Skip to main content

დმანისის მუნიციპალიტეტი სექციების სია ისტორია | გეოგრაფია | ფლორა და ფაუნა | მოსახლეობა | მმართველობა | ეკონომიკა | კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა | ტოპონიმები | გზები | ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები | გალერეა | ლიტერატურა | რესურსები ინტერნეტში | სქოლიო | სანავიგაციო მენიუ41°19′48″ ჩ. გ. 44°12′16″ ა. გ. / 41.3301500° ჩ. გ. 44.2046806° ა. გ. / 41.3301500; 44.2046806დმანისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტიქვემო ქართლი – დმანისის მუნიციპალიტეტიhttp://census.ge/en/homehttp://silknet.com/?module=popup_content&language=ge&product_id=8&type_id=20&attr=city_indexeshttp://www.gpost.geსაქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — დმანისის მუნიციპალიტეტისაქართველოს საკანონმდებლო მაცნე, დადგენილება №35 თავი IV, მუხლი 13საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გზებირრ

დმანისის მუნიციპალიტეტისაქართველოს მუნიციპალიტეტები


აღმოსავლეთ საქართველოშიქვემო ქართლის მხარისწალკისთეთრი წყაროსაბოლნისისნინოწმინდისსომხეთიდმანისიმაშავერახრამისოფლის მეურნეობასოფლის მეურნეობაზურტაკეტიკვირიკიანთა სამეფოშიკლდეკარის საერისთავოშისაყაფლანიშვილოს სათავადოშიბორჩალოს მაზრაშიმ. სააკაშვილისგეომორფოლოგიურიჯავახეთის ქედილოქის ქედიგომარეთისადმანისისჯავახეთის ვულკანური ქედილოქის ქედიგომარეთის პლატოკანიონებითახეობებითმაშავრისდმანისის პლატოკანიონებიცმაშავერაჯავახეთის ქედისზღვის დონიდანბოლნისის მუნიციპალიტეტისჯავახეთის ქედიდანხრამიშავწყაროსწყალილავებშიავოკლუზურიამამლოსწყალიკაინეგოლის ტბატამბუღელის ტბაკარაგოლის ტბაჭოჭიანის ტბაჭამლიგოლის ტბაიალაგოლის ტბაპანტიანის ტბაოროზმანის ტბადმანისის პლატოზეგომარეთის პლატოსტბებისლანდშაფტისდმანისის პლატოზეკანიონებშიგომარეთის პლატოსფაუნამგელიმელაკურდღელიტყის კატაგარეული ღორიშველიმურა დათვიციყვიმწყერიტყის ქათამიგნოლიკაკაბიღამურაბუხოხობიდედოფალათეთრკბილა ბრუცამემინდვრიატყის თაგვიხვლიკებიგველებიკუგოჭალამურწაკალმახისარკისებრი კობრითეთრი ამურიქართველიაზერბაიჯანელისოფლის მეურნეობამეკარტოფილეობამეცხოველეობალოქის უღელტეხილიდმანისის სიონიპატარა დმანისისლაშა-გიორგისბოსლებისამამლოსყალამშა










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98_%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები"u003Eu003Cimg alt="Khevi, Georgia — View of Gergeti Trinity Church.jpg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5f/Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg/100px-Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg" decoding="async" width="100" height="57" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5f/Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg/150px-Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5f/Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg/200px-Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg 2x" data-file-width="900" data-file-height="510" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98_%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები"u003Eეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლებისu003C/au003E კონკურსი დაიწყო! ჩაერთეთ და მოიგეთ პრიზები!u003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




დმანისის მუნიციპალიტეტი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search






























დმანისის მუნიციპალიტეტი


KK-Dmanisi-ka.svg






დროშა

გერბი

Flag of Dmanisi Municipality.svg

Dmanisi COA.png

ქვეყანა
საქართველოს დროშა საქართველო
მხარე
ქვემო ქართლიქვემო ქართლის მხარე | ქვემო ქართლი
ადმ. ცენტრი
დმანისი
კოორდინატები
41°19′48″ ჩ. გ. 44°12′16″ ა. გ. / 41.3301500° ჩ. გ. 44.2046806° ა. გ. / 41.3301500; 44.2046806
მერი
გიორგი ტატუაშვილი
ფართობი
1,198.8 კმ²
მოსახლეობა
19,141 (2014)[1]
სიმჭიდროვე
23,4 კაცი/კმ²
ეროვნული
შემადგენლობა

აზერბაიჯანელები 65,46 %
ქართველები 33,15 %
ბერძნები 0,45 %
სომხები 0,45 %
რუსები 0,35 %
სასაათო სარტყელი
UTC+04:00
სატელეფონო კოდი
+995 (360)[2]
საფოსტო ინდექსი
1700–1799[3]
ოფიციალური საიტი
http://dmanisi.gov.ge/

GEO-KKL-DM.svg

დმანისის მუნიციპალიტეტი ვიკისაწყობში

დმანისის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება წალკის, აღმოსავლეთით — თეთრი წყაროსა და ბოლნისის, დასავლეთით — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით — სომხეთი. ფართობი 1198,8 კმ². მოსახლეობა 28,0 ათ. კაცი (2002). ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. დმანისი.


დმანისის მუნიციპალიტეტში არის 1 ქალაქი, 59 სოფელი, 15 თემი: ამამლოს, განთიადის, გომარეთის, გუგუთის, დიდი დმანისის, დმანისის (ცენტრი იაყუბლო), ირგანის, იფნარის, კამარლოს, მაშავრის, საკირის, სარკინეთის, ქვემო ოროზმანის, ყარაბულაღის (ცენტრი — ზემო ყარაბულაღი), ყიზილქილისის.


მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა მაშავერა, რომლის მთლიანი სიგრძეა 66 კმ, საშუალო წლიური წყლის ხარჯი 8 მ³/წმ-ში. მუნიციპალიტეტის ჩრდილო საზღვართან ჩამოედინება ხრამი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის მცირე ტბებიც. აღსანიშნავია გომარეთის ტბათა ჯგუფი.


მუნიციპალიტეტში 56 დასახლებული პუნქტია. მათ შორის 1 ქალაქია. 2014 წლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 19 141 ადამიანს.
მუნიციპალიტეტის ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 3600 კაცს, ხოლო სოფლის — 24 000 კაცს; ანუ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაახლოებით 90 % სოფლად ცხოვრობს. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 23 კაცი/კმ², რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67კაცი/კმ²) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.


მოსახლეობის ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობა, მცირე მეწარმეობა (ძირითადად ვაჭრობა და საყოფაცხოვრებო მომსახურება)
და საჯარო სამსახურები. ისტორიულად შემოსავლის წყაროს სოფლის მეურნეობა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობა წარმოადგენდა. მუნიციპალიტეტს გააჩნია ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომლის პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობა.




სექციების სია





  • 1 ისტორია


  • 2 გეოგრაფია

    • 2.1 რელიეფი


    • 2.2 შიგა წყლები


    • 2.3 ჰავა


    • 2.4 რელიეფი


    • 2.5 ნიადაგები


    • 2.6 ლანდშაფტები



  • 3 ფლორა და ფაუნა

    • 3.1 ფლორა


    • 3.2 ფაუნა



  • 4 მოსახლეობა

    • 4.1 აღწერის მონაცემები



  • 5 მმართველობა

    • 5.1 ადმინისტრაციული ერთეულები[7]



  • 6 ეკონომიკა


  • 7 კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა


  • 8 ტოპონიმები


  • 9 გზები

    • 9.1 საერთაშორისო მნიშვნელობის გზები


    • 9.2 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები



  • 10 ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები


  • 11 გალერეა


  • 12 ლიტერატურა


  • 13 რესურსები ინტერნეტში


  • 14 სქოლიო




ისტორია |


დმანისის მუნიციპალიტეტი მოიცავს ისტორიული რეგიონების – ზურტაკეტისა და დმანისხევის ტერიტორიებს. ადრინდელი ფეოდალური ხანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დანაწილებით მაშავრის ზემო დინება ქვეშის ხევის ერთეულში შედიოდა, ზურტაკეტი კი (შავწყალას აუზი) თრიალეთს ეკუთვნოდა. X საუკუნის ბოლოდან XI საუკუნის I ნახევრამდე დმანისის მუნიციპალიტეტის სამხრეთი ნაწილი კვირიკიანთა სამეფოში შედიოდა, ჩრდილოეთი ნაწილი კი — კლდეკარის საერისთავოში. შემდგომ, განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში, დმანისიც და ზურტაკეტიც სამეფო საკუთრება გახდა, ამ მხარის სოფლების უმეტესობა საყაფლანიშვილოს სათავადოში ერთიანდებოდა. 1930 წლამდე ახლანდელი დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ბორჩალოს მაზრაში, 1930 წლიდან — წალკის რაიონში, 1933 წლიდან გამოიყო ცალკე რაიონად. 1963–1964 წლებში ეკუთვნოდა ბოლნისის რაიონს, 1965 წლიდან კვლავ გამოიყო ახლანდელი საზღვრებით.


საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის 2005 წლის 16 დეკემბრის №2304-რს ბრძანების საფუძველზე მოხდა საქართველოს რაიონების რეორგანიზაცია, რის შედეგადაც არსებული რაიონები შეიცვალა მუნიციპალიტეტებად[4]. სსიპ „დმანისის მუნიციპალიტეტის“ (ს/ნ. 228928391) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2006 წლის 4 დეკემბერი, ხოლო რეგისტრაციის თარიღი — 2006 წლის 6 დეკემბერი[5].



გეოგრაფია |



რელიეფი |


გეომორფოლოგიური თვალსაზრისით მუნიციპალიტეტის ტერიტორია მრავალფეროვანია. პირველი თანრიგის ოროგრაფიული ერთეულებია: ვულკანური ქანებით აგებული ჯავახეთის ქედი, ლოქის ქედი; ასევე გომარეთისა და დმანისის ვულკანური პლატოები.


ჯავახეთის ვულკანური ქედი მუნიციპალიტეტის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აგებულია უმთავრესად ბაზალტური ან ანდეზიტ-ბაზალტური ლავებით, რომლებსაც ვრცელი, ტექტონიკური ძალებით თაღისებურად ამობურცული განფენები წარმოუქმნია. ქედის აღმოსავლური დამრეცი კალთა დასერილია კანიონისებრი ხეობებით.[6]


ლოქის ქედი მუნიციპალიტეტის სამხრეთითაა განფენილი. აგებულია უმთავრესად ცარცული ხნოვანების ვულკანოგენური წყებებით, რომელთა ქვეშ გაშიშვლებულია ლოქის გრანიტული მასივის ძველი კრისტალური კომპლექსი. დამახასიათებელია საშუალომთიანი რელიეფი, ეროზიული, სტრუქტურული და დენუდაციური ფორმებით.


კვირიკეთისა და შინდლარის მთიან მასივებს შორის მოქცეულია გომარეთის პლატო, რომელიც თითქმის მთლიანად მდინარე შავწყაროსწყლის აუზში შედის. შავწყაროსწყლის ხეობა პლატოს თითქმის შუაზე ჭრის. გომარეთის პლატოს სიმაღლე ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 1250-1350 მ-ია, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კი სიმაღლე 1400-1450 მ-მდე მატულობს. პლატო დასავლეთიდან ჩაკეტილია – ჯავახეთის ქედით, ჩრდილოეთით – კვირიკეთის ქედით, სამხრეთით – ლუკუნის მასივით, ხოლო აღმოსავლეთით მდინარე ხრამის ხეობით. გომარეთის პლატო აგებულია დოლერიტული ლავების რამდენიმე ერთმანეთზე გადაფარებული ლავური განფენით და მათთან დაკავშირებული ტბიური ნალექებით. პლატოს კიდეები იმეწყრება, რაც გამოწვეულია ლავური განფენების ქვეშ ჩაფენილი ტბიური ნალექების გამორეცხვით.[6]


გომარეთის პლატო დასერილია მდინარე შავწყაროსწყლისა და მისი შენაკადების კანიონებითა და ხეობებით, რომელთა სიღრმეა 10-500 მ.


მდინარე მაშავრის ზემო დინების აუზში მდებარეობს დმანისის პლატო, რომელიც იფარგლება შინდლარის მასივით, ლოქის ქედითა და ჯავახეთის ქედის კალთებით. გეგმაზე სამკუთხა ფორმა აქვს. იგი ვიწროვდება ჩრდილო აღმოსავლეთისაკენ. პლატოს ზედაპირის სიმაღლე ცვალებადობს 900-950 მ-იდან 1600-1700-მდე. აგებულია დოლერიტული ლავებით, რომელიც ქვედა მეოთხეულში ამოიღვარა ჯავახეთის ქედის სამხრულ ნაწილში – და მაშავრის ხეობას ჩამოჰყვა მარნეულის ვაკისაკენ. აქვე გვხვდება ტბიურ-ტუფოგენური ქვიშების გამოსავლებიც.[6] დმანისის პლატოზე მკაფიოდ გამოიყოფა სამი საფეხური. აქვეა კანიონებიც, რომელთა სიღრმე 70-80 მ-ს აღწევს. ძირითადია მაშავრის კანიონი, რომლებსაც შტოსებურად გამოეყოფიან მისი შენაკადების კანიონები.



შიგა წყლები |


მუნიციპალიტეტის ჩრდ. ნაწილში მიედინება მდ. ხრამი და მისი შენაკადები: ჭოჭიანი და შავწყაროსწყალი. სამხრ. ნაწილს კვეთს მდ. მაშავერა და მისი შენაკადები: ფინეზაური, შახმარლო და სხვ. მდინარეები უმთავრესად საზრდოობენ წვიმის, აგრეთვე თოვლის წყლითა და დიდდებიტიანი ვოკლუზური წყაროებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარში, წყალმცირობა ზამთარში. მუნიციპალიტეტში მცირე ზომის ვულკ. ტბებია, მ. შ. აღსანიშნავია ოროზმანის ტბა, სარკინეთ-გომარეთისა და კამარლოს მიდამოების ტბები. სოფლების – ველისპირისა და ირგანის მიდამოებში არის ჭაობები.




მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰიდროგრაფიული ქსელი ხშირია.


მთავარი მდინარეა მაშავერა, რომელიც სათავეს იღებს ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2125 მ-ზე. მაშავერა მუნიციპალიტეტის ფარგლებში გაედინება სათავიდან სოფელ ვარდისუბნამდე. იგი მდინარე ხრამს მარჯვნიდან უერთდება უკვე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან. მაშავრის მთლიანი სიგრძეა 66 კმ, საშუალო წლიური ხარჯი დაახლ. 8 მ³/წმ. მუნიციპალიტეტის ფარგლებში მაშავრის მთავარი შენაკადებია: შახმარლო, სარფდერე, მოშევანი და სხვ.


მაშავრის ხეობა ხასიათდება ფართო და ბრტყელი ფსკერით, რაც აიხსნება ჯავახეთის ქედიდან ჩამოსული ლავური ღვარისა და მის მიერ გამოწვეული აკუმულაციის გავლენით.


დმანისის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ საზღვარზე გაედინება მდინარე ხრამი. მისი შენაკადებიდან მნიშვნელოვანია მდინარე შავწყაროსწყალი (ყარაბულაღი), რომელიც ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე იწყება და ხრამს მარჯვნიდან უერთდება. მდინარე შავწყაროსწყლის ხეობა ქვემო ნაწილში ჩაჭრილია 500 მ სიღრმეზე, ცარცის ტუფოგენურ წყებაში, უფრო ზემოთ კი მისი გვერდების ზედა ნაწილი დაგვირგვინებულია დოლერიტის ქარაფებით; კიდევ უფრო ზემოთ სოფელ ზემო ყარაბულაღთან ხეობა უკვე მთლიანად ლავებშია გამომუშავებული და დატოტვილია რამდენიმე შედარებით არაღრმა კანიონად. მდინარე შავწყაროსწყლის შენაკადებიდან მთავარია: დაგერმანდერესი, ახა, უსეინქენდი, თოზდუხი.


დმანისის მუნიციპალიტეტის მდინარეები იკვებებიან წვიმისა და თოვლის წყლით და აგრეთვე ლავებში გამომდინარე დიდდებიტიანი ვოკლუზური წყაროებით.


მდინარეები: ხრამი (ყარაბულაღი [დაგერმანდერესი, ტოძისი, ბუსუკალა, აგრიკარი, ჩატახწყალი, ტომდისი, უსეინქედი, დავაკრანი, ფშანი, ], ჩოჩიანი [ჩოჩიანის ტბა, ჯუჯიანი, ჭოჭიანი, ], ), გედეჩაი, მაშავერა (უკანგორი [დამბლუტა], ჩათახი, მოშევანი ['ამამლოსწყალი'], ნაზიგკლიჩი [ყირმიზიბულაღდერე], მამუთლი [ყირიმიზიბულაღი], ყარაქილისა), ლოქისწყალი, აღჩაი, ყარანდიხდერე, ყარმიზიბულაკი, მეზდურლარი, ჩატასწყალი, უსეინქენდი, დავაკანი.


ტბები: კაინეგოლის ტბა, ტამბუღელის ტბა, კარაგოლის ტბა, ჭოჭიანის ტბა, ჭამლიგოლის ტბა, იალაგოლის ტბა, პანტიანის ტბა, ოროზმანის ტბა.



ჰავა |


დმანისის მუნიციპალიტეტში ჰავა ზომიერად ნოტიოა. იცის ცივი, ხანგრძლივი ზამთარი და თბილი ზაფხული. საშუალო წლიურ ტემპერატურა დასავლეთ ნაწილში 3°C, აღმოსავლეთ ნაწილში 12°C, შესაბამისად, იანვრის საშუალო ტემპემპერატურა –10°C-იდან –2°Cმდე, ივლისიდან 13°C, 23°C; აბსოლუტური მინიმუმი –28°C-მდე ეცემა (მთებში), აბსოლუტური მაქსიმუმი 30°C აღწევს (აღმოსავლეთ ნაწილში). ნალექები – 650–1000 მმ წელიწადში. ნალექების მაქსიმალური რაოდენობა მაისში მოდის, მინიმალური – დეკემბერში. თოვლის საფრის ხანგრძლივობა 2–4 თვეს გრძელდება.



რელიეფი |


მუნიციპალიტეტის დასავლეთი ნაწილი მოიცავს ჯავახეთის მერიდიანულ ქედს, რომელიც აგებულია ახალგაზრდა ეფუზიური ქანებით (ბაზალტური, ანდეზიტ-ბაზალტური, ლიპარიტ-დაციტური ლავები). ქედის მოვაკებულ თხემზე აღმართულია მწვერვალები: დავაკრანი, შამბიანი, აღრიქარი და ემლიქლი. აღმოსავლეთი დამრეცი კალთა დასერილია კანიონისებრი ხეობებით. მუნიციპალიტეტის შუა ნაწილი უჭირავს ძირითადად ახალგაზრდა დოლერიტული ლავებით აგებულ ჭოჭიანის, გომარეთისა და დმანისის ვულკანურ პლატოებს. დმანისის მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში არის პალეოზოური გრანიტოიდებით აგებული კვირიკეთის მთა და შუაეოცენური ვულკანოგენური ქანებით აგებული ლუკუნის მთა, რომლებიც დასერილია მდინარეების ხრამისა და მაშავრის შენაკადთა ხევ-ხეობებით. დმანისის მუნიციპალიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი უჭირავს ლოქის ქედის ჩრდილოეთი კალთის ეროზიულ შტოქედებს და მათ შორის მოქცეულ ხეობებს. მათ აგებულებაში ჭარბობს შუაეოცენური ვულკანოგენური წყებები, რომლებსაც აღმოსავლეთით იურული (პორფირიტული) და ცარცული (კარბონატული) ქანები ენაცვლება.



ნიადაგები |


დმანისის პლატოზე გამოხატულია ტიპობრივი კარბონატული და გამოტუტვილი შავმიწები, რომლებიც პლატოს ზედა საფეხურზე შავმიწისებრ მთა-მდელოს ნიადაგებში გადადის.


გომარეთის პლატოს ბრტყელ ნაწილებში ნიადაგური საფარი წარმოდგენილია გამოტუტვილი და დაწიდული შავმიწებით. ამ ძირითადი ნიადაგური ტიპის ფონზე მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი სიდიდის ლაქების სახით გამოხატულია სხვა ტიპები: ტიპობრივი მძიმე თიხნარი შავმიწები (მდინარე ახას მარცხენა სანაპიროზე – სოფელ სალამალეიქს, განახლებასა და ახას შორის), შავმიწებისა და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგების კომპლექსი, ნესტიან-მდელოსებრი და დაჭაობებული ნიადაგები.


დმანისის მუნიციპალიტეტში ნატბეურ ტაფობებსა და ტბების პირას გვხვდება დაჭაობებული და ნესტიან მდელოიანი ნიადაგები.


დ. მ-ის აღმ. ნაწილში ჭარბობს ტყის ყომრალი ნიადაგი; შუა ნაწილში, პლატოებზე განვითარებულია მთის შავმიწა ნიადაგი მიმდებარე ქედების კალთებზე – მთის მდელოს შავმიწისებრი კორდიანი და კორდიან-ტორფიანი, ხოლო თხემებსა და მწვერვალებზე ალპ. ზონის მცირე სისქის პრიმიტ. ნიადაგებია. ზოგან გვხვდება კორდიან-კარბონატული, ალუვიური, ტენიანი მდელოს და დაჭაობებული ნიადაგები. ბევრგან ნიადაგს მოკლებული კარკალები და ჩამორეცხილი კალთებია.



ლანდშაფტები |


მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები:


  1. საშუალმთის მთა-ხეობები წიფლნარ- მუხნარითა და ტყის ყომრალი ნიადაგით;

  2. ლავური პლატოები მთის სტეპის მცენარეულობითა და მთის შავმიწა ნიადაგით;

  3. მთის გასტეპებული მდელოები შავმიწისებრი ნიადაგით;

  4. სუბალპური და ალპური მდელოები კორდიანი და ტორფიან-კორდიანი ნიადაგებით.


ფლორა და ფაუნა |



ფლორა |


დმანისის მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთი ნაწილი უჭირავს მთის შერეულ ტყეებს, სადაც აღმოსავლური წიფელია გაბატონებული, იზრდება აგრეთვე მუხა და ფიჭვი. მუნიციპალიტეტის შუა ნაწილში, პლატოებზე, ხეობების ძნელად მისადგომ უბნებში, შემორჩენილია ნეკერჩხლის, ცირცელის, ტირიფის, მუხის მცირე დაკნინებული დერივატები, ტყის ადგილას ამჟამად მთის სტეპის ბალახეულობაა, სადაც ნაირბალახოვანი მცენარეულობა ჭარბობს. 2000-იდან 2500 მ-მდე სუბალპური მდელოებია სტეპის ელემენტებით, ხოლო 2500 მ-ზე მაღლა – ალპური მდელოები. ტბისპირებთან წყლის მცენარეებია, კანიონის ფერდობებზე – კლდის ქსეროფიტები.


დმანისის პლატოზე ჭარბობს მთის სტეპები. კანიონებში კი შემორჩენილია წიფლნარი და მუხნარ-რცხილნარი. გომარეთის პლატოს ზედაპირი უტყეოა და ათვისებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის.



ფაუნა |


დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაუნა უხვადაა წარმოდგენილი. ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია მგელი, მელა, კურდღელი, ტყის კატა, გარეული ღორი, შველი, მურა დათვი, ციყვი და სხვ. ორნითოფაუნას ქმნიან მწყერი, ტყის ქათამი, გნოლი, კაკაბი, ღამურა, ბუ, ხოხობი და ა. შ.


მღრღნელებიდან აღსანიშნავია დედოფალა, თეთრკბილა ბრუცა, მემინდვრია, ტყის თაგვი და სხვ. ქვეწარმავლებიდან გვხვდება ხვლიკები, გველები; არის ასევე კუ და სხვ.


მდინარეებსა და ტბებში მოიპოვება გოჭალა, მურწა, კალმახი, სარკისებრი კობრი, თეთრი ამური და სხვ.



მოსახლეობა |


მოსახლეობის რიცხოვნობა – 19 141 კაცი, აქედან – 33,15 % ქართველი, 65,46 % აზერბაიჯანელი; სიმჭიდროვე – 16 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 59 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 58 სოფელი.



აღწერის მონაცემები |










აღწერის წელიმოსახლეობა
198952 208
200228 062 Decrease2.svg
201419 141 Decrease2.svg


მმართველობა |


მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელო ორგანო — გამგეობა. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებია:



  • ქალაქის საკრებულო — 1: დმანისი;


  • თემის საკრებულო — 13: ამამლოს თემი, განთიადის თემი, გომარეთის თემი, გუგუთის თემი, დიდი დმანისის თემი, დმანისის თემი, კამარლოს თემი, კიროვისის თემი, მაშავერას თემი, სარკინეთის თემი, ქვემო ოროზმანის თემი, ყარაბულაღის თემი, ყიზილქილისის თემი.


  • სოფლის საკრებულო — 2: ირგანჩაი, საკირე.


ადმინისტრაციული ერთეულები[7] |


მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტი იყოფა შემდეგ ადმინისტრაციული ერთეულებად:


  1. ქ. დმანისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქ. დმანისი);

  2. ამამლოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ამამლო, ანგრევანი, ბეზაქლო, მამიშლო, საფარლო, ტყისპირი);

  3. განთიადის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: განთიადი, ჯავახი, ტნუსი);

  4. გომარეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გომარეთი, მამულო, კაკლიანი (ქართული), ქცია);.

  5. გუგუთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გუგუთი, კამიშლო, ლოქჭანდარი);

  6. დიდი დმანისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: დიდი დმანისი, ბოსლები, ვარდისუბანი, პატარა დმანისი);

  7. დმანისის თემის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: იაღუფლო, შინდლარი, პანტიანი);

  8. ირგანჩაის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ირგანჩაი);

  9. იფნარის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: იფნარი, დაგარახლო, ყიზილაჯლო, ორმაშენი, ბახჩალარი, საჯა);

  10. კამარლოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კამარლო, შახმარლო, ქარიანი);

  11. ყარაბულაღის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზემო ყარაბულაღი, ახა, ქვემო ყარაბულაღი, ძველი გოდაგდაგი, ახალი გოდაგდაგი, მამიშლარი, პირველი სალამალეიქი, მეორე სალამალეიქი, სოგუთლო, უსეინქენდი);

  12. ყიზილქილისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ყიზილქილისა, კაკლიანი (აზერბაიჯანული);

  13. მაშავერის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მაშავერა, უკანგორა);

  14. ოროზმანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზემო ოროზმანი, ქვემო ოროზმანი, დალარი, ვაკე, მთისძირი);

  15. საკირეს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: საკირე, გორა);

  16. სარკინეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სარკინეთი, ველისპირი, განახლება).


ეკონომიკა |


წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, ძირითადად მეკარტოფილეობა და მეცხოველეობა. ნათესი ფართობის თითქმის 50% უჭირავს მარცვლოვან და პარკოსან კულტურებს, მოჰყავთ ხორბალი, სიმინდი, ბოსტნეული. განვითარებულია სარძეო მესაქონლეობა, მეცხვარეობა, მეფუტკრეობა. დ. მ-ის ენერგეტ. ბაზაა დმანისის ჰესი მდ. მაშავერაზე. წამყვანი დარგია კვების მრეწვ., არის ყველ-კარაქის, ხეტყის სახერხი და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოები. ერთიან სატრანსპ. სისტემაში მთავარ როლს ასრულებს ავტოტრანსპორტი. მუნიციპალიტეტში რკინიგზის ხაზი არ არის (უახლოესი რკინიგზის სადგურია კაზრეთი, დმანისიდან 30 კმ). დმანისი ბოლნისსა და სომხეთს უკავ- შირდება საავტ. გზებით.



კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა |


დმანისის მუნიციპალიტეტში არის სკოლამდელი დაწესებულებები, 44 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 21 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი, ბანკები. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება სამედიცინო დაწესებულებები, მათ შორის ფუნქციონირებს შპს „მედიქალ პარკი საქართველო“, შპს „დმანისის წმინდა ნინოს ჰოსპიტალი“. გამოდის ადგილობრივი გაზეთი.



ტოპონიმები |


ნასოფლარები: ლიპარიტისუბანი, შოშილეთი, ნიფორი, ვანი, კრკონი, დარბაზი, ნალისსოფელი, ურუთი, ქედის ეკლესია, ზემო ბეზაკლო, საკარისი, ჩათახი, ფუნდუკი, ელიას სოფელი, გვარჯილა, საჩეხველა, სარკინეთი, ნათელი საყდარი, შესაყარი, ტანძია, იაილა, თავდიდიანი, წარბა, ნაქალაქევი, ნაპალატევი, ციხექვაბი; ყიზინჯალო.


ადგილი: შამბიანი, აგრიკარი, შინდი,


მთები: შოშილეთი (1374), დავაშანტაპა (1476), დიდი გვერდი (1531), ყარაბულაყი (1579), ხუგვო (1611), ყორღანი (1845), თაშთეფე (1810), შიშ იალი (1555), ყარადაღი (1940), მარალდაღი (1860), პიუშერდალი (1846), ინაკდაღი (1593), კემერლი (2538), კულიაბაკა (2820), დავაკრანი (2808), შამბიანი (2881), აგრიკარი (2973), ემლიქლი (3055), ქაჩალთაფა (2813), გავორაგედიკი (2720), კეჩუტი (3157), ჩათახი (2628), გვარჯალა (1790), ბალიღდაღი (1715), აყუდებული (1715), შიშთაფა (1638), ყარადაღი (1640), ტუვულგუ (1252), ასირგარლიყი (1948), ბეიუკჩუკეკი (1930), კეჩუტი (3157), ყირდაღი (2432), კარკვეთი (1144), შინდლარი (1897),


ქედი: გეაგდაღის ქედი,


უღელტეხილი: ლოქის უღელტეხილი (1848)



გზები |


სასაზღვრო-გამშვები პუნქტი: გუგუთი



საერთაშორისო მნიშვნელობის გზები |




საქართველოს საერთაშორისო გზები












ნომერი

ევრო მარშრუტი
სახელი
სიგრძე (კმ)

S6-GE.svg

Tabliczka E117.svg
თბილისი - მარნეული - გუგუთი
97


შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები |








ნომერი
მარშრუტი
სიგრძე (კმ)[8]
შ 68
დიდი დმანისი – დმანისი – გომარეთი – ბედიანი
70,2


ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები |


დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი ღირსშესანიშნავი ძეგლი, რომელთაგან აღსანიშნავია: დმანისის ნაქალაქარი სახელგანთქმული დმანისის სიონის ტაძრით (VI–XIII სს.), უკანგორის (V–VI სს.), განთიადის, ზემო ყარაბულაღის, წმ. დემეტრეს (ყველა X–XI სს.), ბახჩალარის (XI ს.), ამბარლოს (XI ს.), ამამლოს (XII ს.), ბოსლების სამების (XIII ს.), გომარეთის (განვითარებული შუა საუკ.) ეკლესიები, სამონასტრო კომპლექსი „ლამაზი საყდარი“ (XIII ს.), შუა საუკ. ქარვასლა, ციხე-ქვაბი, მუსის ციხე და სხვ.


ციხეები: მოდინახეს ციხე, დმანისის ნაქალაქარის ციხე.


დმანისის ნაქალაქარი.


ეკლესიები: ბედიანის წმ. გიორგი, ბედიანის მონასტერი, ქციის მონასტერი, ქციის ეკლესია??, მაშავერას წმ. გიორგი, ზემო ყარაბულაღის ეკლესია, ველისციხის ეკლესია, სარკინეს ეკლესია, განახლების წმ. ელია, ამაღლების ეკლესია, სარკინეთის ამაღლების ეკლესია, შვიდიძმის ეკლესია, გომარეთის კვირაცხოველი, გომარეთის წმინდა მარიამი, გომარეთის ღვთისმშობლის ეკლესია, ქვემო ყარაბულაღის ეკლესია, შავსაყდრების ეკლესია, რევაზაშენის ეკლესია, სეფიაანთ საყდარი, ღვთისმშობლის ეკელსია, მამულოს ეკელსია.


მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის მრავალი ისტორიულ არქიტექტურული ძეგლი. აღსანიშნავია დმანისის სიონი, რომელიც მდებარეობს სოფელ პატარა დმანისის მახლობლად. იგი VI საუკუნით თარიღდება. 1213-1222 წწ. ლაშა-გიორგის მეფობის დროს დასავლეთიდან ტაძრისათვის მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭე მიუშენებიათ. კარიბჭის ერთ-ერთ წარწერაში მოხსენიებულია ლაშა-გიორგი. სოფელ ბოსლების მიდამოებში დგას ეკლესია ბოსლების სამება.


სოფელ ამამლოს მიდამოებშია XII ს. ამამლოს ეკლესია. სოფელ განთიადში შემორჩენილია ეკლესია ყალამშა. მუნიციპალიტეტში აღსანიშნავია აგრეთვე ზემო ოროზმანის, ზემო ყარაბულაღის, დიდი გომარეთის, კაკლიანის, სარკინეთისა და სხვა ეკლესიები.



გალერეა |



ლიტერატურა |



  • ჯაყელი ქ., ზარდალიშვილი გრ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 593-594, თბ., 1978 წელი.

  • დ. ბერძენიშვილი. დ. სვანიძე. ქ. ჯაყელი, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014 წელი.

  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974.


რესურსები ინტერნეტში |


  • დმანისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი

  • ქვემო ქართლი – დმანისის მუნიციპალიტეტი


სქოლიო |




  1. http://census.ge/en/home



  2. http://silknet.com/?module=popup_content&language=ge&product_id=8&type_id=20&attr=city_indexes



  3. http://www.gpost.ge



  4. საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ


  5. საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — დმანისის მუნიციპალიტეტი

  6. 6.06.16.2მარუაშვილი ლ. (1964). საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია (საქართველოს სსრ ბუნებრივი პირობების ზოგადი დახასიათება და რეგიონული აღწერილობა). თბილისი, საქ.: ცოდნა, გვ. 331-341. 


  7. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, დადგენილება №35 თავი IV, მუხლი 13


  8. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გზები




(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დმანისის_მუნიციპალიტეტი&oldid=3674099“-დან













სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.596","walltime":"0.755","ppvisitednodes":"value":7969,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":161892,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":80507,"limit":2097152,"expansiondepth":"value":15,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":2,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":12603,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":1,"limit":400,"timingprofile":["100.00% 586.898 1 -total"," 76.65% 449.868 1 თარგი:ინფოდაფა_ადმინისტრაციული_ერთეული"," 72.42% 425.024 1 თარგი:ინფოდაფა"," 32.50% 190.718 167 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 27.20% 159.651 36 თარგი:Wikidata"," 8.89% 52.202 2 თარგი:ნავდაფა"," 8.01% 47.017 1 თარგი:დმანისის_მუნიციპალიტეტი"," 6.13% 35.967 1 თარგი:Wikidata/p18"," 5.50% 32.257 1 თარგი:Wikidata/p1082"," 5.39% 31.660 6 თარგი:ფერი"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.154","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":2889708,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1262","timestamp":"20190816141728","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d3u10dbu10d0u10dcu10d8u10e1u10d8u10e1 u10dbu10e3u10dcu10d8u10eau10d8u10deu10d0u10dau10d8u10e2u10d4u10e2u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q681371","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q681371","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2005-03-17T12:25:16Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/c/ce/KK-Dmanisi-ka.svg","headline":"u10d0u10d3u10dbu10d8u10dcu10d8u10e1u10e2u10e0u10d0u10eau10d8u10e3u10da-u10e2u10d4u10e0u10d8u10e2u10ddu10e0u10d8u10e3u10dau10d8 u10d4u10e0u10d7u10d4u10e3u10dau10d8 u10d0u10e6u10dbu10ddu10e1u10d0u10d5u10dau10d4u10d7 u10e1u10d0u10e5u10d0u10e0u10d7u10d5u10d4u10dau10ddu10e8u10d8"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":138,"wgHostname":"mw1256"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單