Skip to main content

კუინზლენდი სექციების სია გეოგრაფია | ისტორია | ხელისუფლება | ადმინისტრაციული დაყოფა | დემოგრაფია | ეკონომიკა | ტრანსპორტი | სპორტი | სქოლიო | სანავიგაციო მენიუვებ-გვერდიმეტსახელი: მზის ნათების შტატიავსტრალიის ფართობი — შტატები და ტერიტორიებიორიგინალიდანმოსახლეობის აღწერა (2011)რრ

კუინზლენდის ქალაქებიკუინზლენდი


ინგლ.ავსტრალიის1859ახალი სამხრეთ უელსისვიქტორიასკატორღამორტონ-ბეიწყნარი ოკეანეშიკარპენტარიისმარჯნის ზღვისჩრდილოეთ ტერიტორიასსამხრეთ ავსტრალიასმაუნტ-აიზასანშაინ-კოუსტიგოლდ-კოსტიბანია-მაუნტინსის ეროვნული პარკიდიდი წყალგამყოფი ქედიკარნარვონის ეროვნული პარკიუიტსანდი-აილენდის ეროვნული პარკიჰინჩინბრუკიმსოფლიო მემკვიდრეობისრივერსლეიშიგონდვანას ტენიანი ტყეებიკუნძულიფრეიზერიდიდი ბარიერული რიფიკუინზლენდის ტენიანი ტროპიკებიკლიმატიმუსონურიბერდსვილშისტანტორპშიჯეიმზ კუკინიდერლანდელებიპორტუგალიელებიფრანგებიოკეანეთიდანგუბერნატორიდიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსელისაბედ IIპრემიერ-მინისტრისლიბერალურ ნაციონალურ პარტიასინგლ.დარლინგ-დაუნსისსამხრეთ-აღმოსავლეთ კუინზლენდშიმატერიკულიქრისტიანიაკათოლიკეანგლიკანებიავსტრალიის გაერთიანებული ეკლესიალუთერანებიბუდისტებიმუსლიმებიინდუსებიებრაელებიათეისტებიმთლიანი შიდა პროდუქტისსიდნეისაკანბერასმელბურნსეკონომიკის პირველად სექტორშიბოქსიტებიქვანახშირიტყვიათუთიასპილენძიოქროვერცხლიეკონომიკის მეორად სექტორშიუეიპადანგლადსტონშიშაქრის ლერწმისეკონომიკის მესამე სექტორშიტურიზმიტურიზმისარკინიგზოკუინზლენდ-რეილიპასიფიკ-ნეიშენელიაეროპორტიასაზოგადოებრივი ტრანსპორტისკრიკეტირაგბიცურვაზაფხულის ოლიმპიურ თამაშებშიავსტრალიის ოქროს მედალიბრიზბენიბანდაბერგიგლადსტონიგოლდ-კოსტიიფსუიჩიკერნსიკალაუნდრალოგანიმაკაიმერიბორომაუნტ-აიზარედკლიფიროკჰემპტონიტუვუმბატაუნსვილიჩარეტერს-ტაუერსიჰერვი-ბეი










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




კუინზლენდი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

(გადამისამართდა გვერდიდან კვინსლენდი)





Jump to navigation
Jump to search



















კუინზლენდი




კუინზლენდი, დროშა

კუინზლენდი, გერბი

დევიზი: „გულადი, მაგრამ ერთგული“

მეტსახელი: „მზის ნათების შტატი“[1]

ავსტრალიის რუკაზე

დედაქალაქი

ბრიზბენი

ფართობი
 * საერთო
 * ხმელეთი
 * წყალი
 
1 852 642 კმ² (მე-2 ადგილი)
1 730 648 კმ²
121 994 კმ² (6,58%)

მოსახლეობა (2011)
 * რაოდენობა
 * სიმჭიდროვე
 
4 332 739 (მე-3 ადგილი)
2,50/კმ² (მე-5 ადგილი)

დროის სარტყელი

UTC+10:00

პარლამენტი
 * წარმომადგენელთა რაოდენობა
 * სენატორების რაოდენობა
 
29
12

აბრევიატურა
 * საფოსტო
 * ISO 3166-2
 
QLD
AU-QLD

ვებ-გვერდი

ვებ-გვერდი

კუინზლენდი (ინგლ. Queensland) — ავსტრალიის ჩრდილო–დასავლეთით მდებარე შტატი. ამ რეგიონის პირველი მოსახლეები ავსტრალიელი აბორიგენები იყვნენ, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ აქ დასახლდნენ 40 000 — 65 000 წლების წინ. შემდგომში ევროპელი კოლონისტების მოსვლის შემდეგ შეიქმნა ბრიტანეთის კოლონია. 1859 წლამდე ახალი სამხრეთ უელსის შტატის ნაწილი იყო. სახელი დედოფალ ვიქტორიას პატივსაცემად მიიღო, რომელმაც 1859 წლის 6 ივნისს ხელი მოაწერა ახალი სამხრეთ უელსის ტერიტორიის ნაწილზე ახალი შტატის შექმნის ბრძანებას. ეს თარიღი დღეს აღინიშნება, როგორც კუინზლენდის დღე.


შტატის დედაქალაქის ბრიზბენის ტერიტორია თავიდან იყო კატორღა მორტონ-ბეი, რომელიც გამოიყენებოდა ახალ სამხრეთ უელსში ხელმეორედ ჩადენილი დანაშაულისთვის დაკავებული დამნაშავეებისათვის. შემდგომში შტატის ხელისუფლება ხელს უწყობდა თავისუფალი დასახლებების შექმნას, რამაც დააჩქარა სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების განვითარება.



  • ფართობი — 1 730 648 კმ²[2].


  • მოსახლეობა — 4 332 739 ადამიანი[3] (2011 წელი).


  • ქალაქები (ათ.) — ბრიზბენი (1 488), დაარსების წელი — 1826; ტაუნსვილი, ტუვუმბა, კერნზი.



სექციების სია





  • 1 გეოგრაფია

    • 1.1 კლიმატი



  • 2 ისტორია


  • 3 ხელისუფლება


  • 4 ადმინისტრაციული დაყოფა


  • 5 დემოგრაფია

    • 5.1 რელიგია



  • 6 ეკონომიკა

    • 6.1 ტურიზმი



  • 7 ტრანსპორტი


  • 8 სპორტი


  • 9 სქოლიო




გეოგრაფია |


ჩრდილოეთით შტატს ეკვრის წყნარი ოკეანეში მდებარე კარპენტარიის ყურის და მარჯნის ზღვის წყლები, აღმოსავლეთით — წყნარი ოკეანე. სამხრეთით — ახალ სამხრეთ უელსს, დასავლეთით — ჩრდილოეთ ტერიტორიას და სამხრეთ ავსტრალიას.


შტატის დედაქალაქი ბრიზბენი მდებარეობს სანაპიროზე, რომელიც ახალი სამხრეთ უელსის საზღვრიდან 100 კმ-ით არის დაშორებული. შტატის ტერიტორიაზე მდებარეობს მაუნტ-აიზა — მეხუთე ქალაქი მსოფლიოში ფართობის მიხედვით. ქალაქის ფართობია 40 000 კმ²-ზე მეტია. კუინზლენდი იყოფა 11 მსხვილ და 3 მცირე გეოგრაფიულ რეგიონად, რომლებიც მდებარეობენ შტატის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთში.


კუინზლენდი მდიდარია ბუნებრივი წარმოშობის ულამაზესი ადგილებით, ასეთებია: შტატის საუკეთესო პლაჟების მქონე სანშაინ-კოუსტი და გოლდ-კოსტი; ბანია-მაუნტინსის ეროვნული პარკი და მრავალჩანჩქერიანი დიდი წყალგამყოფი ქედი; კარნარვონის ეროვნული პარკი; უიტსანდი-აილენდის ეროვნული პარკი და კუნძული ჰინჩინბრუკი.


შტატში მსოფლიო მემკვიდრეობის ხუთი დაცული ზონის ობიექტებია: ავსტრალიის გაქვავებულ ძუძუმწოვართა ნაკრძალი რივერსლეიში, გონდვანას ტენიანი ტყეები, კუნძული ფრეიზერი, დიდი ბარიერული რიფი და კუინზლენდის ტენიანი ტროპიკები.



კლიმატი |


შტატის დიდი ფართობის გამო კლიმატი მისი ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილებში ძალიან განსხვავებულია. ნალექების მცირე რაოდენობა და ცხელი ზაფხული დამახასიათებელია შიდა დასავლეთისათვის, მუსონური ნესტიანი სეზონი უკიდურეს ჩრდილოეთისათვის და შედარებით თბილი კლიმატი სანაპირო ზოლისთვის. ტემპერატურული მინიმუმი ტიპიურია შტატის შიდა და სამხრეთი რაიონებისათვის. სანაპირო ზოლის კლიმატი განიცდის ოკეანის თბილი წყლების გავლენას, რაც იწვევს ექსტრემალური ტემპერატურისაგან დაცვას და ნალექებისათვის მუდმივ ტენიანობას.


კუინზლენდის დასახლებული პუნქტების უმრავლესობა ცხოვრობს ორი სეზონის განმავლობაში: უპირატესად თბილი, მინიმალური ნალექების მქონე «ზამთრით» და დახუთული, დიდი ნალექების მქონე «ზაფხულით».


1972 წლის 24 დეკემბერს შტატის დასახლებულ პუნქტ ბერდსვილში ოფიციალურად დაფიქსირებულმა მაქსიმალურმა ტემპერატურამ შეადგინა — 49,5 °C. მინიმალური ტემპერატურა კი დაფიქსირდა 1961 წლის 23 ივნისს დასახლებულ პუნქტ სტანტორპში −10.6 °C.



ისტორია |


პირველი ავსტრალიელი აბორიგენები დღევანდელი კუინზლენდის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ დაახლოებით 40 000 წლის წინ, ხოლო პირველი ვინც გამოიკვლია ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთი, სანამ იქ 1770 წელს მივიდოდა ჯეიმზ კუკი, იყვნენ ნიდერლანდელები, პორტუგალიელები და ფრანგები. 2009 წლის ივნისში აღინიშნა შტატის შექმნისა და ახალი სამხრეთ უელსის შტატიდან გამოყოფის 150-ე წლისთავი. კუინზლენდი იყო აბორიგენელების და კოლონისტების სამხედრო შეტაკების ადგილი, ასევე ერთ-ერთი ცენტრი ოკეანეთიდან კანაკთა შრომითი მიგრაციისა.



ხელისუფლება |


აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს გუბერნატორი, რომელსაც წარმოადგენს და ნიშნავს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II კუინზლენდის პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით. დღეისათვის გუბერნატორის პოსტი უკავია პენელოპა ვენსლის. სახელმწიფოს მეთაურს — პრემიერ-მინისტრს ნიშნავს გუბერნატორი, რომლის კანდიდატურაც აუცილებლად დამტკიცებული უნდა იყოს კუინზლენდის საკანონმდებლო საბჭოს მიერ. პრემიერ-მინისტრის პოსტი დღეისათვის უკავია კემპბელ ნიუმანს, რომელიც წარმოადგენს ლიბერალურ ნაციონალურ პარტიას. დანარჩენი მინისტრებს, რომლებიც აყალიბებენ აღმასლურებელ საბჭოს, გუბერნატორი ნიშნავს საკანონმდებლო საბჭოს წევრებიდან პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით.


კუინზლენდის საკანონმდებლო საბჭო ერთპალატიანია. კუინზლენდი — ავსტრალიის ერთადერთი შტატია, რომელსაც აქვს ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო. ორპალატიანი სისტემა არსებობდა 1922 წლამდე, როდესაც კუინზლენდის საკანონმდებლო საბჭო გაუქმდა მისივე ლეიბორისტი წევრების დახმარებით.


კუინზლენდის სასამართლო სისტემა შედგება უმაღლესი და საოლქო სასამართლოებისაგან, რომლებიც დამტკიცებულია კუინზლენდის კონსტიტუციის თანახმად, ასევე რამდენიმე სხვადასხვა სასამართლოებისგან და ტრიბუნალებისგან, რომლებსაც ჩვეულებრივი აქტებით ამტკიცებს კუინზლენდის პარლამენტი.


2001 წელს კუინზლენდმა მიიღო ახალი კოდიფიცირებული კონსტიტუცია, რომელმაც გააუქმა ძველი კონსტიტუციის სხვადასხვა საპარლამენტო კანონების უმრავლესობის ნაწილი. ახალი კონსტიტუცია ძალაში შევიდა 2002 წლის 6 ივნისს, ბრიტანეთის დედოფლის მიერ 1859 წელს კუინზლენდის ცალკე შტატად გამოცხადების აქტის ხელმოწერის წლისთავზე.



ადმინისტრაციული დაყოფა |




კუინზლენდის ადგილობრივი მმართველობის რაიონების რუკა


კუინზლენდის ადგილობრივი მმართველობის რაიონები (ამრ) (ინგლ. Local Government Areas of Queensland (LGAs)) — გამოკვეთილი რაიონები, რომელთა საზღვრებში კანონმდებლობით დაარსებულია ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები — იგივე საბჭოები. ადგილობრივი მმართველობის რაიონების სიდიდისა და ფორმის განსაზღვრა კუინზლენდის მთავრობის პრეროგატივაა. ძველად ადგილობრივი მმართველობის რაიონები (განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ კუინზლენდში და დარლინგ-დაუნსის რეგიონში) გაერთიანდნენ ან გაუქმგნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი სახე ამ პროცესებს მიეცა 2008 წლის მარტში, როდესაც 97 ადგილობრივი მმართველობის რაიონი და 20 აბორიგენ ხალხთა საბჭო გაერთიანდა მიწის რეფორმის პროცესის დროს. ამ დრომდე ადგილობრივი მმართველობის რაიონების უმრავლესობა რჩებოდა უცვლელი რამდენიმე ათწლეულების განმავლობაში, ზოგიერთები კი არსებობდნენ რეგიონალური რაიონებისთვის ადგილობრივი მმართველობის შემოღებისთანავე 1879 წელს.


კუინზლენდში გამოირჩევა ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ოთხი კლასიფიკაცია:


  1. საქალაქო ტერიტორიები (ინგლ. City; უპირატესად ქალაქის ან ქალაქთან ახლო მყოფი რაიონები)

  2. რეგიონები (ინგლ. Region; შეიქმნა გაერთიანების შემდეგ 2008 წელს)

  3. საგრაფოები (ინგლ. Shire; უპირატესად სასოფლო ან გარე ქალაქთან ახლო მყოფი რაიონები)

  4. მცირე საქალაქო ტერიტორიები (ინგლ. Town; მცირე საქალაქო რაიონები; დღეისათვის არ გამოიყენება)


დემოგრაფია |


შტატის მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ კუინზლენდში, რომელშიც შედის დედაქალაქი ბრიზბენი. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ცხოვრობს დედაქალაქის გარეთ, რაც განასხვავებს მას სხვა მატერიკული შტატებისაგან. 2004 წლის ივნისისათვის დედაქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს შტატის მთლიანი მოსახლეობის 45,7 %-ს, მთელ ავსტრალიაში კი დედაქალაქების მთლიანი მოსახლეობა შეადგენს ქვეყნის საერთო მოსახლეობის 63,8 %-ს.


2005 წლის 9 დეკემბერს კუინზლენდის მოსახლეობის რაოდენობამ ოფიციალურად მიაღწია 4 მილიონიან ნიშნულს. კუინზლენდი არის ავსტრალიაში ყველაზე დინამიურად განვითარებადი შტატი, სადაც კვირაში შემოდის 1500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 1000 შტატის სამხრეთ ნაწილში. პროგნოზების თანახმად 2020 წლის ბოლოს კუინზლენდი ავსტრალიაში გახდება მეორე შტატი მოსახლეობის მიხედვით. 2011 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით შტატის მოსახლეობის რაოდენობაა 4 332 739 ადამიანი, რაც შეადგენს თითქმის ავსტრალიის მთლიანი მოსახლეობის 20 %-ს.


2007 წელს კუინზლენდის შობადობის ჯამურმა კოეფიციენტმა მიაღწია 2,09 ნიშნულს, რაც გახდა ყველაზე დიდი მაჩვენებელი 1977 წლის შემდეგ.



რელიგია |


რელიგიური შემადგენლობის მიხედვით მოსახლეობის 70,9 % ქრისტიანია. აქედან კათოლიკე — 24,9 %, ანგლიკანები — 22,3 %, ავსტრალიის გაერთიანებული ეკლესია — 8,4 %, ლუთერანები — 2,1 % და სხვა კონფესიის ქრისტიანები — 13,2 %.


კუინზლენდის შტატში ცხოვრობენ ასევე არაქრისტიანებიც, მათი საერთო რაოდენობა შეადგენს მოსახლეობის — 2,3 %-ს. აქედან: ბუდისტები — 1,1 %, მუსლიმები — 0,4 %, ინდუსები — 0,3 %, ებრაელები — 0,1 % და სხვა კონფესიის წარმომადგენლები — 0,4 %.


ათეისტები — 14,8 % და არ გამოხატა თავისი რელიგიური რწმენა — 12,0 %-მა.



ეკონომიკა |


კუინზლენდის ეკონომიკამ ბოლო 20 წლის განმავლობაში გადაიტანა ბუმი ტურიზმსა და სამთო მრეწველობაში. ავსტრალიელი და საზღვარგარეთელი მიგრანტების მნიშვნელოვანი შემოსვლა, ფედერალური მთავრობის დიდი რაოდენობით ინვესტიციები, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გაზრდა და მუდმივად ზრდადი აეროკოსმოსური სექტორი ხელს უწყობს ყველაზე სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ავსტრალიის შტატებს შორის უახლოეს მომავალში.


1992 წლიდან 2002 წლამდე, შტატის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ გადააჭარბა ყველა სხვა შტატებისა და ტერიტორიების მაჩვენებლებს. ამ პერიოდში კუინზლენდის მშპ ყოველწლიურად გაიზარდა 5,0 %-ით, მაშინ, როდესაც ავსტრალიის იგივე მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდებოდა საშუალოდ 3,9 %-ით.


2003 წელს ბრიზბენში იყო ყველაზე დაბალი საარსებო მინიმუმი ავსტრალიის შტატების ყველა დედაქალაქებს შორის. მაგრამ უკვე 2005 წლის ბოლოსათვის ის გახდა მესამე ცხოვრების ღირებულების მიხედვით შტატების დედაქალაქებს შორის სიდნეისა და კანბერას შემდეგ, გაუსწრო რა მელბურნს 15 000$-ით.


ეკონომიკის პირველად სექტორში შედის: ბანანის, ანანასის და არაქისის მოყვანა, სხვა ზომიერი და ტროპიკული ხილბოსტნეულის დიდი მრავალფეროვნება, ხორბლის, ბამბის, მატყლის, შაქრის ლერწმისა და ღვინის წარმოება, მეცხოველეობა და მოპოვებითი მრეწველობა: ბოქსიტები, ქვანახშირი, ტყვია, თუთია, სპილენძი, ოქრო და ვერცხლი.


ეკონომიკის მეორად სექტორში ძირითადად წარმოადგენილია ზემოთაღნიშნული პირველადი სექტორის პროდუქციის შემდგომი გადამუშავება: ბოქსიტები უეიპადან გადამუშავდება გლადსტონში. ხდება ასევე სპილენძისა და შაქრის ლერწმის გადამუშავება.


ეკონომიკის მესამე სექტორში მთავარი დარგებია საცალო ვაჭრობა და ტურიზმი.



ტურიზმი |


ტურიზმი კუინზლენდის ეკონომიკის მესამე სექტორის წამყვანი დარგია. ყოველწლიურად შტატში მზის ციალი იზიდავს მილიონობით ავსტრალიელ და უცხოელ ტურისტს. კუინზლენდი — კონტრასტების შტატია, შედგება მზიანი ტროპიკული სანაპირო რაიონებისაგან, ხშირი ტროპიკული ტყეებისაგან და დამშრალი შიდა ოლქებისაგან.



ტრანსპორტი |


კუინზლენდის შტატის ტერიტორიაზე გადის რამდენიმე ეროვნული დანიშნულების გზატკეცილი, როგორიცაა სამხრეთ-აღმოსავლეთ კუინზლენდის ტერიტორიაზე გამავალი მაღალხარისხიანი მ-1.


ძირითადი სარკინიგზო კომპანიები არიან კუინზლენდ-რეილი და პასიფიკ-ნეიშენელი, რომლებიც უმეტესად ემსახურებიან სანაპირო პორტებს, ბრისბენის პორტის ჩათვლით და დამხმარე პორტებს გლადსტონს და თაუნსვილს.


შტატში საერთოშორისო და ადგილობრივი დანიშნულების მთავარი აეროპორტია ბრისბენის აეროპორტი. შემდეგ, თავისი მნიშვნელობით მოდიან გოლდ-კოსტისა და კერნსის აეროპორტები.


მგზავრთა გადაყვანა სამხრეთ-აღმოსავლეთ კუინზლენდში ხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპლექსური სისტემის დახმარებით, რომელიც შედგება საავტობუსო, სარკინიგზო და საბორნე მიმოსვლისაგან. ასევე არსებობს რეგიონალური საავტობუსო ქსელი და სარკინიგზო კავშირი სხვა შტატებთან. უმრავლეს რეგიონალურ ცენტრებში არის ავტოსადგურები.



სპორტი |


კუინზლენდის შტატი ავსტრალიაში წარმოდგენილია ყველა ეროვნულ სპორტულ შეჯიბრებებში, ასევე ატარებს ზოგიერთ შიდა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს. ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობებია — კრიკეტი და ცამეტკაცა რაგბი. ყოველწლიური სარაგბო სერია სტეიტ ოფ ორიჯინი — მთავარი სპორტული მოვლენაა კუინზლენდში.


ცურვა ასევე პოპულარული სპორტის სახეობაა შტატში, ავსტრალიის ნაკრების წევრთა უმრავლესობა და საერთაშორისო შეჯიბრებების გამარჯვებულები წარმოშობით კუინზლენდის შტატიდანაა. 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში კუინზლენდელმა მოცურავეებმა მოიგეს ყველა ექვსი ავსტრალიის ოქროს მედალი.



სქოლიო |




  1. მეტსახელი: მზის ნათების შტატი


  2. ავსტრალიის ფართობი — შტატები და ტერიტორიები. Geoscience Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-02-02. წაკითხვის თარიღი: 2011-10-27.


  3. მოსახლეობის აღწერა (2011)




(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კუინზლენდი&oldid=3515507“-დან













სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.192","walltime":"0.240","ppvisitednodes":"value":1398,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":47075,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":17084,"limit":2097152,"expansiondepth":"value":10,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":2,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":1697,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 144.988 1 -total"," 38.42% 55.709 2 თარგი:ნავდაფა"," 37.71% 54.678 1 თარგი:კვინსლენდის_ქალაქები"," 28.83% 41.799 1 თარგი:სქოლიო"," 15.99% 23.177 1 თარგი:ინფოდაფა_ავსტრალიის_ადმინისტრაციული_ერთეული"," 8.79% 12.742 1 თარგი:ავსტრალიის_შტატები_და_ტერიტორიები"," 7.45% 10.800 1 თარგი:Cite_web"," 7.38% 10.701 3 თარგი:ფერი"," 6.97% 10.112 6 თარგი:Lang-en"," 6.77% 9.817 2 თარგი:Tnavbar"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.003","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":551397,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1244","timestamp":"20190824160027","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d9u10e3u10d8u10dcu10d6u10dau10d4u10dcu10d3u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%96%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q36074","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q36074","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2005-05-22T14:48:33Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/0/04/Flag_of_Queensland.svg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":191,"wgHostname":"mw1241"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單