Skip to main content

ტომბუქტუ სექციების სია გეოგრაფია და კლიმატი | მოსახლეობა | ისტორია | თანამედროვე ქალაქი | ქალაქის ღირსშესანიშნაობები | დამეგობრებული ქალაქები | იხილეთ აგრეთვე | რესურსები ინტერნეტში | სქოლიო | სანავიგაციო მენიუ16°46′33″ ჩ. გ. 3°00′34″ დ. გ. / 16.77583° ჩ. გ. 3.00944° დ. გ. / 16.77583; -3.00944119იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.რუს.ინგლ.ფრ.Saharan Archaeological Research AssociationLeo Africanus, description of Timbuktu, 1526Shabeni's Description of Timbuktu"Trekking to Timbuktu", a National Endowment for the Humanities learning project for grades 6-8Wonders of the African WorldThe University of Sankore at TimbuktuThe Timbuktu LibrariesResultats Provisoires RGPH 2009 (Région de Tombouctou)Amazon.com listing for the "Cruelest Journey: 600 Miles to Timbuktu"ორიგინალიდანKira Salak's official webpage on "The Cruelest Journey"ორიგინალიდანMali: largest cities and towns and statistics of their populationMali rebels seize Timbuktu — Telegraphრადიკალმა ისლამისტებმა ტომბუქტუში ისლამის წმინდანთა მავზოლეუმი დაანგრიესHeritage sites in northern Mali placed on List of World Heritage in DangerHeritage sites in northern Mali placed on List of World Heritage in Dangerორიგინალიდანმალიში ხუროთმოძღვრების ძეგლები ნადგურდებამალიში ხელნაწერთა მუზეუმი დაარბიესUn patrimoine inestimable en danger: les manuscrits trouvés à Tombouctou, par Jean-Michel Djian dans Le Monde diplomatique d’août 2004.Reclaiming the Ancient Manuscripts of TimbuktuStars of the SaharaTimbuktu — World Heritage (Unesco.org)Photos from "KAYAKING TO TIMBUKTU"ორიგინალიდანTimbuktu 'twins' make first visitრ

მსოფლიო მემკვიდრეობა ანბანის მიხედვითმსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები მალიშიმალის ქალაქებიისლამის ისტორია


ფრანგ.ფრანგ.ტამაშექისბერბერო-ლიბიური ენებიშუა საუკუნეებისმალისმდინარენიგერიდანმუსა Iინტელექტუალურიისლამურიმედრესესანკორესდასავლეთი აფრიკისმდინარე ნიგერის შიდა დელტაშისაჰარისუდაბნოსქვიშითწყალდიდობებსკლიმატიაკაციისბაობაბისპალმისხეებიმაისიივნისიბერბერებისნეგროიდებსაარაბისონგაიტუარეგებიფულბემანდესონგაის ენებზეარაბულიფრანგულიტამაშექისტუარეგების1100მალის იმპერიისეტიმოლოგიურიფრანგმააღმოსავლეთმცოდნერენე ბასეტმატამაშექისლეო აფრიკანუსმალათ.არაბ.იტალ.იბნ ბატუტამმანსამუსამმეჩეთიXVI საუკუნეებშიოქროსამარილისაფრიკაშიბერბერიარაბიევროპელისანკორესანტიკურიბერძნულიმანუსკრიპტები1433სონგაის იმპერიისსონი ალიმმუსლიმასკია მოჰამად Iმექადანკაიროდანმაღრიბიდანმაროკოელიაჰმად ალ-მანსურისჯარებმაფრანგიშუა საუკუნეებისევროპაშიXVIII საუკუნისსაჰელის17951805მუნგო პარკმააფრიკული ასოციაციისმდინარენიგერისნიგერიისსაფრანგეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამალექსანდერ გორდონ ლენგმაფრანგმარენე ოგიუსტ კაიემტანჟერშიდიდი ბრიტანეთისგემიაფრიკისგერმანელებიჰაინრიხ ბართიესპანელიიუნესკომმსოფლიო მემკვიდრეობისლუქსემბურგისXII საუკუნესმალისნიგერისტუარეგებისაზავადის განთავისუფლების ეროვნული მოძრაობისჯარებმააზავადისსაფრთხიშ ქვეშ მყოფი ძეგლების„ანსარ ად-დინი“შუა საუკუნეებისსიდი მუჰამედისსაფრანგეთისშეიარაღებულმა ძალებმაბიბლიოთეკისშარიათისქვამარილსასტრონომიასმუსიკასბიოლოგიასარაბულფულანისმათემატიკასისტორიასმაჰმუდ კატის„ტარიჰ ალ-ფატაშის“აბდურაჰმან სადის„ტარიჰ ას-სუდანის“იუნესკოსბიბლიოთეკაშიშუა საუკუნეებისინგლ.ლონდონშიპარიზშისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისამალისდასავლეთ აფრიკისსოკოტოშისაჰელის სტილშიმეჩეთებიმუზეუმი










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ტომბუქტუ




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search






















ტომბუქტუ*

იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი


Djingareiber cour.jpg
დიდი მეჩეთის კოშკი

ქვეყანა

მალის დროშა მალი

ტიპი
კულტურული

კრიტერიუმები
ii, iv, v

სია

[3]

რეგიონი**
აფრიკა

კოორდინატები

16°46′33″ ჩ. გ. 3°00′34″ დ. გ. / 16.77583° ჩ. გ. 3.00944° დ. გ. / 16.77583; -3.00944

გაწევრიანების ისტორია

გაწევრიანება
1988  (მე-12 სესია)

ნომერი

119

საფრთხის ქვეშ
1990–2005; 2012-დან
-
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.


ტიმბუქტუ — მალი

ტიმბუქტუ

ტიმბუქტუ




ტიმბუქტუ მალის რუკაზე


ტომბუქტუ (ფრანგ. Tombouctou), მოძველებული სახელი ტიმბუქტუ (ფრანგ. Timbouktou), Tin-Bouktou (ტამაშექის ენა), Tinbuktu, Timbuctoo და Timbuktoo ბერბერო-ლიბიური ენები) — შუა საუკუნეების ქალაქი მალის ცენტრალური ნაწილის ჩრდილოეთში, მდინარე ნიგერიდან 13 კმ-ით ჩრდილოეთში, მოსახლეობა — 54 453 ადამიანი (2009 წელი).[1]


ქალაქმა ეკონომიკურ აღმავლობას მიაღწია მანსა მუსა I-ის დროს[2][3]. ამ დროს ტომბუქტუ იყო ინტელექტუალური და ისლამური სასულიერო ცენტრი ცენტრალურ სუდანში. დღეისათვის ქალაქში მდებარეობს რამდენიმე მსხვილი მედრესე, მათ შორის სანკორეს მედრესე, ასევე დასავლეთი აფრიკის სამი უძველესი მეჩეთი.




სექციების სია





  • 1 გეოგრაფია და კლიმატი


  • 2 მოსახლეობა


  • 3 ისტორია


  • 4 თანამედროვე ქალაქი


  • 5 ქალაქის ღირსშესანიშნაობები


  • 6 დამეგობრებული ქალაქები


  • 7 იხილეთ აგრეთვე


  • 8 რესურსები ინტერნეტში


  • 9 სქოლიო




გეოგრაფია და კლიმატი |




მომთაბარეთა გაჩერების ადგილი


ქალაქი მსებარეობს მდინარე ნიგერის დაკლაკნილ ადგილზე (ე. წ. მდინარე ნიგერის შიდა დელტაში), საჰარის უდაბნოს სამხრეთ კიდეზე. ქალაქისთვის უდაბნოს გაფართოების პრობლემა აქტუალურია: ქალაქის ქუჩები სავსეა ქვიშით, მდინარის ოდესღაც წყალუხვი კალაპოტი, რომელიც ქალაქში იწვევდა წყალდიდობებს, დაშრა. ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში ქალაქი იყო ძნელადმისაღწევი: მდინარე ნიგერით ტომბუქტუმდე მიღწევა შესაძლებელი იყო მხოლოდ მაშინ, როდესაც წყლის დონე იყო საკმაოდ მაღალი; საქარავნო გზას ხშირად ფარავდა ქვიშა.


კლიმატი ცხელი და მკვეთრად კონტინენტალურია. იშვიათ მცენარეულობას შორის ჭარბობს აკაციის, ბაობაბის და პალმის ხეები. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 28 °C-ს, ყველაზე უფრო ცხელი თვეებია — მაისი და ივნისი (საშუალო ტემპერატურა 34 °C). ნალექების საშუალო რაოდენობაა — დაახლოებით 170 მმ. ყველაზე უფრო მეტი ნალექების რაოდენობა მოდის ივლისიდან აგვისტოს ჩათვლით (დაახლოებით 56-66 მმ)[4]. ამ პერიოდში მოსული წვიმები ხშირად მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ თიხისგან აშენებულ შენობებს.



მოსახლეობა |


2012 წლის მონაცემებით ქალაქ ტომბუქტუს მოსახლეობა შეადგენს 35 330 ადამიანს; 1998 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 31 973 ადამიანი[5]. ქალაქი გეოგრაფიულად მდებარეობს მომთაბარე ბერბერების, ადგილზე დამაგრებულ ნეგროიდებსა და არაბი მოსახლეობის განსახლების გადაკვეთის რეგიონში; ძირითადი ეთნიკური ჯგუფებია: სონგაი, ტუარეგები, ფულბე და მანდე. მოსახლეობის უმრავლესობა ლაპარაკობს სონგაის ენებზე. ასევე გავრცელებულია არაბული, ფრანგული და ტამაშექის ენები.



ისტორია |


დაარსდა ტუარეგების მიერ დაახ. 1100 წელს ტრანსსაჰარის ქარავნების გასაჩერებლად და მნიშვნელობას იძენს მალის იმპერიის შემადგენლობაში შესვლისას. ტრადიციულად ითვლება, რომ ქალაქის დასახელება წარმოქმნილია სიტყვისგან „ტინ“ („ადგილი“) და „ბუქტუ“ (ამ რეგიონში ოდესღაც მცხოვრები ასაკოვანი მალელი ქალის სახელი, რომელთანავ ჩერდებოდნენ ჩრდილოეთისკენ ქარავნებით მიმავალი არაბი ვაჭრები). მეორე ეტიმოლოგიური ვერსიით, რომელიც გამოთქვა ფრანგმა აღმოსავლეთმცოდნე რენე ბასეტმა, ტამაშექის ენაზე „ტინ-ბუქტი“ ნიშნავს შორეულ ადგილს „დედამიწის კიდეზე“. ქალაქის პირველი აღწერა ჩაატარეს ლეო აფრიკანუსმა (ლათ. Joannes Leo Africanus, არაბ. يوحنا ليون الإفريقي, იტალ. Giovanni Leone l'Africano) (1526 წელი) და იბნ ბატუტამ (1353 წელი).


XIV საუკუნეში მანსა მუსამ აქ აღმართა საკუთარი სასახლე (რომლისგან კვალი დღემდე არ შემორჩენილა), ასევე საკათედრო მეჩეთი დამახასიათებელი კოშკით (გადაკეთებულია). XV და XVI საუკუნეებში ტომბუქტუ ზღაპრულად გამდიდრდა ოქროსა და მარილის ვაჭრობით და უმსხვილეს საქარავნო ვაჭრობის ცენტრად იქცა ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. ვაჭრებს ფეხდაფეხ მოჰყვნენ ბერბერი, არაბი და ევროპელი მეცნიერები და მწერლები, რომლებიც საგანმანათლებლო საქმიანობას სანკორეს სასწავლებელში ეწეოდნენ.[6] ქალაქში დღემდე ინახება ანტიკური ბერძნული მანუსკრიპტები[7]. 1433 წელს ტომბუქტუ ტუარეგებმა დაიპყრეს, მაგრამ ისინი ცხოვრობდნენ ქალაქის სიმაგრეების ფარგლებს გარეთ და მხოლოდ იშვიათად ესხმოდნენ თავს ქალაქს.


1468 წელს ტომბუქტუ შევიდა სონგაის იმპერიის შემადგენლობაში. ადგილობრივმა მმართველმა სონი ალიმ დევნა დაუწყო მუსლიმ სწავლულებს, მაგრამ მისმა ვაჟმა ასკია მოჰამად I-მა საქმე იქითკენ მიმართა, რომ ქალაქში პირიქით მოიზიდა მეცნიერები მექადან და კაიროდან, რომელთაგანაც ბევრი განათლებულმა მმართველმა სასახლეში გადაიყვანა და თავის თანაშემწედ დანიშნა. მაღრიბიდან ჩამოსულები აქ საჰარის მარილს ცვლიდნენ ოქროზე და მონებზე.




ტომბუქტუ. ჰაინრიხ ბართის ნახატი, 1858 წელი




გერმანული რუკა. 1855 წელი


ტომბუქტუს ოქროს ხანა დასრულდა 1591 წელს, როდესაც ქალაქი დაიპყრეს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მაროკოელი სულთნის აჰმად ალ-მანსურის ჯარებმა. სწავლულთა საზოგადოებას ბრალი დასდეს ღალატში, რის შედეგადაც მათი ნაწილი ამოხოცეს, ნაწილი კი მაროკოში წაიყვანეს. სულთანის მიერ ქალაქში დატოვილმა რაზმმა ვერ გაუძლო მომთაბარე ბერბერების თავდასხმებს, რის შედეგადაც ქალაქი თანდათან მთლიანად გაპარტახდა. ასე გრძელდებოდა 1893 წლამდე, როდესაც ტომბუქტუში მოვიდნენ ფრანგი კოლონიზატორები. ამ დროისათვის ტრანსსაჰარული ვაჭრობის დაცემის გამო ქალაქის ეკონომიკური სიმძლავრე მნიშვნელოვნად იყო შელახული.


შუა საუკუნეების დროიდან ტომბუქტუ ევროპაში ცნობილი იყო, როგორც ზღაპრულად მდიდარი ქალაქი. XVIII საუკუნის ბოლოს ევროპელმა მკვლევარებმა განახორციელეს საჰელის რეგიონში მდებარე ოდესღაც დიდი სავაჭრო ცენტრის აღმოჩენის რამდენიმე ცდა. 1795 და 1805 წლებში მუნგო პარკმა აფრიკული ასოციაციის შემადგენლობაში სცადა აღმოეჩინა ქალაქი და იმავდროულად გამოეკვლია მდინარე ნიგერის შესართავი. შესაძლოა მუნგო პარკი გახდა ტომბუქტუში მყოფი პირველი ევროპელი, მაგრამ ის გარდაიცვალა ნიგერიის ტერიტორიაზე და ვერ მოასწრო წერილობითი ფორმით მოეყოლა ნანახის თაობაზე.[2][3]


1824 წელს საფრანგეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ შესთავაზა 10 ათასი ფრანკის პრიზი იმ არამუსლიმს, რომელიც შეძლებდა შესულიყო ქალაქში, დაბრუნებულიყო უკან და დაეწერა ნანახის შესახებ. 1826 წლის სექტემბერში ალექსანდერ გორდონ ლენგმა მიაღწია ტომბუქტუს, მაგრამ მოკლული იქნა მუსლიმი ვაჭრის მიერ, რომელსაც ეშინოდა ქალაქში ევროპელების შეღწევისა და შემდეგ დაპყრობისა.


1829 წელს მუსლიმის ფორმაში გადაცმულმა ფრანგმა რენე ოგიუსტ კაიემ შეძლო შესულიყო ქალაქში, მშვიდობიანად დაბრუნებულიყო ევროპაში და მიეღო პრიზი. ამას გარდა, 1813 წელს ქალაქ ტანჟერში მდებარე დიდი ბრიტანეთის საკონსულოში ჩასულმა აფრო-ამერიკელმა მეზღვაურმა რობერტ ადამსმა განაცხადა, რომ მან 1811 წელს შეძლო ქალაქში შესვლა, მას შემდეგ, როდესაც მისი გემი ჩაიძირა აფრიკის სანაპიროსთან.[8]. 1816 წელს მან გამოსცა წიგნი „The Narrative of Robert Adams, a Barbary Captive“, მაგრამ მკვლევარებმა ეჭვი შეიტანეს მისი ქალაქში ყოფნის თაობაზე. ასევე ცნობილია, რომ 1890 წლამდე კიდევ სამმა ევროპელმა მიაღწია ქალაქს: ესენი არიან გერმანელები ჰაინრიხ ბართი და ოსკარ ლენცი 1853 წელს და ესპანელი კრისტობალ ბენიტესი 1880 წელს.



თანამედროვე ქალაქი |


1989 წელს იუნესკომ ქალაქის ცენტრის თიხისგან აშენებული შენობები თავის დაცვის ქვეშ აიყვანა, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, ხოლო 2000 წელს ლუქსემბურგის ხელისუფლებამ და ზოგიერთმა საერთაშორისო ფონდმა დაიწყო იმ მრავალრიცხოვანი შუა საუკუნეების ხელნაწერების შესწავლის და შენარჩუნების პროექტის განხორციელება, რომლებიც ინახება ტომბუქტუში და მის შემოგარენში. მათი საერთო რაოდენობა შეადგენს ასობით ათას ეგზემპლიარს; ყველაზე უფრო ძველები მიეკუთვნება XII საუკუნეს.


1990-იან წლებში ტომბუქტუ, როგორც მალის და ნიგერის სხვა ქალაქები, მოიცვა ტუარეგების აჯანყებებმა (1990—1995 წლები).


2012 წლის 1 აპრილს ტუარეგების მორიგი აჯანყების დროს ქალაქი დაიპყრო აზავადის განთავისუფლების ეროვნული მოძრაობის ჯარებმა[9], ხოლო 6 აპრილს გახდა თვითგამოცხადებული დამოუკიდებელი სახელმწიფო აზავადის დედაქალაქი. 26 ივნისს აჯანყებულებმა გაანადგურეს 7 სამარხი, ხოლო 28 ივნისს ისლამისტებმა ჩამოხსნეს მეჩეთ სიდი იაჰიას კარები.[10] ამასთან დაკავშირებით იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 36-ე სესიაზე ტომბუქტუ შეიტანეს საფრთხიშ ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შეიყვანა[11][12]. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისლამისტებმა, რომელთაც რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ანსარ ად-დინი“ უდგას სათავეში მავზოლეუმების დანგრევით უპასუხეს[10]. დანგრეულია შუა საუკუნეების მუსლიმი წმინდანის სიდი მუჰამედის მავზოლეუმი[13].


2013 წლის იანვარში დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობის დროს 27 იანვარს ქალაქი დაიკავა მალისა და საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა. აჯანყებულებმა ქალაქი უბრძოლველად დატოვეს, მაგრამ ამასთან დაწვეს აჰმედ ბაბას ისტორიული საკვლევი ცენტრის შენობა, ბიბლიოთეკის ჩათვლით,[14] რომელშიც ინახებოდა 100 ათასამდე არაბული და ძველბერძნული ხელნაწერი, რომლებიც შედიოდნენ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში (შემდგომში ცნობილი გახდა, რომ ხელნაწერები საიდუმლო ვითარებაში გადაარჩინეს). რამდენიმე თვის განმავლობაში ისლამისტების კონტროლ ქვეშ ტომბუქტუ ცხოვრობდა შარიათის კანონებით.


მიუხედავად ღირსშესანიშნაობების დიდი რაოდენობისა და საერთაშორისო აეროპორტისა დღეისათვის ტომბუქტუ ღარიბი ქალაქია. ქალაქში შუა საუკუნეებიდან დაწყებული მოიპოვებენ ქვამარილს.



ქალაქის ღირსშესანიშნაობები |




სანკორეს მედრესეს ეზო


ქალაქის მთავარი მონაპოვარია რამდენიმე ოჯახში შენახული 100 000-ზე მეტი ხელნაწერი, რომელთაგან ზოგიერთი თარიღდება XII საუკუნით.[15] მათი უმრავლესობა შეეხება ასტრონომიას, მუსიკას, ბიოლოგიას და ღვთისმეტყველებას, რომლებიც დაწერილია მალიში ჩამოსული მუსლიმი სწავლულების მიერ არაბულ ან ფულანის ენებზე. უფრო გვიანდელი ხელნაწერები ეხება ისლამური სამართლის საკითხებს, მათემატიკას და ისტორიას (კერძოდ XVI საუკუნეში მაჰმუდ კატის მიერ დაწერილ „ტარიჰ ალ-ფატაშის“ ქრონიკებს და XVII საუკუნეში აბდურაჰმან სადის მიერ ჩაწერილ „ტარიჰ ას-სუდანის“ („სუდანური ქრონიკები“) ქრონიკებს).


მალის ხელისუფლების მიერ იუნესკოს ხელშეწყობით 1970 წელს დაარსებულ აჰმედ ბაბას ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში და ასევე სანკორეს მედრესეს ბიბლიოთეკაში შენახულია შუა საუკუნეების ხელნაწერების გარკვეული რაოდენობა[16]. ხელნაწერების ნაწილი იმყოფება კერძო ბიბლიოთეკებში, რომელთა რაოდენობა ქალაქში 60-დან 80-მდეა (ინგლ. Mamma Haidara Library, Fondo Kati Library, Al-Wangari Library, Mohamed Tahar Library და სხვა).


დღეისათვის ქალაქში არსებული ხელნაწერები წარმოადგენენ ტომბუქტუში დაწერილი შუა საუკუნეების მანუსკრიპტების არასრულ ჩამონათვალს. მათი ნაწილი კოლონიალურ ეპოქაში გაიტანეს ლონდონში, პარიზში და სხვა ქალაქებში. ბევრ მანუსკრიპტებს მალავენ საკუთარი მფლობელები.


2006 წლის თებერვალში დაიწყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და მალის ერთობლივი პროექტი ტომბუქტუს და დასავლეთ აფრიკის სხვა რეგიონების ხელნაწერების მოკვლევაში და შესწავლაში (როგორც მაგალითად, სოკოტოში)[17].


2013 წლის 29 იანვარს ისლამისტმა აჯანყებულებმა დაწვეს ბიბლიოთეკა.


შენობების უმრავლესობა თიხისაა[18] და აშენებულია საჰელის სტილში.


ყველაზე უფრო დიდი ნაგებობებია — მეჩეთები.


  • 1327 წელს ელ-საჰელიში აშენებული ჯინგერებერის მეჩეთი;[19]

  • XV საუკუნის დასაწყისში აშენებული სანკორეს მედრესე;

  • 1441 წელს აშენებული სიდი იაჰიას მეჩეთი.

სხვა ღირსშესანიშნაობებია — მუზეუმი, დაკიდული ბაღები და სასმელი წყლის წნევითი სისტემის კოშკი.



დამეგობრებული ქალაქები |


ქალაქი ტომბუქტუ დამეგობრებულია მსოფლიოს შემდეგ ქალაქებთან:[20]



  • გერმანიის დროშა კემნიცი, გერმანია


  • უელსის დროშა ჰეი-ონ-უაი, უელსი, გაერთიანებული სამეფო


  • ტუნისის დროშა კაირუანი, ტუნისი


  • მაროკოს დროშა მარაკეში, მაროკო


  • საფრანგეთის დროშა სენტი, საფრანგეთი


  • აშშ-ის დროშა ტემპე, აშშ


იხილეთ აგრეთვე |


  • მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია აფრიკაში


რესურსები ინტერნეტში |





იუნესკოს დროშა

მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 119
რუს. • ინგლ. • ფრ.

Commons-logo.svg

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
ტომბუქტუ



  • Saharan Archaeological Research Association

  • Leo Africanus, description of Timbuktu, 1526

  • Shabeni's Description of Timbuktu

  • "Trekking to Timbuktu", a National Endowment for the Humanities learning project for grades 6-8

  • Wonders of the African World

  • The University of Sankore at Timbuktu

  • The Timbuktu Libraries


სქოლიო |




  1. Resultats Provisoires RGPH 2009 (Région de Tombouctou), République de Mali: Institut National de la Statistique, http://instat.gov.ml/documentation/tombouctou.pdf

  2. 2.02.1Amazon.com listing for the "Cruelest Journey: 600 Miles to Timbuktu". დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-27.

  3. 3.03.1Salak, Kira. Kira Salak's official webpage on "The Cruelest Journey". დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-27.


  4. [1] Просечне климатске вредности за Тимбукту


  5. Mali: largest cities and towns and statistics of their population


  6. Okolo Rashid. Legacy of Timbuktu:
    Wonders of the Written Word Exhibit — International Museum of Muslim Cultures [2]



  7. Timbuktu. (2007). Encyclopædia Britannica. Chicago: Encyclopædia Britannica.


  8. Calhoun, Warren Glenn; From Here to Timbuktu, p. 273 ISBN 0-7388-4222-2


  9. Mali rebels seize Timbuktu — Telegraph

  10. 10.010.1რადიკალმა ისლამისტებმა ტომბუქტუში ისლამის წმინდანთა მავზოლეუმი დაანგრიეს


  11. Heritage sites in northern Mali placed on List of World Heritage in Danger


  12. Heritage sites in northern Mali placed on List of World Heritage in Danger. // whc.unesco.org. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-08-05. წაკითხვის თარიღი: 2012-7-11.


  13. მალიში ხუროთმოძღვრების ძეგლები ნადგურდება


  14. მალიში ხელნაწერთა მუზეუმი დაარბიეს. „ამერიკის ხმა“. 30.01.2013.


  15. Un patrimoine inestimable en danger: les manuscrits trouvés à Tombouctou, par Jean-Michel Djian dans Le Monde diplomatique d’août 2004.


  16. Reclaiming the Ancient Manuscripts of Timbuktu


  17. Curtis Abraham, "Stars of the Sahara," New Scientist, 18 August 2007: 37-39


  18. Timbuktu — World Heritage (Unesco.org)


  19. Salak, Kira. Photos from "KAYAKING TO TIMBUKTU". National Geographic Adventure. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-27.


  20. “Timbuktu 'twins' make first visit“, BBC News, 24 October 2007. წაკითხვის თარიღი: 24 May 2010. 




(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტომბუქტუ&oldid=3540162“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.264","walltime":"0.411","ppvisitednodes":"value":2849,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":37128,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":10724,"limit":2097152,"expansiondepth":"value":13,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":3,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":10604,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 282.342 1 -total"," 25.67% 72.476 1 თარგი:სქოლიო"," 17.79% 50.220 7 თარგი:Flagicon"," 14.59% 41.186 1 თარგი:მსოფლიო_მემკვიდრეობის_ძეგლები_მალიში"," 13.51% 38.155 1 თარგი:ნავდაფა"," 13.47% 38.038 1 თარგი:ინფოდაფა_მსოფლიოს_მემკვიდრეობის_ძეგლი"," 9.67% 27.314 1 თარგი:Citation"," 7.67% 21.655 1 თარგი:პოზრუკა"," 7.66% 21.622 1 თარგი:Citation/core"," 7.26% 20.511 1 თარგი:Coord"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.013","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":751862,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1257","timestamp":"20190410223930","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10e2u10ddu10dbu10d1u10e3u10e5u10e2u10e3","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%A3","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q9427","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q9427","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2007-10-19T06:44:07Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/d/dd/Djingareiber_cour.jpg"(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":195,"wgHostname":"mw1261"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單