაღმოსავლეთ საქართველოშიკახეთის კავკასიონსაგომბორის ქედსაივრის ზეგანსზღვის დონიდანმეოთხეული ნალექებითსამხრეთაღმოსავლეთისაკენმდინარე ალაზანიზამთარიზაფხულისეტყვატყითმუხაიფანინეკერჩხალიალვის ხებუნებრივი რესურსებითსაქართველოსთელავიგურჯაანიყვარელილაგოდეხიახმეტასიღნაღიწნორიშილდანაფარეულიკარდანახიფიზიკურ-გეოგრაფიულირელიეფშიგეოსინკლინისმთებითარიდული ჰავისაგანაღმოსავლეთ საქართველოშიჰავამდინარეებისაგანზღვის დონიდანკახეთისგომბორის ქედისსაქართველოსტექტონიკურიგეოსინკლინსპლიოცენიდანკავკასიონის მთისწინეთიმინერალოგიური შედგენილობითსტრატიგრაფიულიგეომორფოლოგიურიწყებისჭაბურღილებითააკავკასიონიდანგომბორის ქედიდანმდინარეებისგამოზიდვის კონუსებისკავკასიონის მთისწინეთირღვევისაზერბაიჯანისკახეთიმეზოზოურიოროგრაფიულიმდინარეებისსტორისლოპოტისდიდხევისჩელთისდურუჯისავანისხევისლაგოდეხისწყლისტერასირებულიოროგრაფიულისტრუქტურასვაკისმდინარეალაზნისგამოზიდვის კონუსებითდურუჯისგამოზიდვის კონუსიკმკმთურდოსგამოზიდვის კონუსირელიეფიეროზიული ფორმებითსიღნაღისმერიდიანისაღმოსავლეთითმდინარეალაზანიმეანდრეებსმერიდიანისდასავლეთითკახეთისალაზნისკალაპოტიაზერბაიჯანისივრის ზეგნისზაფხულიზამთარიდასავლეთიდანჩრდილოეთიდანტემპერატურაიანვარშიტემპერატურასავეგეტაციო პერიოდშიმაისშიაიანვარშისაქართველოსსეტყვიანნიადაგურიმცენარეული საფარიჰაერისკავკასიონს










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ალაზნის ვაკე




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search




ალაზნის ვაკე




ხედი ალაზნის ვაკეზე




ხედი ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრიდან




ალაზნის ვაკე




ალაზნის ვაკე შორიდან მიმოხილვისას




ალაზნის ხეობა


ალაზნის ვაკე[1], ალაზნის ველი[2] — მთათაშუა აკუმულაციური ვაკე აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის კავკასიონსა, გომბორის ქედსა და ივრის ზეგანს შორის. ზღვის დონიდან 200–470 მ. აგებულია ახალგაზრდა მეოთხეული ნალექებით. ვაკე დახრილია სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. მას მთელ სიგრძეზე კვეთს მდინარე ალაზანი.


ალაზნის ვაკის სიგრძეა 160 კმ, მაქსიმალური სიგანე 35–37 კმ, მინიმალური — 5 კმ. კიდეებზე ამაღლებულია და დანაწევრებულია ალაზნის მრავალი შენაკადით. ალაზნის ველზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, ზამთარი ზომიერად ცივი, ზაფხული ცხელი. ხშირია სეტყვა.


ალაზნის ველი ნაწილობრივ დაფარულია ვაკის ტყით, სადაც უმთავრესად მუხა, იფანი, ნეკერჩხალი, ალვის ხე. ვაკის დიდი ნაწილი მეორეულ ტყე-სტეპებსა და სტეპებს უკავია. ალაზნის ველი ბუნებრივი რესურსებით მდიდარი და საქართველოს ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული კუთხეა.


დიდი დასახლებული პუნქტები (თელავი, გურჯაანი, ყვარელი, ლაგოდეხი, ახმეტა, სიღნაღი, წნორი, შილდა, ნაფარეული, კარდანახი და სხვა) განლაგებულია ვაკის კიდეებზე, კახეთის კავკასიონისა და გომბორის ქედის ძირას. ალაზნის ველი საქართველოს მევენახეობის მხარეა. ბუნებრივი პირობების მიხედვით იგი 2 ნაწილად იყოფა: მარჯვენა მხარედ (წინამხარი) და მარცხენა მხარედ (გაღმამხარი).


ალაზნის ვაკის ფიზიკურ-გეოგრაფიული ერთეულის თავისებურება მდგომარეობს უპირველეს ყოვლისა, მის რელიეფში, რომელიც კონტინენტური გეოსინკლინის ტიპობრივ თვისებებს ატარებს. მთებით თითქმის ყოველმხრივ შემოზღუდული ამ უზარმაზარი გრძელი ტაფობის ჰავაც არსებითად განსხვავდება მის ირგვლივ მდებარე სივრცეების არიდული ჰავისაგან განესტიანების მეტი სიუხვით. აღმოსავლეთ საქართველოში და მთლიანად აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში არსად სხვაგან ესოდენ ნაზი, რბილი ჰავა არ გვხვდება. აქედან გამომდინარეობს ბარის მცენარეულობის ისეთი სიმდიდრე, როგორიც უცხოა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სხვა ნაწილებისათვის, — ტყის არსებობა მდინარეებისაგან დაშორებით, ზღვის დონიდან სულ 300-500 მ სიმაღლეზე. ეს ბუნებრივი თავისებურება კახეთის სახალხო მეურნეობის დოვლათიანობის მტკიცე საფუძველია, — წარმტაცია მისი სანახაობა გომბორის ქედის კალთებიდან.[3]


გეოლოგიური თვალსაზრისით ალაზნის ვაკე საქართველოს ტერიტორიის ფრიად თავისებური ტექტონიკური ერთეულია. წარმოადგენს ინტენსიური დაძირვის ზონას — ცოცხალ კონტინენტურ გეოსინკლინს, რომელიც ნალექების დაგროვების სტადიაში იმყოფება. ამ გეოსინკლინის ფორმირება პლიოცენიდან დაიწყო; შუა და ზედა პლიოცენის მიჯნაზე ალაზნის ვაკის ადგილას კავკასიონის მთისწინეთი იყო, რაც მტკიცდება ივრის ზეგანზე არსებული ეგრეთ წოდებული პროდუქტული (შუაპლიოცენური) წყების მინერალოგიური შედგენილობით. ზედა პლიოცენიდან მიმდინარეობს ალაზან-აგრიჩაის დეპრესიის ევოლუციის პროცესი. დაძირვა თანადროულ ეპოქაშიც გრძელდება, — ეს მტკიცდება მთელი რიგი სტრატიგრაფიული და გეომორფოლოგიური ფაქტებით — დამარხული ნიადაგური და კულტურული ჰორიზონტების შემცველი უხეშნგრეული სქელი წყების არსებობით, რაც ჭაბურღილებითაა დადგენილი; კავკასიონიდან და გომბორის ქედიდან ჩამომავალი მდინარეების მძლავრი გამოზიდვის კონუსების დეფორმაციის ნიშნებით და სხვ.[3]


ვაკეზე ჩრდილოეთიდან მიბჯენილი კავკასიონის მთისწინეთი აგებულია ალპინოტიპურად დანაოჭებული ზედა იურული და ცარცული ნალექებით და წარმოადგენს დაძირული ზონის ნაშთს, მოსხეპილს რამდენადმე ალმაცერად გამავალი რღვევის სიბრტყით. კავკასიონის ნაგებობა აქ განიცდის სამხრეთ-დასავლეთისაკენ წამოცოცებას აზერბაიჯანის ტექტონიკური ბელტის კიდურ ნაწილზე.[3]


კახეთი და მასთან მოსაზღვრე შირვანი კავკასიონის სამხრეთი ფერდობის მთისწინა ზოლის ერთადერთი ისეთი ნაწილია, რომელიც აგებულია არა მესამეული, არამდე მეზოზოური ფორმაციებით, და სადაც ბორცვნალი ზოლი ძლიერ შევიწროებული და ალაგ-ალაგ მთლიანად მოგლეჯილია. ამიტომ ბორცვნალი ზონა, რომელიც ალაზნის ვაკის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კიდეს გაუყვება, განირჩევა ოროგრაფიული წყობის სიმარტივით.


კავკასიონის ამ მთისწინა ზოლში აბსოლუტური სიმაღლეები 500-800 მ აღწევს. ზოლი გაკვეთილია კავკასიონიდან და მისი ტოტებიდან ჩამომავალი მდინარეების, მათ შორის სტორის, ლოპოტის, დიდხევის, ჩელთის, დურუჯის, ავანისხევის, ლაგოდეხისწყლის ხეობებით. ამ ხეობათა გვერდები მთისწინეთის ფარგლებში ჩვეულებრივ მკაფიოდ არის ტერასირებული. ალაგ-ალაგ გვხვდება ოროგრაფიული ელემენტები, რომლებიც ართულებენ მთისწინეთის საერთო მარტივ სტრუქტურას.[3]


ალაზნის ვაკე ბრტყელი ვაკის შთაბეჭდილებას სტოვებს, მაგრამ სინამდვილეში იგი გართულებულია მდინარე ალაზნის მარცხენა და მარჯვენა შენაკადების მძლავრი გამოზიდვის კონუსებით. აღსანიშნავია მდინარე დურუჯის გამოზიდვის კონუსი, რომლის სიგრძეა 10 კმ, ხოლო სიგანე 6,5 კმ. შეფარდებითი სიმაღლე 180 მ. მნიშვნელოვანია აგრეთვე მდინარე თურდოს გამოზიდვის კონუსი (ზომები 7,5X3,2 კმ).[3]


ვაკის აკუმულაციური რელიეფი გართულებულია მორფოლოგიური დეტალებით — მცირე სიღრმის მქონე და იშვიათი ეროზიული ფორმებით, რომლებიც ჩაჭრილია გამონაზიდებში და არ ქმნიან ერთობლივ ქსელს. სიღნაღის მერიდიანის აღმოსავლეთით მდინარე ალაზანი იკლაკნება და მეანდრეებს ქმნის. იმავე მერიდიანის დასავლეთით მას გაცილებით უფრო სწორი მიმართულება აქვს.[3]


კახეთის ფარგლებში ალაზნის კალაპოტი მეტწილად ემთხვევა დეპრესიის გასწვრივ ღერძს, მაგრამ სამხრეთ-აღმსოავლეთით, აზერბაიჯანის საზღვართან მარჯვნივ არის გადაადგილებული და ივრის ზეგნის კიდეს ეკვრის.[3]


ალაზნის ვაკეზე გაბატონებულია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. დამახასიათებელია ცხელი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი. იგი საკმაოდ კარგადაა დაცული, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. თავისუფლად ჰაერის მასები მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან იჭრება, რაც ამ რაიონის ჰავის თავისებურებაზე დადებითად მოქმედებს. საშუალო წლიური ტემპერატურა 11-13 °C, იანვარში 0,-1 °C. უთბილესი თვის ტემპერატურა 21-25 °C. აბსოლუტურ მინიმალური –25-27 °C, მაქსიმალური 40 °C აღწევს. სავეგეტაციო პერიოდში 10 °C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 3500-4200°.


ნალექები 700–1000 მმ წელიწადში, ნალექების მაქსიმუმი მაისშია, მინიმუმი — იანვარში. დანესტიანების კოეფიციენტი 1-ზე მეტია. მდგრადი თოვლის საბურველი ყოველთვის არ ჩნდება, როცა ჩნდება მისი საშუალო სიმაღლე 5-15 სმ არ აღემატება, მაქსიმალური 75 სმ აღწევს.


ელჭექიანია 30-60, სეტყვიანი –2-3 დღე წელიწადში. ეს რაიონი საქართველოს სხვა რაიონებისაგან გამოირჩევა არა სეტყვიან დღეთა სიხშირით, არამედ სეტყვის მარცვალთა სიდიდით და მოყენებული ზარალით.


ნიადაგური და მცენარეული საფარი ალაზნის ვაკის მარცხენა და მარჯვენა ნაწილებში საკმაოდ განსხვავებულია, რაც განპირობებულია მარცხენა მხრის უფრო უხვი განესტიანებით ჰაერის იმ მასების მიერ, რომლებიც კავკასიონს ეჯახებიან და იძულებული ხდებიან მაღლა ავიდნენ.





ალაზნის ველის პანორამა ჯაბა ლაბაძის ფოტო


ალაზნის ველის პანორამა
ჯაბა ლაბაძის ფოტო






ლიტერატურა |



Commons-logo.svg

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
ალაზნის ვაკე




  • მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 263, თბ., 1975 წელი.


  • ჯავახიშვილი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, საქართველოს სსრ, 1981 წელი;


  • მარუაშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 89, თბ., 1997 წელი.


სქოლიო |




  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 16, თბ., 2009.


  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 15, თბ., 1987.

  3. 3.03.13.23.33.43.53.6მარუაშვილი ლ.. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია (საქართველოს სსრ ბუნებრივი პირობების ზოგადი დახასიათება და რეგიონული აღწერილობა). თბილისი, საქართველო: ცოდნა, გვ. 276-281 თბ. 1964. 








(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ალაზნის_ვაკე&oldid=3668783“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.104","walltime":"0.157","ppvisitednodes":"value":554,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":10369,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":2680,"limit":2097152,"expansiondepth":"value":7,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":0,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":3832,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 78.532 1 -total"," 63.12% 49.571 1 თარგი:სქოლიო"," 13.36% 10.493 1 თარგი:Commonscat"," 12.90% 10.130 1 თარგი:ქსე"," 10.98% 8.626 1 თარგი:Cite_book"," 5.86% 4.600 2 თარგი:სგსოლ"," 5.71% 4.486 1 თარგი:Main_other"," 5.64% 4.431 1 თარგი:ქე"," 4.46% 3.503 1 თარგი:პანორამა"," 4.17% 3.271 3 თარგი:Comment"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.004","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":543873,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1326","timestamp":"20190526141652","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d0u10dau10d0u10d6u10dcu10d8u10e1 u10d5u10d0u10d9u10d4","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%95%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q1971152","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q1971152","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2006-07-02T12:45:31Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/5/54/Alazani_Valley_%282%29.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":124,"wgHostname":"mw1332"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單