Skip to main content

მეჰმედ II სექციების სია ტახტზე ასვლამდე | მმართველობის პირველი წლები | ბრძოლა ვლახეთთან | ტრაპიზონის იმპერიისა და ბოსნიის დაპყრობა | ვენეცია-ოსმალეთის ომი (1463-1479) | ომი მოლდავეთთან (1475-1476) | ყირიმის სახანოს შემოერთება (1475) | სულთან მეჰმედი და მისი შვილები | ლიტერატურა | რესურსები ინტერნეტში | სანავიგაციო მენიუოტომანების ბიოგრაფიებიპორტრეტებირ

ოსმან Iორჰან Iმურად Iბაიაზიდ Iმეჰმედ Iმურად IIმეჰმედ IIმურად IIმეჰმედ IIბაიაზიდ IIსელიმ Iსულეიმან Iსელიმ IIმურად IIIმეჰმედ IIIაჰმედ Iმუსტაფა Iოსმან IIმუსტაფა Iმურად IVიბრაჰიმ Iმეჰმედ IVსულეიმან IIაჰმედ IIმუსტაფა IIაჰმედ IIIმაჰმუდ Iოსმან IIIმუსტაფა IIIაბდულჰამიდ Iსელიმ IIIმუსტაფა IVმაჰმუდ IIაბდულმეჯიდ Iაბდულაზიზიმურად Vაბდულჰამიდ IIმეჰმედ Vმეჰმედ VI


ოსმალეთის სულთნებიოსმანების დინასტიაბრძოლის ველზე მყოფი ოსმალეთის სულთნებიდაბადებული 30 მარტიდაბადებული 1432გარდაცვლილი 3 მაისიგარდაცვლილი 1481


30 მარტი1432ედირნეოსმალეთის იმპერია3 მაისი1481ჰუნქიარ-ჩიარიოსმალეთის იმპერიისსულთანი14441446145114811432ედირნეშიმეჰმედ Iმურად IIჰიუმა ხათუნისდესპინა ხათუნმა144414511453კონსტანტინოპოლისერბეთმა1459მორეა1460ტრაპიზონის იმპერია1461ბოსნია14631471ალბანეთი1479ყირიმის სახანო1432ოსმალეთისედირნეშიმურად IIჰიუმა ხათუნიშეჰზადე1443ამასიის პროვინციაში1444ანატოლიაში1451ბიზანტიის იმპერიისკონსტანტინოპოლიბოსფორისმორეაში1453კონსტანტინე XIოქროს რქაში7 მაისის145328 მაისსიანიჩარებიკონსტანტინე XI30 მაისსკონსტანტინოპოლშიბიზანტიის იმპერიამსტამბოლის14591465თოფქაფის სასახლე14651853კონსტანტინოპოლისსერბეთისკენსერბეთიკოსოვოს ბრძოლიდან1359მურად II1454უნგრეთის სამეფოსთანსერბეთისკენ1455სერბეთისნოვო ბრდოს1456სერბეთისბელგრადს4 ივლისსსერბების22 ივლისსბელგრადისსულეიმან I1458145921 მარტსსერბეთისბოსნიის სამეფოსსერბეთისკენსერბეთის დესპოტატიოსმალეთის იმპერიისმორეაში1453კონსტანტინოპოლსბიზანტიის იმპერიისპალეოლოგოსებისდემეტრიუს პალეოლოგისითომა პალეოლოგისი14581460მაისშივლახეთისუნგრეთის სამეფოს1448ვლად III ცეპეშიმურად II14511456სერბეთშივლახეთში14591462ზამთარშიდუნაიბულგარეთშივლახეთში146217 ივნისს1461ტრაპიზონის იმპერიისტრაპიზონს1456დავითს26 ოქტომბერს1 ნოემბერსსერბეთი146110 ივლისსუნგრეთის სამეფოსთანრომის პაპპიუს II1463ვენეციასბობოვაციბოსნიის სამეფო1463ვენეციის რესპუპლიკასა1479ოსმალეთის იმპერიამსაბერძნეთიალბანეთიევბეაეგეოსის ზღვაზეკვიპროსის სამეფო147925 იანვარსკონსტანტინოპოლის ხელშეკრულებითპიუს IIკონსტანტინოპოლიანკონამორეის დესპოტატშიველი მაჰმუდ-ფაშასდარდანელის სრუტის1466ალბანეთისკენ1467ალბანეთშიალბანეთის1470ევბეას147114741479ალბანეთი14781479შკოდერიალბანეთისვენეციამალბანეთიევბეასაბერძნეთივენეციამკვიპროსის სამეფოს1456მოლდოვეთისვლახეთიც147510 იანვარს1476ივნისშიყირიმიდანაცბესარაბიადუნაისყირიმელ თათრებსთემურლენგისXV საუკუნეშიყირიმის სახანოჩინგიზ-ყაენისყუბანიდანდნესტრამდეგენუურგაზარია1357კონსტანტინოპოლის დაცემისოსმალეთის იმპერიას1475გედიკ აჰმედ-ფაშას1447სითი მიუქრიმე ხათუნისგანშეჰზადე ბაიაზიდი1450გულშაჰ ხათუნისაგანშეჰზადე მუსტაფა1459ჩიჩეკ ხათუნისგანჯემ სულთანიამასიისქარამანისსანჯაყ-ბეიდ1469კასთამონუში1474ქარამანისჯემიქარამანი1481შეჰზადესთანეგვიპტეს1495










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




მეჰმედ II




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search






































მეჰმედ II

İkinci Mehmet

Gentile Bellini 003.jpg


ოსმალეთის მე-7 სულთანი
მმართ. დასაწყისი:
1444
მმართ. დასასრული:
1446
წინამორბედი:
მურად II
მემკვიდრე:
მურად II


ოსმალეთის სულთანი
მმართ. დასაწყისი:
1451
მმართ. დასასრული:
1481
წინამორბედი:
მურად II
მემკვიდრე:
ბაიაზიდ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი:
30 მარტი 1432
დაბ. ადგილი:
ედირნე, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი:
3 მაისი, 1481
მეუღლე:
ემინე გიულბაჰარ ხათუნი
გიულშაჰ ხათუნი
სითი მიუქრიმე ხათუნი
ჩიჩეკ ხათუნი
შვილები:
მუსტაფა
ბაიაზიდ II
ჯემი
ქორქუთი
გევჰერჰანი
დინასტია:
ოსმანები
მამა:
მურად II
დედა:
ჰიუმა ხათუნი
რელიგია:
ისლამი
ხელმოწერა:
Tughra of Mehmed II.svg

მეჰმედ II ვიკისაწყობში

მეჰმედ II ფათიჰი (დამპყრობელი) (დ. 30 მარტი, 1432, ედირნე, ოსმალეთის იმპერია — გ. 3 მაისი, 1481, ჰუნქიარ-ჩიარი) — ოსმალეთის იმპერიის მე-7 სულთანი. ქვეყანას მართავდა 1444-1446 და 1451-1481 წლებში.


დაიბადა 1432 წელს, ედირნეში, მეჰმედ I-ის ვაჟის, მურად II-ისა და მისი ხარჭის, ჰიუმა ხათუნის ოჯახში. გაურკვეველი მიზეზის გამო, მეჰმედს დედობა გაუწია მურადის სხვა ხარჭამ, დესპინა ხათუნმა და არა ნამდვილმა დედამ.


1444 წელს, მურად II-ის გადადგომის შემდეგ, ტახტი 12 წლის მეჰმედს ერგო, მაგრამ მისი პირველი მმართველობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. შემოჭრილი მტრის გამო იგი იძულებული გახდა მამისთვის ტახტზე დაბრუნება ეთხოვა. მეორედ კი ტახტზე მურადის გარდაცვალების შემდეგ, 1451 წელს ავიდა.


ატარებდა დამპყრობლურ პოლიტიკას, პირადად მეთაურობდა ოსმალეთის არმიის ლაშქრობებს. 1453 წელს დაიპყრო კონსტანტინოპოლი და ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადა. მის დროს სერბეთმა დაკარგა დამოუკიდებლობა (1459 წ.), დაპყრობილ იქნა მორეა (1460 წ.). ტრაპიზონის იმპერია (1461 წ.), ბოსნია (1463 წ.), კ. ევბეა (1471 წ.), ალბანეთი (1479 წ.), ყირიმის სახანო (1475). მის დროს შედგა ოსმალეთის იმპერიის კანონების პირველი კრებული.




სექციების სია





  • 1 ტახტზე ასვლამდე


  • 2 მმართველობის პირველი წლები

    • 2.1 კონსტანტინოპოლის აღება


    • 2.2 ბრძოლა სერბეთის წინააღმდეგ (1454-1459)


    • 2.3 მორეის დაპყრობა (1458-1460)



  • 3 ბრძოლა ვლახეთთან


  • 4 ტრაპიზონის იმპერიისა და ბოსნიის დაპყრობა

    • 4.1 ტრაპიზონის იმპერიის დაპყრობა (1461)


    • 4.2 ბოსნიის დაპყრობა (1463)



  • 5 ვენეცია-ოსმალეთის ომი (1463-1479)


  • 6 ომი მოლდავეთთან (1475-1476)


  • 7 ყირიმის სახანოს შემოერთება (1475)


  • 8 სულთან მეჰმედი და მისი შვილები


  • 9 ლიტერატურა


  • 10 რესურსები ინტერნეტში




ტახტზე ასვლამდე |




მეჰმედ II-ის კორონაცია


მეჰმედი დაიბადა 1432 წლის 30 მარტს, ოსმალეთის იმდროინდელ დედაქალაქ ედირნეში. მისი მამა იყო ოსმალეთის სულთანი მურად II, ხოლო დედა მურადის ხარჭა ჰიუმა ხათუნი. მეჰმედი იყო მემკვიდრე შეჰზადე, ამიტომ 1443 წელს, 11 წლის ასაკში მურადმა იგი ამასიის პროვინციაში გაგზავნა სამართავად და გამოცდილების მისაღებად. მურადს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ შვილისთვის კარგი განათლება მიეცა, ამიტომ საუკეთესო მასწავლებელი შეარჩია და ამასიაში მეჰმედთან გაგზავნა. მეჰმედი გახდა ძალიან მორწმუნე ადამიანი.


1444 წელს, როცა მეჰმედი 12 წლის იყო, მურადმა ჩათვალა, რომ ანატოლიაში სიმშვიდე დაამყარა და მეჰმედის სასარგებლოდ გადადგა. მეჰმედის პირველი მმართველობა მხოლოდ ორი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ქვეყანაში შექმნილი ცუდი ვითარების გამო, იგი იძულებული გახდა, რომ მამისთვის ტახტზე დაბრუნება ეთხოვა. მურადს შვილისთვის უარი არ უთქვამს, რადგან თვითონაც იცოდა, რომ იმ მომენტში ოსმალეთს 14 წლის მეჰმედი ვერ უშველიდა.


მურადი ტახტზე დაბრუნდა და ქვეყანაში შემოჭრილი მტერი დაამარცხა, ოღონდ აღარ გადამდგარა და ოსმალეთის სულთნობა გარდაცვალებამდე გადაწყვიტა. იგი გარდაიცვალა 1451 წლის 3 თებერვალს და ტახტი 19 წლის მეჰმედს ერგო.



მმართველობის პირველი წლები |


ახალგაზრდა მმართველის მიზნები თავიდანვე ცნობილი იყო. მას გადაწყვეტილი ჰქონდა ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი აეღო, რომელიც მის წინაპრებს ვერაფრით დაეპყროთ. მეჰმედმა ტახტზე ასვსლისთანავე მოქმედებები დაიწყო. უპირველე ყოვლისა, მან ბოსფორის სანაპიროზე ციხესიმაგრე ააგო და ამავდროულად, მორეაში ლაშქარი გაგზავნა. შედეგად, მან ყველა გზა მოუჭრა ბიზანტიას, რომ ვინმესთვის დახმარება ეთხოვა.



კონსტანტინოპოლის აღება |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : კონსტანტინოპოლის დაცემა.



მეჰმედ II-ის შესვლა კონსტანტინოპოლში


ორწლიანი მზადების შემდეგ, 1453 წლის ხუთ აპრილს მეჰმედმა კონსტანტინოპოლზე პირველი იერიში მიიტანა. მისი ლაშქარი 160 000 მეომარს ითვლიდა, ხოლო ბიზანტიის უკანასკნელ იმპერატორ კონსტანტინე XI-ს მხოლოდ 9 000 მეომარი ჰყავდა, საიდანაც რაღაც ნაწილი უცხოელი იყო. ბიზანტიელები დაკისრებულ მოვალეობებს ცუდად ასრულებდნენ, რის გამოც არმიაში არეულობა სუფევდა. სულთან მეჰმედს ინჟინარ ორბანის უზარმაზარი ზარბაზანი ეხმარებოდა, მაგრამ ოსმალეთის არმიის პირველი შეტევა ბიზანტიის არმიამ მაინც მოიგერია.


ამის შემდეგ, მეჰმედმა არმია ოქროს რქაში შეიყვანა და ქალაქის გალავნის მეორე მხარეს დაემუქრა, მაგრამ ბიზანტიელებმა 7 მაისის შეტევის მოგერიებაც მოახერხეს.


1453 წლისს 28 მაისს მესამე და უკანასკნელი შეტევა დაიწყო. ბიზანტიელებმა მტრის უკუგდება ორჯერ მოახერხეს. მეჰმედის ბრძანებით, ბრძოლაში იანიჩარები ჩაებნენ. ბრძოლის დროს ბიზანტიის არმიის თავდაცვის ხელმძღვანელი დაიჭრა და პოსტი მიატოვა, რამაც არმიაში დიდი არეულობა გამოიწვია. ოსმალეთის არმიამ მიწისქვეშა გვირაბის აღებით, მოახერხა ქალაქის მცველებს ზურგიდან დასხმოდა თავს. დაიღუპა კონსტანტინე XI და ოსმალებმა ქალაქის აღება მოახერხეს. 30 მაისს, დილით მეჰმედ II ზარ-ზეიმით შევიდა კონსტანტინოპოლში. ამ გამარჯვებით ბიზანტიის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა, ხოლო ოსმალეთის სასულთნო იმპერიად ჩამოყალიბდა. მეჰმედმა იგი სტამბოლის სახელით იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადა. ასევე მეჰმედის ბრძანებით, 1459-1465 წლებში იქ თოფქაფის სასახლე აშენდა, რომელიც ოსმალეთის სულთნების რეზიდენცია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, 1465-1853 წლებში იყო.



ბრძოლა სერბეთის წინააღმდეგ (1454-1459) |




ბელგრადის ალყა, ოსმალური მინიატურა


სულთან მეჰმედ II-ს კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ, სერბეთისკენ წასვლა მოუხდა. სერბეთი კოსოვოს ბრძოლიდან, 1359 წლიდან იყო ოსმალეთის ვასალი სახელმწიფო. სერბეთთან ოსმალეთს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მურად II-ის ცოლიც სერბეთის სამეფო დინასტიის წარმომადგენელი, მარა ბრაკოვიჩი იყო.


თუმცა, 1454 წელს სერბებმა უარი განაცხადეს ოსმალეთისათვის ხარკის გადახდაზე და გააფორმეს ალიანსი უნგრეთის სამეფოსთან. შედეგად, მეჰმედი ჯართან ერთად სერბეთისკენ დაიძრა. ოსმალებმა 1455 წელს მოახერხეს სერბეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქის, ნოვო ბრდოს დაკავება.


1456 წელს ოსმალეთის არმიამ ალყა შემოარტყა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს. ალყა 4 ივლისს დაიწყო. სერბების არმიის მეთაური უნგრელი მხედართმთავარი იანოშ ჰულიადი იყო. მისი არმია თავის დაცვას კარგად ახერხებდა და 22 ივლისს მეჰმედ II იძულებული გახდა ეს ალყა მოეხსნა. ბელგრადის აღება სულეიმან I-მდე ოსმალეთის სულთნებს აღარ უცდიათ. მეჰმედი და ოსმალეთის არმია იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო.


ამასობაში სერბეთში ტახტისთვის ბრძოლა გაჩაღდა. 1458 წელს ლაზარ ბრანკოვიჩი ტახტიდან ძმა იშტვანმა ჩამოაგდო და ტახტზე თავად ავიდა, თუმცა მისი მმართველობა დიდი ხნის განმავლობაში არ გაგრძელებულა. ის 1459 წლის 21 მარტს ტახტიდან ჩამოაგდეს. ბრანკოვიჩების გვარში აღარავინ დარჩა, ვისაც ტახტზე ასვლა შეეძლო, ამიტომ სერბეთის ტახტზე ასვლა ბოსნიის სამეფოს ტახტის მემკვიდრემ მოისურვა. ამან მეჰმედის განრისხება გამოიწვია. იგი არმიასთან ერთად სერბეთისკენ კიდევ ერთხელ დაიძრა. მეჰმედის არმიამ წარმატებას მიაღწია და სერბეთის დესპოტატი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.



მორეის დაპყრობა (1458-1460) |


სულთან მეჰმედს უკვე გაგზავნილი ჰყავდა ჯარი მორეაში. 1453 წელს, ეს მან იმ მიზნით გააკეთა, რომ მორეას არ ჰქონოდა საშუალება დახმარებოდა ალყაშემორტყმულ კონსტანტინოპოლს. მას მართავდნენ ბიზანტიის იმპერიის მმართველთა დინასტიის, პალეოლოგოსების წარმომადგენელი, ხოლო როცა მეჰმედი მორეაში შევიდა, მისი დესპოტბი იყვნენ დემეტრიუს პალეოლოგისი და მისი ძმა თომა პალეოლოგისი.


მორეა კარგად უხდიდა ოსმალეთს ხარკს, რადგან მათ მშვიდობა სურთად და მეჰმედსაც ამისაკენ მოუწოდებნენ, მაგრამ 1458 წელს მათ სულთან მეჰმედს ხარკი არ გადაუხადეს და მეტიც, ოსმალეთის მმართველობას აუჯანყდნენ.


მეჰმედი საშინლად განრისხდა და მორეაში ლაშქარი გაგზავნა. ოსმალეთის არმიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი დაიპყრო და მალე მათ მეჰმედიც შეუერთდა. ოსმალებმა ტყვედ აიყვანეს დემეტრიუსი, მაგრამ თომამ გაქცევა მოახერხა. 1460 წლის მაისში ოსმალებს უკვე ეკავათ დესპოტატის ყველა ქალაქი და იგი ოსმალეთის იმპერიის ნაწილად აქციეს.



ბრძოლა ვლახეთთან |





ვლად III ცეპეშის პორტრეტი


ოსმალები მე-15 საუკუნის ადრეული წლებიდან ცდილობდნენ ვლახეთის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას. ისინი ცდილობდნენ, რომ ვლახეთის ტახტზე საკუთარი კანდიდატი დაესვათ, თუმცა მათი ყოველი მცდელობა მარცხით სრულდებოდა. ოსმალები ვლახეთს ბუფერულ ზონად განიხილავდნენ მათსა და უნგრეთის სამეფოს შორის. ეს ორი ძლიერი სახელმწიფო მუდმივად იმის ცდაში იყო, რომ ვლახეთი საკუთარ ვასლად ექცია. უნგრეთმა ვლახეთის ოსმალთა მიერ დაპყრობისგან თავის ასაცილებლად, 1448 წელს გამოიხსნა ტყვეობიდან ვლად III ცეპეში (დრაკულა) მის ძმასთან, რადუსთან ერთად. ის ოთხი წლის განმავლობაში იყო მეჰმედის მამის, მურად II-ის პატიმარი. ამის შედეგად, ვლადი ვლახეთის ერთპიროვნულ მმართველად იქცა. თუმცა, მისი პირველი მმართველობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. ცოტა ხანში ვლახეთის ტახტზე კვლავ ვლადისლავ II აღმოჩნდა.


ვლად III დრაკულა გაიქცა მოლდოვეთში, სადაც იგი ბიძის, ბოგდან II-ის დაცვის ქვეშ ცხოვრობდა. 1451 წელს, ბოგდანის მკვლელობის შემდეგ, ვლადი უნგრეთში გაიქცა. იქ მან ყველა გააოცა ოსმალეთის შიდა საქმეების ცოდნით, ამასთან ერთად თურქებისა და მათი ახალი სულთნის მეჰმედ II-ის მიმართ ზიზღით. იმდროისთვის უნგრეთის ფაქტობრივი მმართველი იანოშ ჰუნიადი იყო, რომელიც მუდამ ცდილობდა ვლადი მრჩევლად გაეხადა, მაგრამ იგი უარზე იდგა.


1456 წელს, როცა მეჰმედმა ალყა შემოარტყა ბელგრადს, ჰუნიადმა დაიწყო კონტრშეტევები, გადავიდა სერბეთში და მოახერხა ქალაქის გათავისუფლება, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. ამით ისარგებლა ვლად III-მ, ჩავიდა ვლახეთში, მოკლა მისი მმართველი ვლადისლავ II და მეორედ გახდა მისი მმართველი.




ტირგოვიშტის ღამის შეტევა, რომელიც ვლად III ცეპეშის გამარჯვებით დასრულდა


1459 წელს მეჰმედმა ვლადს გაუგზავნა ელჩები და შეახსენა, რომ ხარკი ჰქონდა გადასახდელი. ვლადს უნდა გადაეხადა 10,000 დუკატი და ამასთან, უნდა გადაეცა იმპერიისთვის 500 მეომარი. ცეპეშმა უარი განაცხადა ამაზე და მეტიც, სიკვდილით დასაჯა სულთნის ელჩები. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მათ მის წინაშე ქუდები არ მოიხადეს.


მეჰმედმა უბრძანა ნიკოპოლისის გამგებელს, ჰამზა-ფაშას ვლად III-ის წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლა. ვლად III ჩასაფრებული იყო. ოსმალეთის არმია ალყაში აღმოჩნდა. ფაქტობრივად, ყველა ჯარისკაცი დაიჭირეს და ვლადის ბრძანებით, ყველა მათგანი ძელზე გასვეს.


1462 წლის ზამთარში ვლად III-მ გადაკვეთა დუნაი და შევიდა ბულგარეთში. სავარაუდოდ, იგი შეინიღმა და თავი თურქ ვაჭრად გაასაღა, რაშიც ოსმალური ენის ბრწყინვალედ ფლობა დაეხმარა. ვლად III-მ შეაღწია ოსმალეთის ბანაკში და 23,000-მდე თურქი ტყვედ აიყვანა. ვლადი ცდილობდა, ოსმალებთან შედარებით ფსიქოლოგიური უპირატესობა მოეპოვებინა და ამ მიზნით, ყველა ტყვე, ქალი თუ კაცი, ბავშვი თუ დიდი ძელზე გასვა და ამის შესახებ წერილიც მიწერა უნგრეთის მეფე მათიას I-ს.


ამის შემდეგ მეჰმედ II 120,000-იანი არმიით ვლახეთში შეიჭრა. ვლადს დახმარება არავინ აღმოუჩინა. ამიტომ, მან სრული მობილიზაცია გამოაცხადა და ჯარში გამოიძახა ყველა მამაკაცი, რომელიც 12 წელს ზემოთ იყო და იარაღის ჭერა შეეძლო. იგი პარტიზანულ ბრძოლებს მიმართავდა. 1462 წლის 17 ივნისს, შუაღამისას ვლადი თავს დაესხა ოსმალეთის ბანაკს და მტერს უდიდესი დანაკლისი მიაყენა. ამ მოვლენას მომავალში ტირგოვიშტის ღამის შეტევა ეწოდა. მეჰმედ II იძულებული გახდა, არმიის ნაწილით უკან დაეხია. მცირე ნაწილი მან ვლახეთში დატოვა და მათი სარდლობა ვლადის ძმას, რადუს დაავალა, რომელიც სულთნის მხარეს იყო. ვლადუს მხარეს აღმოჩნდა მოლდავეთის მმართველი შტეფან დიდი. მათ წინააღმდეგ ბრძოლა ვლადმა ვეღარ მოახერხა და იძულებული გახდა, კიდევ ერთხელ დაეტოვებინა ვლახეთის ტახტი და ტრანსილვანიაში გადასულიყო.



ტრაპიზონის იმპერიისა და ბოსნიის დაპყრობა |



ტრაპიზონის იმპერიის დაპყრობა (1461) |


1461 წელს, ოსმალეთის არმიამ კვლავ მეჰმედის მეთაურობით, ალყა შემოარტყა ტრაპიზონის იმპერიის დედაქალაქ ტრაპიზონს. ოსმალეთის არმია ტრაპიზონისას ბევრად აღემატებოდა, ამიტომ მეჰმედის გამარჯვება არავის გაუკვირდებოდა.


ტრაპიზონის იმპერია საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. 1456 წელს, ოსმალებმა ტრაპიზონი გაძარცვეს, ამიტომ იმპერატორ დავითს ქალაქის წესიერად დაცვა არ შეეძლო, ხოლო ოსმალეთის არმიის შემოტევები ძალზე ძლიერი იყო.


ოსმალებმა ტრაპიზონი 26 ოქტომბერს აიღეს. ტრაპიზონის იმპერია ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი სანჯაყად გადაიქცა. მეჰმედმა ტყვედ წაიყვანა იმპერატორი მის შვილებთან ერთად. მან ბევრი სცადა, თუმცა დავითი ვერ დაიყოლია ისლამის მიღებაზე და 1 ნოემბერს, შვილებთან ერთად სიკვდილით დაასჯევინა.



ბოსნიის დაპყრობა (1463) |


როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მას შემდეგ, რაც იშტვან ბრანკოვიჩი ტახტიდან ჩამოაგდეს, მისი დაკავება ბოსნიის ტახტის მემკვიდრე სტეპან ტომაშევიჩმა მოისურვა, რამაც მეჰმედის განრისხება გამოიწვია და მან სერბეთი საბოლოოდ დაიპყრო.


1461 წლის 10 ივლისს გარდაიცვალა სტეპანის მამა და ტახტზე იგი ავიდა. მან მალევე გააფორმა ალიანსი უნგრეთის სამეფოსთან და ამასთან ერთად, დახმარება სთხოვა რომის პაპ პიუს II-ს, რადგან გრძნობდა საფრთხეს ოსმალეთის მხრიდან. მაგრამ პიუსმა უარი უთხრა ბოსნიას. 1463 წელს ბოსნიელებმა ჩვეულებრივად გადაუხადეს ხარკი ოსმალებს, თუმცა ამავე წელს სტეპანმა დახმარება სთხოვა ვენეციას, მაგრამ მისგანაც უარი მიიღო.


მალე ოსმალეთის არმია სულთან მეჰმედის ხელმძღვანელობით ბოსნიაში შეიჭრა. სატახტო ქალაქი, ბობოვაცი მალევე დაეცა და სტეპანის არმიას უკან დახევა მოუხდა. ოსმალეთის არმიის მძლავრმა შეტევებმა შედეგი გამოიღო და მათ მალე მთელი ბოსნიის სამეფო დაიკავეს და მეჰმედმა იგი მალევე აქცია ოფიციალურად ოსმალეთის იმპერიის ნაწილად.



ვენეცია-ოსმალეთის ომი (1463-1479) |


1463 წელს ოსმალეთსა და ვენეციის რესპუპლიკასა და მის მოკავშირეებს შორის დაიწყო ომი, რომელიც 1479 წლამდე გაგრძელდა. ომის შედეგად ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო საბერძნეთი და ალბანეთი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კუნძული ევბეა, რომელიც ვენეციას რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ჰქონდა დაკავებული. ამასთან ერთად, ომის მიმდინარეობის დროს მნიშვნელოვნად გაძლიერდა ოსმალეთის იმპერიის ფლოტი, რომელსაც უკვე შეეძლო პრეტენზიის გამოცხადება და ვენეციის ფლოტისთვის წინააღმდეგობის გაწევა ეგეოსის ზღვაზე ბატონობისთვის. თუმცა ვენეციამ მოახერხა და გადაარჩინა კვიპროსის სამეფო. ომი დასრულდა 1479 წლის 25 იანვარს კონსტანტინოპოლის ხელშეკრულებით.


რომის პაპმა პიუს II-მ გააერთიანა რამდენიმე ევროპული ქვეყანა ოსმალეთის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის მოსაწყობად, რათა გაენთავისუფლებინათ კონსტანტინოპოლი. მან მოახერხა კიდეც ევროპული ქვეყნების გაერთიანება და შეხვედრიდ ადგილად ანკონა დათქვა, თუმცა მალევე გარდაიცვალა და ვერ მოახერხა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, თუმცა ვენეციის მეთაურობით ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლა მაინც დაიწყო.


პირველად, ვენეციის არმია მორეის დესპოტატში დაბანაკდა. გაერთიანებულმა ძალებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ სულთან მეჰმედმა ამაზე სწრაფადვე მოახდინა რეაგირება. მან უბრძანა იმპერიის დიდ ვეზირ ველი მაჰმუდ-ფაშას არმიის შეკრება და ვენეციის ფლოტის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყება, რომლებსაც უკვე დაკავებული ჰქონდათ დარდანელის სრუტის მნიშვნელოვანი ნაწილი.


მაჰმუდ-ფაშამ მოახერხა ვენეციელთა დამარცხება და მუსრი გაავლო მათ ფლოტს. ისინი იძულებულნი გახდნენ კვლავ უკან დაეხიათ და თავიდან ეღიარებინათ ოსმალეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები.





შკოდერის ალყა


1466 წელს მეჰმედი ოსმალეთის არმიასთან ერთად ალბანეთისკენ დაიძრა. ალბანელები საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ოსმალებს და რაღაც დროის განმავლობაში იძულებულიც კი გახადეს ცოტა ხნით უკან დაეხია. მაგრამ ძალიან მალე ოსმალებმა კვლავ განაახლეს შეტევა, რომელსაც ალბანელები მაინც იგერიებდნენ. 1467 წლის ბოლოს ალბანეთში სასიკვდილო ეპიდემია გავრცელდა და მათი წინააღმდეგობა შესუსტდა. ამიტომ, ოსმალებმა იოლად მოახერხეს დაეკავებინათ ალბანეთის მნიშვნელოვანი ნაწილი.


1470 წელს ოსმალებმა ბრძოლა დაიწყეს ევბეას დასაპყრობად. თავდაპირველად ოსმალებს გაუჭირდათ, მაგრამ 1471 წელს სულთან მეჰმედის მეთაურობით ოსმალეთის არმიამ მოახერხა ევბეას დაპყრობა.


1474-1479 წლებში მეჰმედმა საბოლოოდ დაიპყრო ალბანეთი. 1478-1479 წლებში მათ ალბანეთის ქალაქი შკოდერი დაიპყრეს და ამით დასრულდა ალბანეთის დაპყრობა. და ამის შემდეგ დაიდო ხელშეკრულება ოსმალეთსა და ვენეციას შორის.


ხელშეკრულების თანახმად, ვენეციამ აღიარა ოსმალეთის მიერ დაპყრობილი ალბანეთი და ევბეა, დათმო საბერძნეთი, ხოლო ვენეციამ მოახერხა კვიპროსის სამეფოს შენარჩუნება.



ომი მოლდავეთთან (1475-1476) |


1456 წელს, პეტრუ III არონი დათანხმდა ოსმალეთისთვის ყოველწლიურად 2000 დუკატის ხარკის სახით გადახდაზე. მისი მთავარი მიზანი იყო, რომ მოლდოვეთის სამხრეთ საზღვრებზე მშვიდობა უზრუნველყო. ამით იგი გახდა პირველი მოლდაველი მმართველი, რომელიც დაემორჩილა ოსმალეთს. მაგრამ, პეტრუს მემკვიდრე სტეფან დიდი არ აპირებდა ოსმალეთისთვის ხარკის გადახდას. მის ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა სისხლისმღვრელი ბრძოლების სერია. სტეფანს სურდა, რომ ვლახეთიც საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია და პრეტენზიას აცხადებდა მის ტახტზე. ვლახეთის მმართველებს კი განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ — ზოგი მხარს უნგრეთს უჭერდა, ზოგი სტეფანს და ზოგიც ოსმალეთის მხარეს იყო.


მეჰმედ II-მ ვლახეთის საქმეში ჩარევისთვის სტეფანის დასჯა გადაწყვიტა. 1475 წელს ოსმალეთის არმია ჰადიმ-ფაშას მეთაურობით მოლდავეთისაკენ დაიძრა, თუმცა 10 იანვარს არმია განადგურდა ვასლუის ბრძოლაში. ოსმალებს დროებით უკან დახევა მოუხდათ. მეჰმედმა შეკრიბა დიდძალი ჯარი და მეორედ 1476 წლის ივნისში დაიძრა მოლდავეთისაკენ. ამავდროულად, ოსმალების ჯარის დასახმარებლად ყირიმიდანაც გაიგზავნა ჯარი. რომაული წყაროს მიხედვით, ოსმალთა ეს შეტევა მოგერიებულ იქნა, მაგრამ სხვა წყაროების მიხედვით, ოსმალებისა და ყირიმელი თათრების გაერთიანებულმა არმიამ ბესარაბია აიღო და დუნაის სამხრეთ სანაპიროზე დაამყარა კონტროლი.


საბოლოოდ, სტეფანისა და მეჰმედის არმია ერთმანეთის წინაშე აღმოჩნდნენ. ოსმალები შევიდნენ ცეცხლწაკიდებულ ტყეში, რასაც მცირე დანაკარგი მოჰყვა. მოლდაველებმა მტერი კიდევ რამდენიმეჯერ მოიგერიეს ცეცხლის დახმარებით. ბრძოლაში გარდამტეხი როლი იანიჩრებმა ითამაშეს, რომელთაც მოახერხეს ტყეში შეღწევა და მუსრი გაავლეს მოლდავეთის არმიას. სტეფანის არმია მთლიანად განადგურდა. დანაკარგი ორივე მხარეს ძალიან მაღალი იყო. ბრძოლის ქრონიკებში ნათქვამია, რომ მთელი ბრძოლის ველი მოკლულთა ძვლებით იყო დაფარული. ამის შედეგად გაჩნდა ტოპონიმი —„თეთრი ველი“.


სტეფან დიდი იძულებული გახდა მოლდოვეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დაეხია, სადაც მან ახალი ჯარის ჩამოყალიბება დაიწყო. ოსმალებმა ვერ მოახერხეს მოლდავეთის მთავარ ციხე-სიმაგრეებში გამაგრება და მუდმივად შევიწროებულნი იყვნენ მოლდოველთა წვრილ-წვრილი შემოტევებისაგან. მალე არმია შიმშილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, სიტუაცია მას შემდეგ გაუარესდა, რაც შავი ჭირის ეპიდემია გავრცელდა. მეჰმედი იძულებული გახდა უკან, ოსმალეთის მიწაზე დაბრუნებულიყო. უკან დახევის მიუხედავად, ვლახეთში სტეფანისგან გამოწვეული საფრთხე აღარ არსებობდა.



ყირიმის სახანოს შემოერთება (1475) |


თურქული ტომების ნაწილი, რომელთან ყირიმელ თათრებს უწოდებდნენ, ადრეული შუა საუკუნეებიდან ცხოვრობდნენ ნახევარკუნძულზე. თემურლენგის მიერ ადრეულ XV საუკუნეში ოქროს ურდოს გაუქმების შემდეგ, ყირიმელებმა დააარსეს დამოუკიდებელი ყირიმის სახანო ჰაჯი I გირაის მეთაურობით, რომელიც იყო ჩინგიზ-ყაენის შთამომავალი.


ყირიმელი თათრები აკონტროლებდნენ ტერიტორიებს ყუბანიდან მდინარე დნესტრამდე, თუმცა მათ ვერ მოახერხეს კონტროლის დამყარება გენუურ ქალაქებ-კოლონიებზე, რომელთაც გაზარია ეწოდებოდა და გენუელთა კონტროლის ქვეშ 1357 წლიდან იყო. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, გენუა ვეღარ ახერხებდა ეკონტროლებინა საკუთარი კოლონიები ყირიმის საზღვართან. ამით ისარგებლეს ყირიმელებმა და დახმარება სთხოვეს ოსმალეთის იმპერიას. 1475 წელს ოსმალეთის არმია გედიკ აჰმედ-ფაშას მეთაურობით გაზარიისკენ დაიძრა. ოსმალეთის არმიამ დაიკავა ქალაქები კაფა, ბალაკლავა, სოლდაია და ტანა, განადგურებულ იქნა სამთავრო ფეოდორი. ოსმალებმა ააოხრეს და გაძარცვეს მისი დედაქალაქი მანგული. ამის შემდეგ, ოსმალებმა ტყვედ ჩაიგდეს ყირიმის ხანი მენგლი I გირაი. მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, ყირიმელებმა აღიარეს სულთნის მიმართ ვასალური დამოკიდებულება. ოსმალეთის იმპერიაში შესვლის შემდეგაც, ყირიმელები საკმაოდ ფართო ავტონომიით სარგებლობდნენ. მათ კვლავ ჰყავდათ საკუთარი მმართველი — ხანი, რომელიც ოსმალეთის სულთნის მიერ ინიშნებოდა.



სულთან მეჰმედი და მისი შვილები |




ბაიაზიდი



ჯემი


1447 წელს მეჰმედს, სითი მიუქრიმე ხათუნისგან ეყოლა შეჰზადე ბაიაზიდი, 1450 წელს გულშაჰ ხათუნისაგან ეყოლა შეჰზადე მუსტაფა და 1459 წელს ჩიჩეკ ხათუნისგან ეყოლა ჯემ სულთანი. მან ბაიაზიდი ამასიის, ხოლო მუსტაფა ქარამანის სანჯაყ-ბეიდ დანიშნა (წლები უცნობია). 1469 წელს კი ჯემი კასთამონუში გაგზავნა.


1474 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა მუსტაფა. მის მაგივრად მეჰმედმა ქარამანის სანჯაყ-ბეიდ ჯემი დანიშნა, ხოლო ბაიაზიდი კვლავ ჩვეულებრივად განაგრძობდა ამასიის მართვას.


ვინაიდან და რადგანაც მეჰმედმა ქარამანი ჯემს ჩააბარა, ის ტახტის მემკვიდრე გახდა, რადგან მისი სანჯაყი ბევრად ახლოს იყო დედაქალაქიდან ვიდრე ბაიაზიდისა. ამიტომ მამის გარდაცვალების შემდეგ დედაქალაქში ის უფრო სწრაფად ჩავიდოდა და დაიკავებდა სულთნის ტახტს.


1481 წელს მეჰმედი გარდაიცვალა. დიდმა ვეზირმა ორივე შეჰზადესთან შიკრიკი გაგზავნა. ყველა ჯემს ელოდა დედაქალაქში, მაგრამ ბაიაზიდის მომხრეებმა მაცნე შეაყოვნეს და შედეგად, ბაიაზიდი ჩავიდა დედაქალაქში და დაიკავა სულთნის ტახტი. ჯემი ერთ დამარცხებას არ შეეგუა და ჯარი შეაგროვა ძმის წინააღმდეგ საბრძოლველად. მისმა არმიამ ერთხელ დაამარცხა სულთნის არმია, მაგრამ ბაიაზიდის არმიამ მოახერხა მისი მომხრეების პოვნა და დახოცვა, ხოლო ჯემმა თავი ეგვიპტეს შეაფარა.


ის 14 წლის განმავლობაში იბრძოდა ტახტისთვის, მაგრამ ჯერჯერობით ძმას ვერ აგდებდა ტახტიდან. 1495 წელს კი, ბაიაზიდი მიხვდა, რომ მის ტახტს სერიოზული საფრთხე ექმნდებოდა და ჯემი მოაწამვლინა.



ლიტერატურა |



  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 655, თბ., 1983 წელი.


რესურსები ინტერნეტში |


  • ოტომანების ბიოგრაფიები

  • პორტრეტები


(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მეჰმედ_II&oldid=3580541“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.384","walltime":"0.458","ppvisitednodes":"value":5459,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":48127,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":15287,"limit":2097152,"expansiondepth":"value":11,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":1,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":1,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":1,"limit":400,"timingprofile":["100.00% 301.578 1 -total"," 73.50% 221.659 1 თარგი:ინფოდაფა_მმართველი"," 70.07% 211.307 1 თარგი:ინფოდაფა"," 27.27% 82.227 2 თარგი:Wikidata"," 19.66% 59.277 1 თარგი:ოსმალეთის_იმპერიის_სულთნები"," 18.21% 54.911 1 თარგი:ნავდაფა"," 12.81% 38.624 174 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 5.51% 16.616 1 თარგი:ფერი"," 4.54% 13.699 1 თარგი:PAGENAMEBASE"," 3.69% 11.139 1 თარგი:მთავარი"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.045","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":1430878,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1325","timestamp":"20190331022906","ttl":2592000,"transientcontent":false);mw.config.set("wgBackendResponseTime":120,"wgHostname":"mw1326"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單