Skip to main content

დასტინ ჰოფმანი სექციების სია ბიოგრაფია | ფილმოგრაფია | ჯილდოები და ნომინაციები | რესურსები ინტერნეტში | სქოლიო | სანავიგაციო მენიუდასტინ ჰოფმანიდასტინ ჰოფმანიდასტინ ჰოფმანის ვიდეო ინტერვიუ stv.tv-ზე. დეკემბერი, 2007კალიფორნიაში დაბადებულების არქივიYahoo! Movies - დასტინ ჰოფმანის ბიოგრაფიაFilm Reference.com - დასტინ ჰოფმანის ბიოგრაფიადასტინ ჰოფმანის ებრაული დაბრუნებაThe Tortoise and the Whoopee CushionHoffman to take director's chair for British comedyDustin Hoffman hears the cry of the multitudes, realizes there is no Little Fockers without himDustin Hoffman"Obama surfs through"Dustin Hoffman's Federal Campaign Contribution Reportაქვს გერმანიას რაიმე საწინააღმდეგო ამ ყმაწვილებთან?Dustin Hoffman Question at Jerusalem Film Festდასტინ ჰოფმანის ჯილდოების სრული სიარრAllRoviAlloCinéČSFDFilmportalბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზაკინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაKinoPoiskMovieMeterMusicBrainzБольшая каталонскаяБольшая российскаяBritannica (онлайн)Notable Names DatabaseGENI.comWikiTree90913242a10100817XX1060027138952597406265311185524141109960000 0001 2148 4241n8014879700026088200620828jn200007007263513435207092242Xn97089671277995027382648115078603115078603

ემილ იანინგსიუორნერ ბაგსტერიჯორჯ არლისილაიონელ ბერიმორიფრედრიკ მარჩიჩარლზ ლოტონიკლარკ გეიბლივიქტორ მაკლაგლენიპოლ მუნისპენსერ ტრეისისპენსერ ტრეისირობერტ დონატიჯეიმზ სტიუარტიპოლ ლუკასიალექსანდერ ნოქსირეი მილანდიგრეგორი პეკირონალდ კოლმანილორენს ოლივიებროდერიკ კროუფორდიხოსე ფერერიფრედრიკ მარჩიგერი კუპერისპენსერ ტრეისიმარლონ ბრანდოერნესტ ბორგნაინიკირკ დაგლასიალეკ გინესიდევიდ ნივენიენტონი ფრანჩოზაბერტ ლანკასტერი


ამერიკელი მსახიობებიდაბადებული 8 აგვისტოდაბადებული 1937ოსკარის მფლობელი კინომსახიობებიემის ჯილდოს მფლობელებიგერმანელი ამერიკელები


ინგლ.8 აგვისტო1937ოსკარისაოქროს გლობუსისBAFTAემის პრემიისამერიკელიმსახიობი19601966თეატრის მსოფლიოსადრამის საწერი მაგიდის196719378 აგვისტოსლოს-ანჯელესშიკალიფორნიააშშColumbia Picturesებრაელები1955ჯინ ჰეკმენთანნიუ-იორკში1960-იან წლებში1967ფარგოშივილიამ საროიანის1966მაიკ ნიკოლსმაპროდიუსერებში1968ჯონ სებასტიანისამურეი შიზგალისმიუზიკლშიდრამის საწერი მაგიდის196925 მაისს„შუაღამის კოვბოის“„პატარა დიდი კაცი“„ვინ არის ჰარი კელერმანი და რატომ თქვა ეს საშინელებები ჩემზე?“„თივის ძაღლები“„პაპილონი“„ლენი“1976„პრეზიდენტის მთელი მხედრიონი“„მარათონელი“უილიამ გოლდმენისამავე სახელის ნოველის„გამოსაცდელი ვადასა“„აგათაში“ოსკარისმერილ სტრიპიოპერაშიოქროს ჟოლოს ჯილდოზებარი ლევინსონისტომ კრუზთანსინ კონერთან19911990-იან წლებშიუორენ ბიტისსტივენ სპილბერგისოქროს გლობუსისბრედ პიტთანრობერტ დე ნიროსთანშერონ სტოუნსასამუელ ლ. ჯექსონთან2003ჯეიმზ ფოულისჯინ ჰეკმენისთან20042005ენდი გარსიას2006პატრიკ ზუსკინდისრომანის200750 Cent2008HBOBBCმეგი სმიტიალბერტ ფინი1969მაისში196615 ოქტომბერი19701980ოქტომბერშიჯეიკ ჰოფმანი20 მარტი198117 მარტი198330 აგვისტო198427 ოქტომბერი19831970გრინვიჩის სოფელში2002 წლისლიბერალიდემოკრატიულ პარტიასარალფ ნადერს1997ჰოლივუდისჰემლუტ კოლისადმირობერტ დიუვალინიუ-იორკშისენდი მეისნერილი სტრასბერგისმსახიობობის მეთოდზეჯინ ჰეკმენთანღაზის სექტორის ნაპირებთან










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98_%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები"u003Eu003Cimg alt="Khevi, Georgia — View of Gergeti Trinity Church.jpg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5f/Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg/100px-Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg" decoding="async" width="100" height="57" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5f/Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg/150px-Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5f/Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg/200px-Khevi%2C_Georgia_%E2%80%94_View_of_Gergeti_Trinity_Church.jpg 2x" data-file-width="900" data-file-height="510" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98_%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები"u003Eეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლებისu003C/au003E კონკურსი დაიწყო! ჩაერთეთ და მოიგეთ პრიზები!u003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




დასტინ ჰოფმანი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search






Disambig-dark.svg

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰოფმანი.





















დასტინ ჰოფმანი

Dustin Hoffman Quartet avp 2013 2.jpg
დაბ. სახელი
დასტინ ლი ჰოფმანი
დაბ. თარიღი
8 აგვისტო, 1937 (1937-08-08) (81 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
აქტიური
1967-დღემდე
მეუღლე(ები)
ენი ბერნი (1969-1980)
ლიზა გოტზეგენი (1980-დღემდე)
მშობლები
მამა: ჰარი ჰოფმანი
დედა: ლილიან ჰოფმანი (გოლდი)
ოსკარი
საუკეთესო მსახიობი
1979 კრამერი კრამერის წინააღმდეგ
1988 წვიმის კაცი
ოქროს გლობუსი
წლის მსახიობი
1968 კურსდამთავრებული
საუკეთესო მსახიობი - დრამა
1980 კრამერი კრამერის წინააღმდეგ
1989 წვიმის კაცი
საუკეთესო მსახიობი - მუსიკალური/კომედია
1983 ტუტსი
საუკეთესო მსახიობი - მინისერიალი/TV ფილმი
1986 კომივოიაჟორის სიკვდილი
სესილ ბ. დემილის ჯილდო
1997 ცხოვრებაში მიღწეული წარმატებებისათვის
BAFTA
საუკეთესო ახალბედა
1969 კურსდამთავრებული
საუკეთესო მსახიობი
1970 ჯონი და მარი; შუაღამის კოვბოი
1984 ტუტსი
ემი
უმნიშვნელო მთავარი როლი - მინისერიალი/ფილმი
1986 კომივოიაჟორის სიკვდილი
სხვა ჯილდოები
NYFCC ჯილდო - საუკეთესო მსახიობი
1979 კრამერი კრამერის წინააღმდეგ
ბერლინის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი
1989 ცხოვრებაში მიღწეული წარმატებებისათვის
კარიერის ოქროს ლომი
1996 ცხოვრებაში მიღწეული წარმატებებისათვის
AFI ცხოვრებაში მიღწეული წარმატებებისათვის
1999 ცხოვრებაში მიღწეული წარმატებებისათვის

დასტინ ჰოფმანი[1] (ინგლ. Dustin Lee Hoffman დ. 8 აგვისტო, 1937) — ორგზის კინოაკადემიის ოსკარისა და ექვსგზის ოქროს გლობუსის მფლობელი, სამგზის BAFTA-სა და ემის პრემიის ლაურეატი ამერიკელი მსახიობი. 1960 წლიდან, ჰოფმანმა გამოიარა სატელევიზიო, კინო და თეატრალური კარიერა. მისი პირველი კრიტიკული ქება მოჰყვა 1966 წლის სპეკტაკლში Eh? თამაშს, რითაც მან მიიღო თეატრის მსოფლიოსა და დრამის საწერი მაგიდის ჯილდოები. მას მალევე მოჰყვა ბენ ბრედოკის როლი 1967 წლის ფილმში კურსდამთავრებული. ამ ფილმის წარმატების შემდეგ, ჰოფმანის კარიერა ძირითადად გაგრძელდა ფილმების სამყაროში, მხოლოდ რამდენიმე არარეგულარული დაბრუნებებით ტელევიზიასა და სცენაზე. მისი მნიშვნელოვანი ფილმებია: შუაღამის კოვბოი (1969), პატარა დიდი კაცი (1970), ლენი (1974), პრეზიდენტის მთელი გარემოცვა (1976), კრამერი კრამერის წინააღმდეგ (1979), ტუტსი (1982), წვიმის კაცი (1988), კაუჭა (1991), მძინარენი (1996), ძაღლის კუდის ქიცინი (1997), ფაკერების გაცნობა (2004) და ჰარვის ბოლო შანსი (2008).




სექციების სია





  • 1 ბიოგრაფია

    • 1.1 ცხოვრების ადრეული წლები


    • 1.2 კარიერა

      • 1.2.1 ადრეული ფილმების კარიერა


      • 1.2.2 მნიშვნელოვანი როლები



    • 1.3 პირადი ცხოვრება


    • 1.4 ოჯახი



  • 2 ფილმოგრაფია


  • 3 ჯილდოები და ნომინაციები

    • 3.1 ოსკარი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის


    • 3.2 BAFTA


    • 3.3 ოქროს გლობუსი


    • 3.4 ლოს-ანჯელესის ფილმების კრიტიკოსთა ასოციაცია


    • 3.5 ნიუ იორკის ფილმების კრიტიკოსების წრე


    • 3.6 მსახიობების გილდი


    • 3.7 MTV-ის ფილმების დაჯილდოება


    • 3.8 ენი



  • 4 რესურსები ინტერნეტში


  • 5 სქოლიო




ბიოგრაფია |



ცხოვრების ადრეული წლები |


დასტინ ჰოფმანი დაიბადა 1937 წლის 8 აგვისტოს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნია, აშშ. დედა - ლილიანი, მამა - ჰარი ჰოფმანი, რომელიც მუშაობდა Columbia Pictures-ში, მანამ სანამ გახდებოდა ავეჯის გამყიდველი[2][3]. მისი ძმა, რონალდი არის ადვოკატი და ეკონომისტი. ჰოფმანის ოჯახის წევრები იყვნენ ებრაელები, თუმცა მას არ ჰქონდა რელიგიური აღზრდა[4][5]. 1955 წელს, მან დაამთავრა ლოს-ანჯელესის უმაღლესი სასწავლებელი.



კარიერა |



ადრეული ფილმების კარიერა |


დასტინ ჰოფმანმა მსახიობობა თეატრ ”პასადენა ფლეიჰაუისში” დაიწყო ჯინ ჰეკმენთან ერთად. ორი წლის შემდეგ იგი ნიუ-იორკში გადავიდა ჰეკმენთან ერთად. პირველი როლის მიღებამდე ჰოფმანმა მრავალი სამუშაო გამოიცვალა, მათ შორის მუშაობდა: პიჯაკის შემმოწმებლად რესტორანში, ბეჭვდის განყოფილებაში "ყვითელი ფურცლების" გამოცემაში, პროფესიონალ არომატის შემმოწმებლად ”მაქსუელ ჰაუსში” და სხვ.


1960-იან წლებში, ჰოფმანმა დაიწყო გამოჩენა სატელევიზო შოუებსა და ფილმებში, მათ შორის შიშველ ქალაქში, დამცველებსა და ჰომარკის დიდების დარბაზში. ჰოფმანის თეატრალური კინოდებიუტი შედგა 1967 წელს ფილმში The Tiger Makes Out. ამ ფილმის გადაღების შემდეგ, ჰოფმანი ნიუ-იორკიდან ფარგოში გაემგზავრა, სადაც ვილიამ საროიანის ტელეპროექ ”შენი ცხოვრების დროში” მიიღო მონაწილეობა.



მნიშვნელოვანი როლები |




ჰოფმანი საფრანგეთში (1985)


1966 წელს მაიკ ნიკოლსმა დაიწყო მსახიობების შერჩევა ფილმისთვის „კურსდამთავრებული“. მოლაპარაკებები უორენ ბიტისა და რობერტ რედფორდთან ჩაიშალა, ამიტომ ფილმში მიიწვიეს ჰოფმანი. ჰოფმანს დაგეგმილი ჰქონდა პროდიუსერებში თამაში, მაგრამ თავისი წარმატების შემდეგ ფილმში კურსდამთავრებული, მან არჩია ბენჟამილ ბრედოკის როლის თამაში „კურსდამთავრებულში“. ფილმის ეკრანზე გამოშვება დაიწყო 1967 წელს. ამ ფილმის მეშვეობით ჰოფმანი წარდგენილი იქნა კინოაკადემიის ოსკარის ნომინაციაზე. ფილმი გამოდგა საკმაოდ წარმატებული და ამის შემდეგ, 1968 წელს, ჰოფმანი გამოჩნდა ფილმში „მადიგანის მილიონები“.


1968 წლის დეკემბერში ჰოფმანი დაბრუნდა ბროდვეიში რათა გამოსულიყო ჯონ სებასტიანისა და მურეი შიზგალის მიუზიკლში - ჯიმი შაინი. ამ როლის შესრულებისთვის ჰოფმანმა მიიღო დრამის საწერი მაგიდის ჯილდო. დადგმის დატოვებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, 1969 წლის 25 მაისს შედგა ჰოფმანის შემდეგი მნიშვნელოვანი ფილმის, „შუაღამის კოვბოის“ პრემიერა აშშ-ის თეატრებში. რატსო რიზოს როლისთვის ჰოფმანი მეორეჯერ წარდგა ოსკანის ნომინაციაზე, თუმცა ჯილდო ვერ დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმმა გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო სურათი. შემდეგ წელს ჰოფმანი გამოჩნდა ფილმში „პატარა დიდი კაცი“, სადაც მან ითამაშა ჯეკ კრაბის როლი.


მომდევნო წლებში ჰოფმანი აგრძელებს ბევრ მნიშვნელოვან ფილმში თამაშს: „ვინ არის ჰარი კელერმანი და რატომ თქვა ეს საშინელებები ჩემზე?“, „თივის ძაღლები“, „პაპილონი“ და „ლენი“. ფილმისთვის ლენი ჰოფმანმა მიიღო თავისი მესამე ნომინაცია ოსკარის დაჯილდოებაზე.


1976 წელს ჰოფმანმა და რობერტ რედფორდმა ითამაშეს ფილმში „პრეზიდენტის მთელი მხედრიონი“, კარლ ბერნშტეინის და ბობ ვურდვადის როლებში. ამას მოყვა წარმატებული გამოსვლა წარმატებულ ფილმში „მარათონელი“. ფილმი გადაღებული იქნა უილიამ გოლდმენის ამავე სახელის ნოველის მიხედვით.


ჰოფმანის შემდეგი როლები არ იყო ისეთი წარმატებული, როგორიც წინა წლებში. ამ წლებში, მათ ითამაშა „გამოსაცდელი ვადასა“ და „აგათაში“.


ჰოფმანის შემდეგი ფილმი იყო კრამერი კრამერის წინააღმდეგ, რომლის მეშვეობითაც მან მიიღო თავისი პირველი ოსკარის პრიზი, ნომინაციისთვის საუკეთესო მსახიობი. ფილმმა ასევე აიღო საუკეთესო ფილმის ჯილდო, საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი (მერილ სტრიპი) და საუკეთესო რეჟისორი. ფილმში ტუტსი, ჰოფმანი ანსახიერებს მაიკლ დორსს, რომელიც ცდილობს გამოიყურებოდეს ქალივით იმ მიზნით. რომ მიიღოს როლი ოპერაში. ტუტსი წარდგენილი იყო ათ ოსკარის ნომინაციაზე, მათ შორის მეოთხეზე - ჰოფმანი.


ამის შემდეგ ჰოფმანი დაბრუნდა ტელევიზიაში ვილი ლომანის როლით ტელეფილმში კომივოიაჟორის სიკვდილი, რომლითაც მან მიიღო ემის ჯილდო ნომინაციისთვის უმნიშვნელო მთავარი როლი - მინისერიალი/ფილმი და ოქროს გლობუსის ჯილდო ნომინაციისთვის საუკეთესო მსახიობი - მინისერიალი/სატელევიზიო ფილმი.


ჰოფმანს წარუმატებლომა მოუტანა ელეინ მეის ფილმმა იშთარი, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე აკრიტიკებდნენ. ფილმი იყო ნომინირებული სამჯერ ოქროს ჟოლოს ჯილდოზე. ეს დაჯილდოება ავლენს წლის ყველაზე ცუდ ფილმებს.


ბარი ლევინსონის ფილმში წვიმის კაცი, ჰოფმანმა ითამაშა რეიმონდ ბაბიტის როლი ტომ კრუზთან ერთად. ლევინსონი, ჰოფმანი და კრუზი მუშაობდნენ ფილმისთვის ორი წელი. ჰოფმანმა ამ ფილმში გამოსვლით მიიღო თავისი მეორე ოსკარის ჯილდო.




დასტინ ჰოფმანი და ტომ კრუზი ფილმში წვიმის კაცი


წვიმის კაცის შემდეგ, ჰოფმანი გამოვიდა სინ კონერთან ერთად ფილმში ოჯახის ბიზნესი. 1991 წელს, ჰოფმანმა გაახმოვანა სიმფსონების ერთ-ერთი პერსონაჟი - მისტერ ბერგსტორნი, ეპიზოდში ”ლიზას დამხმარე”.


1990-იან წლებში ჰოფმანი გამოჩნდა ბევრ დიდ სტუდიურ ფილმებში, როგორებიცაა უორენ ბიტის დიკ ტრეისი, გმირი, ბილი ბეტგეითი. მან ასევე ითამაშა კაპიტანი კაუჭას როლი სტივენ სპილბერგის ფილმში კაუჭა და წარდგენილი იქნა ოქროს გლობუსის ნომინაციაზე. ჰოფმანმა ითამაშა მთავარი როლი ფილმში აჯანყება. ამას მოყვა როლი ბრედ პიტთან და რობერტ დე ნიროსთან ერთად ფილმში მძინარენი.


ჰოფმანი წარდგენილი იქნა უკვე მეშვიდედ ოსკარის ნომინაციაზე მისი როლისთვის ფილმში ძაღლის კუდის ქიცინი. მისი შემდეგი ფილმი იყო სფერო, სადაც მან ითამაშა შერონ სტოუნსა და სამუელ ლ. ჯექსონთან ერთად.


ჰოფმანი შემდეგ გამოჩნდა ფილმში მთვარის შუქი. 2003 წელს ჰოფმანმა ითამაშა ჯეიმზ ფოულის ფილმში თაღლითობა. ასევე ითამაშა ამავე წელს გადაღებულ ფილმში განაჩენი ფულით, სადაც იგი ასრულებდა როლს თავის ძველ მეგობართან, ჯინ ჰეკმენისთან ერთად.


2004 წელს ჰოფმანმა ითამაშა ხუთ ფილმში, რაც საკმაოდ წარმატებული გამოდგა მისი კარიერისთვის. ეს ფილმებია: Freedom2speak v2.0, ჯადოსნური ქვეყანა, გულების მტეხველნი, ფაკერების გაცნობა, ლემონი სნიკეტი: 33 უიღბლობა. 2005 წელს, ფაკერების გაცნობით ჰოფმანმა მოიგო MTV-ის ფილმების ჯილდო ნომინაციაზე საუკეთესო კომედიური როლის შემსრულებელი. ამავე 2005 წელს ჰოფმანმა ითამაშა ენდი გარსიას ფილმში დაკარგული ქალაქი.


2006 წელს ჰოფმანი გამოჩნდა ფილმში პერსონაჟში, ამას მოყვა ამავე წლის საკმაოდ წარმატებული ფილმი სუნამო: ერთი მკვლელის ისტორია, რომელიც გადაღებული იყო პატრიკ ზუსკინდის რომანის, სუნამოს მიხედვით. ამ წელს, ჰოფმანმა ითამაშა უმნიშვნელო როლი შვებულებაში.


2007 წელს ჰოფმანი გამოჩნდა 50 Cent-ის კლიპში Follow My Lead და ითმაშა ამავე წლის საკმაოდ წარმატებულ ფილმში მისტერ მაგორიუმის ჯადოსნური მაღაზია.


დასტინ ჰოფმანმა გაახმოვანა 2008 წლის მულტფილმების, კუნგ-ფუ პანდას პერსონაჟი მასტერ შიფუ და დესპეროს თავგადასავლის პერსონაჟი რუსკურო. ამ წელსვე ჰოფმანმა ითამაში ფილმში ჰარვის ბოლო შანსი.


ჰოფმანის გამოჩენა იგეგმება HBO-ის დრამაში იღბალი, სადაც იგი ითამაშებს კაცის როლს, რომელიც ჩართულია ისეთ აქტივობებში, როგორიცაა წიგნების ბეჭდვა და კაზინოს მართვა[6]. იგი ასევე იქნება BBC-ის ფილმის, კვარტეტის რეჟისორი, სადაც მთავარ რულს შეასრულებენ მეგი სმიტი და ალბერტ ფინი.[7] მან ითამაშა 2010 წლის ფილმში პატარა ფაკერები, რომელიც გაგრძელებაა ფილმისა - ფოკერების გაცნობა[8]



პირადი ცხოვრება |




დასტინ ჰოფმანი (შუაში), მისი ცოლი - ლიზა გოტზეგენი (მარცხნივ) და შვილი - ჯეკ ჰოფმანი (მარჯვნივ)


1969 წლის მაისში ჰოფმანი დაქორწინდა ანი ბერნიზე[9]. წყვილს ჰყავს ორი შვილი, კარინა (დ. 1966) და ჯენა (დ. 15 ოქტომბერი, 1970). კარინა არის ნაშვილები. წყვილი ერთმანეთს გაშორდნენ 1980 წელს. ამავე წლის ოქტომბერში იგი დაქორწინდა ადვოკატ ლისა გოტსეგენზე. მათ ჰყავთ ოთხი შვილი. ჯეიკ ჰოფმანი (დ. 20 მარტი, 1981), რებეკა (დ. 17 მარტი, 1983), მაქსუელ ჯეფრი (დ. 30 აგვისტო, 1984) და ალექსანდა ლიდია (დ. 27 ოქტომბერი, 1983). ჰოფმანს ასევე ჰყავს ორი შვილიშვილი.


1970 წელს ჰოფმანი და ბერნი ცხოვრობდნენი გრინვიჩის სოფელში, იმ შენობის გვერდით, რომელიც The Weatherman-ის წევრებმა დაანგრიეს საძირკველში დამონტაჟებული ბომბით. შემთხვევის დროს გარდაიცვალა 3 ადამიანი. 2002 წლის დოკუმენტურ ფილმში The Weather Underground, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ჰოფმანი, რომელიც დგას ქუჩაზე აფეთქების შემდეგ[10]


პოლიტიკური ლიბერალი, ჰოფმანი დიდი ხნის განმავლობაში უჭერდა მხარს დემოკრატიულ პარტიასა და რალფ ნადერს[11]. 1997 წელს იგი იყო პირველი ჰოლივუდის ვარსკვლავი და აღმასრულებელი, რომელმაც ხელი მოაწერა გერმანელი კანცლერისადმი, ჰემლუტ კოლისადმი მიწერილ ღია წერილს, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ International Herald Tribune-ში რეკლამის სახით და აპროტესტებდა გერმანიის მეცნიერების ქმედებას[12].


რობერტ დიუვალი იყო ჰოფმანის ოთახის მეზობელი მსახიობობასთან ბრძოლის წლებში ნიუ-იორკში. დიუვალი და ჰოფმანი ერთმანეთს აჯავრებდნენ მსახიობობაში ვარჯიშისას. როდესაც დიუვალს წვრთნიდა სენდი მეისნერი, ჰოფმანი უბრალოდ შეჩერდა ლი სტრასბერგის მსახიობობის მეთოდზე. ჰოფმანი კვლავ ახლოს მეგობრობს მსახიობ ჯინ ჰეკმენთან, რომელიც ასევე გალხავთ დიუვალის მეგობარიც.


ბევრი მითქმა-მოთქმა და დისკუსია გაიმართა იმაზე, რომ ჰოფმანი გამოეთიშა იერუსალიმის ფილმების ფესტივალს ღაზის სექტორის ნაპირებთან მომხდარი კონფლიქტის გამო. თუმცა მისმა წარმომადგენელმა განაცხადე ნიუ-იორკ ტაიმზში, რომ ამ მოხსენებაში არანაირი სიმართლე არ იყო[13].



ოჯახი |


  • ძმა: რონ ჰოფმანი. უფროსი

  • მამა: ჰერვი ჰოფმანი.

  • დედა: ლილიან ჰოფმანი.

  • ქალიშვილი: ალექსანდრა ჰოფმანი. დ. 1987; დედა - ლიზა გოტზეგენი

  • ქალიშვილი: ჯენა ჰოფმანი. დ. 15 ოქტომბერი, 1970; დედა - ენი ბეირნი

  • ქალიშვილი: კარინა ჰოფმანი-ბირკიდი. დ. 1966; ნაშვილები; დედა - ენი ბეირნი; მამა - ბეირნის პირველი მეუღლე

  • ქალიშვილი: რებეკა ჰოფმანი. დ. 17 მარტი, 1983; დედა - ლიზა გოტზეგენი; ითამაშა ჯეინის როლი ფილმში ”ჰუკი” (1991)

  • ვაჟი: იაკობ ჰოფმანი. დ. 20 მარტი, 1981; დედა - ლიზა გოტზეგენი; ითამაშა ფილმ ”ჰუკის” ერთ-ერთ სცენეაში (1991)

  • ვაჟი: მაქს ჰოფმანი. დ. 30 აგვისტო, 1984; დედა - ლიზა გოტზეგენი; ითამაშა პიტერ პენის როლი ფილმში ”ჰუკი” (1991)


ფილმოგრაფია |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : დასტინ ჰოფმანის ფილმოგრაფია.

დასტინ ჰოფმანის ფილმოგრაფია ითვლის 80-მდე ფილმს. ამათგან უდიდეს ნაწილში მთავარი ან მეორეხარისხოვანი როლი აქვს ნათამაშები, რამდენიმე ფილმი კი საკუთარი რეჟისურითაა გადაღებული. ჰოფმანი ასევე რამდენიმე ფილმის პროდიუსერიცაა.



ჯილდოები და ნომინაციები |



ოსკარი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის |


  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - ძაღლის კუდის ქიცინი (1997)

  • ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი - წვიმის კაცი (1988)

  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - ტუტსი (1982)

  • ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი - კრამერი კრამერის წინააღმდეგ (1979)

  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - ლენი (1974)

  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - შუაღამის კოვბოი (1969)

  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - კურსდამთავრებული (1967)


BAFTA |


  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - წვიმის კაცი (1990)

  • ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი - ტუტსი (1984)

  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - კრამერი კრამერის წინააღმდეგ (1981)

  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - მარათონელი (1977)

  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - პრეზიდენტის მთელი გარემოცვა (1977)

  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - ლენი (1976)

  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - პატარა დიდი კაცი (1972)

  • ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი - ჯონი და მარი (1970)

  • ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი - შუაღამის კოვბოი (1970)

  • ლაურეატი: საუკეთესო იმედისმომცემი ახალბედა - კურსდამთავრებული (1969)


ოქროს გლობუსი |


  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი მუსიკალურ/კომედიურ ფილმში - ჰარვის ბოლო შანსი (2009)

  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი მუსიკალურ/კომედიურ ფილმში - ძაღლის კუდის ქიცინი (1998)

  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი მუსიკალურ/კომედიურ ფილმში - ჰუკი (1992)

  • ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი დრამა ფილმში - წვიმის კაცი (1989)

  • ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი მუსიკალურ/კომედიურ ფილმში - ტუტსი (1983)

  • ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი დრამა ფილმში - კრამერი კრამერის წინააღმდეგ (1980)

  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი დრამა ფილმში - მარათონელი (1977)

  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი დრამა ფილმში - ლენი (1975)

  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი დრამა ფილმში - შუაღამის კოვბოი (1970)

  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი მუსიკალურ/კომედიურ ფილმში - ჯონი და მარი (1970)

  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი მუსიკალურ/კომედიურ ფილმში - კურსდამთავრებული (1968)

  • ლაურეატი: წლის საუკეთესო მამაკაცი ვარსკვლავი - კურსდამთავრებული (1968)


ლოს-ანჯელესის ფილმების კრიტიკოსთა ასოციაცია |


  • ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი - კრამერი კრამერის წინააღმდეგ (1979)


ნიუ იორკის ფილმების კრიტიკოსების წრე |


  • ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი - კრამერი კრამერის წინააღმდეგ (1979)


მსახიობების გილდი |


  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - ძაღლის კუდის ქიცინი (1997)


MTV-ის ფილმების დაჯილდოება |


  • ლაურატი: საუკეთესო კომედიური შესრულება - ფოკერების გაცნობა (2005)


ენი |


* ლაურეატი: საუკეთესო გახმოვანება ანიმაციურ ფილმში - კუნგ-ფუ პანდა (2009)


შენიშვნა: ფრჩზილებში ნაჩვენებია დაჯილდოების წლები. სია არასრულია[14]



რესურსები ინტერნეტში |



Commons-logo.svg

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
დასტინ ჰოფმანი




  • დასტინ ჰოფმანი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IMDb).


  • დასტინ ჰოფმანი — ინტერნეტ ბროდვეის მონაცემთა ბაზაში (IBDb)

  • დასტინ ჰოფმანის ვიდეო ინტერვიუ stv.tv-ზე. დეკემბერი, 2007


სქოლიო |




  1. კალიფორნიაში დაბადებულების არქივი


  2. Yahoo! Movies - დასტინ ჰოფმანის ბიოგრაფია


  3. Film Reference.com - დასტინ ჰოფმანის ბიოგრაფია


  4. დასტინ ჰოფმანის ებრაული დაბრუნება


  5. The Tortoise and the Whoopee Cushion


  6. "Casting Call". TV Guide. March 15–21, 2010.


  7. “Hoffman to take director's chair for British comedy“, BBC News, May 18, 2010. წაკითხვის თარიღი: May 18, 2010. 


  8. O'Neal, Sean. Dustin Hoffman hears the cry of the multitudes, realizes there is no Little Fockers without him. The A.V. Club. წაკითხვის თარიღი: December 22, 2010.


  9. Dustin Hoffman at Tribute.ca. Retrieved 2008-01-23.


  10. Paglia, Camille (November 12, 2008). "Obama surfs through". Salon. http://www.salon.com/opinion/paglia/2008/11/12/palin/index1.html. "..the 2002 documentary "The Weather Underground"... the news footage of the Greenwich Village townhouse destroyed in 1970 by bomb-making gone wrong in the basement still has enormous impact. Standing in the chaotic street, actor Dustin Hoffman, who lived next door, seems like Everyman at the apocalypse."


  11. Dustin Hoffman's Federal Campaign Contribution Report. Newsmeat. წაკითხვის თარიღი: January 23, 2008.


  12. ბონფანტე, ჯორდან; ვან ვურსტი, ბრიუსი (1997-02-10). "აქვს გერმანიას რაიმე საწინააღმდეგო ამ ყმაწვილებთან?", Time


  13. იტზკოფი, დეიფ. “Dustin Hoffman Question at Jerusalem Film Fest“, nytimes, 12 ივლისი, 2010. წაკითხვის თარიღი: September 14, 2010. 


  14. დასტინ ჰოფმანის ჯილდოების სრული სია









(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დასტინ_ჰოფმანი&oldid=3533913“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.712","walltime":"1.016","ppvisitednodes":"value":7027,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":116673,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":51490,"limit":2097152,"expansiondepth":"value":21,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":3,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":7870,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":1,"limit":400,"timingprofile":["100.00% 744.617 1 -total"," 36.93% 274.969 1 თარგი:ავტორიტეტული_წყაროები"," 25.58% 190.494 1 თარგი:ინფოდაფა_პიროვნება"," 23.96% 178.416 1 თარგი:ინფოდაფა"," 14.70% 109.486 1 თარგი:სქოლიო"," 10.31% 76.772 166 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 8.03% 59.785 1 თარგი:Lang-en"," 7.73% 57.563 2 თარგი:Cite_journal"," 6.96% 51.808 2 თარგი:ნავდაფა"," 6.92% 51.525 1 თარგი:ოსკარი_საუკეთესო_მსახიობი_მამაკაცისთვის"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.148","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":3223921,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1241","timestamp":"20190727072633","ttl":3600,"transientcontent":true););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d3u10d0u10e1u10e2u10d8u10dc u10f0u10ddu10e4u10dbu10d0u10dcu10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C_%E1%83%B0%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q42930","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q42930","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2008-05-02T17:42:07Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/7/7e/Dustin_Hoffman_Quartet_avp_2013_2.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":1212,"wgHostname":"mw1241"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

François Viète Contents Biography Work and thought Bibliography See also Notes Further reading External links Navigation menup. 21Google Bookspp. 75–77Google BooksDe thou (from University of Saint Andrews)ArchivedGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle booksGoogle Bookscc-parthenay.frL'histoire universelle (fr)Universal History (en)ArchivedAdsabs.harvard.eduPagesperso-orange.frArchive.orgChikara Sasaki. Descartes' mathematical thought p.259Google BooksGoogle BooksGoogle Bookspp. 152 and onwardGoogle BooksGoogle BooksScribd.comGoogle Books1257-7979Google BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGoogle BooksGallica.bnf.frGoogle BooksGoogle Books"François Viète"Francois Viète: Father of Modern Algebraic NotationThe Lawyer and the GamblerAbout TarporleySite de Jean-Paul GuichardL'algèbre nouvelle"About the Harmonicon"cb120511976(data)1188044800000 0001 0913 5903n82164680ola2013766880073431702w6vt1sb70287374827140948071409480