Skip to main content

სენაკი სექციების სია სახელწოდება | ისტორია | ადმინისტრაცია და პოლიტიკა | კულტურა | არქიტექტურა და ღირსშესანიშნაობანი | მოსახლეობა | ბუნებრივი პირობები და მდებარეობა | ეკონომიკა | დაძმობილებული და მეგობარი ქალაქები | გამოჩენილი სენაკელები | ფოტოგალერეა | ქალაქის რუკები | იხილეთ აგრეთვე | ლიტერატურა | რესურსები ინტერნეტში | სქოლიო | სანავიგაციო მენიუ42°16′08″ ჩ. გ. 42°04′45″ ა. გ. / 42.26889° ჩ. გ. 42.07917° ა. გ. / 42.26889; 42.07917senaki.gov.geგიმნაზიაცხენოსნობა)სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური საიტისაზოგადოებრივი გაერთიანება - „სენაკზე მზრუნველთა ინიციატივა"ამინდი სენაკშიმოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი Iრრრრ

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ქალაქები


მეგრ.საქართველოშისამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეშისენაკის მუნიციპალიტეტისკოლხეთის დაბლობზეტეხურისთბილისიდან193319761989სულხან-საბა ორბელიანიძველი სენაკისარქანჯელო ლამბერტისტეხურისვამეყ დადიანისძველი სენაკსსენაკის მაზრის1871ფოთი-თბილისის რკინიგზისთეკლათის1921საბჭოთა კავშირისმენჯმასაქართველოს შეიარაღებული ძალებისII ქვეითი ბრიგადა1991-1992 წლების სამოქალაქო ომისმენჯისენაკი რუსეთ-საქართველოს ომის (2008 წ.)სენაკის მუნიციპალიტეტის1884წელს აკაკი წერეთელისძველ სენაკშიგაიხსნა სათავადაზნაურო სასწავლებელი სიმონ ჯანაშია არნოლდ ჩიქობავა ვარლამ თოფურია კონსტანტინე გამსახურდია1882მარტვილის1885შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი18811959ამშვენებს აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრისსენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიისნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის19892014[2]აკ. ხორავას სახელობის სენაკის დრამატული თეატრინეობაროკოსჟიული შარტავას მუზეუმიმენჯის2014[3]ასირიელებირუსებიებრაელებმაშხეფიდანმენჯამდეეკისტეხურისაცივისფიცუსამეგრელოსფოთსჩხოროწყუსმარტვილის2016[4]მენჯისაბჭოთა კავშირისნოქალაქევიცმენჯში










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




სენაკი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search
























ქალაქი

სენაკი
მეგრ. სანაკი

Senaki Akaki Khorava Theatre.JPG
Senaki theatre.jpg
სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრი







დროშა

გერბი

Flag of Senaki Municipality.svg

Senaki gerbi.jpg

ქვეყანა
საქართველოს დროშა საქართველო
მხარე
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი
სენაკის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები
42°16′08″ ჩ. გ. 42°04′45″ ა. გ. / 42.26889° ჩ. გ. 42.07917° ა. გ. / 42.26889; 42.07917
ადრეული სახელები
ახალსენაკი, მიხა ცხაკაია, ცხაკაია
ცენტრის სიმაღლე
0±1 მეტრი
მოსახლეობა
21 596[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა
ქართველები, ასირიელები, რუსები
სატელეფონო კოდი
+995 413[2]
საფოსტო ინდექსი
4100[3]
ოფიციალური საიტი
senaki.gov.ge




სენაკი — საქართველო
სენაკი




სენაკი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
სენაკი



სენაკი ვიკისაწყობში

სენაკი — (მეგრ. სანაკი) ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ტეხურის მარჯვენა ნაპირას. თბილისიდან დაშორებულია 288 კმ-ით. 




სექციების სია





  • 1 სახელწოდება


  • 2 ისტორია

    • 2.1 დაარსება


    • 2.2 საბჭოთა კავშირის პერიოდი


    • 2.3 სსრკ-ის დაშლის (1991 წ.) შემდეგ



  • 3 ადმინისტრაცია და პოლიტიკა


  • 4 კულტურა

    • 4.1 განათლება


    • 4.2 თეატრი და მუზეუმები


    • 4.3  რელიგია


    • 4.4 სპორტი


    • 4.5 ბეჭდვითი სიტყვა/მასმედია


    • 4.6 ყოველწლიური დღესასწაულები



  • 5 არქიტექტურა და ღირსშესანიშნაობანი


  • 6 მოსახლეობა


  • 7 ბუნებრივი პირობები და მდებარეობა

    • 7.1 რელიეფი


    • 7.2 კლიმატი



  • 8 ეკონომიკა

    • 8.1 ტრანსპორტი


    • 8.2 მრეწველობა


    • 8.3 ტურიზმი


    • 8.4 ეკონომიკის განვითარების პერსპექტიული სფეროები



  • 9 დაძმობილებული და მეგობარი ქალაქები


  • 10 გამოჩენილი სენაკელები


  • 11 ფოტოგალერეა


  • 12 ქალაქის რუკები


  • 13 იხილეთ აგრეთვე


  • 14 ლიტერატურა


  • 15 რესურსები ინტერნეტში


  • 16 სქოლიო




სახელწოდება |


სენაკის ტერიტორიაზე დაარსებული ქალაქური ტიპის დასახლებული პუნქტი  თავდაპირველად იწოდებოდა, როგორც ახალი სენაკი/ახალსენაკი. 1933 წელს ქართველი საბჭოთა რევოლუციონერისა და პოლიტიკური მოღვაწის პატივსაცემად მიხა ცხაკაია ეწოდა, 1976 წლიდან კი ცხაკაია (ეპითეტის გარეშე). 1989 წელს ქალაქს დაუბრუნდა ძველი სახელწოდება „სენაკი“.


სულხან-საბა ორბელიანი „სიტყვის კონაში“ ასე განმარტავს სიტყვა „სენაკს“: „მცირე სახლაკი. მონაზვნის სადგომი მცირე. კელენი, მცირე სადგომი“. გადმოცემით, დღევანდელი ძველი სენაკის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიის მახლობლად შუა საუკუნეებში მოუწყვიათ სასულიერო პირებისთვის ან სავაჭრო დანიშნულებისთვის პატარა ოთახები, საიდანაც, სავარაუდოდ, მომდინარეობს ადგილის სახელწოდება. იტალიელი მისიონერისა და მოგზაურის არქანჯელო ლამბერტის ცნობით, შესაძლოა, სახელწოდება „სენაკი“ უკავშირდება მდინარე ტეხურის ძველ ბერძნულ-რომაულ სახელწოდებას სინაგპი/სინგამე. პოპულარული, ხალხში გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, ტოპონიმი სენაკი (მეგრ. სანაკი) მომდინარეობს ერთ-ერთი მეგრულ-ლაზური ტომის — ზანების სახელწოდებიდან  — (ზანი → სანი → სანაკი).



ისტორია |



დაარსება |




ახალსენაკის რკინიგზის სადგური, XX ს. დასაწყისი


სენაკი დასახელებულია შუა საუკუნეების რამდენიმე საეკლესიო-საისტორიო წყაროში. კერძოდ: „საცაიშლო გამოსავლის დავთრის მინაწერებში“ (1616-1621 წწ.) აღნიშნულია: „სენაკს საყდარი მაცხოვრისა ორის მისის სასახლითა“ (ქსძ, III, გვ. 533); შემდეგი დავთარი გვამცნობს: „არის წყარიგზას და სენაკს ოთხი მსახური“ (ქსძ, III. გვ. 481). 1648 წელს ვამეყ დადიანის მიერ შედგენილ „შეწირულობის წიგნში“ აღნიშნულია: „სენაკს საყდარი გვთხოვეთ და მოგეცით...“ (კაკაბაძე, I, გვ. 53) და სხვა. ყველა ამ შემთხვევაში ავტორები გულისხმობენ დღევანდელ ძველი სენაკს, სადაც თავდაპირველად მდებარებდა მხარის მთავარი სავაჭრო ადგილი და სენაკის მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი.


1871 წელს დაიწყო ფოთი-თბილისის რკინიგზის მშენებლობა. სხვადასხვა მიზეზთა გამო, რკინიგზის სადგურის აშენება გადაწყდა თეკლათის ტერიტორიაზე დღევანელი ქალაქ სენაკის ტერიტორიაზე. სწორედ სადგურის მშენებლობამ განაპირობა ქალაქური ტიპის დასახლებული პუნქტის წარმოქმნა ახალ ადგილას, რომელმაც უპირატესობა მალე წაართვა ძველ სენაკს. 1921 წელს ახალსენაკს ქალაქის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. 



საბჭოთა კავშირის პერიოდი |


მხარის ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად სენაკის ჩამოყალიბებაში საბჭოთა კავშირის პერიოდს (1921-1991 წწ.) დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ დროიდან ქალაქის ტერიტორიაზე ჩნდება სხვადახვა ტიპის ფაბრიკა-ქარხნები, მათ შორის ხალიჩების, ხაოიანი ქსოვილების, საკონსერვო, ყველ-კარაქის, ღვინის, ჩაისა და ტუნგოს გადამამუშავებელი და სხვ. დასაქმების შესაძლებლობების ზრდამ, თავის მხრივ, ქალაქში მოსახლეობა მიიზიდა.


30-იანი წლიდან სენაკთან ახლოს განვითარება დაიწყო ბალნეოლოგიურმა კურორტმა მენჯმა.


იმავე პერიოდში სენაკთან ახლოს გაშენდა სტრატეგიული დანიშნულების სამხედრო-საჰაერო ბაზა. დღეს ამ ტერიტორიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადა არის დისლოცირებული.


პარალელურად, სენაკში გაიშალა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულეებების ქსელი, აშენდა სახალხო თეატრი, კინოთეატრი, სამხატვრო გალერეა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, მუზეუმები და ა. შ.



სსრკ-ის დაშლის (1991 წ.) შემდეგ |




სამხედრო შეტაკებები სენაკთან, 90-იანი წლები


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი წლები სენაკისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. სწორედ სენაკი მოექცაა 1991-1992 წლების სამოქალაქო ომის ერთ-ერთ ეპიცენტრში. შედეგად ქალაქი რამდენიმეჯერ გაიძარცვა და დაიბომბა. სენაკში მოქმედი ფაბრიკა-ქარხნების უმეტესობამ ფუნქციონირება შეწყვიტა და გაპარტახდა. გავერანდა კურორტი მენჯი. მოიშალა აქტიური კულტურული ცხოვრება.


მძიმე ეკონომიკური პირობები დაეტყო ქალაქის მოსახლეობასაც; მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საცხოვრებლად ქვეყნის დედაქალაქსა და საზღვარგარეთს მიაშურა.


რამდენიმეჯერ დაიბომბა სენაკი რუსეთ-საქართველოს ომის (2008 წ.) პერიოდშიც.



ადმინისტრაცია და პოლიტიკა |


სენაკი არის სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მას ჰყავს საყოველთაო არჩევნების წესით არჩეული მერი. 2017 წლიდან სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას ლევან კუპრეიშვილი ასრულებს. 



კულტურა |



განათლება |


სენაკი თავიდანვე განათლების თვალსაჩინო ცენტრი იყო. 1884 წელს აკაკი წერეთელის თაოსნობით ძველ სენაკში გაიხსნა სათავადაზნაურო სასწავლებელი. აქ სწავლობდნენ: სიმონ ჯანაშია, არნოლდ ჩიქობავა, პეტრე ქავთარაძე, ვარლამ თოფურია, კონსტანტინე გამსახურდია.


1882 წელს სენაკში გადმოტანილ იქნა მარტვილის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1885 წელს დაარსდა სკოლა.


დღეს სენაკში არსებობს შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ასევე პროფესიული კოლეჯი, სახელმწიფო და კერძო სკოლები.


  • წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია

  • კერძო-სკოლა „მარიოტა“[1]

  • გენერალ გენო ადამიას სახელობის პირველი საჯარო სკოლა


თეატრი და მუზეუმები |




ჟ. შარტავას სახელობის მუზეუმი


ახალსენაკში დაარსებისთანავე ჩაეყარა საფუძველი თეატრალურ ცხოვრებას. 1881 წელს, ქართული თეატრის დაარსებიდან ორი წლის შემდეგ, პირველი წარმოდგენა დაიდგა სენაკშიც. 1959 წლიდან ქალაქს ამშვენებს აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის არქიტექტურულად გამორჩეული შენობა, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.


  • ჟიული შარტავას მუზეუმი

  • სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი


  • ალექსი შუშანიას (სენაკელი) მუზეუმი

  • 90-იანი წლების მუზეუმი (დაგეგმილი)


 რელიგია |


რელიგურ ცხოვრებას სენაკში უძველესი დროიდან ჩაეყარა საფუძველი. სენაკში არის სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის რეზიდენცია.


  • მენჯის მთავარანგელოზთა ტაძარი

  • თეკლათის ღვთისმშობლის შობის მონასტერი

  • ნათლისმცემლის სენაკის საკათედრო ტაძარი

  • შხეფის ღვთისმშობლოს მიძნების სახელობის ტაძარი


  • საკალანდარიშვილოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია


სპორტი |


  • ეგრისი — საფეხბურთო კლუბი

  • ქუჯი — ფუტსალის კლუბი

  • ჯიხა — რაგბის კლუბი


  • მარულა (ცხენოსნობა)


ბეჭდვითი სიტყვა/მასმედია |


  • ტელეკომპანია „ეგრისი“

  • გაზეთი „კოლხეთი“

  • სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის პერიოდული გამოცემა „ჩვენი სენაკი“ (დაგეგმილი)




ყოველწლიური დღესასწაულები |


ეგრისობა - სახალხო ღონისძიება და ფესტივალი სენაკში. აღინიშნება ყოველი წლის შემოდგომაზე, ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე. დღესასწაული პირველად აღინიშნა 1989 წელს. აღდგა 2014 წლიდან.[2] 



არქიტექტურა და ღირსშესანიშნაობანი |




აგურის სახლები მ. კოსტავას ქუჩაზე


სენაკის მთავარ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს აკ. ხორავას სახელობის სენაკის დრამატული თეატრი, რომელიც აგებულია ნეობაროკოს სტილში კლასიციზმის ელემენტებით. იგივე არქიტექტურულ სტილს იმეორებს სენაკის რკინიგზის სადგურის შენობა, სამხატვრო სკოლა (ამჟამად ჟიული შარტავას მუზეუმი) და ე. წ. რკინიგზის საავადმყოფოს შენობა.


სენაკისთვის დამახასიათებელია 60-70-იან წლებში წითელი აგურით ნაშენი საცხოვრებელი სახლები და პატარა, კოხტა ეზოები, რომელიც გხვდება მთელი ქალაქის ტერიტორიაზე. ქალაქის ცენტრალური ნაწილი ევროპული ტიპის რეგულარული დაგეგმარებითა და განაშენიანებით გამოირჩევა.  


ქალაქის არქიტექტურულ იერსახეზე უარყოფითად იმოქმედა 90-იანი წლების უკანტროლო პროცესებმა და ურბანული გარემოსადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ (განსაკუთრებით კურორტ მენჯის ტერიტორიაზე).



მოსახლეობა |


2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ სენაკში ცხოვრობს 21 596 ადამიანი.[3] ამ მაჩვენებლით საქართველოს ქალაქებს შორის სენაკი მე-11 ადგილზეა. ქართველების გარდა (98%), სენაკში ცხოვრობენ ასირიელები (0.2%) და მცირე რაოდენობით რუსები. გასული საუკუნის 70-80-იან წლებიდან ქალაქი მასიურად დატოვეს ებრაელებმა, რომლებიც სენაკში საკმაოდ მსხვილ თემს ქმნიდნენ.


















აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
1989[4]28 938----
2002[4]
Decrease2.svg 28 082
----
2014[1]
Decrease2.svg 21 596
9 85311 743


ბუნებრივი პირობები და მდებარეობა |



რელიეფი |


სენაკის ტერიტორია რელიეფის ფორმის მიხედვით იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად. ჩრდილოეთ მხარეზე ქალაქი, მთელ სიგრძეზე შხეფიდან კურორტ მენჯამდე, მიყვება ეკის მთის კალთებს და მცირე სიმაღლის სერებსა და ბორცვებს. ქალაქის ცენტრი და სამხრეთ ნაწილი ვაკე და გაშლილი ადგილია, რომლის მაქსიმალური სიმაღლე ზღ. დ. 28 მეტრია. ქალაქის ტერიტორია ძირითადად იშლება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მდინარეების ტეხურისა და ცივის (ცი') შორის. ქალაქს შუაში კვეთს პატარა მდინარე ფიცუ (ტეხურის ერთ-ერთი შენაკადი).


სენაკი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით გამოირჩევა. მას სამეგრელოს რეგიონში ცენტრალური მდებარეობა უჭირავს და აკავშირებს რამდენიმე მუნიციპალიტეტის ცენტრს ერთმანეთთან.





სენაკის რელიეფის პანორამული ხედი


სენაკის რელიეფის პანორამული ხედი





კლიმატი |








ეკონომიკა |



ტრანსპორტი |


ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე სენაკს კვეთს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რამდენიმე საავტომობილო გზა. სენაკი არის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი. ქვეყნის მთავარ საგზაო მაგისტრალთან სენაკი აკავშირებს ქალაქ ფოთს, ჩხოროწყუს და მარტვილის მუნიციპალიტეტებს.


ამავდროულად სენაკი წარმოადგენს ფოთი-თბილისი, ზუგდიდი-თბილისი სარკინიგზო ხაზის შემაერთებელ კვანძს.


გასული საუკუნის 90-იან წლებში სენაკიდან 3 კმ-ში ფუნციონირებდა სამოქალაქო აეროპორტი, საიდნაც ფრენები ხორციელდებოდა როგორც შიდა, ასევე საზღვარგარეთის ქალაქების მიმართულებით.


90-იან წლებამდე ქალაქის ტერიტორიაზე აქტიურად განიხილებოდა ტროლეიბუსის ხაზის მშენებლობა. 1982 წელს დაიწყო საბაგირო ხაზის გაყვანა ქალაქის ცენტრალური პარკიდან ქუთაისის ქუჩამდე თუმცა არ დასრულებულა.



მრეწველობა |


2016 წელს სენაკთან ახლოს საფუძველი ჩაეყარა ევრო 4 სტანდარტების ცემენტის ქარხნის მშენებლობას. საწარმო უმსხვილესი ეკონომიკური ობიექტი იქნება სენაკის ტერიტორიაზე და მისი პროდუქცია ექსპორტზე გავა.[4]


სენაკთან ახლოს მდებარეობს სხვადასხვა სახის კვებითი დანიშნულების (ფქვილი, რძის პროდუქტების, ხორცის, ღვინის, ჩაის) კომბნინატები; ასევე თხილის, დაფნის, ხე-ტყის დამამუშავებელი საამქროები.  



ტურიზმი |


ქალაქის ცენტრიდან 3 კმ-ით არის დაშორებული ბალნეოლოგიური კურორტი მენჯი. საბჭოთა კავშირის პერიოდში მას საკავშირო მნიშვნელობის კურორტის სტატუსი ჰქონდა, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ 10-15 ათასი დამსვენებელი ჩამოდიოდა. კურორტი დღეს აღარ ფუნციონირებს.


მენჯის გარდა, სამკურნალო-რეკრეაციული და ტურისტული პოტენციალით გამორჩეულია სენაკიდან 17 კმ.-ით დაშორებული ნოქალაქევიც, რომლის პოპულარულობა ყოველწლიურად იზრდება.


ტურიზმის სამომავლო განვითარების პოტენციურ შემადგენელ ნაწილებლად შესაძლოა იქცნენ კარსტული მღვიმეები, დარბაზები და „უფსკრულები“ უნაგირას (ეკის) მთაზე ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში.



ეკონომიკის განვითარების პერსპექტიული სფეროები |



დაძმობილებული და მეგობარი ქალაქები |



  • ესტონეთის დროშა რაკვერე, ესტონეთი


  • უკრაინის დროშა ბელაია-ცერკოვი, უკრაინა


  • საქართველოს დროშა გუდაუთა, აფხაზეთი, საქართველო


გამოჩენილი სენაკელები |



  • წმ. ალექსი (სენაკელი) — ბერი, საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის წმინდანი.


  • ნოკო ხურცია — ქართველი მომღერალი, ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი.


  • ჯემალ აჯიაშვილი —  ქართველი ებრაელი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი. საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრი.


  • ჟიული შარტავა — ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე. 


  • გიული გეგელია — არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი.

  • ანზორ შომახია — ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ბარიტონი).


  • ოთარ დანელია — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი 2014-დან 2016 წლამდე.


ფოტოგალერეა |



ქალაქის რუკები |



იხილეთ აგრეთვე |


  • სენაკის მუნიციპალიტეტი

  • სენაკის დრამატული თეატრი

  • ჟიული შარტავას მუზეუმი

  • სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

  • სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია

  • სენაკის მაზრა

  • სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელი


ლიტერატურა |


  • პაატა ცხადაია. „სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებები - სენაკის რაიონი". გამომცემლობა „უნივერსალი" 2013

  • გივი ელიავა. „სენაკის რაიონის ტოპონიმიკა". საქართველოს სსრ კულტურის სამინისტრო. თბილისი, 1989

  • სენაკზე მზრუნველთა ინიციატივის ბლოგი


რესურსები ინტერნეტში |


  • სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური საიტი

  • საზოგადოებრივი გაერთიანება - „სენაკზე მზრუნველთა ინიციატივა"

  • ამინდი სენაკში


სქოლიო |



  1. 1.01.1მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.


  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“


  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“

  4. 4.04.1საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.




(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სენაკი&oldid=3654059“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.748","walltime":"1.016","ppvisitednodes":"value":15760,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":274404,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":152165,"limit":2097152,"expansiondepth":"value":35,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":11,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":13113,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":1,"limit":400,"timingprofile":["100.00% 782.263 1 -total"," 74.06% 579.373 1 თარგი:ინფოდაფა_დასახლება"," 70.05% 547.953 1 თარგი:ინფოდაფა"," 27.75% 217.100 168 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 15.04% 117.633 36 თარგი:Wikidata"," 12.70% 99.348 3 თარგი:Str_right"," 12.27% 95.996 3 თარგი:Str_sub_long"," 10.98% 85.920 2 თარგი:გამოსახულების_ფორმატირება"," 10.42% 81.497 5 თარგი:ნავდაფა"," 9.79% 76.560 1 თარგი:Wikidata/p41"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.121","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":2775177,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1321","timestamp":"20190501130534","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10e1u10d4u10dcu10d0u10d9u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q320519","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q320519","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2005-04-25T05:25:09Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/2/2e/Senaki_Akaki_Khorava_Theatre.JPG"(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":164,"wgHostname":"mw1263"););

Popular posts from this blog

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Ласкавець круглолистий Зміст Опис | Поширення | Галерея | Примітки | Посилання | Навігаційне меню58171138361-22960890446Bupleurum rotundifoliumEuro+Med PlantbasePlants of the World Online — Kew ScienceGermplasm Resources Information Network (GRIN)Ласкавецькн. VI : Літери Ком — Левиправивши або дописавши її