Skip to main content

ესპანეთის სამოქალაქო ომი სექციების სია წინარეისტორია | ომის დაწყება | ომის მიმდინარეობა (ნოემბერი, 1936 — 17 მაისი, 1937) | საბრძოლო მოქმედებები (17 მაისი, 1937 — დეკემბერი, 1938) | დასკვნითი ფაზა | მიზეზები | შედეგები | მნიშვნელოვანი ფიგურები | პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები | იხილეთ აგრეთვე | ლიტერატურა | სქოლიო | სანავიგაციო მენიუNo pasaran!ფრანკოს ჯარის მოხალისის, ლოპუხინის დღიური, 1937ომი ესოანეთში. ესპანელ ეპისკოპოსთა საერთო მოწოდება მსოფლიოს ეპისკოპოსთადმი.«საბჭოელი სამხედრო კონსულის დღიური ბარსელონაში (1936 წელი)»«რუსეთ–ესპანეთი. რევოლუციის 2 პიკი მსოფლიო ომებს შრის»«2 წელი ესპანეთში»ანარქო-სინდიკალიზმი ესპანეთის სამოქალაქო ომში 1936—1939 წლებში.«ესპანეთის რევოლუცია და არაგონის კომუნებიИ»შენიშვნები ესპანეთის რევოლუციაზედურუტის მეგობართა მანიფესტიესპანეთის სამოქალაქო ომიესპანეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია (1931)პროფესორი მარეკ იან ჩოდაკიევიჩი ესპანეთის სამოქალაქო ომშიესეთა კოლექციაანარქიზმი ესპანეთის რევოლუციისასანარქოსტატისტები ესპანეთშიანარქისტების პასუხიკათოლიკეთა დამცირებისა და ტანჯვის აღწერა სამოქალაქო ომის დროს (ვატიკანის გამოშვება)A selection of photos of the life behind the front from the CNT photo archive at the International Institute of Social HistoryA History of the Spanish Civil WarSpanish Civil War InfoLa Cucaracha, The Spanish Civil War DiaryAmerican Jews in Spanish Civil WarSpain, 1931-36, From Monarchy to Civil War, An Eyewitness AccountColumbia Historical Review Dutch Involvement in the Spanish Civil WarNoam Chomsky’s Objectivity and Liberal ScholarshipCivil War Documentaries made by the CNTესპანეთის სამოქალაქო ომის ქრონოლოგიაnopasaran36, The Spanish Civil War En,Es,Ca,Fr,Ruპორტუგალია: მეოცე საუკუნის ინტერპრეტაციაფაშიზმი ესპანეთში, 1923-1977სტენლი გ. პეინი. ფაშიზმი ესპანეთში, 1923-1977

რჩეული სტატიებიესპანეთის ისტორიაესპანეთის სამოქალაქო ომისამოქალაქო ომები1936193719381939XX საუკუნის ომები


ესპანეთშიმანუელ ასანიასმეორე ესპანეთის რესპუბლიკისსამხედრო გადატრიალებისესპანეთის არმიისდამოუკიდებელ მემარჯვენეთა ესპანური კონფედერაციაკარლისტებიფაშისტურიფალანგადიქტატურისფრანსისკო ფრანკოსსაბჭოთა კავშირიმექსიკაფაშისტური იტალიისანაცისტური გერმანიისგანესტადო ნოვოსპორტუგალიაშიაშშტექსაკოჯენერალ მოტორსიფორდ მოტორსიფაირსტოუნიევროპაშიმეორე მსოფლიო ომისერნესტ ჰემინგუეიმართა გელჰორნირობერტ კაპაევროპაშიპირველი მსოფლიო ომიესპანეთიანტანტისგერმანიასთანაც19131918191713 აგვისტოს191719221923მაროკოში192313 სექტემბერსმიგელ პრიმო დე რივერამსაფრანგეთთან192619271929მსოფლიო-ეკონომიკური კრიზისი193026 იანვარსსაფრანგეთში193114 თებერვალს14 აპრილსალფონსო XIIIალკალა სამორას1931მიგელ პრიმო დე რივერასხოსე ანტონიო პრიმო დე რივერამ19341934193616 თებერვალს1936მოლასნავარასაბურგოსშიფრანკოსმაროკოშიმადრიდშიგოდედსკატალონიაში17 ივლისს18 ივლისსესპანეთშიკანარისაბალეარისსანხურხო20 ივლისსპორტუგალიიდანესპანეთშიფრანკო19 ივლისსმაროკოში19 ივლისსმადრიდშიბარსელონასაკატალონიაშიასტურიამალაგაშივალენსიაშიბილბაოშისანტანდერსაკადისშიუელვასასევილიისგალისიაშინავარასაკასტილიაშიფაშისტურმა გერმანიამიტალიამპორტუგალიამმაროკოდან19362 აგვისტოსსაფრანგეთისლეონ ბლიუმი9 სექტემბერსლონდონში19361936მადრიდს4 სექტემბერსლარგო კაბალიეროსკასა დე კამპოსმოლა„მეხუთე კოლონას“ვალენსიაში19373 მაისსბარსელონაში193717 მაისსხ. ნეგრინის193719 ივნისსბილბაოსანტ-ანდერი1937ასტურიაარაგონისტერუელიი.პრიეტო19371938ხმელთაშუა ზღვის1938ბარსელონაში19388 აპრილს1938ებროვალენსიაზეფ. ფრანკომოლა19381938კატალონიაზე1939193927 თებერვალს19393 მარტსკარტახენისბიზერტაში5 მარტსმადრიდში193928 მარტს1939ფრანსისკო ფრანკომ










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/300px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/400px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 2x" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ესპანეთის სამოქალაქო ომი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search










ესპანეთის სამოქალაქო ომი

Испанская 11 интербригада в бою под Бельчите. 1937.jpg
რესპუბლიკური ბრიგადები 1937 წელს







თარიღი

17 ივლისი, 1936 — 1 აპრილი, 1939
მდებარეობა

ესპანეთი, მაროკო, ესპანეთის საჰარა, კანარის კუნძულები, ბალეარის კუნძულები, გვინეა.
შედეგი
ნაციონალისტების გამარჯვება; ესპანეთის მეორე რესპუბლიკის დაცემა.
მხარეები

ესპანეთის დროშა ესპანეთის მეორე რესპუბლიკა

სახალხო ფრონტი


მნკ/იაფ


მსკ


კმრ / Estat Català


ბასკეთის დროშა ბასკეთის არმია (1936–1937)


გპ

საერთაშორისო მხარდაჭერა



ინტერნაციონალური ბრიგადები


საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი


Flag of Mexico.svg მექსიკა


Flag of Spain (1938–1945).svg ნაციონალისტები

ესპანური ფალანგა


კარლისტები (1936–1937)


CEDA (1936–1937)


ალფონსიზმი (1936–1937)

საერთაშორისო მხარდაჭერა



Flag of Italy (1861–1946).svg იტალია


გერმანიის დროშა გერმანია


პორტუგალიის დროშა პორტუგალია [1]

მეთაურები

ესპანეთის დროშა მანუელ ასანა
ესპანეთის დროშა ჟულიან ბასტეირო
ესპანეთის დროშა ფრანსისკო ლარგო კაბალიერო
ესპანეთის დროშა ხუან ნეგრინი
ესპანეთის დროშა ინდალესიო პრიეტო
ესპანეთის დროშა ვისენტე როხო
ესპანეთის დროშა ხოსე მიახა
ესპანეთის დროშა ხუან მოდესტო
ესპანეთის დროშა ხუან ჰერნანდეს სარავია
ესპანეთის დროშა ბუენავენტურა დურუტი†
ლუის კომპანისი
ბასკეთის დროშა ხოსე ანტონიო აგუირე
ალფონსო დანიელ როდრიგეს კასტელაო

Flag of Spain (1938–1945).svg ხოსე სანხურხო†
Flag of Spain (1938–1945).svg გონსალო კეიპო დე ლიანო†
Flag of Spain (1938–1945).svg ემილიო მოლა
Flag of Spain (1938–1945).svg ფრანსისკო ფრანკო
Flag of Spain (1938–1945).svg ხუან იაგუე
Flag of Spain (1938–1945).svg მანუელ გოდედი†
Flag of Spain (1938–1945).svg მიგელ კაბანელიასი
ძალები
450 000 ჯარისკაცი
350 თვითმფრინავი
200 ქვემეხი
(1938) [2]
600 000 ჯარისკაცი
600 თვითმფრინავი
290 ქვემეხი
(1938) [3]
დანაკარგები

~500,000 [4]

ვიკისაწყობი Commons-logo.svgესპანეთის სამოქალაქო ომი

ესპანეთის სამოქალაქო ომი — მასშტაბური კონფლიქტი, რომელიც ესპანეთში მიმდინარეობდა 1936 წლის 17 ივლისიდან 1939 წლის 1 აპრილამდე. კონფლიქტი დაიწყო მანუელ ასანიას მეორე ესპანეთის რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობით ესპანეთის არმიის გენერალთა ერთი ჯგუფის მიერ. ნაციონალისტების გაძლიერებას ხელს უწყობდა დამოუკიდებელ მემარჯვენეთა ესპანური კონფედერაცია (Confederación Española de Derechas Autónomas, ან C.E.D.A), კარლისტები, და ფაშისტური ფალანგა (Falange Española de las J.O.N.S.).[5] ომი დასრულდა აჯანყებულთა ძალების გამარჯვებით, რესპუბლიკური მთავრობის დამხობით, და დიქტატურის დამყარებით, გენერალ ფრანსისკო ფრანკოს მეთაურობით. სამოქალაქო ომის შემდეგ ყველა მემარჯვენე პარტია ფრანკოს რეჟიმის მმართველ პარტიაში გაითქვიფა.[6]


რესპუბლიკელებს (republicanos) მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირი და მექსიკა, ხოლო აჯანყებულთა მიმდევრებს, ნაციონალისტებს (nacionales), მხარდაჭერა ჰქონდათ ფაშისტური იტალიისა და ნაცისტური გერმანიისგან, ასევე ავტორიტარული ესტადო ნოვოს რეჟიმისგან პორტუგალიაში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ოფიციალურად ნეიტრალური იყო, ძირითადი ამერიკული კორპორაციები, როგორიცაა ტექსაკო, ჯენერალ მოტორსი, ფორდ მოტორსი და ფაირსტოუნი მნიშვნელოვან დახმარებას უწევდნენ ნაციონალისტ აჯანყებულებს სატვირთო მანქანების, საბურავების, სამანქანო ხელსაწყოებისა და საწვავის მუდმივი მიწოდებით.


ომმა უკიდურესად დაძაბა საერთაშორისო ურთიერთობები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის წინაპირობებში და განიხილებოდა, როგორც ირიბი ომი საბჭოთა კავშირის კომუნისტებსა და იტალიისა და გერმანიის ფაშისტურ ფლაგმანებს შორის. კონკრეტულად, ამ ომში გამოყენებულ იქნა ახალი სატანკო ბრძოლის ტაქტიკა და ქალაქების საჰაერო დაბომბვა დატერორების მიზნით, რაც გვიანდელი საერთო ევროპული ომის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.


ესპანეთის სამოქალაქო ომს ასევე დაერქვა „პირველი მედია ომი“, ვინაიდან მასში აქტიურად იყვნენ ჩაბმული მწერლები და ჟურნალისტები.[7] უცხოელ კორესპონდენტთა შორის, რომლებიც ამ ომს აშუქებდნენ, იყვნენ ერნესტ ჰემინგუეი, მართა გელჰორნი და რობერტ კაპა.


მრავალ სამოქალაქო ომთა მსგავსად, ეს ომიც გამოირჩეოდა ნაციონალისტური სულისკვეთებითა და პოლიტიკური პათოსით, ისევე როგორც სამხედრო დანაშაულებების სიმრავლით კონფლიქტის ორივე მხარეს. ესპანეთის სამოქალაქო ომმა მრავალი ოჯახის წევრი, მეზობელი და მეგობარი დაუპირისპირა ერთმანეთს. მებრძოლთა გარდა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისთვის მრავალი სამოქალაქო პირიც იქნა მოკლული, ხოლო 1939 წელს ომის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკელებს დიდი ხნის განმავლობაში დევნიდნენ და ასამართლებდნენ გამარჯვებული ნაციონალისტები.




სექციების სია





  • 1 წინარეისტორია

    • 1.1 პირველი მსოფლიო ომის შემდგომ


    • 1.2 მთავრობათა ცვლა



  • 2 ომის დაწყება

    • 2.1 პირველი დღეები



  • 3 ომის მიმდინარეობა (ნოემბერი, 1936 — 17 მაისი, 1937)

    • 3.1 „ჩაურევლობის“ პოლიტიკა და ინტერბრიგადები


    • 3.2 მადრიდის კრიზისი


    • 3.3 ბარსელონას პუტჩი



  • 4 საბრძოლო მოქმედებები (17 მაისი, 1937 — დეკემბერი, 1938)

    • 4.1 (17 მაისი, 1937 — აპრილი, 1938)


    • 4.2 მთავრობის რეორგანიზაცია და სამოქმედო პროგრამა


    • 4.3 (ივნისი — დეკემბერი, 1939)



  • 5 დასკვნითი ფაზა

    • 5.1 ძალთა კონსოლიდაცია


    • 5.2 კატალონიის დაცემა


    • 5.3 მადრიდის დაცემა



  • 6 მიზეზები


  • 7 შედეგები


  • 8 მნიშვნელოვანი ფიგურები


  • 9 პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები


  • 10 იხილეთ აგრეთვე


  • 11 ლიტერატურა

    • 11.1 რუსულენოვანი ნაშრომები


    • 11.2 ინგლისურნოვანი ნაშრომები



  • 12 სქოლიო




წინარეისტორია |



პირველი მსოფლიო ომის შემდგომ |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : პირველი მსოფლიო ომი.

იმ დროს, როდესაც ევროპაში პირველი მსოფლიო ომი მძვინარებდა, ესპანეთი ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა, რითაც დიდი სარგებელი ნახა. ეწეოდა ვაჭრობას არა მარტო ანტანტის ქვეყნებთან, არამედ გერმანიასთანაც. 1913-1918 წლებში ესპანეთის ოქროს მარაგი თითქმის გაოთხკეცდა. ომმა მხოლოდ დროებით გამოაცოცხლა გაძვალტყავებული და დაძაბუნებული ესპანეთის ეკონომიკა. ომის დასასრულისათვის, თუმცა ესპანეთში ქვანახშირის მოპოვება, თუჯისა და ფოლადის გამოდნობა გაორკეცდა, მაგრამ იგი რჩებოდა აგრარულ-ინდუსტრიულ ქვეყნად, სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი ფეოდალური გადმონაშთებით.


ომის დამთავრება მძიმედ დაეტყო ესპანეთის ეკონომიკას. დაიხურა ასობით ფაბრიკა და ქარხანა. გაიზარდა უმუშევართა რიცხვი მსუბუქ მრეწველობაში. დაიწყო ინფლაცია, გაიზარდა ფასები პირველადი მოხმარების საგნებზე. 1917 წლის 13 აგვისტოს დაიწყო საყოველთაო-პოლიტიკური გაფიცვა, რომელიც თითქმის ორ კვირას გაგრძელდა და იგი პოლიციასთან შეიარაღებულ შეტაკებაში გადაიზარდა.



მთავრობათა ცვლა |


ხუთი წლის განმავლობაში — 1917 წლის მიწურულიდან 1922 წლის დეკემბრის ჩათვლით, ქვეყანაში 11 მთავრობა შეიცვალა. ყოველი მათგანი ცდილობდა ქვეყნის მართვას კონსტიტუციური მონარქიის ჩარჩოებში. მაგრამ ამ ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნის წინაშე მდგარი არც ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არ გადაჭრილა. 1923 წლისათვის ხელისუფლებას ხელმძღვანელობდნენ ძალაგამოცლილი ლიბერალები. სამეფო ტახტი ირყეოდა, რადგანაც საიმედო დასაყრდენი არ გააჩნდა. სახელმწიფო აპარატი რღვევის სტადიაში იმყოფებოდა, რაც მასობრივ კორუფციაში გამოიხატა. იყო გაფიცვა და ტერორი. კორტესებში ეწყობოდა მძაფრი დებატები. მაროკოში მიმდინარეობდა სისხლისმღვრელი ომი. ამასობაში კი ესპანეთში მწიფდებოდა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები.


1923 წლის 13 სექტემბერს გენერალმა მიგელ პრიმო დე რივერამ შეძლო სახელმწიფო გადატრალება მოეწყო და სამხედრო დიქტატურა დაემყარებინა. ეკონომიკის სფეროში დიქტატურის გეგმები უაღრესად ფართო და გრანდიოზული, მაგრამ იმავე დროს ნაკლებად საფუძვლიანი იყო. რაც შეეხება საგარეო პილიტიკის სფეროს, პრიმო დე რივერას დიქტატურამ საფრანგეთთან კავშირში შეძლო 1926-1927 წლებისათვის ჩაეხშო მაროკოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.


1929 წელს დაწყებული მსოფლიო-ეკონომიკური კრიზისი მძიმე აღმოჩნდა ესპანეთისთვისაც. 20-იანი წლების დასასრულს დიქტატურა იზოლაციაში აღმოჩნდა. პრიმო დე რივერა იძულებული იყო ლავირება დაეწყო, მაგრამ მისი დიქტატურის ავტორიტეტის განმტკიცება აღარავითარ დათმობებს აღარ შეეძლო. მზარდი რევოლუციური მოძრაობით დაშინებულმა მონარქიულმა წრეებმა გადაწყვიტეს რივერას დიქტატურა მსხვერპლად შეეწირად მონარქიის გადარჩენის საქმისათვის. 1930 წლის 26 იანვარს პრიმო დე რივერა აიძულეს გადამდგარიყო. იგი საფრანგეთში წავიდა.


პრიმო დე რივერას დიქტატურა შეცვალა ბერენგერას მთავრობამ, რომელიც მასების დამშვიდებას ნაწილობრივი დათმობებით ცდილობდა. მაგრამ მისმა ღონისძიებებმმა ვერ შეაჩერეს რევოლუციური მოძრაობის აღმავლობა ქვეყანაში. 1931 წლის 14 თებერვალს ბერენგერას მთავრობა გადადგა. ხელისუფლების სათავეში მოსული ასნარას მთავრობა ქვეყანაში მდგომარეობის განმუხტვას მუნიციპალური არჩევნების ჩატარების გზით შეეცადა, რომელიც რესპუბლიკელთა ბლოკის გამარჯვებით დასრულდა. 14 აპრილს მეფე ალფონსო XIII იძულებული გახდა დაეტოვებინა ესპანეთი. შეიქმნა დროებითი რესპუბლიკური მთავრობა ალკალა სამორას მეთაურობით.


რესპუბლიკას საფრთხე ემუქრებოდა არა მარტო მონარქიული და კლერიკალური წრეების მხრიდან. ჯერ კიდევ 1931 წელს ესპანური ფაშიზმის იდეოლოგებმა — ლედესმამ და რედონდომ დააარსეს ფაშისტური პარტია „ნაციონალ-სინდიკალისტური შეტევის ხუნტა“ (შემოკლებით „ხონს“).[5] ამ პარტიის პარალელურად ყოფილი დიქტატორის მიგელ პრიმო დე რივერას შვილმა — ხოსე ანტონიო პრიმო დე რივერამ დააარსა თავისი ფაშისტური პარტია „ესპანური ფალანგა“. 1934 წლის თებერვალში მოხდა „ესპანური ფალანგის“ გაერთიანება „ხონსთან“, რის შედეგადაც შეიქმნა ესპანეთის ფაშისტური პარტია, რომელსაც ეწოდებოდა „ესპანური ფალანგა და ხონსი“. 1934 წლის მიწურულისათვის ხოსე ანტონიო პრიმო დე რივერა გახდა ამ პარტიისა და, მაშასადამე, ესპანური ფაშიზმის ბელადი.



ომის დაწყება |




ესპანელ კომუნისტთა არმია, 1936 წელი


1936 წლის 16 თებერვალს, კორტესების არჩევნები სახალხო ფრონტმა მოიგო. მიუხედავად თებერვლის არჩევნებში მარცხისა, ფაშისტებმა მნიშვნელოვანი პოსტები შეინარჩუნეს სახელმწოფო აპარატსა და არმიაში. ისინი ფინანსურ კაპიტალს, ეკლესიასა და უცხოეთის მონოპოლიებს ეყრდნობოდნენ. 1936 წლის შუა ზაფხულისათვის ფაშისტებმა საბოლოოდ შეიმუშავეს ამბოხების გეგმები და ამოცანები. ამბოხებისათვის უნდა ეხელმძღვანელათ რეაქციონერ გენერლებს მოლას — ნავარასა და ბურგოსში, ფრანკოს — მაროკოში, ფანხულს — მადრიდში, ხოლო გოდედს — კატალონიაში. ამბოხება დაიწყო 17 ივლისს ესპანეთის მაროკოში. 18 ივლისს სეუტის რადიოთი გადაიცა პაროლი „ესპანეთის თავზე უღრუბლო ცაა“, რაც ამბოხების დაწყების ნიშანი გახდა საკუთრივ ესპანეთში მყოფი რეაქციონერებისათვის. ამბოხება მოედო ესპანეთში, კანარისა და ბალეარის კუნძულებზე მყოფ ყველა გარნიზონს. ამბოხებულთა მხარეს აღმოჩნდა შეიარაღებული ძალების 80 %.



პირველი დღეები |


ამბოხებას თავდაპირველად ხელმძღვანელობდა გენერალი სანხურხო, მაგრამ 20 ივლისს, პორტუგალიიდან ესპანეთში მიმავალი სანხურხო დაიღუპა საავიაციო კატასტროფის დროს. გენერალი ფრანკო უფრო იღბლიანი აღმოჩნდა. ინგლისის თვითმფრინავით 19 ივლისს იგი კანარის კუნძულიდან გაფრინდა ქ. ტეტუანში და სათავეში ჩაუდგა მაროკოში მყოფ ამბოხებულებს. არმიის ამბოხება რესპუბლიკის წინააღმდეგ, ბრძოლები ესპანეთის თითქმის ყველა ქალაქში, ყაზარმების იერიში, ხალხის შეიარაღება — ყოველივე ეს ნიშნავდა ესპანეთში სამოქალაქო ომის დაწყებას.


ხალხის ძლიერმა წინააღმდეგობამ ამბოხების პირველსავე დღეებში ჩაფუშა რეაქციული წრეების გეგმები. პირველსავე დღეებში შესაკრებ პუნკტებში გამოცხადდა 300 ათასი მამაკაცი და ქალი იარაღის მიღების იმედით. თითოეული იარაღდებოდა, რითაც შეეძლო. 19 ივლისს, მადრიდში, მოსახლეობამ ჩაახშო ადგილობრივი გარნიზონის გამოსვლა. ბარსელონასა და მთელ კატალონიაში მუშებმა ორდღიანი ბრძოლების შემდეგ დაამარცხეს სამხედრო ნაწილები. რესპუბლიკელთა ხელში დარჩა ასტურია. ასტურიელი მაღაროელები დინამიტის პაკეტებით ეპარებოდნენ მეამბოხეთა საცეცხლე წერტილებს და აფეთქებდნენ მათ. ჩაიშალა მეამბოხეთა გეგმები მალაგაში, ვალენსიაში, ბილბაოში, სანტანდერსა და სხვა მრავალ ქალაქში. რესპუბლიკის მხარეზე აღმოჩნდა ავიაცია და საზღვაო ფლოტი.


პირველ დღეებში განცდილმა მარცხმა უაღრესად მძიმე პირობებში ჩააყენა მემბოხეები. სამრეწველო ცენტრები რესპუბლიკელთა ხელში აღმოჩნდა. მეამბოხეებმა ფეხი მოიკიდეს მხოლოდ სამხრეთში — კადისში, უელვასა და სევილიის პროვინციებში და ჩრდილოეთით — გალისიაში, ნავარასა და ნაწილობრივ ძველ კასტილიაში. ამრიგად შეიქმნა მეამბოხეთა ორი დაჯგუფება, რომელთაც სარდლობდნენ სამხრეთში გენერალი ფრანკო, ხოლო ჩრდილოეთში — გენერალი მოლა.


რესპუბლიკას საკმარისი ძალები გააჩნდა იმისათვის, რომ ჩაეხშო ამბოხება, მაგრამ რესპუბლიკელთა ბანაკის არასათანდაო სიმტკიცე, ერთიანი ხელისუფლების უქონლობა ხელს უშლიდა წინააღმდეგობის ორგანიზებას.



ომის მიმდინარეობა (ნოემბერი, 1936 — 17 მაისი, 1937) |



„ჩაურევლობის“ პოლიტიკა და ინტერბრიგადები |




პოლონელ მოხალისეთა ინტერბრიგადა


ესპანეთში სამოქალაქო ომის დაწყებამ თავიდანვე მიიქცია მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება. ესპანეთის რესპუბლიკის მხარეზე გამოვიდა მთელი პროგრესული კაცობრიობა, ხოლო წინააღმდეგ — საერთაშორისო რეაქცია და იმპერიალისტური ძალები. რესპუბლიკური ესპანეთის აშკარა მტრებმა — ფაშისტურმა გერმანიამ, იტალიამ და პორტუგალიამ დაუყონებლივ გაუწოდეს ხელი მეამბოხეებს. პირველსავე დღეებში გერმანული და იტალიური თვითმფრინავებით მაროკოდან ნახევარკუნძულზე გადაისროლეს 14 ათასი მეამბოხე და გადაზიდეს დიდძალი საომარი მასალა.


1936 წლის 2 აგვისტოს საფრანგეთის მთავრობამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლეონ ბლიუმი, წამოაყენა ესპანეთის საქმეებში ჩაურევლობის წინადადება. 9 სექტემბერს მის მიერვე შექმნილმა ჩაურევლობის კომიტეტმა დაიწყო მუშაობა ლონდონში. მასში შევიდა 27 ევროპული სახელმწიფო. შეთანხმება ჩაურევლობის შესახებ კრძალავდა ესპანეთში იარაღის ექსპორტსა და ტრანზიტს.


იტალია-გერმანიის ინტერვენციამ და „ჩაურევლობის“ პოლიტიკამ მალე შეცვალა ძალთა თანაბარდობა მეამბოხეთა სასარგებლოდ.


გერმანიამ და იტალიამ არათუ არ შეწყვიტეს მათ მიერვე აღებული საერთაშორისო ვალდებულებათა დარღვევა, არამედ მკვეთრად გააფართოვეს თავიანთი ინტერვენცია ესპანეთში. გერმანელ და იტალიელ ინტერვენტებს შორსგამიზნული გეგმები ამოძრავებდათ. ჯერ ერთი, მათთვის ესპანეთი წარმოადგენდა ნედლეულის წყაროს და კაპიტალის დაბანდების ხელსაყრელ სფეროს და, რაც მთავარია, ისინი ესპანეთს განიხილავდნენ როგორც ხელსაყრელ პლაცდარმს მომავალ მსოფლიო ომში. თავის ამ გეგმის შესასრულებლად გერმანიამ და იტალიამ უხვად გაიღეს ხელი.


1936 წლის ბოლოსათვის რესპუბლიკელთა სასარგებლოდ სულ ჩამოყალიბდა 7 ინტერბრიგადა; ფრანგებმა რესპუბლიკური ესპანეთის დასაცავად გაგზავნა 9 ათასი მოხალისე, პოლონელებმა — 5 ათასი, იტალიელებმა — 3,5 ათასი, ამერიკელებმა — 2,8 ათასი, ინგლისელებმა — 2 ათასი, ავსტრიელებმა — 2 ათასი, გერმანელებმა — 3 ათასი ა.შ. ანტიფაშისტური ძალები რესპუბლიკელებს დაეხმარა უაღრესად კრიტიკულ მომენტში, რადგან 1936 წლის ივლისსა და აგვისტოში წარმოებული ბრძოლების შედეგად საფრთხე დაემუქრა რეპუბლიკის დედაქალაქს — მადრიდს.



მადრიდის კრიზისი |


მადრიდის აღება ომის პირველი დღეებიდანვე გადაიქცა მეამბოხეთა მთავარ ამოცანად. სექტემბერში მეამბოხეებმა აიღეს ტალავერი — მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი მადრიდის გზაზე. ხ. ხირალის მთავრობამ ვერ შეძლო მტრის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზება.


ასეთ პირობებში, 4 სექტემბერს, შეიქმნა ახალი მთავრობა ლარგო კაბალიეროს ხელმძღვანელობით. ლ. კაბალიეროს მთავრობა შეუდგა მტრის მოსაგერიებლად საჭირო ზოგიერთი საჩქარო ღონისძიებების განხორციელებას. მიღებულ იქნა დეკრეტი მილიციის რეგურალურად არმიად გარდაქმნის შესახებ, შეიქმნა პოლიტიკურ კომისართა ინსტიტუტი, დაიწყეს აგრარული რეფორმის გატარება და სხვა. მაგრამ ყველა ეს ღონისძიება ისე ნელა ხორციელდებოდა, რომ გამორიცხავდა მასების სწრაფ და ენერგიულ მობილიზაციას.


ფაშისტური ძალები განაგრძობდნენ წინსვლას. ნოემბრის დასაწყისში ისინი მადრიდის შემოგარენს მიუახლოვდნენ. ბრძოლები წარმოებდა საუნივერსიტეტო ქალაქსა და კასა დე კამპოს რაიონში. დედაქალაქის შიგნით მოქმედებდნენ ჯაშუშები და დივერსანტები, რომლებსაც მემბოხე მოლა „მეხუთე კოლონას“ უწოდებდა (მეამბოხეები ქალაქს ოთხი კოლონით უტევდნენ). კაბალიეროს მთავრობამ, რომელსაც არ სჯეროდა მადრიდის შენარჩუნებისა, მიატოვა ქალაქი და ვალენსიაში გაიქცა. დიდი ძალების შედეგად კი მოხერხდა ქალაქის დამცველების დარაზმვა და 7-8 ნოემბერს მტერი მადრიდის კედლებთან შეჩერებულ იქნა. მადრიდი, რომელიც გადაიქცა ესპანელი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ, სამოქალაქო ომის დამთავრებამდე ვერ ჩაიგდეს ხელში მეამბოხეებმა.



ბარსელონას პუტჩი |


1937 წლის 3 მაისს, იმ დროს, როდესაც მეამბოხეები უტევდნენ ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებს, კატალონიის ანარქისტებმა ბარსელონაში მოაწყვეს კონტრრევოლუციური ამბოხება. პუტჩისტებს გააჩნდათ ტანკები, არტილერია, ტყვიამფრქვევები. ფრონტიდან ბარსელონისაკენ გამოემართნენ ანარქისტული ბატალიონები რესპუბლიკური ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად, პუტჩისტები დამარცხდნენ.


რესპუბლიკელთა ამ ანარქისტულმა ქმედებებმა შედეგად გამოიღო ის, რომ კაბალიეროს მთავრობა დაიშალა. კაბალიეროს ცდას — შეედგინა ახალი მთავრობა, ხალხი აღშფოთებით შეხვდა. 1937 წლის 17 მაისს შეიქმნა ახალი მთავრობა სოციალისტ ხ. ნეგრინის მეთაურობით.



საბრძოლო მოქმედებები (17 მაისი, 1937 — დეკემბერი, 1938) |



(17 მაისი, 1937 — აპრილი, 1938) |




დაბომბილი გერნიკა


ახალი მთავრობის საქმიანობამ ხელი შეუწყო რესპუბლიკური ბანაკის განმტკიცებას. გაიზარდა სამხედრო მრეწველობის პროდუქცია, განმტკიცდა რესპუბლიკური არმია, გაჩაღდა ბრძოლა „მეხუთე კოლონის“ წინააღმდეგ. მაგრამ, ამასთან ერთად, ფართო ხასიათი მიიღო მეამბოხეთა და ინტერვენტთა ოპერაციებმაც. 1937 წლის ივნისში მტერმა წამოიწყო დიდი ოპერაციები ქვეყნის ჩრდილოეთში. მტრის სიჭარბის გამო რესპუბლიკელები იძულებული გახდნენ, 19 ივნისს დაეტოვებინათ ქ. ბილბაო. მოგვიანებით დაეცა ქ. სანტ-ანდერი. 1937 წლის ოქტომბერში მტერმა დაიკავა ასტურია. ჩრდილოეთ რაიონების დაუფლების შემდეგ ფრანკისტებმა გადაწყვიტეს შეტევა ცენტრალურ ფრონტზე განევითარებინათ. ამასობაში რესპუბლიკურმა არმიამ არაგონის ფრონტზე ხელთ იგდო ქ. ტერუელი. მაგრამ ეს წარმატება მყარი არ იყო, რადგან სამხედრო მინისტრი ი.პრიეტო, რომელსაც საერთოდ არ სჯეროდა ფაშიზმზე გამარჯვება, ხელს უშლიდა მსხვილმაშტაბიანი ოპერაციების ჩატარებას მეამბოხეთა არმიების წინააღმდეგ. ასეთი ტაქტიკის შედეგად მოწინააღმდეგემ 1937 წლის თებერვალში კვლავ დაიბრუნა დაკარგული პოზიციები არაგონის ფრონტზე. უფრო მეტიც, გაარღვია რა რესპუბლიკელთა ფრონტი, მეამბოხეებმა 1938 წლის აპრილში მიაღწიეს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს, რის შედეგადაც რესპუბლიკის ტერიტორია აღმოჩნდა ორ, ერთმანეთისგან მოწყვეტილ ნაწილად გაყოფილი. ამან კიდევ უფრო გააუარესა რესპუბლიკის მდგომარეობა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.



მთავრობის რეორგანიზაცია და სამოქმედო პროგრამა |


სახალხო ფრონტის მემარჯვეენ წრეებში წარმოიშვა კაპიტულანტური ტენდენციები, რომლებიც რესპუბლიკის საერთაშორისო მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად (ესპანეთ-საფრანგეთის საზღვრის ჩაკეტვა, ინტერვენციის გაძლიერება და ა.შ.) კიდევ უფრო ძლიერდებოდა. 1938 წლის მარტის შუა რიცხვებში სახალხო ფრონტის მემარჯვენე ფრთამ აშკარად დასვა ფაშისტებთან დაზავების საკითხი. ამის პასუხად კომუნისტებმა ბარსელონაში, სადაც იმხანად იმყოფებოდა მთავრობა, მოაწყვეს გრანდიოზული დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებიც მოითხოვდნენ ბრძოლას გამარჯვებამდე და კაპიტულანტების განდევნას მთავრობიდა. 1938 წლის 8 აპრილს ხ. ნეგრინმა მოახდინა მთავრობის რეორგანიზაცია. ახალმა მთავრობამ, რომელიც კაპიტულანტებისაგან გაიწმინდა, წამოაყენა 13 პუნქტისაგან შემდგარი ახალი სამოქმედო პროგრამა სახელწოდებით — „ესპანეთის რესპუბლიკის მთავრობის დეკლარაცია ომის მიზეზების შესახებ“.


ახალი პროგრამა ითვალისწინებდა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, ომის შემდგომი წყობილების არჩევას ხალხის ნება-სურვილის მიხედვით, პიროვნებისა და სინდისის თავისუფლებას, კანონიერი გზით შეძენილი საკუთრების პატივისცემას, მშვიდობისმოყვრული პოლიტიკის გატარებას და ა.შ. ეს პროგრამა სახავდა ესპანეთში სამოქალაქო ომის შეწყვეტის გზებს.



(ივნისი — დეკემბერი, 1939) |


ხ.ნეგრინის მთავრობის რეორგანიზაციამ და ახალი პროგრამის მიღებამ გამოიწვია ქვეყანაში მასების ახალი საბრძოლო აღმავლობა. გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია. 1938 წლის ზაფხულში რესპუბლიკურმა არმიამ გადალახა მდინარე ებრო და სასტიკი დარტყმა მიაყენა ფაშისტთა ჯარებს. მტერმა, რომელმაც დაკარგა 80 ათასი კაცი და 200 თვითმფრინავი, შეაჩერა თავისი შეტევა ვალენსიაზე.



დასკვნითი ფაზა |



ძალთა კონსოლიდაცია |




სიტუაცია ესპანეთში 1938 წლის ნოემბერში


ამ მოვლენების შემდეგ მეამბოხეთა ბანაკში ძალთა კონსოლიდაცია მიმდინარეობდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა გერმანიის მხარდაჭერით უმაღლეს მთავარსარდლად აირჩიეს ფ. ფრანკო. მან მაშინვე განაცხადა, რომ შექმნიდა „ტოტალიტარულ სახელმწიფოს, დაამყარებდა სოციალურ მშვიდობას და საყოველთაო კეთილდღეობას“. მასების გადმობირების მიზნით იგი არ ერიდებოდა დემაგოგიას.


ფრანკოს პოზიციების განმტკიცებაში დიდი როლი შეასრულა იმ გარემოებამ, რო მას პირდაპირი სამხედრო დახმარება გაუწიეს იტალიამ და გერმანიამ. იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მეამბოხეთა ხელში აღმოჩნდა, გააუქმეს ყველა კანონი, რომლებიც რესპუბლიკის წლებში იყო მიღებული. ადგილებზე ძალაუფლება გადაეცათ სამხედრო გუბერნატორებს. ფრანკომ გზიდან ჩამოიშორა ისეთი კონკურენტი, როგორიც იყო გენერალი მოლა, რომელიც ფრიად საეჭვო კატასტროფაში დაიღუპა. რეაქციის ყოველგვარი პოლიტიკური ძალები აღმოჩნდა სამხედრო ძალების კონტროლქვეშ. ფრანკო გახდა არა მარტო „სახელმწიფოს მეთაური“ და გენერალისიმუსი, არამედ ფალანგის მეთაურიც — კაუდილიო (ბელადი). 1938 წელს მიუნხენის გარიგებამ უარყოფითი როლი ითამაშა ესპანეთის რესპუბლიკისათვის.



კატალონიის დაცემა |


1938 წლის დეკემბერში დაიწყო მეამბოხეთა ჭარბი ძალების შეტევა კატალონიაზე. მეამბოხეებს 20-ჯერ მეტი შეიარაღება გააჩნდათ, ვიდრე რესპუბლიკელებს. ცუდად შეიარაღებულმა და მდ. ებროზე ბრძოლებში დაღლილმა რესპუბლიკურმა არმიამ ვერ შეძლო კბილებამდე შეიარაღებული მტრის ჭარბი ძალების შეჩერება და 1939 წლის თებერვალში კატალონია დაეცა. რესპუბლიკელთა ხელში დარჩა ქვეყნის ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ანუ ტერიტორიის 1/4.



მადრიდის დაცემა |


კატალონიის დაცემის შემდეგ 1939 წლის 27 თებერვალს ინგლისმა და საფრანგეთმა ცნეს ფრანკოს მთავრობა და გაწყვიტეს ურთიერთობა რესპუბლიკურ ესპანეთთან. იმევე დროს მემარჯვენე სოციალისტების ლიდერი ბასტეირო და რესპუბლიკური არმიის პოლკოვნიკი კასადო ინგლის-საფრანგეთის ხელშეწყობით ამზადებდნენ შეთქმულებას რესპუბლიკის წინააღმდეგ. ღალატი ყველგან იგრძნობოდა.


1939 წლის 3 მარტს კარტახენის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე მოეწყო კონტრრევოლუციური ამბოხება, ხოლო ორი დღის შემდეგ მეამბოხეებმა შეძლეს სამხედრო ფლოტის წაყვანა ბიზერტაში. 5 მარტს ამბოხებამ იფეთქა მადრიდში, სადაც შეთქმულებმა შექმნეს „თავდაცვის ხუნტა“. მადრიდში გაჩაღდა სასტიკი ბრძოლები. ღალატის შედეგად ყველაფერი ირღვეოდა. ხუნტამ შესთავაზა ფრანკოს „საპატიო ზავი“, მაგრამ ფრანკო უსიტყვო კაპიტულაციას მოითხოვდა.


კასადოსა და ბასტეიროს შეთქმულებამ გააკეთა თავისი საქმე. მან რესპუბლიკას გამოაცალა საფუძველი და მადრიდისაკენ გზა გაუხსნა ფაშისტებს. თვითონ კასადო და შეთქმულების სხვა წევრები ინგლისში გაიქცნენ. 1939 წლის 28 მარტს სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ მადრიდი დაეცა, დაეცა რესპუბლიკური ესპანეთი 32-თვიანი გმირული ბრძოლების შემდეგ



მიზეზები |


ესპანეთის რესპუბლიკის დამარცხების ძირითადი მიზეზები იყო იტალია-გერმანიის ინტერვენცია და შინაგანი უთანხმოებები რესპუბლიკელთა ბანაკში. ამაში ბრალი მიუძღოდათ სოციალისტური პარტიის ისეთ ლიდერებს, როგორებიც იყვნენ ლარგო კაბალიერო, პრიეტო, ბასტეირო და სხვა. ბრალი მიუძღოდათ ანარქო-სინდიკალისტებს, რომელთაც დეზორგანიზაცია შეჰქონდათ რესპუბლიკელთა საქმიანობაში და კაპიტულანტურად იყვნენ განწყობილი.



შედეგები |


ომის დამთავრება მოასწავებდა ესპანეთის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის 9-წლიანი პერიოდის (1931-1939) დასასრულს. ომი იყო ამ რევოლუციის კოლმინაცია. ამიტომაც 1939 წელს რესპუბლიკის დაცემა უნდა განიხილებოდეს რევოლუციის მთლიანობაში გააზრებით.


ფრანკისტების პირველი ნაბიჯები აღინიშნა სასტიკი რეპრესიებით. გაუქმდა ყველა დემოკრატიული ორგანიზაცია და მონაპოვარი. ქვეყანაში აბსოლუტური ძალაუფლება ხელში აიღო ფალანგისტთა ლიდერმა 47 წლის გენერალისიმუსმა ფრანსისკო ფრანკომ.



მნიშვნელოვანი ფიგურები |







პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები |






იხილეთ აგრეთვე |


  • სამოქალაქო ომების სია


ლიტერატურა |



რუსულენოვანი ნაშრომები |



Commons-logo.svg

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
ესპანეთის სამოქალაქო ომი




  • სემიონ ბამნკი. No pasaran!

  • ფრანკოს ჯარის მოხალისის, ლოპუხინის დღიური, 1937

  • ომი ესოანეთში. ესპანელ ეპისკოპოსთა საერთო მოწოდება მსოფლიოს ეპისკოპოსთადმი.


  • მარკ ვასილიევი. «საბჭოელი სამხედრო კონსულის დღიური ბარსელონაში (1936 წელი)»


  • მარკ ვასილიევი. «რუსეთ–ესპანეთი. რევოლუციის 2 პიკი მსოფლიო ომებს შრის»


  • რ.ლაცისი. «2 წელი ესპანეთში»


  • ალექსანდრე შჩუბინი. ანარქო-სინდიკალიზმი ესპანეთის სამოქალაქო ომში 1936—1939 წლებში.


  • ვ. დამიე «ესპანეთის რევოლუცია და არაგონის კომუნებიИ»


  • ედუარდო დე გუსმანი. შენიშვნები ესპანეთის რევოლუციაზე

  • დურუტის მეგობართა მანიფესტი


ინგლისურნოვანი ნაშრომები |




საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახალხო კომისარის ბრძანებულება "ესპანეთში მოხალისეთა შეგროვებისა და გაგზავნის აკრძალვაზე"



  • ესპანეთის სამოქალაქო ომი, ჯორჯ ორუელი

  • ესპანეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია (1931)

  • პროფესორი მარეკ იან ჩოდაკიევიჩი ესპანეთის სამოქალაქო ომში

  • სხვადასხვა ავტორთა ესეთა კოლექცია, შეგროვებული ალბერტ და ვერა ვაისბორდთამიერ, სადაც აღწერილია ესპანეთს სამოქალაქო ომი.

  • ანარქიზმი ესპანეთის რევოლუციისას


  • ანარქოსტატისტები ესპანეთში, სხვა ხედვა ანარქისტებზე ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს.


  • ანარქისტების პასუხი ზემოთ ხსენებულ ესეზე


  • კათოლიკეთა დამცირებისა და ტანჯვის აღწერა სამოქალაქო ომის დროს (ვატიკანის გამოშვება) (ესპანურად).

  • A selection of photos of the life behind the front from the CNT photo archive at the International Institute of Social History


  • A History of the Spanish Civil War, excerpted from a U.S. government country study.


  • Spanish Civil War Info From Spartacus Educational


  • La Cucaracha, The Spanish Civil War Diary, an excellent, detailed, chronicle of the events of the war

  • American Jews in Spanish Civil War

  • Ronald Hilton, Spain, 1931-36, From Monarchy to Civil War, An Eyewitness Account,

  • Columbia Historical Review Dutch Involvement in the Spanish Civil War

  • Noam Chomsky’s Objectivity and Liberal Scholarship

  • Civil War Documentaries made by the CNT

სხვ.
  • ესპანეთის სამოქალაქო ომის ქრონოლოგია


  • nopasaran36, The Spanish Civil War En,Es,Ca,Fr,Ru, ომის ფოტო-ვიდეო დოკუმენტები



სქოლიო |




  1. მარტინს, ერმინიო. „პორტუგალია“ ნაშრომში ს.ჯ. ვულფი (რედ.). ევროპული ფაშიზმი, ლონდონი: Weidenfeld & Nicholson, 1968 გვ. 322-3

    თითქმის როგორც კი სამოქალაქო ომი დაიწყო, პორტუგელიის მთავრობამ მეტ-ნაკლებად საკუთარი ხმა აჯანყებულ ძალებს მისცა და გადაწყვიტა ყველაფრით დახმარებოდა, გარდა ომში მონაწილეობისა.

    ციტატა მოყვანილია გალაგერი, ტომ. პორტუგალია: მეოცე საუკუნის ინტერპრეტაცია. მანჩესტერი: Manchester University Press, 1983 გვ. 86



  2. Thomas, p. 628


  3. Thomas, p. 619


  4. დანაკარგთა რიცხვი უცნობია; გათვლების ზოგადად მიანიშნებს 500,000-დან 1 მილიონ მოკლულზე. წლების განმავლობაში ისტორიკოსები ამცირებდნენ დაღუპულთა ციფრებს და თანამედროვე მკვლევარები მიიჩნევენ, რომ 500,000 მოკლული სინამდვილესთან მიახლოებული ვარაუდი უნდა იყოს. ჰიუ ტომასი, ესპანეთის სამოქალაქო ომი (2001), გვ. xviii & 899–901, ჩათვლით.

  5. 5.05.1პეინი, სტენლი ფაშიზმი ესპანეთში, 1923-1977, გვ. 200-203, 1999 უისკონსინის უნივ. სტამბა


  6. სტენლი გ. პეინი. ფაშიზმი ესპანეთში, 1923-1977. Books.google.com. წაკითხვის თარიღი: 2009-06-24.


  7. [1]









(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ესპანეთის_სამოქალაქო_ომი&oldid=3402425“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.436","walltime":"0.590","ppvisitednodes":"value":2188,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":66505,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":26185,"limit":2097152,"expansiondepth":"value":9,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":0,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":4392,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":1,"limit":400,"timingprofile":["100.00% 312.487 1 -total"," 60.90% 190.292 1 თარგი:ინფოდაფა_სამხედრო_კონფლიქტი"," 25.60% 79.997 3 თარგი:Wikidata/p373"," 17.19% 53.701 16 თარგი:Flagicon"," 13.20% 41.253 1 თარგი:Reflist"," 7.69% 24.040 1 თარგი:პოლიტიკური_პარტიები_ესპანეთის_სამოქალაქო_ომში"," 7.46% 23.321 1 თარგი:მნიშვნელოვანი_ფიგურები_ესპანეთის_სამოქალაქო_ომში"," 4.90% 15.308 11 თარგი:ქვეყნის_მონაცემები_Spain"," 4.58% 14.323 1 თარგი:PAGENAMEBASE"," 4.01% 12.539 1 თარგი:Cite_web"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.035","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":1221044,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1261","timestamp":"20190409133314","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d4u10e1u10deu10d0u10dcu10d4u10d7u10d8u10e1 u10e1u10d0u10dbu10ddu10e5u10d0u10dau10d0u10e5u10dd u10ddu10dbu10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9D_%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q10859","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q10859","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2009-07-11T09:54:21Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/2/26/%D0%98%D1%81%D0%BF%D0%B0%D0%BD%D1%81%D0%BA%D0%B0%D1%8F_11_%D0%B8%D0%BD%D1%82%D0%B5%D1%80%D0%B1%D1%80%D0%B8%D0%B3%D0%B0%D0%B4%D0%B0_%D0%B2_%D0%B1%D0%BE%D1%8E_%D0%BF%D0%BE%D0%B4_%D0%91%D0%B5%D0%BB%D1%8C%D1%87%D0%B8%D1%82%D0%B5._1937.jpg"(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":132,"wgHostname":"mw1333"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單