Skip to main content

ციცინათელების საფლავი სექციების სია სიუჟეტი | ისტორიის წყარო და ინტერპრეტაცია | სათაურის შესახებ | გამოშვება | კინოვერსია | საინტერესო ფაქტები | რესურსები ინტერნეტში | სქოლიო | სანავიგაციო მენიუსაინფორმაციო გვერდი Nausicaa.netციცინათელების საფლავის კინოვერსიაThe Studio Ghibli Retrospective: ‘Grave of the Fireflies’რ

ჯო ჰისაიშიჰაიაო მიაძაკიტოშიო სუძუკიისაო ტაკაჰატა


ფილმები ანბანის მიხედვითანიმე:ფილმებიიაპონური ფილმები1988 წლის ფილმები


იაპონ.?1988ანიმეისაო ტაკაჰატასStudio Ghibliსტივენ სპილბერგისშინდლერის სიასჰაიაო მიაძაკის„ჩემი მეზობელი ტოტორო“მეორე მსოფლიო ომისიაპონიაშიკობეს1945ალტერ ეგოოჯახისკანძისუოლტ დისნეი კომპანისენტრალ პარკ მედიამროჯერ ებერტთანNTVLive Actionმეორე მსოფლიო ომისნანაკო მაცუშიმა










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ციცინათელების საფლავი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search












ციცინათელების საფლავი

ჟანრი
დრამა
რეჟისორი
ტაკაჰატა ისაო
სტუდია
Studio Ghibli
გამოსვლის თარიღი
16 აპრილი 1988
ხანგრძლივობა
88 წთ.

ციცინათელების საფლავი (იაპონ. 火垂るの墓 ჰოტარუ ნო ჰაკა?) — 1988 წლის ანიმე ფილმი, დაწერილი და გადაღებული ისაო ტაკაჰატას მიერ Studio Ghibli-სთვის. აკიუკი ნოსაკას ამავე სახელწოდების ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანის ადაპტაცია. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით ეს დღემდე შექმნილი ერთ-ერთი უძლიერესი ომისსაწინააღმდეგო ფილმია. ანიმაციის ისტორიკოსი ერნესტ რისტერი ამ ფილმს ადარებს სტივენ სპილბერგის "შინდლერის სიას", მისი სიტყვებით "ეს არის ყველაზე მკაფიოდ ჰუმანური ანიმაციური ფილმი".


Ghibli-ს სხვა პროდუქციის მსგავსად, ფილმი გამოირჩევა დიზაინისა და მხატვრობის მაღალი ხარისხით. იგი თავდაპირველად კინოთეატრებში გამოვიდა ჰაიაო მიაძაკის კიდევ ერთი ფილმის „ჩემი მეზობელი ტოტორო“ თანხლებით, თუმცა ზოგადად კინოგაქირავებაში ჩავარდა[1].




სექციების სია





  • 1 სიუჟეტი


  • 2 ისტორიის წყარო და ინტერპრეტაცია


  • 3 სათაურის შესახებ

    • 3.1 ციცინათელების სიმბოლიზმი



  • 4 გამოშვება


  • 5 კინოვერსია


  • 6 საინტერესო ფაქტები


  • 7 რესურსები ინტერნეტში


  • 8 სქოლიო




სიუჟეტი |



ფილმში მოქმედება მიმდინარეობს მეორე მსოფლიო ომის ბოლოსკენ იაპონიაში და მოთხრობილია ობოლი და-ძმის - სეიტა და მისი უმცროსი და სეცუკოს - გულისამაჩუყებელი ურთიერთობის შესახებ. ბავშვებმა დედა კობეს საჰაერო დაბომბვის დროს დაკარგეს, მამა კი იაპონიის იმპერიის ფლოტის სამსახურში. შედეგად ისინი იძულებული არიან არსებობაზე იზრუნონ საყოველთაო შიმშილისა და თანამემამულეთა უგულობის პირობებში (რომელთა შორის ზოგიერთი მათი საკუთარი ნათესავები არიან). საბოლოოდ ორივე ბავშვი შიმშილით იღუპება და მათი ტანჯვისა და სიკვდილის ეპიზოდები მთელ ფილმს ლეიტმოტივად გასდევს.



ისტორიის წყარო და ინტერპრეტაცია |




კადრი ფილმიდან.


ისტორია ეყრდნობა ამავე სახელწოდების ნახევრად-ავტობიოგრაფიულ რომანს, რომლის ავტორმა, ნოსაკამ, 1945 წელს ომისდროინდელ იაპონიაში და დაკარგა შიმშილით დაუძლურების გამო. მის სიკვდილში ავტორი საკუთარ თავს ადანაშაულებდა და ეს ისტორია დისთვის პატიების თხოვნისა და ტრაგედიის გადასატანად დაწერა.


საზოგადოებასა და თითოეულ ადამიანზე ომის უარყოფითი შედეგების გრაფიკული და ძლიერ ემოციური აღწერის გამო ზოგიერთი კრიტიკოსი "ციცინათელების საფლავს" ომის საწინააღმდეგო ფილმად განიხილავს, ვინაიდან მასში ომის რაიმე პოზიტიური შედეგი ნაჩვენები არ არის. ფილმში იაპონური კულტურა აღწერილია ყურადღების თითქმის ცალსახად ომით გამოწვეულ პერსონალურ ტრაგედიაზე გამახვილებით, პოლარულ იდეოლოგიათა შორის ჰეროიკული წინააღმდეგობის განდიდების ნაცვლად. თუმცა ზოგიერთი კრიტიკოსი ფილმის ვიწრო ფოკუსს მხოლოდ იაპონელ ხასიათთა ტანჯვაზე მიაწერს საკუთრივ იაპონელთა მიერ მეორე მსოფლიო ომის გამომწვევ მიზეზებსა და იაპონიის მიერ ომში აგრესიული აქტებისა და 1930-იანი წლების სამხედრო კრიმინალის პასუხისმგებლობის გაუთვითცნობიერებლობას.


ალტერნატიული ინტერპრეტაციით "ციცინათელების საფლავი" ხაზს უსვამს კეთილგონიერებაზე სიამაყის მაღლა დაყენების საშიშროებას. ამ შეხედულებით ნოსაკას ალტერ ეგო, სეიტა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას (ორჯერ - როცა დეიდამისის სახლს ტოვებს და როცა გლეხი ბრინჯის ველზე უარყოფს მას), ან უნდა დარჩეს ენამწარე დეიდასთან, იმუშაოს, და რეალობას მიესადაგოს, ან გაიქცეს. საბოლოოდ, სეიტა საკუთარ სიამაყეს ანიჭებს უპირატესობას და მისი და სეცუკოს ბედი ამ გადაწყვეტილების შედეგია — დარჩენის შემთხვევაში უეჭველად გადარჩებოდნენ.



სათაურის შესახებ |


იაპონური არსებითი სახელები მრავლობითში ფორმას არ იცვლის, ანუ ჰოტარუ შეიძლება ერთ ციცინათელას ნიშნავდეს, ან მრავალს. სეიტა და სეცუკო ციცინათელებს იჭერენ და მათ იმ ბომბსაწინააღმდეგო თავშესაფრის გასანათებლად იყენებენ, სადაც ცხოვრობენ. მომდევნო დღეს, სეცუკო საფლავს თხრის მკვდარი მწერებისთვის და კითხულობს "რატომ კვდებიან ციცინათელები ასე მალე?" შესაბამისად, სათაური სავარაუდოდ ხაზს უსვამს ამ მოვლენის სიმბოლურ და თემატურ მნიშვნელობას.


ალტერნატიულად, შესაძლოა სეცუკო თავად იყოს სათაურში ნაგულისხმევი "ციცინათელა", ვინაიდან თავად კვდება ნაადრევად. თუ ასეა, სათაური შეიძლება გავიგოთ როგორც "საფლავი ციცინათელასთვის", ან კიდევ მრავლობითი რიცხვის განუსაზღვრელობის გამო "ციცინათელას საფლავი" უფრო გამართული იყოს.


ფილმის იაპონურ სათაურში სიტყვა ჰოტარუ (ციცინათელა) წერია არა ჩვეულებრივი კანძით 蛍, არამედ ორი კანძით 火 (ცეცხლი) და 垂 (ვარდნა, როგორც წყლის წვეთი ეცემა ფოთლიდან). ანუ, შეიძლება წარმოვიდგინოთ ციცინათელები, როგორც ცეცხლის წვეთები, ანუ მაშხალა (სენკო ჰანაბი), რომელიც აღმართულად უნდა დავიჭიროთ, რომ ცეცხლი არ ჩაქრეს და მოკვდეს, რაც სიცოცხლის სიმყიფეზე მიუთითებს. სენკო ჰანაბი ზოგიერთში ასევე იწვევს ოჯახის ასოციაციას, ვინაიდან იაპონური ტრადიციით ზაფხულობით ოჯახის წევრები თავს იყრიან მაშხალების ფოიერვერკის მოსაწყობად. მაშხალები, ზოგადად, წარმოდგენილია როგორც სიცოცხლის ეფემერულობის კიდევ ერთი სიმბოლო. ციცინათელების ცქერა კიდევ ერთი საზაფხულო საოჯახო ტრადიციაა. ერთობლიობაში, ეს მნიშვნელობები სეიტასა და სეცუკოს შორის კავშირს აძლიერებს, თუმცა ამასთან ხაზს უსვამს მათ გამიჯნულობას მშობლების არარსებობის გამო.


კიდევ ერთი ვერსიით, "ცეცხლისა" და "ვარდნის" ორი კანძის შეწყვილებით იქმნება საჰაერო დაბომბვის მეტაფორა. გადმოცემით იაპონელები ომის დროს ჩამოცვენილ და ფეთქებად ყუმბარებს "ციცინეთელებს" უწოდებდნენ.



ციცინათელების სიმბოლიზმი |


ფაქტობრივად ციცინათელები (რომლებსაც სიკვდილის შემდეგ სეცუკო მარხავს)


  • არიან თავად ბავშვები, განსაკუთრებით, სეცუკო, რომელიც ძალიან ადრეულ ასაკში მოკვდება.


  • კამიკაძე თვითმფრინავები და პილოტები: სეცუკო უყურებს თუ როგორც გადაუფრენენ ცას კამიკაძე თვითმფრინავები, რომლებიც ციცინათელებს გვანან.

  • ფეთქებადი ყუმბარები (როგორც სათაურის კანძი მიანიშნებს).

  • ზრდასრული ციცინათელები, რომლებიც ძალიან მოკლე ხანს ცხოვრობენ და ტრადიციულად წუთიერების სიმბოლოდ მიიჩნევა, რაც განუყოფელია კლასიკურ იაპონურ ტრადიციასთან (ისევე როგორც ალუბლის ყვავილობა).

  • ციცინათელები ასევე ადამიანის სულის სიმბოლოდ მიიჩნევა (ჰიტოდამა), რომელსაც ტრადიციულად აღწერენ, როგორც მოციმციმე, მცურავ მანათობელ ბურთულას.


გამოშვება |


Ghibli-ს სხვა ფილმებისგან განსხვავებით, რომლებსაც უოლტ დისნეი კომპანი უშვებდა, ციცინათელების საფლავი გამოსცა ამერიკულმა სენტრალ პარკ მედიამ ორ დისკზე. პირველ დისკზე შესულია დაუმონტაჟებელი ფილმი ორ ვერსიად - ინგლისურად და იაპონურიად ინგლისური სუბტიტრებით. მეორე დისკზე შეტანილია რამდენიმე დამატება, მათ შორის საწყისი წიგნის ავტორის რეტროსპექტივა, ინტერვიუ რეჟისორთან ისაო ტაკაჰატასთან და ასევე ინტერვიუ ცნობილ კინოკრიტიკოსთან როჯერ ებერტთან, რომელიც ამ ფილმის დიდი თაყვანისმცემელი იყო.



კინოვერსია |




2005 წელს გამოსული ფილმის პოსტერი


კომპანიამ NTV იაპონიაში გამოუშვა ციცინათელების საფლავის კინოვერსია (Live Action), მეორე მსოფლიო ომის 60 წლისთავთან დაკავშირებით. ფილმი ტელეეკრანებზე გამოვიდა 2005 წლის 1 ნოემბერს 21:00 საათზე იაპონიის დროით. ანიმეს მსგავსად, ციცინათელების საფლავის კინოვერსიაში მთავარი გმირები გადარჩენისთვის იტანჯებიან მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეებში კობეში, იაპონია. თუმცა ანიმე ვერსიისგან განსხვავებით, ფილმში ისტორიას ბავშვების დეიდა ჰყვება და აღწერს იმას, თუ როგორ ცვლის ომისდროინდელი მდგომარეობა გულკეთილ ქალბატონს გულქვა დემონად. ფილმში დეიდის როლს იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი ნანაკო მაცუშიმა თამაშობს. ფილმის ხანგრძლივობაა 2 საათი და 28 წუთი.



საინტერესო ფაქტები |


  • კომერციული მნიშვნელობით, ფილმის თეატრალური პრემიერა ჩავარდა. ფილმის მარკეტინგი ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის იყო გამიზნული, თუმცა ციცინათელების საფლავის უკიდურესად დამთრგუნველმა სიუჟეტმა ამ სეგმენტის მაყურებლები არ მოიზიდა.

  • სეიტასა და სეცუკოს შესაბამისი ასაკის ბავშვები ახმოვანებდნენ, თუმცა სეცუკოს ასაკის გამო თავდაპირველად მისი ხმა ჩაწერეს და ანიმაცია შემდეგ გადაიღეს. ანიმატორები არ იყვნენ მიჩვეული ამგვარად მუშაობას, სწორედ ამიტომაც სეცუკოს ტუჩების მოძრაობა თითქმის შეუმჩნეველია.


  • სამხრეთ კორეაში ფილმის გამოსვლა უსასრულოდ გადაიდო, ვინაიდან ხელმძღვანელობა შიშობდა, რომ მას მაყურებელი გაიგებდა, როგორც იაპონიის როლის გამართლებას მეორე მსოფლიო ომში.

  • ფილმის ბოლოს ქალაქს გადაუფრენს ერთი B-29 ბომბდამშენი, Enola Gay, რომელმაც სავარაუდოდ ატომური ბომბი ჩამოაგდო ჰიროშიმაზე. სინამდვილეში Enola Gay იყო სამთვითმფინავიანი ეკადრონის ნაწილი.

  • "საკუმას წვეთები" ფილმიდან შემდგომში იაპონიაში პოპულარული საწუწნი კანფეტი გახდა, რომელზეც სეცუკო იყო გამოსახული.


რესურსები ინტერნეტში |


  • საინფორმაციო გვერდი Nausicaa.net

  • ციცინათელების საფლავის კინოვერსია


სქოლიო |




  1. Runyon, Christopher. The Studio Ghibli Retrospective: ‘Grave of the Fireflies’. წაკითხვის თარიღი: 22 November 2014.







Applications-multimedia.svg

კინოს პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები კინოს შესახებ.







(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ციცინათელების_საფლავი&oldid=3259273“-დან













სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.260","walltime":"0.368","ppvisitednodes":"value":4499,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":34919,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":12328,"limit":2097152,"expansiondepth":"value":12,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":1,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":581,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":1,"limit":400,"timingprofile":["100.00% 283.090 1 -total"," 56.09% 158.786 1 თარგი:ინფოდაფა_კინოფილმი"," 52.94% 149.858 1 თარგი:ინფოდაფა"," 22.18% 62.783 166 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 13.63% 38.592 1 თარგი:Studio_Ghibli"," 13.53% 38.297 1 თარგი:Wikidata"," 12.53% 35.466 1 თარგი:სქოლიოს_სია"," 11.83% 33.484 1 თარგი:ნავდაფა"," 10.12% 28.659 1 თარგი:Max"," 6.14% 17.375 1 თარგი:Nihongo"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.020","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":841721,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1320","timestamp":"20190825013237","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10eau10d8u10eau10d8u10dcu10d0u10d7u10d4u10dau10d4u10d1u10d8u10e1 u10e1u10d0u10e4u10dau10d0u10d5u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q274520","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q274520","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2006-11-22T21:55:08Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/0/0d/Grave-of-the-Fireflies_poster.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":147,"wgHostname":"mw1255"););

Popular posts from this blog

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Ласкавець круглолистий Зміст Опис | Поширення | Галерея | Примітки | Посилання | Навігаційне меню58171138361-22960890446Bupleurum rotundifoliumEuro+Med PlantbasePlants of the World Online — Kew ScienceGermplasm Resources Information Network (GRIN)Ласкавецькн. VI : Літери Ком — Левиправивши або дописавши її