Skip to main content

მოსკოვი სექციების სია გეოგრაფია | ისტორია | ჯოლდოები | სახელისუფლებო ორგანოები | ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა | ოფიციალური სიმბოლიკა | მოსახლეობა | ეკონომიკა | ტრანსპორტი | მეცნიერება | განათლება | საზოგადოება | დაძმობილებული ქალაქები | სქოლიო | სანავიგაციო მენიუ55°45′20″ ჩ. გ. 37°37′03″ ა. გ. / 55.7557861° ჩ. გ. 37.6176333° ა. გ. / 55.7557861; 37.6176333mos.ruМосковские депутаты утвердили Собянина на посту мэраhttp://dlib.rsl.ru/viewer/01003543120#?page=23С. Собянин выступление в Московской городской Думе "Отчёт о результатах деятельности Правительства Москвы за 2011-2012 годы"Demographia. World Urban Areas & Population Projections. 8th Annual Edition April 2012 Demographia. World Urban Areas & Population Projections. 8th Annual Edition April 2012Перепись 2002 года показала изменение национального состава населения МосквыორიგინალიდანОбщероссийский классификатор объектов административно-территориального деления. Московская областьორიგინალიდანРосстат. Оценка численности постоянного населения на 1 января 2011 года, на 1 января 2012 года и в среднем за 2011 годორიგინალიდანСоциально-экономическое положение в г.Москве в январе-сентябре 2012г.Крупнейшие города мира по населениюორიგინალიდანЭнциклопедия «Москва». Московская агломерацияორიგინალიდანThe Global Cities Index 2010ორიგინალიდანThe 2008 Global Cities IndexორიგინალიდანСписок Москва в зеркале цифр, фактов, событий 2009/2010ორიგინალიდანПамятник природы «Высшая точка Москвы — 255 м над уровнем моря (Тёплый Стан)»ორიგინალიდანСамая высокая и самая низкая точки МосквыორიგინალიდანНазвания рек, ручьев, озёр, прудов и оврагов Москвыორიგინალიდან2008 год стал самым тёплым в истории Москвы (абзац 1)Погода и климатТемпература воздуха для г. МосквыორიგინალიდანТемпература в Москве впервые за 130 лет превысила 38 градусовორიგინალიდანСиноптики: в 2008 году в Москве были побиты рекорды тепла и осадковორიგინალიდანThermograph.ru averagesPogoda & Climate (Weather & Climate)Climate monitor 2005-2011Average monthly Sunshine hours2008 год стал самым теплым в истории Москвы (абзац 2)Продолжительность солнечного сияния в Москве в 2007 г.ორიგინალიდანУраган в Москве в ночь с 20 на 21 июня 1998.Официальный сайт национального парка Лосиный островППМ от 8 ноября 2005 г. N 866-ПП. О функционировании единой системы экологического мониторинга города Москвы и практическом использовании данных экологического мониторингаНазваны самые грязные районы МосквыЧП на МНПЗ не окажет существенного воздействия на экологию — экспертыორიგინალიდან№ 290-ПП О расширении применения диметилового эфира и других альтернативных видов моторного топливаორიგინალიდანМосква заняла 14 место в списке самых грязных городов мираორიგინალიდანИсполнительная власть МосквыС 2015 года москвичи снова будут выбирать градоначальника напрямуюКонституционный суд переехал в ПетербургორიგინალიდანВ Москве появятся два новых административных округа — Новомосковский и ТроицкийО совместных предложениях Правительства Москвы и Правительства Московской области по изменению границ столицы Российской Федерации — города МосквыორიგინალიდანС. Собянин: Площадь территорий, присоединяемых к Москве, увеличивается до 160 тыс. гаორიგინალიდანКарта проекта согласованных предложений властей столицы и области по расширению границ Москвы.ორიგინალიდანРасширение границ МосквыორიგინალიდანИтоги всероссийской переписи населения 2002. Численность и размещение населенияორიგინალიდანОфициальный сайт Всероссийской переписи 2010 года. Полмиллиона москвичей утеряли без умысла23.11.2010 Предварительные результаты Всероссийской переписи населения обсуждены на расширенном заседании Комитета СФ по делам Федерации и региональной политике. Официальный сайт Всероссийской переписи 2010 годаИнформационное агентство «РосБалт». Дарья Миронова. В столице потеряли два Люксембургапроизношение — Энциклопедия «Москва» — Яндекс. СловариПриложения к итогам ВПН 2010 года в МосквеСправка о количестве действующих кредитных организаций и их филиаловორიგინალიდანВ мировом рейтинге городов по размеру ВВП Москва заняла 15-е местоСоциально-экономическое положение России — 2007 год: оборот розничной торговлиორიგინალიდანСоциально-экономическое положение России — 2007 год: оборот оптовой торговли организаций оптовой торговлиორიგინალიდანСоциально-экономическое положение России — 2007 год: объём платных услуг населениюორიგინალიდანИсследование инвестиционной привлекательности России, 2011 год — Ernst & Young — РоссияМосква в цифрах и фактах 2006/2007В Москве и Петербурге штрафы за неправильную парковку вырастут в разыВозбуждено уголовное дело в отношении экс-чиновников стройкомплекса МосквыСроки сдачи первых «народных гаражей» в Москве затягиваютсяПервые платные городские парковки в центре Москвы откроют 1 ноябряДепартамент транспорта и связи города МосквыორიგინალიდანСледующая выделенная полоса откроется на Севастопольском проспектеორიგინალიდანМетрополитен в цифрахორიგინალიდანО метрополитене«Кольцевая линия Московского метрополитена. Справка»«Наталия Душкина об „эстетической слепоте“ в Московском метрополитене — интервью ИА REGNUM»Московская монорельсовая транспортная системаორიგინალიდანСеверный речной вокзалДоходное место: Будни московских доковМосква. Северный речной вокзалВысшие учебные заведения г. МосквыორიგინალიდანОбщеобразовательные учреждения г. МосквыორიგინალიდანСредние специальные учебные заведенияორიგინალიდანДошкольные образовательные учреждения г. МосквыორიგინალიდანМосква в зеркале цифр, фактов, событий 2007—2008. см. Религиозные организации, вероисповеданиеЧудо шаговой доступностиМосква и Тегеран стали городами-побратимамиhp Chicago Sister Cities (Sister Cities Of AnkaraГорода-побратимы - Официальный сайт Харьковского городского совета, городского головы, исполнительного комитетаშეავსოთ იგირრრრრრ

ქერჩიკიევილენინგრადიმინსკიმურმანსკიმოსკოვინოვოროსიისკიოდესასევასტოპოლისმოლენსკისტალინგრადიტულაბრესტის ციხესიმაგრე


სტატიების ესკიზები რუსეთის შესახებაზიის დედაქალაქებიზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქებირუსეთის ქალაქებიმოსკოვიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიევროპის დედაქალაქებისსრკ-ის გმირი ქალაქები


რუს.IPAრუსეთის ფედერაციისდედაქალაქიფედერალური დანიშნულების ქალაქიცენტრალური ფედერალური ოკრუგისმოსკოვის ოლქის20121 იანვრისათვისახალ საზღვრებშიმოსკოვის საქალაქო აგლომერაციისმოსკოვის დიდი სამთავროსრუსეთის სამეფოსრუსეთის იმპერიისსაბჭოთა რუსეთისასსრკ-ისგმირი ქალაქირუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ხელისუფლების ფედერალური ორგანოებისაკონსტიტუციო სასამართლოსადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიუცხოური სახელმწიფოების საელჩოებიForeign Policy2010გლობალურ ქალაქებსმოსკოვზეაღმოსავლეთ ევროპის ვაკისოკისავოლგისმოსკოვისაკალუგისმოსკოვის კრემლიწითელი მოედანინოვოდევიჩის მონასტერიკოლომენსკოეს ამაღლების ეკლესიაიუნესკოსმსოფლიო მემკვიდრეობისატლანტისაჩრდილო-ყინულოვანი1935მეტროპოლიტენიოკისავოლგისსმოლენსკ-მოსკოვის მაღლობიოკა-მოსკოვის ვაკემეშჩორის დაბლობი2012ზღვის დონიდანტეპლი-სტანის მაღლობზებესედის ხიდებისმოსკოვისსხოდნიახიმკაპრესნიანეგლინაიაიაუზანიშჩენკასეტუნიკოტლოვკაგოროდნიასასაათო სარტელშიმოსკოვის სასაათო სარტყელიმსოფლიო კოორდინირებულ დროსთან201127 მარტიდან1930კონტინენტურიაზამთარინოემბრისდეკადიდანმარტისდეკემბერსაიანვრისმეტეოსადგურ რსც1981—2010ზაფხულიივლისი20081888196119902010ანომალიური სიცხის ტალღისმეტეოსადგურ ბალჩუგზედომოდედოვოს აეროპორტში1940მსმამეტეოსადგურ რსცნალექი2008ივლისი2010დეკემბერიივნისი2001—2010ნისლიჭექა-ქუხილიტორნადოებიც1998ქარიშხალიმოსკომარქიტექტურის2007ტყისაიზმაილოვის პარკიტიმირიაზევის პარკიფილევის პარკილიუბლინოს პარკიბუტოვოს ტყე-პარკიბოტანიკური ბაღიბიტცის ტყე-პარკიცარიცინოკოლომენსკოეკუზმინის ტყე-პარკიკუსკოვოს ტყე-პარკილოსების კუნძულისლოსების კუნძულისციყვებიზღარბებიკურდღლებიტახილოსიხალებიანი ირემიმელაწაულაყარყუმიიხვებიყანჩებიხოხობიგნოლიივანე მრისხანეს1983ბიტცის ტყე-პარკშიცბიგასებრნიღამურებიცმემინდვრიებიდედოფალებიღალღებითხილნარის ძილგუდაიზმაილოვის ტყეშიშავი ქრცვინისხოდნიისბრატეევის ჭალაშიკუზმინის ტყე-პარკშისერებრიანი ბორშიტუშინოშივორობიოვოს მთებსაბოტანიკურ ბაღშიმოსკოვის წითელი წიგნინათუზისეული ღამურათეთრი კურდღელირუხი კურდღელიჩვეულებრივი ზაზუნადიდიპატარა ყარაულარუხი იხვიჩვეულებრივი კოკონაშავი ძერაჭაობის ბოლობეჭედამიმინოშავარდენიკირკიტაჟრუნიმელოტაპრანწიაჩიბუხატყის ქათამიპატარატბისვეჟანიქედანიგვრიტიოლოლიბაიყუშიჭოტიმტრედიბეღურაყვავიჩვეულებრივი უფეხურაალკუნიკოდალამენაპირე მერცხალიმოსკოვისეკოსისტემისწერტილოვანი განაშენიანებისეკოლოგიურ მონიტორინგსკოპოტნიისკოსინო-უხტომისამარინოშიმოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნითლიუბერეცისაკურიანოვოსკრილატსკოეკურკინომიტინოსტროგინოიასენევოგამონაბოლქვი აირებითბოელექტროსადგურებიMercer2007რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციისმერისმოსკოვის საქალაქო დუმა200920032012200520152003ქალაქ მოსკოვის განკარგულებითასაკონსტიტუციო სასამართლოსი2008სანქტ-პეტერბურგშირუსეთის მთავრობის სახლშირუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაოხოტნი რიადზეფედერაციის საბჭობოლშაია დმიტროვკაზერუსეთის ფედერაციის უმაღლესი სასამართლორუსეთის ფედერაციის უმაღლესი საარბიტრაჟო სასამართლომოსკოვის კრემლირუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისმოსკოვი-სიტიშიმოსკოვის მთავრობის შენობისრაიონებიდასახლებებიადმინისტრაციული ოლქები2012ახალი მოსკოვისტროიცკისცენტრალურიჩრდილოეთიჩრდილო-აღმოსავლეთიაღმოსავლეთისამხრეთ-აღმოსავლეთისამხრეთისამხრეთ-დასავლეთიდასავლეთიჩრდილო-დასავლეთიზელენოგრადისახალი მოსკოვისტროიცკისექსკლავსმოსკოვის ოლქისხიმკის საქალაქო ოლქისოლნეჩნოგორსკის რაიონიXX საუკუნის90-იანი2011პროექტი მოსკოვის ტერიტორიის გაფართოებისა2012რუსეთისაგლომერაცია2002 წლის აღწერის მონაცემებით20122010 წლის აღწერისფედერალური მიგრაციის სამსახურისიმიგრანტებიცმოსკოვური მეტყველებარუსული სალიტერატურო ენისრუსებიუკრაინელებითათრებისომხებიაზერბაიჯანელებიებრაელებიბელარუსებიქართველებირუსეთისბანკების2008მშპ2007რუბლიErnst & Young2011GSMUMTS3G„МТС“„მეგაფონი“„ბილაინი“CDMA„SkylinkLTE„Yota“1935მეტროპოლიტენიბელარუსისყაზანისკურსკისკიევისლენინგრადისპაველეცკისრიგისსავიოლოვისმოსკოვის საოლქო რკინიგზითმოსკოვის რკინიგზასოქტომბრის რკინიგზასმოსკოვის სარკინიგზო კვანძშისამსახურეობრივი დამაკავშირებელი ტოტი1990—2000ვნუკოვოსმოსკოვის ოლქისდომოდედოვოოსტაფევოჩკალოვსკიშერემეტიევოკიევის ვაგზლიდანბელარუსის ვაგზლიდანპაველეცკის ვაგზლიდანაეროვაგზალიცXXI საუკუნის2009ფედერალური ავტომაგისტრალებისრუსეთის ფედერაციისბაღისმესამე სატრანსპორტომოსკოვის წრული საავტომობილო გზამოსკოვის ოლქშიცენტრალური წრული საავტომობილო გზის1990-იანი2008მეოთხე წრის2012ივლისიდანპარკირების200810 სექტემბერს„ეროვნული ავტოფარეხი“20121 ნოემბერსპეტროვკისაკარეტნი-რიადის20131 იანვრიდანბულვარის წრის20092010ავტობუსიტროლეიბუსიტრამვაისამარშრუტო ტაქსი2009ივლისშივოლოკოლამსკის მაგისტრალზე2011შჩელკოვოს მაგისტრალზეიაროსლავის მაგისტრალზეანდროპოვის გამზირსალენინგრადის გამზირზესევასტოპოლის გამზირზეტაქსებს1935მეტროპოლიტენი2010ტოკიოს მეტროს188 სადგურიმონორელსიანი გზა„მოსკოვის მეტროპოლიტენი“კომუნიზმის დიდი მშენებლობებისჩრდილოეთსამხრეთსანქტ-პეტერბურგთანასტრახანთანდონის როსტოვთანრუსეთისხიმკის წყალსაცავზემოსკოვზესამდინარო ტრამვაისჩრდილოეთდასავლეთსამხრეთბირთვული ენერგეტიკამიკროელექტრონიკაკოსმონავტიკამოსკოვის უნივერსიტეტში1755XIX საუკუნისრუსეთის ისტორიასმედიცინასფიზიკასრუსულ ენასა1828პეტერბურგშირუმიანცევის მუზეუმი18611924ვ.ი. ლენინის სახელობის სსრკ-ის სახელმწიფო ბიბლიოთეკა1992XX საუკუნეშიმინერალური ნედლეულის საკავშირო ინსტიტუტი1904ჟუკოვსკის სახელობის ცენტრალური აეროჰიდროდინამიკური ინსტიტუტი1918კარპოვის სახელობის ფიზიკო-ქიმიური ინსტიტუტიკარპოვის სახელობის ქიმიური ინსტიტუტი1921მოსკოვის კავშირგაბმულობისა და ინფორმატიკის ტექნიკური უნივერსიტეტიკურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტი1943თეორიული და ექსპერიმენტული ფიზიკის ინსტიტუტი1945ლენინის სახელობის სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა საკავშირო აკადემია1929სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიასსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმილენინგრადიდან1934სსრკ-ის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემია1944რსფსრ-ის პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიასლავურ-ბერძნულ-ლათინური აკადემია1755შუვალოვისალომონოსოსვისმოსკოვის უნივერსიტეტი2009ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტისმოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკარუსეთის სახელმწიფო (ლენინის) ბიბლიოთეკა2010რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიამოსკოვის საპატრიარქომოსკოვის საქალაქო ეპარქიისმაცხოვრის ტაძარი„Власть“2010ძველი მართლმადიდებლურიისლამიმოსკოვის საკათედრო მეჩეთიიუდაიზმიბუდიზმისომხური სამოციქულო ეკლესიაკათოლიციზმილუთერანობაპროტესტანტიზმიდაძმობილებული ქალაქიXX საუკუნის90-იანბერლინიბუენოს-აირესი1990ვენასთან1956პარიზიმოსკოვის დროშადაძმობილებული ქალაქებისა










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




მოსკოვი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search










































დედაქალაქი

მოსკოვი
Москва́

MSK Collage 2015.png






დროშა

გერბი

Flag of Moscow.svg

Coat of Arms of Moscow.svg

ქვეყანა
რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი
მოსკოვიმოსკოვი
შიდა დაყოფა
12 ადმინისტრაციული ოლქი (125 რაიონი, 2 საქალაქო ოლქი, 19 დასახლება)
კოორდინატები
55°45′20″ ჩ. გ. 37°37′03″ ა. გ. / 55.7557861° ჩ. გ. 37.6176333° ა. გ. / 55.7557861; 37.6176333
მერი
სერგეი სობიანინი[1]
დაარსდა
უცნობი[2]
პირველი ხსენება
1147
ფართობი
2511[3]კმ²
ცენტრის სიმაღლე
118—255 მ
ოფიციალური ენა
რუსული
მოსახლეობა
12 325 387 Increase2.svg კაცი (2016)
აგლომერაცია
15 512 000 კაცი[4]
ეროვნული შემადგენლობა
რუსები (91,65 %), უკრაინელები (1,42 %), თათრები (1,38 %), სომხები (1,28 %), აზერბაიჯანელები (0,53 %), ებრაელები (0,49 %), ბელარუსები (0,36 %), ქართველები (0,36 %) [5]
რელიგიური შემადგენლობა
ანბანური თანმიმდევრობით: ბუდისტები, იუდეველები, კათოლიკეები, ინდუისტები, მუსლიმანები, მართლმადიდებლები, პროტესტანტები და სხვ.
ეთნოქორონიმი
მოსკოველი
სასაათო სარტყელი
UTC+4
სატელეფონო კოდი
495, 496, 498, 499
საფოსტო ინდექსი
101000 — 135999
საავტომობილო კოდი
77, 97, 99, 177, 197, 199 და 777
ოფიციალური საიტი
mos.ru




მოსკოვი — რუსეთი
მოსკოვი




მოსკოვი — მოსკოვი
მოსკოვი



მოსკოვი ვიკისაწყობში

მოსკოვი (რუს. Москва́, მოსკვა, IPA: [mɐ'skva]) — რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი, ფედერალური დანიშნულების ქალაქი, ცენტრალური ფედერალური ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი და მოსკოვის ოლქის ცენტრი[6], რომლის შემადგენლობაშიც არ შედის. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით არის რუსეთის უდიდესი ქალაქი (მოსახლეობა 2012 წლის 1 იანვრისათვის — 11 612 943[7] კაცი; ახალ საზღვრებში — 2012 წლის 1 სექტემბრისათვის 11 911 100 კაცი[8]), მთლიანად ევროპაში მდებარე ქალაქებიდან ყველაზე მჭიდროდ დასახლებული, შედის მსოფლიოში მოსახლეობის მხრივ უდიდესი ქალაქების პირველ ათეულში[9]. მოსკოვის საქალაქო აგლომერაციის ცენტრი[10].


მოსკოვის დიდი სამთავროს, რუსეთის სამეფოს, რუსეთის იმპერიის, საბჭოთა რუსეთისა და სსრკ-ის ისტორიული დედაქალაქი. გმირი ქალაქი. მოსკოვში მდებარეობს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ხელისუფლების ფედერალური ორგანოები (საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, უცხოური სახელმწიფოების საელჩოები, დიდი რუსული კომერციული ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების უმეტესობის შტაბ-ბინები. ჟურნალი Foreign Policy 2010 წელს მოსკოვს ასახელებს 25-ე ადგილზე[11]გლობალურ ქალაქებს შორის, რომელთაც შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში[12].


მდებარეობს მდინარე მოსკოვზე აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ცენტრში, ოკისა და ვოლგის შუამდინარეთში. მოსკოვი, როგორც ფედერაციის სუბიექტი ესაზღვრება მოსკოვისა და კალუგის ოლქებს.


მოსკოვი — მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი რუსეთში; მოსკოვის კრემლი, წითელი მოედანი, ნოვოდევიჩის მონასტერი და კოლომენსკოეს ამაღლების ეკლესია შედიან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში[13]. ის აგრეთვე წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს. ქალაქს ემსახურება 5 აეროპორტი, 9 სარკინიგზო სადგური, 3 საზღვაო პორტი (გააჩნია სამდინარო კავშირები ატლანტისა და ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანეების აუზის ზღვებთან). 1935 წლიდან მოსკოვში ფუნქციონირებს მეტროპოლიტენი.




სექციების სია





  • 1 გეოგრაფია

    • 1.1 გეოგრაფიული მდებარეობა


    • 1.2 სასაათო სარტყელი


    • 1.3 კლიმატი


    • 1.4 მცენარეული საფარი


    • 1.5 ცხოველთა სამყარო


    • 1.6 ეკოლოგია



  • 2 ისტორია


  • 3 ჯოლდოები


  • 4 სახელისუფლებო ორგანოები

    • 4.1 მოსკოვის ხელისუფლება


    • 4.2 ხელისუფლების ფედერალური ორგანოები



  • 5 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა


  • 6 ოფიციალური სიმბოლიკა


  • 7 მოსახლეობა


  • 8 ეკონომიკა


  • 9 ტრანსპორტი

    • 9.1 სარკინიგზო ტრანსპორტი


    • 9.2 აეროპორტები


    • 9.3 საავტომობილო ტრანსპორტი


    • 9.4 მიწისზედა საქალაქო ტრანსპორტი


    • 9.5 მოსკოვის მეტროპოლიტენი


    • 9.6 სამდინარო ტრანსპორტი



  • 10 მეცნიერება


  • 11 განათლება

    • 11.1 უმაღლესი განათლება


    • 11.2 საშუალო განათლება



  • 12 საზოგადოება

    • 12.1 რელიგია



  • 13 დაძმობილებული ქალაქები


  • 14 სქოლიო




გეოგრაფია |



გეოგრაფიული მდებარეობა |


მოსკოვი მდებარეობს რუსეთის ევროპული ნაწილის ცენტრში, ოკისა და ვოლგის შუამდინარეთში. ესაზღვრება სმოლენსკ-მოსკოვის მაღლობი (დასავლეთით), ოკა-მოსკოვის ვაკე (აღმოსავლეთით) და მეშჩორის დაბლობი (სამხრეთ-აღმოსავლეთით). ქალაქის ტერიტორია 2012 წლის მონაცემებით შეადგენს 2510 კმ²-ს[14]. მისი მესამედი (877 კმ²) მოქცეულია წრიული საავტომობილო გზის შიგნით, ხოლო დანარჩენი 1633 კმ² — წრიული საავტომობილო გზის გარეთ.


საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 156 მეტრს. უმაღლესი წერტილი მდებარეობს ტეპლი-სტანის მაღლობზე და შეადგენს 255 მეტრს[15], ხოლო ყველაზე დაბალი — ბესედის ხიდების სიახლოვეს, იქ სადაც მდინარე მოსკოვი ტოვებს ქალაქს. ამ ადგილის სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 114,2 მეტრს[16]. მოსკოვის სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთით წრიული საავტომობილო გზის შიგნით 38 კმ-ია, წრიული საავტომობილო გზის გარეთ — 51,7 კმ, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთით — 39,7 კმ.


ქალაქი მდებარეობს მდინარე მოსკოვის ორივე ნაპირზე, მის შუაწელში. ამ მდინარის გარდა ქალაქის ტერიტორიაზე მიედინება რამდენიმე ათეული სხვა მდინარე, რომელთაგან ყველაზე დიდია მოსკოვის მარცხენა — სხოდნია, ხიმკა, პრესნია, ნეგლინაია, იაუზა, ნიშჩენკა და მარჯვენა — სეტუნი, კოტლოვკა და გოროდნია შენაკადები[17]. ბევრი მცირე მდინარე ქალაქის ფარგლებში მიედინება კოლექტორებში. გარდა ამისა მოსკოვში კიდევ 400-მდე სხვა წყალსატევია.



სასაათო სარტყელი |


მოსკოვი მდებარეობს სასაათო სარტელში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტით აღნიშნულია, როგორც მოსკოვის სასაათო სარტყელი. სხვაობა მსოფლიო კოორდინირებულ დროსთან (UTC) შეადგენს +4:00 საათს.


2011 წლის 27 მარტიდან მუდმივი ზაფხულის დროის შემოღების შემდეგ და 1930 წლიდან მოქმედი დეკრეტული დროის გათვალისწინებით, მოსკოვის დრო სარტყლის დროისგან განსხვავდება ორი საათით.



კლიმატი |


მოსკოვის კლიმატი ზომიერად კონტინენტურია, მკაფიოდ გამოხატული სეზონურობით. ზამთარი (პერიოდი 0 °C-ზე დაბალი საშუალო დღეღამური ტემპერატურით) საშუალოდ გრძელდება ნოემბრის მეორე დეკადიდან მარტის ბოლომდე. კალენდარული ზამთრის პერიოდში შეიძლება აღინიშნებოდეს ხანმოკლე (3-5 დღე) ძლიერი ყინვების პერიოდი (ღამის ტემპერატურით −20 °C-მდე, იშვიათად −25... −30 °C-მდე). მიუხედავად ამისა დეკემბერსა და იანვრის დასაწყისში ხშირია დათბობა, როდესაც ტემპერატურა −5... −10 °C-დან ადის 0 °C-ზე და უფრო მაღლა, ზოგჯერ +5... +10 °C-ის ნიშნულსაც აღწევს. მეტეოსადგურ რსც-ის მონაცემებით (1981—2010 წლების ნორმა), წლის ყველაზე ცივი თვეა თებერვალი (მისი საშუალო ტემპერატურა შეადგენს −6,7 °C[18]). გარდამავალი სეზონები საკმაოდ მოკლეა. ხანდახან პრაქტიკულად ზაფხულის ტემპერატურა ფიქსირდება აპრილის დასაწყისში, ამავე დროს მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში ხდება სიცივეების დაბრუნება. ზაფხული (პერიოდი +20 °C-ზე მაღალი დღიური და +15 °C-ზე მაღალი საშუალო დღეღამური ტემპერატურით) გრძელდება მაისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის დასაწყისამდე. დღის ტემპერატურა ხშირად აჭარბებს 30 გრადუსიან ნიშნულს (საშუალოდ ზაფხულის სეზონის 6—8 დღე, 2010 წელში — 1,5 თვე. ბოლო 30 წლის განმავლობაში ტემპერატურამ 35-გრადუსიან ნიშნულს 18-ჯერ მიაღწია, საიდანაც 16 შემთხვევა დაფიქსირდა 2010 წელს). ყველაზე თბილი თვეა ივლისი (მისმა საშუალო ტემპერატურამ 1981—2010 წლების პერიოდში შეადგინა +19,2 °C).


1981-2010 წლების დაკვირვებით საშუალო წლიური ტემპერატურა +5,8 °C აღწევს. დედაქალაქის მეტეოდაკვირვების ისტორიაში ყველაზე თბილი 2008 წელი იყო (საშუალო ტემპერატურამ +7,3 °C შეადგინა[19]), ხოლო ყველაზე ცივი — 1888 წელი (+1,7 °C)[20]. ნორმის მიხედვით 1961-1990 წლების საშუალო წლიურმა ტემპერატურამ +5,0 °C შეადგინა. საშუალო წლიური ქარის სიჩქარე 2,3 მ/წმ-ია. საშუალო წლიური ჰაერის ტენიანობა 77%-ია, დეკემბერში 85% აღწევს, ხოლო მაისში 64%-მდე ეცემა[21].


დაკვირვებების 130 წლიან პერიოდში ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა 2010 წლის 29 ივლისს ანომალიური სიცხის ტალღის[22] პერიოდში და მეტეოსადგურ რსც-ზე შეადგინა +38,2 °C, მეტეოსადგურ ბალჩუგზე ქალაქის ცენტრში და დომოდედოვოს აეროპორტში +39,0 °C. ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირებულია 1940 წლის 17 იანვარს და შეადგენდა −42,2 °C (მეტეოსადგური მსმა), მოსკოვის საყრდენ მეტეოსადგურ რსც-ზე აბსოლუტური მინიმუმი შეადგენს −38,1 °C (1956 წლის იანვარი)[20].


მოსკოვსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე წლის განმავლობაში 600-800 მმ ნალექი მოდის, საიდანაც უმეტესი წილი ზაფხულზე მოდის. ნალექების დონე საკმაოდ დიდ დიაპაზონში მერყეობს და შესაძლებელია მათი როგორც დიდი (მაგალითად, 2008 წლის ივლისი — 180 მმ ნალექი[23]), ისე მცირე რაოდენობა (მაგალითად, 2010 წლის ივლისი — 13 მმ ნალექი). დღის ნათების ხანგრძლივობა მერყეობს 7 საათი 00 წუთიდან (21 დეკემბერი) — 17 საათსა 34 წუთამდე (21 ივნისი). მზის მაქსიმალური სიმაღლე ჰორიზონტზე — 11°-დან (21 დეკემბერი) - 58°-მდე (21 ივნისი).












































































































































წლიური ამინდი — მოსკოვი
თვე
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკწელი
რეკორდ. მაღალი °C (°F)
8.6 (47)
8.3 (47)
19.7 (67)
28.9 (84)
33.2 (92)
34.9 (95)
38.2 (101)
37.3 (99)
32.3 (90)
24.0 (75)
16.2 (61)
9.6 (49)38.2 (101)
საშუალო მაღალი °C (°F)
−4.0 (25)
−3.7 (25)
2.6 (37)
11.3 (52)
18.6 (65)
22.0 (72)
24.3 (76)
21.9 (71)
15.7 (60)
8.7 (48)
0.9 (34)
−3.0 (27)9.6 (49)
საშუალო დღიური °C (°F)
−6.5 (20)
−6.7 (20)
−1.0 (30)
6.7 (44)
13.2 (56)
17.0 (63)
19.2 (67)
17.0 (63)
11.3 (52)
5.6 (42)
−1.2 (30)
−5.2 (23)5.8 (42)
საშუალო დაბალი °C (°F)
−9.1 (16)
−9.8 (14)
−4.4 (24)
2.2 (36)
7.7 (46)
12.1 (54)
14.4 (58)
12.5 (55)
7.4 (45)
2.7 (37)
−3.3 (26)
−7.6 (18)2.1 (36)
რეკორდ. დაბალი °C (°F)
−42.2 (-44)
−38.2 (-37)
−32.4 (-26)
−21.0 (-6)
−7.5 (19)
−2.3 (28)
1.3 (34)
−1.2 (30)
−8.5 (17)
−16.1 (3)
−32.8 (-27)
−38.8 (-38)−42.2 (-44)
ნალექი მმ (დუიმი)
52 (2)
41 (1.6)
35 (1.4)
37 (1.5)
49 (1.9)
80 (3.1)
85 (3.3)
82 (3.2)
68 (2.7)
71 (2.8)
55 (2.2)
52 (2)
წვიმიანი დღეები
0.8
0.7
3
9
13
14
15
15
15
12
6
2
თოვლიანი დღეები
18
15
9
1
0.1
0
0
0
0.1
2
10
17
საშ. მზიანი საათები
33
72
128
170
265
279
271
238
147
78
32
18

წყარო: [24][25][26][27] January 2011



მზის ნათების საშუალო წლიური რაოდენობაა — 1731 საათი[28], (საშუალოდ 2001—2010 წლების განმავლობაში შეადგინა 1900 საათზე მეტი[29]).


მოსკოვის ტერიტორიაზე არც თუ იშვიათი მოვლენაა ნისლი და ჭექა-ქუხილი. პერიოდულად მოსკოვში ხდება ისეთი ანომალიური მოვლენები, როგორიცაა ქარიშხლები, თავსხმა წვიმები და ტორნადოებიც კი. 1998 წლის 20-21 ივნისის ღამით დედაქალაქს თავს დაატყდა ქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი[30].



მცენარეული საფარი |


მიუხედავად მოსკოვის უდიდესი ნაწილის განაშენიანებისა, ქალაქის გამწვანებული ტერიტორიების ფართობი (მოსკომარქიტექტურის 2007 წლის მონაცემებით) 34,3 ათას ჰექტარს შეადგენს (ან დაახლოებით უკავია ქალაქის ტერიტორიის 1/3).


მოსკოვში არის ტყისა და პარკების ისეთი მასივები, როგორიცაა იზმაილოვის პარკი, ტიმირიაზევის პარკი, ფილევის პარკი (ტყე-პარკი), ლიუბლინოს პარკი, ბუტოვოს ტყე-პარკი, ბოტანიკური ბაღი, ბიტცის ტყე-პარკი, მუზეუმ-ნაკრძალები ცარიცინო და კოლომენსკოე, კუზმინის ტყე-პარკი, კუსკოვოს ტყე-პარკი და სხვ.


ქალაქის ტერიტორიის ფარგლებში მდებარეობს აგრეთვე ლოსების კუნძულის ბუნებრივი ეროვნული პარკის ნაწილიც, მრავალი სკვერი და სარეკრეაციო ზონა.



ცხოველთა სამყარო |


მოსკოვის ფაუნა მრავალფეროვანია. მაგალითად ლოსების კუნძულის ეროვნულ პარკში ბინადრობენ არამარტო ციყვები, ზღარბები და კურდღლები არამედ უფრო დიდი ცხოველებიც, როგორიცაა ტახი, ლოსი და ხალებიანი ირემი. ბინადრობს აგრეთვე — მელა, წაულა და ყარყუმი. ლოსების კუნძულის ზემო იაუზის ნაწილში ბუდობენ გარეული იხვები და ყანჩები, აგრეთვე იშვიათი ხოხობი და გნოლი. ლოსების კუნძული ჯერ კიდევ ივანე მრისხანეს დროიდან იმყოფება სპეციალური დაცვის ქვეშ — თავიდან როგორც სამეფო ნადირობის ადგილი, ხოლო 1983 წლიდან — როგორც ბუნებრივი ეროვნული პარკი[31].


ბიტცის ტყე-პარკშიც მრავალი გარეული ცხოველი ბინადრობს. აქ ცხოვრობენ ზღარბები, ბიგასებრნი, დედაქალაქისთვის ასე იშვიათი ღამურებიც კი; კურდღლები, მემინდვრიები, დედოფალები, ციყვები. მოსკოვის მიდამოებიდან შემოდიან ლოსები და ტახები. ბუდობენ იხვები და ღალღები.


მოსკოვში ბინადრობს ისეთი იშვიათი ცხოველი, როგორიცაა თხილნარის ძილგუდა. მოსკოვში მისი თავშესაფარი ნაპოვნია ბიტცის ტყეში, ლოსების კუნძულის ტყე-პარკში და იზმაილოვის ტყეში. იშვიათია აგრეთვე შავი ქრცვინი — ის ცხოვრობს მდინარის ხეობებში, რომელთა ნაპირებზეც მდებარეობს ტყეები, მდელოები და ბუჩქნარები. შავი ქრცვინი შემჩნეულია მდინარე სხოდნიის რაიონსა და ბრატეევის ჭალაში.


მოსკოვში კურდღლების პოვნა შეიძლება იზმაილოვის პარკში, კუზმინის ტყე-პარკში, ბიტცის პარკსა და სერებრიანი ბორში. დედოფალების — ტეპლი-სტანის ტყე-პარკში, იზმაილოვის ტყეში, ტუშინოში, ვორობიოვოს მთებსა და ბოტანიკურ ბაღში.


არსებობს მოსკოვის წითელი წიგნი — მასში მოცემულია მოსკოვის ტერიტორიაზე ბინადარი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველები. მასში მოიხსენიება ჩვეულებრივი ზღარბი, ნათუზისეული ღამურა, ყარყუმი, თეთრი კურდღელი და რუხი კურდღელი, თხილნარის ძილგუდა, ჩვეულებრივი ზაზუნა და სხვ.


მოსკოვში ყველაზე დიდი მტაცებელია — ჩვეულებრივი მელა, რომელიც ბინადრობს ლოსების კუნძულზე, კუზმინის ტყე-პარკში, ბიტცის ტყესა და სხვაგან.


ფრინველებიდან ბინადრობენ დიდი და პატარა ყარაულა, რუხი იხვი, ჩვეულებრივი კოკონა, შავი ძერა, ჭაობის ბოლობეჭედა, მიმინო, შავარდენი და კირკიტა, ჟრუნი და მელოტა, პრანწია, ჩიბუხა და ტყის ქათამი, თოლიები — პატარა, ტბის, ვეჟანი, ქედანი და გვრიტი, ოლოლი და ბაიყუში, ჭოტი, მტრედი, ბეღურა და ყვავი. აგრეთვე ჩვეულებრივი უფეხურა და ალკუნი, რუხი და მწვანე კოდალა და მენაპირე მერცხალი.



ეკოლოგია |


მოსკოვის ეკოლოგიურ სიტუაციაზე გავლენას ახდენს გაბატონებული დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის ქარები[32]. ქალაქის წყლის რესურსების ხარისხი უკეთესია ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე მოსკოვის ზემო დინებაში. ქალაქის ეკოსისტემის გაუმჯობესების მთავარი ფაქტორია სკვერების, პარკების და შიდა გამწვანებული ეზოების შენარჩუნება და განვითარება, რომლებიც დაზარალდა ბოლო წლებში წერტილოვანი განაშენიანების შედეგად.


მოსკოვის ეკოლოგიურ მონიტორინგს ახორციელებს 39 ავტომატური სტაციონარული სადგური, რომელიც აკონტროლებს ჰაერში 22 დამაბინძურებელი ნივთერების შემცველობას და დაბინძურების საერთო დონეს[33].


ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე აღინიშნება მსხვილი ავტომაგისტრალებისა და სამრეწველო ზონების სიახლოვეს; განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში, აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილებში. ჰაერის დაბინძურების უმაღლესი დონე ფიქსირდება კოპოტნიის, კოსინო-უხტომისა და მარინოში, რაც გამოწვეულია ქალაქში არსებული მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნით, ლიუბერეცისა და კურიანოვოს აერაციის სადგურებით[34][35]. მოსკოვის შედარებით ეკოლოგიურად სუფთა რაიონებია — კრილატსკოე, კურკინო, მიტინო, სტროგინო და იასენევო.


მოსკოვის დაბინძურების წყაროებს შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზე დგას ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი აირები[36]. ჰაერს აგრეთვე აბინძურებენ თბოელექტროსადგურები, ფაბრიკები და ქარხნები, გახურებული ასფალტის ანაორთქლები[32].


კონსალტინგური კომპანია Mercer–ის მიერ, მოსკოვი აღიარებულია ევროპის ერთ–ერთ ყველაზე დაბინძურებულ დედაქალაქად (2007 წლის მონაცემებით მოსკოვმა მე–14 ადგილი დაიკავა მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ დედაქალაქებს შორის[37]).



ისტორია |



ჯოლდოები |



სახელისუფლებო ორგანოები |



მოსკოვის ხელისუფლება |





მოსკოვის მერიის შენობა


რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის თანახმად, მოსკოვი წარმოადგენს დამოუკიდებელ ფედერალურ სუბიექტს, ე. წ. ფედერალური დანიშნულების ქალაქს.


მოსკოვში აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მოსკოვის მთავრობა მერის ხელმძღვანელობით, საკანონმდებლოს — მოსკოვის საქალაქო დუმა, რომელიც 35 დეპუტატისაგან შედგება და საიდანაც 18 (2009 წლიდან) პარტიული სისტემით ირჩევა, ხოლო 17 მაჟორიტარულით. მერის უკანასკნელი პირდაპირი წესით არჩევნები ჩატარდა 2003 წლის 17 დეკემბერს[14][38]. 2012 წლის 27 ივნისს მოსკოვის საქალაქო დუმამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც ქალაქის მერის არჩევა კვლავ პირდაპირი ფარული კენჭისყრით მოხდება. პირველად 2005 წელს კენჭისყრის გაუქმების შემდეგ, სავარაუდოდ 2015 წელს ჩატარდება ქალაქის ხელმძღვანელის ახალი პირდაპირი არჩევნები[39].


ადგილზე მართვა ხორციელდება ათი პრეფექტურის საშუალებით, რომელიც მოსკოვის რაიონებს ტერიტორიული ნიშნით აერთიანებს ადმინისტრაციულ ოლქებში და 125 რაიონული სამმართველოთი. კანონის „მოსკოვში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზების შესახებ“ თანახმად, 2003 წლის დასაწყისიდან ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებია მუნიციპალიტეტები, წარმომადგენლობითი ორგანოები — მუნიციპალური კრებები, რომელთა წევრები ირჩევიან შიდასაქალაქო მუნიციპალური წარმონაქმნის განკარგულების შესაბამისად.


მოსკოვის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, აგრეთვე ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციონირების პრინციპები განისაზღვრება ქალაქ მოსკოვის განკარგულებითა და ქალაქის სხვა ნორმატიული აქტებით.



ხელისუფლების ფედერალური ორგანოები |





რუსეთის მთავრობის სახლი


მოსკოვში, როგორც ქალაქში, რომელსაც რუსეთის კონსტიტუციით მინიჭებული აქვს დედაქალაქის ფუნქციები, მდებარეობს ქვეყნის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ფედერალური ორგანოები, გარდა საკონსტიტუციო სასამართლოსი, რომელიც 2008 წლიდან მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში[40].


რუსეთის ფედერაციის მთავრობა, ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანო, მდებარეობს რუსეთის მთავრობის სახლში მოსკოვის ცენტრში. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმა მდებარეობს ოხოტნი რიადზე. ფედერაციის საბჭო განთავსებულია ბოლშაია დმიტროვკაზე მდებარე შენობაში. რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სასამართლო და რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საარბიტრაჟო სასამართლო აგრეთვე მოსკოვში მდებარეობენ.


გარდა ამისა, მოსკოვის კრემლი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციას. პრეზიდენტის სამუშაო რეზიდენცია კრემლში განთავსებულია სენატის შენობაში.


ქალაქის საქმიან რაიონ მოსკოვი-სიტიში მოსკოვის მთავრობის შენობის ცათამბჯენის მშენებლობის დასრულების შემდეგ მთელი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ამ შენობაში განთავსდება.



ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა |


მოსკოვი ტერიტორიულ ერთეულებს წარმოადგენს რაიონები, დასახლებები და ადმინისტრაციული ოლქები, რომელთაც გააჩნიათ ქალაქის სამართლებრივი აქტით მინიჭებული დასახელება და საზღვრები.





მოსკოვის ადმინისტრაციული ოლქები:
1. ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქი
2. ჩრდილოეთი ადმინისტრაციული ოლქი
3. ჩრდილო-აღმოსავლეთი ადმინისტრაციული ოლქი
4. აღმოსავლეთი ადმინისტრაციული ოლქი
5. სამხრეთ-აღმოსავლეთი ადმინისტრაციული ოლქი
6. სამხრეთი ადმინისტრაციული ოლქი
7. სამხრეთ-დასავლეთი ადმინისტრაციული ოლქი
8. დასავლეთი ადმინისტრაციული ოლქი
9. ჩრდილო-დასავლეთი ადმინისტრაციული ოლქი
10. ზელენოგრადის ადმინისტრაციული ოლქი
11. ახალი მოსკოვის ადმინისტრაციული ოლქი
12. ტროიცკის ადმინისტრაციული ოლქი




  • ადმინისტრაციული ოლქი — ქალაქ მოსკოვის ტერიტორიული ერთეული, შექმნილი შესაბამისის ტერიტორიის ადმინისტრაციული მართვისათვის. ადმინისტრაციული ოლქი მოიცავს მოსკოვის რამდენიმე რაიონსა და დასახლებას. ადმინისტრაციული ოლქის საზღვრები არ შეიძლება კვეთდეს რაიონებისა და დასახლებების საზღვრებს.

  • რაიონი — მოსკოვის ტერიტორიული ერთეული, შექმნილი ისტორიული, გეოგრაფიული, შესაბამისი ტერიტორიის ქალაქმშენებლობითი მახასიათებლის, მოსახლეობის რადენობის, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლის, სატრანსპორტო კომუნიკაციის მდებარეობის, საინჟინრო ინფრასტრუქტურის არსებობის და ტერიტორიის სხვა მახასიათებლის გათვალისწინებით.

  • დასახლება — მოსკოვის ტერიტორიული ერთეული, შექმნილი მოსკოვის ტერიტორიის გაფართოების პროექტის ფარგლებში შემოერთებულ ტერიტორიებზე.

2012 წლის 1 ივლისამდე მოსკოვში 125 რაიონი და 10 ადმინისტრაციული ოლქი იყო. 2012 წლის 1 ივლისიდან, მოსკოვის ტერიტორიის გაფართოების შემდეგ, შეიქმნა 2 ახალი ადმინისტრაციული ოლქი[41] (ახალი მოსკოვის და ტროიცკის), ხოლო მათ შემადგენლობაში 21 დასახლება.


მოსკოვი დაყოფილია 12 ადმინისტრაციულ ოლქად, ესენია ცენტრალური, ჩრდილოეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთი, აღმოსავლეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი, სამხრეთი, სამხრეთ-დასავლეთი, დასავლეთი, ჩრდილო-დასავლეთი, ზელენოგრადის, ახალი მოსკოვის და ტროიცკის. აქედან 3 მათგანი (ზელენოგრადის, ახალი მოსკოვის და ტროიცკის) მთლიანად წრიული საავტომობილო გზის ფარგლებს გარეთ მდებარეობს.


მოსკოვის რამდენიმე რაიონი წარმოადგენს ექსკლავს. ერთ-ერთ ექსკლავს წარმოადგენს ზელენოგრადის ადმინისტრაციული ოლქი, რომელიც ყველა მხრიდან შემოსაზღვრულია მოსკოვის ოლქის ტერიტორიით, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ხიმკის საქალაქო ოლქი, ხოლო ყველა დანარჩენი მხრიდან — მოსკოვის ოლქის სოლნეჩნოგორსკის რაიონი.


თავის მხრივ მოსკოვის ოლქები (გარდა ახალი მოსკოვისა და ტროიცკის) იყოფა რაიონებად. სულ მოსკოვში 125 რაიონია. ოლქების მართვას ახორციელებს საოლქო პრეფექტურები, რაიონების — რაიონული სამმართველოები. ახალი მოსკოვისა და ტროიცკის ოლქებს გააჩნიათ საერთო პრეფექტურა და იყოფიან საქალაქო ოლქებად და დასახლებებად.


XX საუკუნის 90-იანი წლებიდან აქტიურად განიხილება მოსკოვისა და მოსკოცის ოლქის გაერთიანების პროექტი. 2011 წლის ზაფხულში გაჩნდა უფრო კონკრეტული პროექტი მოსკოვის ტერიტორიის გაფართოებისა და მისი დეცენტრალიზაციისა სამხრეთ-დასავლეთი ტერიტორიების მიერთების ხარჯზე[42][43][44][45], რომელიც განხორციელდა 2012 წლის ზაფხულში.



ოფიციალური სიმბოლიკა |



მოსახლეობა |




მოსკოვის მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება (1740-2000)


მოსკოვი რუსეთის მოსახლეობის რაოდენობით უდიდესი და ევროპულ ნაწილში მდებარე ყველაზე დასახლებული ქალაქია[46]. მისი აგლომერაცია 15 მილიონამდე მუდმივი მოსახლით აგრეთვე უდიდესია რუსეთსა და ევროპაში.


მოსკოვის მოსახლეობის რაოდენობამ 2002 წლის აღწერის მონაცემებით შეადგინა 10 382 754 კაცი[47]. მიმდინარე სტატისტიკური ანგარიშის ოფიციალური მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობამ 2012 წლის 1 სექტემბრისათვის შეადგინა 11 911 100 კაცი[8]. 2010 წლის აღწერის წინასწარი შედეგებით 2010 წლის ოქტომბრისათვის 11 643 060 კაცი მუდმივად ცხოვრობს მოსკოვში, ხოლო 30 000 დროებით იმყოფება დედაქალაქში[48]. 1 200 000-მა მოსკოველმა სხვადასხვა მიზეზით უარი განაცხადა აღწერაში მონაწილეობაზე[49]. ფედერალური მიგრაციის სამსახურის სამმართველოს განცხადებით მოსკოვში მუდმივი რეგისტრაცია გააჩნია 9 060 000 კაცს, დროებითი რეგისტრაცია — 1 100 000 კაცს, მიგრაციულ აღრიცხვაზე დგას 340 000 უცხოელი. ფმსს-ის სპეციალისტების შეფასებით 600-დან 800 ათასამდე რუსეთის მოქალაქე, ფმს-ში რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობს მოსკოვში[50].


მოსახლეობის ოფიციალური მონაცემები მოიცავს მხოლოდ ქალაქის მუდმივ მაცხოვრებლებს. მოსკოვის ფმს-ის მონაცემების თანახმად ქალაქში დარეგისტრირებულია კიდევ 1 მილიონ 800 ათასი ჩამოსული (სამუშაო მიგრანტები და გასტარბაიტერები, სტუდენტები და სხვ.), აგრეთვე ექსპერტთა შეფასებით, მუდმივად ცხოვრობს 1 მილიონამდე დაურეგისტრირებელი, არალეგალი მიგრანტი და გასტარბაიტერი, მათ შორის არალეგალი იმიგრანტებიც[51].


მოსკოვის მოსახლეობის მუდმივი ზრდა ძირითადად გამოწვეულია მოსახლეობის ნაკადით სხვადასხვა რეგიონებიდან. ეს არის შიდა მიგრაცია, რომელსაც საბჭოთა პერიოდში „ლიმიტიანებს“ ეძახდნენ.


მოსკოვური მეტყველება წარმოადგენს რუსული სალიტერატურო ენის სალაპარაკო ნორმას[52].


მოსკოვის მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა 2002 წლის აღწერის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება[53]: რუსები — 9 930 410 (91,65 %), უკრაინელები — 154 104 (1,42 %), თათრები — 149 043 (1,38 %), სომხები — 106 466 (0,98 %), აზერბაიჯანელები — 57 123 (0,53 %), ებრაელები — 53 142 (0,49 %), ბელარუსები — 39 225 (0,36 %), ქართველები — 38 934 (0,36 %), პირები, რომელთაც არ მიუთითეს ეროვნება — 668 409 (5,81 %).


მოსკოვში ეთნიკური რუსების პროცენტი აჭარბებს რუსეთის საშუალო მაჩვენებელს (80%), აგრეთვე სომხებისა და ებრაელების მაჩვენებელიც უფრო მაღალია რუსეთის საშუალო მაჩვენებელზე (0,78 % და 0,16 % შესაბამისად). რუსების წილი გაიზარდა 1989 წლის აღწერის შემდეგ, როდესაც მათი მაჩვენებელი 89,7 %-ს შეადგენდა[5].



ეკონომიკა |





მსსც „მოსკოვი-სიტი“


მოსკოვი რუსეთის მასშტაბით უმსხვილესი ფინანსური ცენტრი, საერთაშორისო საქმიანი ცენტრი და ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი ნაწილის მართვის ცენტრია. ასე, მაგალითად მოსკოვში თავმოყრილია რუსეთში რეგისტრირებული ბანკების დაახლოებით ნახევარი[54]. გარდა ამისა, მსხვილი კომპანიების ძირითადი ნაწილი დარეგისტრირებულია და ცენტრალური ოფისები გააჩნიათ მოსკოვში, თუმცა მათი წარმოება შეიძლება რამდენიმე ათასი კილომეტრის მოშორებით მდებარეობდეს.


2008 წლის მონაცემებით მშპ-ის მოცულობით (321 млрд $) მოსკოვი მე-15 ადგილზე იმყოფებოდა მსოფლიოს მსხვილ ქალაქებს შორის[55].


საცალო სავაჭრო ბრუნვამ 2007 წელს შეადგინა 2040,3 მილიარდი რუბლი (ზრდა 2006 წელთან შედარებით — 105,1 %)[56], საბითუმო ვაჭრობის ბრუნვამ, თავის მხრივ შეადგინა 7843,2 მილიარდი რუბლი (ზრდა 2006 წელთან შედარებით — 122,3 %)[57], მოსახლეობის ფასიანი მომსახურების მოცულობამ — 815,85 მილიარდი რუბლი (ეს არის მთელი რუსეთის მომსახურების მოცულობის 24 %)[58].


კომპანია Ernst & Young-ის მონაცემებით 2011 წლისათვის, მოსკოვი იკავებს მე-7 ადგილს ევროპულ ქალაქებს შორის ინვესტიციების მიმზიდველობით და მისი რეიტინგი იზრდება[59].


ქალაქში მუშაობს GSM და UMTS (3G) სტანდარტის სამი მობილური კავშირის ოპერატორი:„МТС“, „მეგაფონი“, „ბილაინი“, ხოლო მომსახურებას CDMA ტექნოლოგიის ბაზაზე ახორციელებს „Skylink“. უკაბელო ინტერნეტ-კავშირს LTE ტექნოლოგიით წარმოადგენს ოპერატორი „Yota“. ვირტუალური ოპერატორის მოდელით მომსახურებას LTE-ის ბაზაზე აგრეთვე ახორციელებს „მეგაფონი“.



ტრანსპორტი |


მოსკოვი წარმოადგენს ქვეყნის უმსხვილეს სატრანსპორტო კვანძს. ქალაქი მდებარეობს რკინიგზებისა და ფედერალური ავტომაგისტრალების ქსელის ცენტრში. ქალაქში განვითარებულია მრავალი სახეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 1935 წლიდან მოქმედებს მეტროპოლიტენი.



სარკინიგზო ტრანსპორტი |





ლენინგრადის ვაგზალი — მოსკოვის უძველესი ვაგზალი, აშენდა 1849 წელს ნიკოლოზის რკინიგზის ხაზის მომხსახურებისათვის.


მოსკოვში სარკინიგზო ქსელი წარმოდგენილია ათი ძირითადი მიმართულების მქონე ცხრა ვაგზლით (რვა ვაგზლიდან — ბელარუსის, ყაზანის, კურსკის, კიევის, ლენინგრადის, პაველეცკის, რიგის, იაროსლავის ხორციელდება როგორც საგარეუბნო, ისე შორეულ მარშრუტები ხოლო, ერთი ვაგზალი — სავიოლოვის — ემსახურება მხოლოდ საგარეუბნო გადაზიდვებს), მოსკოვის საოლქო რკინიგზით, რამდენიმე შემაერთებელი ტოტით, ძირითადად ერთმიმართულებიანი, მცირე შეფარდებითი სიგრძის, რომლის ძირითადი ნაწილი მთლიანად მდებარეობს ქალაქის შიგნით.


მოსკოვის ყველა სარკინიგზო ხაზი ეკუთვნის მოსკოვის რკინიგზას, გარდა ლენინგრადის მიმართულებისა რომელიც ოქტომბრის რკინიგზას ეკუთვნის და აგრეთვე ერთიანდება მოსკოვის სარკინიგზო კვანძში, ამასთანავე გააჩნია სამსახურეობრივი დამაკავშირებელი ტოტი მოსკოვის რკინიგზის რამდენიმე მიმართულებასთან. მიუხედავად ამისა მოსკოვის რკინიგზის წესების თანახმად ფასები და მგზავრობის გადახდის წესები საგარეუბნო ელექტრომატარებლებში ერთნაირია ყველა მიმართულებით გამონაკლისების გარეშე.


1990—2000 წლებში ზოგიერთი სარკინიგზო ხაზის ტოტი, რომელიც ემსახურებოდა სამრეწველო საწარმოებს, დაიკეტა ამ საწარმოების ქალაქიდან გასვლის ან წარმოების მოცულობის სერიოზული შემცირების გამო.


რკინიგზის ხაზების საერთო სიგრძე ქალაქის ფარგლებში — 394,7 კმ-ია[60]. საგარეუბნო მატარებელი, რომელიც აკავშირებს მოსკოვის ვაგზლებს მოსკოვისა და სხვა ახლომდებარე ოლქებთან, მნიშვნელოვან როლს თამაშობს შიდასაქალაქო გადაზიდვებშიც.



აეროპორტები |




დომოდედოვოს აეროპორტის ტერმინალი




შერემეტევოს აეროპორტის ტერმინალი „D“, ხედი მოსკოვის მხარეს


მოსკოვის ტერიტორიაზე მდებარეობს ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტი. აგრეთვე მაცხოვრებლები და ქალაქის სტუმრები სარგებლობენ მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე მდებარე სხვა საერთაშორისო აეროპორტების მომსახურებით — დომოდედოვო, ოსტაფევო, ჩკალოვსკი, შერემეტიევო.


აეროპორტებამდე მისვლა შესაძლებელია არა მარტო ავტოტრანსპორტით, არამედ ექსპრესების გამოყენებით, რომლებიც გადიან სარკინიგზო ვაგზლებიდან: კიევის ვაგზლიდან — ვნუკოვოს აეროპორტში, ბელარუსის ვაგზლიდან — შერემეტევოს აეროპორტში და პაველეცკის ვაგზლიდან — დომოდედოვოს აეროპორტში.


ქალაქში მოქმედებდა აეროვაგზალიც, მაგრამ XXI საუკუნის დასაწყისიდან, ფაქტობრივად, დაკარგა თავისი პირდაპირი დანიშნულება. მისი შენობები ქირით გაიცა სავაჭრო ობიექტებზე. 2009 წლის მდგომარეობით აეროვაგზლის შენობაში მოქმედებს მხოლოდ რკინიგზისა და ავიაბილეთების სალაროები.



საავტომობილო ტრანსპორტი |


მოსკოვი წარმოადგენს სხვადასხვა მიმართულების ფედერალური ავტომაგისტრალების ქსელის ცენტრს, რომლებიც დედაქალაქს აკავშირებს რუსეთის ფედერაციის სუბიექტების ადმინისტრაციულ ცენტრებთან და მეზობელი სახელმწიფოების ქალაქებთან.


თავად მოსკოვს გააჩნია განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს სამ სატრანსპორტო რგოლს:ბაღის, მესამე სატრანსპორტო და მოსკოვის წრული საავტომობილო გზა, ქალაქის სატრანზიტო ტრანსპორტის ნაკადისაგან განსატვირთად მოსკოვის ოლქში იგეგმება ცენტრალური წრული საავტომობილო გზის (ცწსგ) მშენებლობაც.


1990-იანი წლებიდან დაწყებული მოსკოვი დადგა მწვავე სატრანსპორტო პრობლემის წინაშე. ქალაქის მთავრობამ რამდენიმეჯერ ცადა საცობების პრობლემის გადაწყვეტა საგზაო მშენებლობების საშუალებით. ასე მოხდა წრიული საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია, აშენდა მესამე სატრანსპორტო წრე, 2008 წელს დაიწყო მეოთხე წრის მშენებლობა, მაგრამ მიუხედავად ამისა სატრანსპორტო პრობლემა მაინც გადაუჭრელია. მთავრობის აზრით, სატრანსპორტო პრობლემის მოგვარებას ხელს უწყობს ადმინისტრაციული ხასიათის ზომებიც — კერძოდ, 2012 წლის ივლისიდან პარკირების წესების დარღვევისათვის ჯარიმების მნიშვნელოვანი ზრდა[61].


აგრეთვე გადაუჭრელი რჩება პარკირების პრობლემაც, რომლის ქრონიკული უკმარისობაცაა. ადრე იყო მცდელობები ქალაქის ქუჩებზე ფასიანი სადგომების მოწყობისა, მაგრამ 2008 წლის 10 სექტემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მანქანების გაჩერება გზის პირას უფასოა. სადგომები ფასიანი დარჩა ვაგზლებზე, აეროპორტებსა და ქალაქის ცენტრში გამოყოფილ რამდენიმე სპეციალურ ზონაში. პარკირების პრობლემების მოგვარების იმედი ქალაქის საცხოვრებელ რაიონებში მყარდებოდა მოსკოვის სამთავრობო პროგრამაზე „ეროვნული ავტოფარეხი“, მაგრამ უკვე მრავალი წელია პროგრამა „ბუქსაობს“[62][63]. 2012 წელს გადაწყდა ფასიანი ავტოსადგომების პროექტთან დაბრუნება. იგეგმება, რომ პირველი ფასიანი ავტოსადგომები 2012 წლის 1 ნოემბერს გაიხსნება პეტროვკისა და კარეტნი-რიადის ქუჩებზე, ხოლო 2013 წლის 1 იანვრიდან პარკირება ფასიანი გახდება ბულვარის წრის ფარგლებში მდებარე მრავალ ქუჩაზე[64].


2009 - 2010 წლებში ქალაქში 3 მილიონ ერთეულამდე კერძო ავტოტრანსპორტი[14] იყო და მათი რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდება.



მიწისზედა საქალაქო ტრანსპორტი |


მოსკოვში საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული მოქმედებს ქუჩების დატოტვილი ქსელი საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი, სამარშრუტო ტაქსი), რომელთაც ყოველდღიურად 12 მილიონამდე მგზავრი გადაყავთ[65].


საზოგადოებრივი ტრანსპორტი იძულებულია იდგეს საერთო საცობებში, მაგრამ მსხვილ მაგისტრალებზე იქმნება სპეციალური გამოყოფილი ზოლები. 2009 წლის ივლისში გამოყოფილი ზოლი გაიხსნა ვოლოკოლამსკის მაგისტრალზე, 2011 წელს შჩელკოვოს მაგისტრალზე, იაროსლავის მაგისტრალზე, ანდროპოვის გამზირსა და ლენინგრადის გამზირზე, მიმდინარეობს მზადება სევასტოპოლის გამზირზე გასაშვებად[66].


ქალაქში როგორც სამაშრუტო ტაქსებს ისეთი ფართო გავრცელება არა აქვთ ჩვეულებრივ ტაქსებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, საჭიროების შემთხვევაში ქალაქში მანქანის აყვანა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან ბევრ გამოცოცხლებულ ადგილას მორიგეობენ ეგრეთ წოდებული „კერძოები“.



მოსკოვის მეტროპოლიტენი |


ქალაქში 1935 წლიდან მოქმედებს მეტროპოლიტენი, რომელიც ქალაქის ფარგლებში გადაადგილების ძირითად საშუალებას წარმოადგენს. მოსკოვის მეტროპოლიტენი — მსოფლიო საქალაქო სარკინიგზო ტრანსპორტის ქსელის სიგრძითა და მგზავრთა ნაკადის მიხედვით ერთ-ერთი ლიდერია.


მოსკოვის მეტროს დღის განმავლობაში საშუალოდ 6,43 მილიონი მგზავრი გადაყავს (2010 წლის მონაცემებით)[67]. ეს მსოფლიოში მეტროს სიტემის გამოყენების ინტენსიურობის მეორე მაჩვენებელია (ტოკიოს მეტროს შემდეგ). მოსკოვის მეტროპოლიტენის ხაზის საერთო სიგრძე — 312,9 კმ-ია, გზისა და სადგურების უმეტესი ნაწილი მიწის ქვეშ მდებარეობს. სულ მოსკოვის მეტროში 188 სადგური და 12 ხაზია, მათ შორისაა მსუბუქი მეტროს ხაზიც[68]. მეტროს მრავალი სადგური წარმოადგენს არქიტექტურულ ძეგლს[69][70].


დედაქალაქში მუშაობს მონორელსიანი გზა, რომელიც არ ეკუთვნის უშუალოდ მოსკოვის მეტროპოლიტენის სისტემას, მაგრამ მიუხედავად ამისა მისი ექსპლუატატორი კომპანიაა „მოსკოვის მეტროპოლიტენი“[71].



სამდინარო ტრანსპორტი |


კომუნიზმის დიდი მშენებლობების პერიოდში აგებული არხების სისტემის წყალობით, მოსკოვმა საბჭოთა პერიოდიდანვე დაიმკვიდრა „ხუთი ზღვის პორტის“ სახელწოდება. ჩრდილოეთ და სამხრეთ სამდინარო ვაგზლებიდან დადიან საკრუიზო თბომავლები, რომლებიც მოსკოვს აკავშირებენ სანქტ-პეტერბურგთან, ასტრახანთან, დონის როსტოვთან და რუსეთის სხვა ქალაქებთან[72]. აგრეთვე ხორციელდება გადაყვანა ხიმკის წყალსაცავზე საგარეუბნო ხაზებით. მდინარე მოსკოვზე ნავიგაციის პერიოდში მუშაობს სამდინარო ტრამვაის რამდენიმე მარშრუტი[73].


სატვირთო ნავმისადგომები გააჩნიათ ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ სამდინარო პორტებს. სატვირთო სამდინარო გადაზიდვები მდინარე მოსკოვზე ძირითადად უზრუნველყოფს სხვადასხვა სამშენებლო ხასიათის ტვირთის ტრანსპორტირებას; სამხრეთის პორტს გააჩნია მსხვილი საკონტეინერო ტერმინალი[73][74].



მეცნიერება |





რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკის ახალი შენობა





რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის ახალი შენობა მოსკოვში ვორობიოვოს მთებზე


მოსკოვი მსხვილი მსოფლიო სამეცნიერო ცენტრია, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა სექტორში (ბირთვული ენერგეტიკა, მიკროელექტრონიკა, კოსმონავტიკა და სხვ.) მომუშავე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები.


პირველი სამეცნიერო კვლევების ჩატარება მოსკოვში დაიწყო მოსკოვის უნივერსიტეტში 1755 წელს. XIX საუკუნის დასაწყისში უნივერსიტეტში დაიწყო სამეცნიერო ჯგუფების შექმნა, რომლებიც შეისწავლიდნენ რუსეთის ისტორიას, მედიცინას, ფიზიკას, რუსულ ენასა და სხვა მეცნიერებებს.


1828 წელს პეტერბურგში დაარსდა რუმიანცევის მუზეუმი — წიგნების, მონეტების, ხელნაწერების, სხვადასხვა ეთნოგრაფიული და ისტორიული მასალების უდიდესი საცავი, რომელიც უკვე 1861 წელს მოსკოვში გადავიდა, ხოლო 1924 წელს მის ბაზაზე იქმნება ვ.ი. ლენინის სახელობის სსრკ-ის სახელმწიფო ბიბლიოთეკა (1992 წლიდან — რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკა).


XX საუკუნეში მოსკოვში ჩამოყალიბება დაიწყო სამეცნიერო დაწესებულებების სექტორულმა ქსელმა. მოსკოვში გაჩნდა მინერალური ნედლეულის საკავშირო ინსტიტუტი (1904), ჟუკოვსკის სახელობის ცენტრალური აეროჰიდროდინამიკური ინსტიტუტი (1918), კარპოვის სახელობის ფიზიკო-ქიმიური ინსტიტუტი (1918), კარპოვის სახელობის ქიმიური ინსტიტუტი (1921), მოსკოვის კავშირგაბმულობისა და ინფორმატიკის ტექნიკური უნივერსიტეტი (1921), კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტი (1943), თეორიული და ექსპერიმენტული ფიზიკის ინსტიტუტი (1945) და სხვ.


საბჭოთა პერიოდში მოსკოვში თავმოყრა დაიწყო აკადემიურმა ქსელმა. შეიქმნა ან გადმოტანილ იქნა მოსკოვში: ლენინის სახელობის სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა საკავშირო აკადემია (1929), სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემია — სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი (გადმოტანილია ლენინგრადიდან 1934 წელს), სსრკ-ის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემია (1944), რსფსრ-ის პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია (1943).



განათლება |





ბაუმანის სახელობის მსტუ-ის მთავარი კორპუსი



უმაღლესი განათლება |


მოსკოვი წარმოადგენს რუსეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო ცენტრს. ქვეყნის პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნის მომენტიდან (სლავურ-ბერძნულ-ლათინური აკადემია) ქალაქში თავი მოიყარა განათლების ობიექტების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ. 1755 წელს შუვალოვისა და ლომონოსოსვის ინიციატივით დაარსდა მოსკოვის უნივერსიტეტი — ყველაზე ცნობილი და უძველესი რუსეთში.


2009 წლის ბოლოს მონაცემებით მოსკოვში 264 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო, საიდანაც 109 სახელმწიფო ან მუნიციპალური, ხოლო 155 კერძო იყო. სტუდენტების რაოდენობა შეადგენდა 12 811 000 კაცს[75]. მოსკოვის 11 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გააჩნია ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის სტატუსი.


მოსკოვში დაახლოებით 400-მდე ბიბლიოთეკაა, რომელთა შორის რუსეთის უძველესი საჯარო ბიბლიოთეკაა — მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ხოლო წიგნების საცავის სიდიდით — რუსეთის სახელმწიფო (ლენინის) ბიბლიოთეკა[14].



საშუალო განათლება |


2010 წლის ბოლოს მონაცემებით მოსკოვში ირიცხებოდა 1727 საგანმანათლებლო სკოლა (1588 სახელმწიფო და 139 კერძო)[76]. ქალაქში 168 საშუალო სპეციალური სასწავლო დაწესებულებაა (154 სახელმწიფო და 14 კერძო)[77]. არსებობს 2314 სკოლამდელი განათლების დაწესებულება[78].



საზოგადოება |



რელიგია |





ნოვოდევიჩის მონასტრის ხედი


მოსკოვში წარმოდგენილია ყველა ძირითადი მსოფლიო რელიგია. ოფიციალურად ქალაქში დარეგისტრირებულია 1000-ზე მეტი რელიგიური გაერთიანება და ორგანიზაცია, რომლებიც წარმოადგენენ 50-მდე სხვადასხვა მიმართულების აღმსარებლობას.


უმსხიველესი რელიგიური ორგანიზაციაა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია (მოსკოვის საპატრიარქო) — რომელიც მოიცავს მოსკოვის საქალაქო ეპარქიის შემადგენლობაში შემავალ 500-მდე გაერთიანებასა და ორგანიზაციას, 711 მართლმადიდებლურ ტაძარსა და სამრეკლოს, 6 მამათა და 6 დედათა მონასტერს. 645 ტაძარი და სამრეკლო მოქმედია, რომელთა შორის უდიდესია მაცხოვრის ტაძარი — მოსკოვის მთავარი საკათედრო ტაძარი. აგრეთვე 45 ტაძარი და სამრეკლო მშენებლობის პროცესშია[79]. ჟურნალ „Власть“-ის ინფორმაციით, 2010 წლის ნოემბრამდე მოსკოვში გაიხსნა 253 მართლმადიდებლური ტაძარი[80].


ქალაქში მოქმედებს ძველი მართლმადიდებლური გაერთიანება და ორგანიზაცია, რომლებიც 10-მდე ეკლესიას ითვლის, ხოლო 13-მდე ტაძარსა და სამრეკლოში ტარდება წირვა-ლოცვა.


ისლამი წარმოდგენილია 25 გაერთიანებითა და ორგანიზაციით. ლოცვა ტარდება 4 მეჩეთში, რომელთაგან უდიდესია მოსკოვის საკათედრო მეჩეთი.


მოსკოვში აგრეთვე წარმოდგენილია იუდაიზმი (21 გაერთიანება და ორგანიზაცია, 5 სინაგოგა), ბუდიზმი (16 გაერთიანება და ორგანიზაცია, 4 საკულტო ნაგებობა, შენდება 1 ტაძარი), სომხური სამოციქულო ეკლესია (3 გაერთიანება და ორგანიზაცია, 2 ტაძარი, შენდება 2 ტაძარი), კათოლიციზმი (12 გაერთიანება და ორგანიზაცია, 3 ტაძარი), ლუთერანობა (10 გაერთიანება და ორგანიზაცია, 3 ტაძარი), პროტესტანტიზმი (დაახლოებით 260 გაერთიანება და ორგანიზაცია, 42 სამლოცველო სახლი), სხვა რელიგიური მიმართულებები (დაახლოებით 15 საკულტო ობიექტი)[79].


გარდა ამისა მოსკოვში თავმოყრილია 45 რელიგიური ცენტრი, 10 სასულიერო სასწავლებელი და ამდენივე მონასტერი.



დაძმობილებული ქალაქები |


მოსკოვს მრავალი დაძმობილებული ქალაქი ჰყავს. მათი დიდი ნაწილი XX საუკუნის 90-იან წლებიდან.
პირველი დაძმობილებული ქალაქები გახდნენ ბერლინი და ბუენოს-აირესი 1990 წელს; ვენასთან პარტნიორული ურთიერთობები ჯერ კიდევ 1956 წელს დამყარდა. გარდა ამისა მოსკოვს გააჩნია პარტნიორი ქალაქი: პარიზი.


მოსკოვის დროშა მოსკოვის დაძმობილებული ქალაქებისა და პარტნიორი ქალაქების სია:








1. აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი — აღჯაბედი

2. აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი — ბაქო

3. აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი — განჯა

4. ავსტრიის დროშა ავსტრია — ვენა

5. ალბანეთის დროშა ალბანეთი — ტირანა

6. ალჟირის დროშა ალჟირი — ალჟირი

7. არგენტინის დროშა არგენტინა — ბუენოს-აირესი (1990)

8. სომხეთის დროშა სომხეთი — ერევანი (1995)

9. ბელარუსის დროშა ბელარუსი — ბრესტი

10. ბელგიის დროშა ბელგია — ბრიუსელი (1996)

11. ბოლივიის დროშა ბოლივია — ლა-პასი

12. ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა — ბანია-ლუკა

13. გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო — ლონდონი

14. ვენესუელის დროშა ვენესუელა — კარაკასი

15. ვიეტნამის დროშა ვიეტნამი — ჰანოი

16. ვიეტნამის დროშა ვიეტნამი — ხო ში მინი

17. გერმანიის დროშა გერმანია — ბერლინი (1990)

18. გერმანიის დროშა გერმანია — დიუსელდორფი (1992)

19. გერმანიის დროშა გერმანია — ინგოლშტადტი (1995)

20. გერმანიის დროშა გერმანია — მიუნხენი

21. საბერძნეთის დროშა საბერძნეთი — ათენი (2002)

22. საქართველოს დროშა საქართველო — ქუთაისი

23. საქართველოს დროშა საქართველო — თბილისი

24. ეგვიპტის დროშა ეგვიპტე — კაირო

25. ისრაელის დროშა ისრაელი — თელ-ავივი

26. ინდოეთის დროშა ინდოეთი — დელი

27. ინდოეთის დროშა ინდოეთი — მუმბაი

28. ინდონეზიის დროშა ინდონეზია — ჯაკარტა

29. ირანის დროშა ირანი — რეშთი

30. ირანის დროშა ირანი — თეირანი (2004)[81]



31. ისლანდიის დროშა ისლანდია — რეიკიავიკი

32. ესპანეთის დროშა ესპანეთი — მადრიდი (1997)

33. იტალიის დროშა იტალია — რომი (1996)

34. ყაზახეთის დროშა ყაზახეთი — ალმათი

35. ყაზახეთის დროშა ყაზახეთი — ნურ-სულთანი

36. კვიპროსის დროშა კვიპროსი — ნიქოზია

37. ჩინეთის დროშა ჩინეთი — პეკინი (1992)

38. ჩრდილოეთ კორეის დროშა ჩრდილოეთი კორეა — ფხენიანი

39. კუბის დროშა კუბა — ჰავანა

40. ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი — ბიშკეკი

41. ლატვიის დროშა ლატვია — ელგავა

42. ლატვიის დროშა ლატვია — რიგა

43. ლიბანის დროშა ლიბანი — ბეირუთი

44. მექსიკის დროშა მექსიკა — ტეკომანი

45. მექსიკის დროშა მექსიკა — ენსენადა

46. მონღოლეთის დროშა მონღოლეთი — ულან-ბატორი

47. არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები — დუბაი

48. პერუს დროშა პერუ — კუსკო

49. პოლონეთის დროშა პოლონეთი — ვარშავა (1993)

50. პოლონეთის დროშა პოლონეთი — კრაკოვი

51. სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა — სეული (1991)

52. რუსეთის დროშა რუსეთი — ვოლგოდონსკი

53. რუსეთის დროშა რუსეთი — კოლომნა

54. რუსეთის დროშა რუსეთი — ნარიან-მარი

55. რუსეთის დროშა რუსეთი — დონის როსტოვი

56. რუმინეთის დროშა რუმინეთი — ბუქარესტი

57. სერბეთის დროშა სერბეთი — ბელგრადი

58. სლოვენიის დროშა სლოვენია — ლიუბლიანა

59. აშშ-ის დროშა აშშ — ჩიკაგო (1997)[82]

60. ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი — დუშანბე



61. ტაილანდის დროშა ტაილანდი — ბანგკოკი (1997)

62. ტუნისის დროშა ტუნისი — ტუნისი

63. თურქეთის დროშა თურქეთი — ანკარა[83]

64. თურქეთის დროშა თურქეთი — არტაანი

65. უზბეკეთის დროშა უზბეკეთი — ტაშკენტი (უზბეკეთის საიტის თანახმად)

66 უზბეკეთის დროშა უზბეკეთი — ფერგანა

67. უკრაინის დროშა უკრაინა — დონეცკი

68. უკრაინის დროშა უკრაინა — კიევი (1992)

69. უკრაინის დროშა უკრაინა — ნიკოლაევი

70. უკრაინის დროშა უკრაინა — უჟგოროდი (2003)

70. უკრაინის დროშა უკრაინა — ხარკოვი (2001)[84]

71. უკრაინის დროშა უკრაინა — იალტა

72. ფილიპინების დროშა ფილიპინები — ლუსონი

73. ფილიპინების დროშა ფილიპინები — მანილა

74. ფილიპინების დროშა ფილიპინები — ჰელსინკი (1993)

75. საფრანგეთის დროშა საფრანგეთი — ვალანსიენი

76. საფრანგეთის დროშა საფრანგეთი — ლიმოჟი

77. ხორვატიის დროშა ხორვატია — ზაგრები

78. მონტენეგროს დროშა ჩერნოგორია — ბუდვა

79. მონტენეგროს დროშა ჩერნოგორია — პოდგორიცა

80. ჩეხეთის დროშა ჩეხეთი — პრაღა (1995)

81. ჩილეს დროშა ჩილე — სანტიაგო

82. ესტონეთის დროშა ესტონეთი — ტალინი

83. იაპონიის დროშა იაპონია — ტოკიო (1991)

84. სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი — ბრატისლავა

85. რუსეთის დროშა რუსეთი — რილსკი

პარტნიორი ქალაქი:


1. საფრანგეთის დროშა საფრანგეთი — პარიზი (1992)


სქოლიო |




  1. “Московские депутаты утвердили Собянина на посту мэра“, Вести.ру, 2010-10-21. 


  2. http://dlib.rsl.ru/viewer/01003543120#?page=23



  3. С. Собянин выступление в Московской городской Думе "Отчёт о результатах деятельности Правительства Москвы за 2011-2012 годы"


  4. Demographia. World Urban Areas & Population Projections. 8th Annual Edition April 2012 Demographia. World Urban Areas & Population Projections. 8th Annual Edition April 2012. Demographia.com. წაკითხვის თარიღი: 2012-07-02.

  5. 5.05.1Перепись 2002 года показала изменение национального состава населения Москвы. «Демоскоп» — Электронная версия бюллетеня «Население и общество». Институт демографии Государственного университета — Высшей школы экономики. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-21. წაკითხვის თარიღი: 2009-01-13.


  6. Общероссийский классификатор объектов административно-территориального деления. Московская область. mosclassific.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-02-02. წაკითხვის თარიღი: 2010-11-20.


  7. Росстат. Оценка численности постоянного населения на 1 января 2011 года, на 1 января 2012 года и в среднем за 2011 год. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-05-19. წაკითხვის თარიღი: 2011-03-28.

  8. 8.08.1Социально-экономическое положение в г.Москве в январе-сентябре 2012г.


  9. Крупнейшие города мира по населению. world-gazetteer.com (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-02-02. წაკითხვის თარიღი: 2011-09-12.


  10. Энциклопедия «Москва». Московская агломерация. Яндекс.Словари. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-02-02. წაკითხვის თარიღი: 2009-11-09.


  11. The Global Cities Index 2010. www.foreignpolicy.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-02-02. წაკითხვის თარიღი: 2011-02-19.


  12. The 2008 Global Cities Index. www.foreignpolicy.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-02-02. წაკითხვის თარიღი: 2009-11-08.


  13. Список Всемирного наследия ЮНЕСКО

  14. 14.014.114.214.3Москва в зеркале цифр, фактов, событий 2009/2010. Официальный сервер правительства Москвы. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-02-02. წაკითხვის თარიღი: 2011-04-28.


  15. Памятник природы «Высшая точка Москвы — 255 м над уровнем моря (Тёплый Стан)». www.darwin.museum.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-21. წაკითხვის თარიღი: 2009-04-29.


  16. Самая высокая и самая низкая точки Москвы. «Прогулки по Москве» (2011-06-08). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-05-27. წაკითხვის თარიღი: 2012-04-30.


  17. Названия рек, ручьев, озёр, прудов и оврагов Москвы. moscow.gramota.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-21. წაკითხვის თარიღი: 2009-01-12.


  18. Большой энциклопедический словарь


  19. 2008 год стал самым тёплым в истории Москвы (абзац 1). pogoda.ru.net. წაკითხვის თარიღი: 2009-01-11.

  20. 20.020.1Погода и климат


  21. Температура воздуха для г. Москвы. Погода и климат. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-21. წაკითხვის თარიღი: 2009-01-11.


  22. Температура в Москве впервые за 130 лет превысила 38 градусов. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-21.


  23. Синоптики: в 2008 году в Москве были побиты рекорды тепла и осадков. NEWSru.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-21. წაკითხვის თარიღი: 2009-01-11.



  24. Thermograph.ru averages. წაკითხვის თარიღი: 2011-01-12.




  25. Pogoda & Climate (Weather & Climate) Russian. წაკითხვის თარიღი: 2011-01-12.




  26. Climate monitor 2005-2011 Russian. წაკითხვის თარიღი: 2011-01-12.




  27. Average monthly Sunshine hours Russian. Meteoweb.ru. წაკითხვის თარიღი: 2011-01-12.



  28. 2008 год стал самым теплым в истории Москвы (абзац 2). pogoda.ru.net. წაკითხვის თარიღი: 2009-01-11.


  29. Продолжительность солнечного сияния в Москве в 2007 г.. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-21. წაკითხვის თარიღი: 2009-02-21.


  30. Ураган в Москве в ночь с 20 на 21 июня 1998.. წაკითხვის თარიღი: 2007-07-13.


  31. Официальный сайт национального парка Лосиный остров. http://www.elkisland.ru/.+წაკითხვის თარიღი: 2009-11-08.

  32. 32.032.1ალექსეევი, ა.ი. (1999). Москвоведение. Наш город: Учебник для 5—7 классов общеобразовательных учреждений, АНО ИЦ «Москововедение», АО «Московские учебники», მოსკოვი: ., გვ. 69-70. ISBN 5785300591. 


  33. Правительство Москвы. ППМ от 8 ноября 2005 г. N 866-ПП. О функционировании единой системы экологического мониторинга города Москвы и практическом использовании данных экологического мониторинга. წაკითხვის თარიღი: 2009-01-11.


  34. Названы самые грязные районы Москвы. Интерфакс. წაკითხვის თარიღი: 2012-05-02.


  35. ЧП на МНПЗ не окажет существенного воздействия на экологию — эксперты. РИА «Новости». დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-21. წაკითხვის თარიღი: 2009-01-13.


  36. № 290-ПП О расширении применения диметилового эфира и других альтернативных видов моторного топлива. Официальный портал Мэра и Правительства Москвы (2007-05-27). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-06-24. წაკითხვის თარიღი: 2012-06-15.


  37. Москва заняла 14 место в списке самых грязных городов мира. // travel.mail.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-05-27. წაკითხვის თარიღი: 2012-2-28.


  38. Исполнительная власть Москвы. Официальный сервер Правительства Москвы. წაკითხვის თარიღი: 2009-01-15.


  39. С 2015 года москвичи снова будут выбирать градоначальника напрямую


  40. Конституционный суд переехал в Петербург. «Интерфакс»/«Московский комсомолец». დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-21. წაკითხვის თარიღი: 2009-01-12.


  41. В Москве появятся два новых административных округа — Новомосковский и Троицкий


  42. О совместных предложениях Правительства Москвы и Правительства Московской области по изменению границ столицы Российской Федерации — города Москвы. Официальный портал Мэра и Правительства Москвы (2011-07-11). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-04. წაკითხვის თარიღი: 2011-08-04.


  43. С. Собянин: Площадь территорий, присоединяемых к Москве, увеличивается до 160 тыс. га. Официальный портал Мэра и Правительства Москвы (2011-08-18). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-20. წაკითხვის თარიღი: 2011-08-20.


  44. Карта проекта согласованных предложений властей столицы и области по расширению границ Москвы.. Официальный портал Мэра и Правительства Москвы (2011-08-19). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-20. წაკითხვის თარიღი: 2011-08-20.


  45. Расширение границ Москвы. Gazeta.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-05-27. წაკითხვის თარიღი: 2012-05-09.


  46. Без учёта Стамбула, насчитывающего более 13 млн жителей, расположенного в Европе и Азии


  47. Итоги всероссийской переписи населения 2002. Численность и размещение населения. Федеральная служба государственной статистики. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-21. წაკითხვის თარიღი: 2009-03-8.


  48. Официальный сайт Всероссийской переписи 2010 года. Полмиллиона москвичей утеряли без умысла


  49. 23.11.2010 Предварительные результаты Всероссийской переписи населения обсуждены на расширенном заседании Комитета СФ по делам Федерации и региональной политике. Официальный сайт Всероссийской переписи 2010 года


  50. Информационное агентство «РосБалт». Дарья Миронова. В столице потеряли два Люксембурга


  51. http://www.rg.ru/2009/02/09/migrant.html «Российская газета» о мигрантах в Москве


  52. произношение — Энциклопедия «Москва» — Яндекс. Словари


  53. Приложения к итогам ВПН 2010 года в Москве


  54. Центральный банк Российской федерации. Справка о количестве действующих кредитных организаций и их филиалов. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-21. წაკითხვის თარიღი: 2009-01-13.


  55. В мировом рейтинге городов по размеру ВВП Москва заняла 15-е место // Rb.ru, 5 ноября 2009


  56. Социально-экономическое положение России — 2007 год: оборот розничной торговли. Федеральная служба государственной статистики. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-21. წაკითხვის თარიღი: 2009-01-13.


  57. Социально-экономическое положение России — 2007 год: оборот оптовой торговли организаций оптовой торговли. Федеральная служба государственной статистики. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-21. წაკითხვის თარიღი: 2009-01-13.


  58. Социально-экономическое положение России — 2007 год: объём платных услуг населению. Федеральная служба государственной статистики. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-21. წაკითხვის თარიღი: 2009-01-13.


  59. Исследование инвестиционной привлекательности России, 2011 год — Ernst & Young — Россия


  60. Москва в цифрах и фактах 2006/2007


  61. В Москве и Петербурге штрафы за неправильную парковку вырастут в разы // «РИА Новости» (შემოწმებულია 24 ივნისის 2012)


  62. Возбуждено уголовное дело в отношении экс-чиновников стройкомплекса Москвы // kommersant.ru (შემოწმებულია 2 მარტის 2010)


  63. Сроки сдачи первых «народных гаражей» в Москве затягиваются // vedomosti.ru со ссылкой на «РИА Новости» (შემოწმებულია 2 მარტის 2010)


  64. Первые платные городские парковки в центре Москвы откроют 1 ноября // «РИА Новости» (შემოწმებულია 24 ივნისის 2012)


  65. Департамент транспорта и связи города Москвы. Официальный сайт Департамента. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-21. წაკითხვის თარიღი: 2009-01-13.


  66. Следующая выделенная полоса откроется на Севастопольском проспекте. // auto.vesti.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-21. წაკითხვის თარიღი: 2011-7-14.


  67. Метрополитен в цифрах. Официальный сайт Московского метрополитена. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-21. წაკითხვის თარიღი: 2011-07-20.


  68. О метрополитене. Официальный сайт Московского метрополитена. წაკითხვის თარიღი: 2012-12-28.


  69. «Кольцевая линия Московского метрополитена. Справка», rian.ru (შემოწმებულია 23 აპრილი 2009)


  70. «Наталия Душкина об „эстетической слепоте“ в Московском метрополитене — интервью ИА REGNUM», regnum.ru (შემოწმებულია 23 აპრილი 2009)


  71. Московская монорельсовая транспортная система. Официальный сайт Московского метрополитена. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-21. წაკითხვის თარიღი: 2009-01-13.


  72. Северный речной вокзал. Энциклопедия «Москва». წაკითხვის თარიღი: 2009-01-13.

  73. 73.073.1Доходное место: Будни московских доков // vedomosti.ru (შემოწმებულია 27 თებერვალი 2010)


  74. Москва. Северный речной вокзал // locman.net (შემოწმებულია 27 თებერვალი 2010)


  75. Высшие учебные заведения г. Москвы. Государственный орган федеральной службы государственной статистики по г. Москве. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-21. წაკითხვის თარიღი: 2011-07-11.


  76. Общеобразовательные учреждения г. Москвы. Государственный орган федеральной службы государственной статистики по г. Москве. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-12-15. წაკითხვის თარიღი: 2012-12-10.


  77. Средние специальные учебные заведения. Государственный орган федеральной службы государственной статистики по г. Москве. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-12-15. წაკითხვის თარიღი: 2012-12-10.


  78. Дошкольные образовательные учреждения г. Москвы. Государственный орган федеральной службы государственной статистики по г. Москве. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-12-15. წაკითხვის თარიღი: 2012-12-10.

  79. 79.079.1Москва в зеркале цифр, фактов, событий 2007—2008. см. Религиозные организации, вероисповедание. წაკითხვის თარიღი: 2009-02-27.


  80. Чудо шаговой доступности. Журнал «Власть», № 43 (897) от 01.11.2010


  81. Москва и Тегеран стали городами-побратимами. Официальный сайт правительства Москвы.


  82. hp Chicago Sister Cities (ინგლისური)


  83. Sister Cities Of Ankara Greater Municipality of Ankara (თურქული)(ინგლისური)


  84. Города-побратимы - Официальный сайт Харьковского городского совета, городского головы, исполнительного комитета




(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მოსკოვი&oldid=3647582“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"2.672","walltime":"3.752","ppvisitednodes":"value":37594,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":595215,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":296120,"limit":2097152,"expansiondepth":"value":35,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":12,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":60836,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":1,"limit":400,"timingprofile":["100.00% 2442.033 1 -total"," 59.13% 1443.883 1 თარგი:ინფოდაფა_დასახლება"," 58.29% 1423.374 1 თარგი:ინფოდაფა"," 41.93% 1024.059 34 თარგი:Wikidata"," 22.68% 553.852 168 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 11.15% 272.382 88 თარგი:დროშა"," 9.72% 237.312 1 თარგი:სქოლიო"," 8.95% 218.507 6 თარგი:ნავდაფა"," 7.15% 174.601 3 თარგი:ნავიგაცია_სვეტებით"," 5.97% 145.865 1 თარგი:ინფოდაფა_ამინდი_(ინგლისური)"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.480","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":9510380,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1328","timestamp":"20190417120636","ttl":2592000,"transientcontent":false);mw.config.set("wgBackendResponseTime":4084,"wgHostname":"mw1328"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單