Skip to main content

ბრაზილია სექციების სია ეტიმოლოგია | ისტორია | გეოგრაფია | სახელმწიფო | ადმინისტრაციული დაყოფა | დემოგრაფია | ეკონომიკა | ტრანსპორტი | მემკვიდრეობა | იხილეთ აგრეთვე | ცნობილი ბრაზილიელები | რესურსები ინტერნეტში | სქოლიო | სანავიგაციო მენიუTourist Guide of BrazilBrazilian Federal GovernmentChief of State and Cabinet MembersBrazilian Institute of Geography and StatisticsInformation and Pictures Tourism of BrazilBrazil entry at The World FactbookBrazilBrazil at the Open Directory ProjectCountry ProfileDemographics2011 Population ProjectionCenso 2010: população do Brasil é de 190.732.694 pessoasBrazilTable 1: Human development index 2016 and its componentsCountry Comparison to the World: Gini Index – Brazilnational websiteGrids & Datums – Federative Republic of BrazilორიგინალიდანGeography of BrazilIntroduction of BrazilBrazilian Federal ConstitutionBrazilian Federal ConstitutionTerritorial units of the municipality levelWorld Development Indicators databaseCIA – The World Factbook – Country Comparisons – GDP (purchasing power parity)Booming Brazil could be world power soon"Brazil sees traces of more isolated Amazon tribes"CNRTLMichaelisiDicionário Auleteრრრ

გასაახლებელი ინფოდაფაბრაზილიასამხრეთ ამერიკის ქვეყნებიპორტუგალიურენოვანი ქვეყნებიგაეროს წევრი სახელმწიფოები


პორტ.პორტ.სამხრეთ ამერიკისლათინური ამერიკისლუზოფონურიამერიკაშიატლანტის ოკეანეესაზღვრებავენესუელაგაიანასურინამისაფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიასაფრანგეთის გვიანაკოლუმბიაბოლივიაპერუარგენტინაპარაგვაიურუგვაიარქიპელაგსფერნანდუ-დი-ნორონიასროკასსწმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს არქიპელაგსტრინიდადი და მარტინ ვასსეკვადორისაჩილესი1500პედრუ ალვარეშ კაბრალმაპორტუგალიის1815პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფო1808ლისაბონიდანრიო-დე-ჟანეიროში1822ბრაზილიის იმპერიის1889საპრეზიდენტო რესპუბლიკასამხედრო ხუნტაშტატისგანბრაზილიის ეკონომიკამთლიანი შიდა პროდუქტისმსყიდველობითი უნარის პარიტეტისგაეროსიდიდი ოცეულისპორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობისლათინური კავშრისიბერო-ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციისამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციისმერკოსურისსამხრეთ ამერიკის ერთა კავშირისBRICდაცული ტერიტორიებიბრაზილიური ხისგანპორტულაგიურ ენაშილათინურიXVI საუკუნეშიგუარანის ენაშიპორტუგალიისაგან18221889იმიგრაციამ18081988921992რიო-დე-ჟანეიროშისამხრეთ ამერიკაშიეკვადორისაჩილესურუგვაიარგენტინაპარაგვაიბოლივიაპერუკოლუმბიავენესუელაგაიანასურინამისაფრანგეთის გვიანასაზღვარისაზღვრებიატლანტის ოკეანეზედასავლეთ ევროპასამაზონის დაბლობიბრაზილიის მთიანეთიმთათა სისტემებიკონტინენტისქანებისაგანგრანიტიგნეისიკვარციტიდანალექი ქანებითპანტანალის ვაკეშილა-პლატის დაბლობშიამაზონისსასარგებლო წიაღისეულითგეოლოგიურილათინურ ამერიკაშირკინისმანგანუმისქრომიტებისბარიტისპირიტისტიტანისვოლფრამისკობალტისკალისაზბესტისკალიუმის მარილებისენერგეტიკული რესურსებისტროპიკულ სარტყელშისუბტროპიკულ სარტყელშიმზისრადიაციისამპლიტუდაკლიმატიზაფხულითზამთრითსოფლის მეურნეობისამაზონიმარანიონისუკაიალისპერუსმანაუსთანობიდუსთანპურუსიჟურუატაპაჟოსიმადეირარიუ-ნეგრუჟაპურაისასამხრეთ ამერიკისპარანაპარაგვაიტიეტეიგუასუსან-ფრანსისისკუპარაიბატოკანტისიპარანაიბაჟაკუიქვეყანა შედარებით ღარიბია მნიშვნელოვანი ტბებითლაგუნურიპატუსიტყეებითნიადაგებზემცენარეულიფლორისტულიამაზონისპალმისმონგოპაუ-ბრაზილირძის ხენესვის ხელიანებივიქტორია რეგიაკაქტუსებითატლანტის ოკეანისმანგოსცხოველთა სამყარობრაზილიური კურდრელიიაგუარიპუმატაპირიჭაობის ირემიბრაზილიური შველიანაკონდათუთიყუშიჭიანჭველაჭამიანიანგიეროვნული პარკებიევროპელები1500კოლონიურიპაუ-ბრაზილზეევროპაშიპორტუგალიელთა18227 სექტემბერსმონარქიულ15 ნოემბერსრესპუბლიკადკონსტიტუციასახელმწიფოსპრეზიდენტიეროვნული კონგრესიბრაზილიაბრაზილიის დემოკრატიული მოძრაობის პარტიალიბერალური ფრონტისოციალურ-დემოკრატიული პარტიაფედერაციული სახელმწიფოაკონსტიტუციაინდიელებითXVIპორტუგალიელმააფრიკიდანპორტუგალიელებისიტალიელებისბრაზილიელიაბუნებრივი მატებისმიგრაციისამაზონისსავანებიაკრიამაზონასიპარამატუ-გროსუამაპარორაიმარონდონიაურბანიზაციისსახელმწიფოაბუნებრივი რესურსებითეკონომიკაპოლიტიკამლათინურ ამერიკაშიკაპიტალიაშშჩინეთსგერმანიასიაპონიასშვეიცარიასგაერთიანებულ სამეფოსმრეწველობაშიმანქანათმშენებლობაშიგემთმშენებლობაშიმრეწველობასახელმწიფოსსან-პაულუსხორცისთამბაქოსმსუბუქი მრეწველობაცელულოზაქაღალდისსოფლის მეურნეობაექსპორტიორიმემცენარეობაყავაკაკაობამბაშაქრის ლერწამიბრინჯისოიოპარანას შტატისსან-პაულუს შტატისმინას-ჟერაისის შტატისესპირიტუ-სანტუს შტატში1975ბოტანიკური ბაღიworld travel marketტრანსპორტიავტომანქანასსარკინიგზო ტრანსპორტისამდინარო ტრანსპორტსამაზონისბელენიმანაუსისორტუ-სანტანაატლანტის ოკეანისსაზღვაო ტრანსპორტისანტუსირიო-დე-ჟანეიროტუბარანისან-სებასტიანირიუ-გრანდისაჰაერო ტრანსპორტისაეროპორტიაბრაზილიადიამანტინას და ოურუ პრეტუს ისტორიული ცენტრებიიგუასუსჟაუსსერა–და–კაპივარის ეროვნული პარკებიარგენტინაბოლივიაბრაზილიაგაიანაეკვადორივენესუელაკოლუმბიაპარაგვაიპერუსურინამიურუგვაიჩილენიდერლანდებისამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულებიფოლკლენდის კუნძულებიგაერთიანებული სამეფოსაფრანგეთის გვიანა










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




ბრაზილია




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search






Disambig-dark.svg

სიტყვას „ბრაზილია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბრაზილია (მრავალმნიშვნელოვანი).


























































ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა

República Federativa do Brasil
ბრაზილია





ბრაზილიის
დროშა გერბი

დევიზი: "Ordem e Progresso"
(წესრიგი და პროგრესი)

ჰიმნი: 


Hino Nacional Brasileiro
(პორტუგალიური)
(ქართ: ბრაზილიის ეროვნული ჰიმნი)


დედაქალაქი
ბრაზილია
უდიდესი ქალაქი სან-პაულუ
ოფიციალური ენა
პორტუგალიური[1]
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ
 -  ვიცე–პრეზიდენტი ვაკანტურია
ფართობი
 -  სულ 8 514 877 კმ2 (მე-5)
 -  წყალი (%) 0,65
მოსახლეობა
 -  2012 შეფასებით 193 946 886[2] (მე-5)
 -  2010 აღწერა 190 732 694[3] 
 -  სიმჭიდროვე 22 კაცი/კმ2 

მშპ (მუპ)
2011 შეფასებით
 -  სულ $2,294 ტრილიონი[4] (მე-6)
 -  ერთ მოსახლეზე $12,788[4] (53-ე)

აგი (2011)
0,755[5] (მაღალი[6]) (84-ე)
ვალუტა
რეალი (BRL)
დროის სარტყელი
UTC-02:00-დან UTC-5-მდე
ქვეყნის კოდი BRA
Internet TLD .br
სატელეფონო კოდი +55

ბრაზილია (პორტ. Brasil), ოფიციალურად ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა[7][8] (პორტ. República Federativa do Brasil) — სამხრეთ ამერიკის კონტინენტისა და ლათინური ამერიკის რეგიონის უდიდესი ქვეყანა. იგი მეხუთე უდიდესი სახელმწიფოა მსოფლიოში როგორც ფართობის (8 514 877 კმ²) ისე მოსახლეობის მხრივ (193 მლნ, 2012 წ).[2][9] ბრაზილია უდიდესი ლუზოფონური ქვეყანაა მსოფლიოში და ერთადერთი ამერიკაში.[9]


ბრაზილიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, სადაც სანაპირო ზოლის სიგრძე 7,491 კმ–ს შეადგენს.[9] ჩრდილოეთით ესაზღვრება ვენესუელა, გაიანა, სურინამი, და საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია — საფრანგეთის გვიანა, ჩრდილო–დასავლეთით — კოლუმბია, დასავლეთით — ბოლივია და პერუ, სამხრეთ–დასავლეთით — არგენტინა და პარაგვაი, სამხრეთით — ურუგვაი. ფლობს მრავალ არქიპელაგს, მათ შორის ფერნანდუ-დი-ნორონიას, როკასს, წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს არქიპელაგს, ტრინიდადი და მარტინ ვასს. ესაზღვრება სამხრეთ ამერიკის ყველა ქვეყანას, გარდა ეკვადორისა და ჩილესი.


მას შემდეგ, რაც 1500 წელს ბრაზილიის მიწაზე ფეხი პედრუ ალვარეშ კაბრალმა დადგა, ეს ქვეყანა პორტუგალიის კოლონია იყო 1815 წლამდე, როდესაც შეიქმნა პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფო. კოლონიური ბორკილები 1808 წელს დაიმსხვრა, როდესაც პორტულაგიაში ნაპოლენის შეჭრის შემდეგ პორტუგალიის კოლონიური იმპერიის დედაქალაქი ლისაბონიდან რიო-დე-ჟანეიროში გადავიდა.[10] დამოუკიდებლობა 1822 წელს გამოცხადდა ბრაზილიის იმპერიის შექმნით, რომელიც უნიტარული სახელმწიფო იყო კონსტიტუციური მონარქიითა და საპარლამენტო სისტემით. 1889 წელს ბრაზილია საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდა, მას შემდეგ რაც ხელისუფლების სათავეში სამხედრო ხუნტა მოვიდა. ამ დროისთვის მოქმედებდა 1824 წელს ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კონსტიტუცია.[10] ამჟამინდელი კონსტიტუცია ქვეყანამ 1988 წელს მიიღო, რომელიც ბრაზილიას ფედერალურ სახელმწიფოდ განსაზღვრავს.[11] ფედერაცია შედგება ფედერალური რაიონების — 26 შტატისგან, რომლებიც საერთო ჯამში 5 564 მუნიციპალიტეტად იყოფა.[11][12]


ბრაზილიის ეკონომიკა მსოფლიოში მეექვსე უდიდესია მთლიანი შიდა პროდუქტის თვალსაზრისით და მეშვიდე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით (2011).[13][14] ბრაზილიის ეკონომიკა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია. ეკონომიკურმა რეფორმებმა ქვეყანას ახალი საერთაშორისო აღიარება მოუტანა.[15] ბრაზილია დამფუძნებელი წევრია გაეროსი, დიდი ოცეულის, პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის, ლათინური კავშრის, იბერო-ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციის, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის, მერკოსურის, სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის, არის BRIC–ის ერთ–ერთი ქვეყანა. ამავე დროს, ბრაზილია მიეკუთვნება მსოფლიოს ეკოლოგიურად 17 ყველაზე მეგამრავალფეროვან ქვეყანას; მრავალფეროვანია ველური ბუნება, ბუნებრივი გარემო, ფართოდაა წარმოდგენილი დაცული ტერიტორიები.[9] ინდიელთა ეროვნული ფონდის მონაცემებით, ბრაზილიის ტერიტორიაზე სახლობს 67 იზლოირებული ტომი, შესაბამისად ბრაზილიაში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მეტი არაკონტაქტური ტომი ცხოვრობს.[16]




სექციების სია





  • 1 ეტიმოლოგია


  • 2 ისტორია


  • 3 გეოგრაფია

    • 3.1 კლიმატი


    • 3.2 შიგა წყლები


    • 3.3 ფლორა და ფაუნა



  • 4 სახელმწიფო


  • 5 ადმინისტრაციული დაყოფა


  • 6 დემოგრაფია


  • 7 ეკონომიკა

    • 7.1 ტურიზმი



  • 8 ტრანსპორტი


  • 9 მემკვიდრეობა


  • 10 იხილეთ აგრეთვე


  • 11 ცნობილი ბრაზილიელები


  • 12 რესურსები ინტერნეტში


  • 13 სქოლიო




ეტიმოლოგია |


სიტყვა „ბრაზილია“ მომდინარეობს მცენარე ბრაზილიური ხისგან (Caesalpinia echinata, პერნამბუკის ხე), რომელიც ერთ დროს უხვად იზრდებოდა ბრაზილიის სანაპიროს გასწვრივ. პორტულაგიურ ენაში ამ ხეს პაუ-ბრაზილი ჰქვია, სიტყვა ბრაზილი ნიშნავს „წითელი, როგორც ნაკვერჩხალი“, რაც ლათინური brasa–დან (ნაკვერჩხალი) მომდინარეობს.[17][18][19] იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხე დიდი რაოდენობით წითელ საღებავს გამოყოფდა, საკმაოდ მაღალი ღირებულების მქონე აღმოჩნდა ევროპული ტანსაცმლის ინდუსტრიისთვის, შესაბამისად ის ერთ–ერთი ყველაზე ადრეული კომერციულად გამოყენებადი პროდუქტი იყო ბრაზილიიდან. XVI საუკუნეში, ბრაზილიის სანაპიროებზე პაუ–ბრაზილის მასობრივი გაჩეხვა დაიწყო ადგილობრივი ინდიელების მიერ, რომლებიც მას ევროპელ ვაჭრებს (ძირითადად პორტუგალიელებსა და ფრანგებს) უცვლიდნენ ევროპულ სამომხმარებლო საქონელში.[20]


ამ მიწის ოფიციალური სახელი პორტუგალიელთა ჩანაწერებში იყო „წმინდა ჯვრის მიწა“ (Terra da Santa Cruz), მაგრამ ევროპელი ვაჭრები და მეზღვაურები მას უბრალოდ „ბრაზილიის მიწას“ (Terra do Brasil) უწოდებდნენ. ეს დასახელება თანდათანობით გავრცელდა და ბოლოს ოფიციალური სახელად იქცა. ადრეული მეზღვაურები ზოგჯერ ასევე მას ასევე მოიხსენიებენ „თუთიყუშების მიწის“ (Terra di Papaga) სახელით.


გუარანის ენაში, რომელიც პარაგვაის ერთ–ერთი ოფიციალური ენაა, ბრაზილიას „პინდორამა“ ეწოდება. ეს სახელი ამ რეგიონს ადგილობრივებმა უწოდეს და „პალმის ხეების მიწას“ ნიშნავს.



ისტორია |


პორტუგალიისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1822 წელს. 1889 წლიდან ფედერაციული რესპუბლიკაა. ბრაზილიის მოსახლეობის ფორმირებაში უდიდესი როლი შეასრულა იმიგრაციამ — 1808 წლის კანონით უცხოელებს მიწის საკუთრებაში შეძენის მიეცათ უფლება. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა აკრძალული იყო გენერალ კასტელო ბრანკოს მმართველობის წლებში. 1988-92 წლებში პრეზიდენტის პოსტი ეკავა ფერნანდო კოლონს, რომელმაც თავისუფალი საბაზრო პოლიტიკის იდეა წამოაყენა. ბოლოს იგი დაადანაშაულეს კორუფციაში და თანამდებობიდან გადააყენეს. 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში ჩატარდა მსოფლიო სამიტი. 90-იან წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაციას.



გეოგრაფია |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ბრაზილიის გეოგრაფია.

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში და უკავია ამ კონტინენტის ნახევარი ტერიტორია. ესაზღვრება კონტინენტის 12 სახელმწიფოდან 10-ს (ყველას, ეკვადორისა და ჩილეს გამოკლებით). ესენია: ურუგვაი, არგენტინა, პარაგვაი, ბოლივია, პერუ, კოლუმბია, ვენესუელა, გაიანა, სურინამი და საფრანგეთის გვიანა.მათგან ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს ბოლივიასთან 3400 კმ, ყველაზე პატარა კი სურინამთან — 597 კმ. საზღვრები მეზობელ სახელმწიფოებთან არ წარმოადგენს რთულ ბუნებრივ დაბრკოლებებს, რაც აადვილებს მის ეკონომიკურ კავშირებს კონტინენტის ქვეყნებთან. აღმოსავლეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ბრაზილიას ფართო გასასვლელი აქვს ატლანტის ოკეანეზე. სანაპირო ხაზის სიგრძეა 7491 კმ. ქვეყნის ტერიტორია აღმოსავლეთიდან დასავლეთით გადაჭიმულია 4348 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ კი — 4320 კმ-ზე. ბრაზილია ფართობით ორჯერ ჭარბობს დასავლეთ ევროპას.


ბრაზილიის უზარმაზარ ტერიტორიაზე გამოიყოფა ორი მსხვილი ბუნებრივი ოლქი: ამაზონის დაბლობი, რომელიც ვრცელდება ქვეყნის ჩრდილოეთით და ბრაზილიის მთიანეთი, რომელიც იკავებს ქვეყნის ტერიტორიის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებს. ბრაზილიის ტერიტორიაზე არ გვხვდება ის გრანდიოზული მთათა სისტემები, რომლებიც წარმოდგენილია კონტინენტის დასავლეთ ნაწილში.


ბრაზილიის მთიანეთი მოიცავს მთელი ქვეყნის ტერიტორიის 2/3-ს. იგი აგებულია ძველი კრისტალური ქანებისაგან, სადაც ჭარბობს გრანიტი, გნეისი, კვარციტი. ეს ყველაფერი დაფარულია დანალექი ქანებით. ზოგ ადგილებში, კრისტალური ქანები გამოდიან ზედაპირზე. მთიანეთი ძირითადად ხასიათდება გორაკ-ბორცვიანი ზედაპირით, რომელიც მაღლდება ჩრდილოეთიდან სამხრეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით.


მთიანეთი დასავლეთით გადადის პანტანალის ვაკეში, ხოლო სამხრეთით — ლა-პლატის დაბლობში. ჩრდილო დასავლეთით იგი თანდათან იშლება და უერთდება ამაზონის დაბლობს, რომლის ფართობიც 1,6 მლნ კვ.კმ-ია. მსოფლიოში უდიდესი ეს ტროპიკული დაბლობი მდებარეობს ტექტონიკური ჩაღუნვის ოლქში, რომელიც ამოვსებულია ზღვიური და კონტინენტური დანალექი მასალით.


ბრაზილია მდიდარი ქვეყანაა სასარგებლო წიაღისეულით, რაც უპირველეს ყოვლისა განპირობებულია გეოლოგიური აგებულების თავისებურებით. ქვეყანა პირველ ადგილზეა ლათინურ ამერიკაში რკინის, მანგანუმის, ქრომიტების, ბარიტის, პირიტის, ნიობიის და გარსის მარაგით. მეორეზეა ტიტანის, ვოლფრამის, კობალტის, კალის, აზბესტის და კალიუმის მარილების მარაგით. ამავე დროს, ქვეყანა ენერგეტიკული რესურსების მნიშვნელოვან სიმცირეს განიცდის.



  • ფართობი: 8 511 965 კვ. კმ.


  • ბუნება: უმაღლესი მწვერვალი — პიკო-და-ნებლინა, 3014 მ; მთავარი მდინარეები (კმ) — ამაზონი 3500 (სულ 6280), პურუსი 3000 (სულ 3210), რიო სან-ფრანსისკუ 2900, ტოკანტისი 2700, არაგუაია 2600, რიო პარანა 2400 (სულ 4700); უდიდესი ტბა (კვ. კმ) — ლაგოა მირიმი 3000; მთავარი კუნძულები (კვ. კმ) — მარაჟუ 47 573, დიდი გურუპა 4864;კლიმატი — ეკვატორული, ტროპიკული.


  • ბუნებრივი რესურსები: ბრაზილიას სასარგებლო წიაღისეულის დიდი მარაგი აქვს, მათ შორის ბოქსიტები, ოქრო რკინის მადანი, მანგანუმი, ნიკელი, ფოსფატები, პლატინა, კალა, ურანი, ნავთობი, ჰიდროენერგია, საშენი ხე-ტყე (ტროპიკულ ზონაში).


კლიმატი |


ბრაზილიის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ტროპიკულ სარტყელში, მისი სამხრეთი ნაწილი კი ექცევა სუბტროპიკულ სარტყელში. დაბალ განედებში მდებარეობა განაპირობებს მზის რადიაციის სიუხვეს და ტემპერატურის მაღალ მაჩვენებლებს, რომლებიც მერყეობს +14,7 გრადუსიდან 28,3 გრადუსამდე. ეს ტემპერატურები თანდათან კლებულკობს ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით,თვიური და წლიური ამპლიტუდა კი მატულობს.


ქვეყნის მთელი ტერიტორია, ჩრდილო-აღმოსავლეთის ზოგიერთი რაიონის გამოკლებით მნიშვნელოვანი რაოდენობის ტენს იღებს — 1000 მმ-ზე მეტს წელიწადში. ტროპიკული ბრაზილიის ყველაზე ცივი თვის და ყველაზე თბილი თვეების საშუალო ტემპერატურებს შორის განსხვავება დაახლოებით 3-4 გრადუსია. ნალექები წლის მანძილზე არათანაბრად არის განაწილებული, განასხვავებენ ორ სეზონს: მშრალს და ტენიანს.


ბრაზილიის მთაინეთისათვის დაახლოებით 24-იან განედამდე, ბატონობს სუბეკვატორული კლიმატი ცხელი (22-28 გრადუსი) და ტენიანი ზაფხულით და თბილი (17-20 გრადუსი), მშრალი ზამთრით. მთიანეთის აღმოსავლეთით, კლიმატი ტროპიკული, ცხელი და ტენიანია (800-1600 მმ).


ბრაზილიის კლიმატური პირობები ხელსაყრელია ყველა სახის სოფლის მეურნეობის კულტურის მოსაყვანად. ცივი პერიოდის არარსებობა კარგ საშუალებას იძლევა წელიწადში ორი, ზოგიერთი კულტურისთვის კი სამი მოსავლისათვის.



შიგა წყლები |


ბრაზილიის სამდინარო ქსელი ძლიერ ხშირი და წყალუხვია. დასავლეთიდან აღმოსავლეთით, ქვეყნის მთელს ტერიტორიას კვეთს მსოფლიოს ერთ-ერთი უგრძესი, ყველაზე წყალუხვი და აუზის ფართობით ყველაზე დიდი მდინარე ამაზონი, რომლის საშუალებითაც ხდება ქვეყნის ჩრდილოეთის რაიონების მორწყვა. ეს მდინარე წარმოიშვება მდინარეების — მარანიონის და უკაიალის შეერთებით და თუ მის სიგრძეს პირველი მდინარის სათავიდან გამოვითვლით, მაშინ იგი გაუტოლდება 6400 კმ-ს, ხოლო თუ მეორე მდინარიდან, 7000 კმ-ს. მდინარე ამაზონი ბრაზილიის ტერიტორიაზე 3165 კმ გაედინება. ქვეყნის ტერიტორიაზე მისი აუზი შეადგენს 4,8 მლნ კვ. კმ-ს. პერუს საზღვართან მისი სიგანე 1,5 კმ-ია, შუა დინებისას, ქალაქ მანაუსთან 5 კმ, ხოლო ქვემო დინებისას 20 კმ. შესართავთან კი 80-150 კმ. შუა დინებისას ამაზონის სიღრმე 70 მეტრია, ქალაქ ობიდუსთან 135 მ, ხოლო შესართავთან 15-45 მ.


ამაზონს მრავალი შენაკადი აქვს. მათგან აღსანიშნავია პურუსი, ჟურუა, ტაპაჟოსი, მადეირა, რიუ-ნეგრუ, ჟაპურა, ისა. ამაზონის რეჟიმი რთული და მრავალფეროვანია.


ბრაზილიის და ზოგადად სამხრეთ ამერიკის მეორე უდიდესი მდინარეა პარანა, რომლის წყლებითაც ირწყვება ქვეყნის სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი. მისი მნიშვნელოვანი შენაკადებია: პარაგვაი, ტიეტე, იგუასუ და სხვა. პარანა ჰიდროენერგიის დიდი პოტენციალით გამოირჩევა. ბრაზილიის სხვა მნიშვნელოვანი მდინარეებდან აღსანიშნავია: სან-ფრანსისისკუ, პარაიბა, ტოკანტისი, პარანაიბა, ჟაკუი. ქვეყანა შედარებით ღარიბია მნიშვნელოვანი ტბებით. გვხვდება ლაგუნური და ჭალის ტბები. ყველაზე დიდი ტბაა პატუსი (10 000 კვ. კმ).



ფლორა და ფაუნა |




ამაზონის ტყე


ბრაზლიის ტერიტორიის თითქმის ნახევარი დაფარულია ტყეებით, რომელიც გავრცელებულია წითელ ფერალიტურ ნიადაგებზე. ბრაზილიის მცენარეული საფარი ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანია. მისი ფლორისტული შემადგენლობა 50 000 მცენარეს შეიცავს, საიდანაც 12 000 ენდემურია. ტყეების ჯიშობრივი შემადგენლობის მრავალფეროვნებით, სიმჭიდროვით და მრავალიარუსლინობით გამოირჩევა ტენიანეკვატორული მარადმწვანე ტყე,რომელიც ცნობილია, როგორც ჰილეები (ბრაზილიაში მას სელვას უწოდებენ). ისინი ვრცელდებიან ძირითადად ამაზონის დასავლეთ ნაწილში. ამაზონის ტყეები ჯერ კიდევ არ არის კარგად შესწავლილი. ცნობილია 4000-ზე მეტი ჯიშის მერქნიანი ხე, ვხვდებით ასობით პალმის ჯიშს, რომელთა შორის ყველაზე მაღალი 60 მეტრამდე იზრდება.


უფრო მრავალფეროვანი მცენარეული საფარით ხასიათდება ტყის ის ნაწილი, რომელიც წყლით არ იფარება. აქ იზრდება ისეთი ძვირფასი ჯიშები, როგორებიცაა მონგო, პაუ-ბრაზილი, "რძის ხე", "ნესვის ხე", უხვადაა ლიანები. მდინარე ამაზონის მცენარეთაგან სახელგანთქმულია ყვავილოვანი მცენარე ვიქტორია რეგია, რომლის ფოთლის დიამეტრი 2,5 მეტრს აღემატება.


ბრაზილიის ყველაზე მშრალი ადგილი — მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის შიგა რეგიონები ძირითადად დაფარულია დაბალი ეკლიანი ბუჩქებითაა და კაქტუსებით. ქვეყნის უკიდურესი სამხრეთი წარმოდგენილია ტენიანი სუბტროპიკული სავანებით. ატლანტის ოკეანის სანაპირო დაფარულია მანგოს ბარდით.


მრავალფეროვნებით გამოირჩევა ბრაზილიის ცხოველთა სამყარო. აღსანიშნავია: ბრაზილიური კურდრელი, იაგუარი, პუმა, ბუჩქნარის ძაღლი, ტაპირი, ჭაობის ირემი, ბრაზილიური შველი, ანაკონდა, სხვადასხვა სახის თუთიყუში, ჭიანჭველაჭამია, ნიანგი და ა.შ. მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ბუნების დაცვას და ამ მიზნით შექმნილია ეროვნული პარკები.



სახელმწიფო |



Brazil map en 2004.png





ბრაზილიის ეროვნული კონგრესის შენობა დედაქალაქ ბრაზილიაში



  • სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა.


  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი დილმა რუსეფი (2010).


  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი ეროვნული კონგრესი (81+513 წევრი).

ბრაზილიის ნაპირებთან პირველი ევროპელები - ზღვაოსან კარბალის მეთაურობით 1500 წელს გამოჩნდნენ. დაიწყო ბრაზილიის კოლონიური ისტორია. მეტროპოლიის განსაკუთრებული ყურადღება პირველად გამახვილდა ძვირფასმერქნიან ხე პაუ-ბრაზილზე, რომლისგანაც წარმოიშვა შემდგომში მთელი ქეყნის სახელწოდება და რომელიც დიდი რაოდენობით გაჰქონდათ ევროპაში. პორტუგალიელთა კოლონიური ბატონობა გაგრძელდა 1822 წლამდე. ამ წლის 7 სექტემბერს კი ქვეყანამ პოლიტიკური დამოუკიდებლობა მიიღო. ბრაზილია 67 წლის განმავლობაში მონარქიულ ქვეყანას წარმოადგენდა, ხოლო 1822 წლის 15 ნოემბერს იგი რესპუბლიკად გამოცხადდა.


დღეისათვის მოქმედი კონსტიტუცია ქვეყანამ 1988 წელს მიიღო, რომლის ძალითაც სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი. მას 5 წლის ვადით ირჩევენ.


ბრაზილიის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ეროვნული კონგრესი, რომელიც შედგება დეპუტატთა პალატისგან (487 ადგილი, არჩევა ხდება 4 წლის ვადით) და ფედერალური სენატისგან (72 ადგილი, არჩევა ხდება 8 წლის ვადით).


პრეზიდენტისა და ეროვნული კონგრესის ადგილსამყოფელია დედაქალაქი ბრაზილია. სახელმწიფოს მეთაურის დეპარტამენტები განლაგებულია განთიადის სასახლეში. ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური პარტიებიდან აღსანიშნავია: ბრაზილიის დემოკრატიული მოძრაობის პარტია, ლიბერალური ფრონტი, სოციალურ-დემოკრატიული პარტია.



ადმინისტრაციული დაყოფა |


ბრაზილია ფედერაციული სახელმწიფოა, რომელიც შედგება 26 შტატისა (estado) და 1 ფედერალური ოლქისაგან (distrito federal). შტატებს აქვთ თავიანთი კონსტიტუცია, საკანონმდებლო ორგანო და ჰყავთ გუბერნატორები.



  1. ჩრდილოეთ ამაზონეთი: აკრი – ამაპა – ამაზონასი – პარა – რონდონია – რორაიმა – ტოკანტინსი


  2. ჩრდილო-აღმოსავლეთი: ალაგოასი – ბაია – მარანიანი – პარაიბა – პერნამბუკუ – პიაუი – რიუ-გრანდი-დუ-ნორტი – სეარა – სერჟიპი


  3. სამხრეთ-აღმოსავლეთი: ესპირიტუ-სანტუ – მინას-ჟერაისი – რიო-დე-ჟანეირო – სან-პაულუ


  4. სამხრეთი: პარანა – რიუ-გრანდი-დუ-სული – სანტა-კატარინა


  5. ცენტრალური დასავლეთი: ფედერალური ოლქი – გოიასი – მატუ-გროსუ – მატუ-გროსუ-დუ-სული


დემოგრაფია |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ბრაზილიის დემოგრაფია.

თანამედროვე ბრაზილიის ტერიტორია ძველად ინდიელებით იყო დასახლებული, რომლებიც ახლაც არიან შემორჩენილი ამაზონის ჯუნგლებში. XVI ს-ის დასაწყისში ბრაზილია დაიპყრეს პორტუგალიელმა კონკისტადორებმა, რომლებმაც პრაქტიკულად გაანადგურეს ადგილობრივი ინდიელები. პორტუგალიელებმა დააარსეს მსხვილი პლანტატორული მეურნეობები, რომლებიც აფრიკიდან შემოყვანილი მონების შრომას იყენებდნენ.


ბრაზილიელი ერი ჩამოყალიბდა სამი ძირითადი რასის — აქ ჩამოსული ევროპული მოსახლეობის (ძირითადად პორტუგალიელების და იტალიელების), ზანგების და ინდიელი აბორიგენების შერევით. ქვეყნის ეროვნული შემადგენლობა ერთფეროვანია, მთელი მოსახლეობის 97% ბრაზილიელია. მნიშვნელოვნად იზრდება ქვეყნის მოსახლეობა, ძირითადად ბუნებრივი მატების ხარჯზე. მიგრაციის როლი უმნიშვნელოა.


საშუალო სიმჭიდროვე შეადგენს 18 კაცს 1 კმ. კვ-ზე. მოსახლეობა ქვეყნის ტერიტორიაზე ძალიან არათანაბრად არის განლაგებული. მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტი ცხოვრობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის სანაპირო ზოლში,მთელი ტერიტორიის 1/10-ზე. ამაზონის ტროპიკული ტყეები,სავანები და მთიანეთის შიგა რაიონები მეჩხერად არის დასახლებული. ქვეყნის დასავლეთის და ჩრდილოეთის შვიდ შტატში (აკრი, ამაზონასი, პარა, მატუ-გროსუ, ამაპა, რორაიმა, რონდონია) რომლებიც ბრაზილიის ფართობის ნახევარზე მეტს მოიცავს,ცხოვრობს მთელი მოსახლეობის მხოლოდ 5 %.


ბრაზილია ურბანიზაციის მაღალი დონით და ამ პროცესის ინტენსიურობით ხასიათდება.



  • მოსახლეობა: 192,272,890 მლნ (2009), მათ შორის 55 % თეთრი (წარმოშობით პორტუგალიელები, გერმანელები, იტალიელები, ესპანელები, პოლონელები), 38 % შერეული, 6 % შავი.


  • ენები: პორტუგალიური-სახელმწიფო ენა, რომელზეც მოსახლეობის 92% ლაპარაკობს, ესპანური, ინგლისური, ფრანგული.


  • რელიგია: კათოლიციზმი.


  • ქალაქები (ათ.): ბრაზილია (2160, დედაქალაქი), სან-პაულუ (10 195; აგლომ. 18 847), რიო-დე-ჟანეირო (6120; აგლომ. 11 437), ბელუ-ორიზონტი (2347; აგლომ. 4519), სალვადორი (2590; აგლომ. 3253), ფორტალეზა (2278; აგლომ. 3044), კურიტიბა (1670; აგლომ. 2907), მანაუსი (1644), რესიფი (1515; აგლომ. 3646).


ეკონომიკა |


ბრაზილია ინდუსტრიულ-აგრარული სახელმწიფოა, მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსებით და სამრეწველო პოტენციალით. მეოცე საუკუნის 60-იანი წლების შუა პერიოდამდე, ქვეყნის ეკონომიკა ნელი ტემპით ვითარდებოდა, მაგრამ მთავრობის ახალმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელიც ცნობილია როგორც განვითარების "ბრაზილიური მოდელი", მნიშვნელოვნად დააჩქარა ეროვნული ეკონომიკური პოტენციალის შემდგომი წინსვლა.


ბრაზილია ეროვნული შემოსავლის პოტენციალით პირველი ქვეყანაა ლათინურ ამერიკაში და მთელი რიგი ეკონომიკური მაჩვენებლებით შედის მსოფლიოს უმსხვილეს სახელმწიფოთა ათეულში. ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია უცხოური კაპიტალი, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია აშშ-ს,ჩინეთს, გერმანიას, იაპონიას, შვეიცარიას, გაერთიანებულ სამეფოს. მათი პოზიციები დიდია ქიმიურ, ფარმაცევტულ და ელექტროტექნიკურ მრეწველობაში, მანქანათმშენებლობაში (განსაკუთრებით საავტომობილო მრეწველობაში), გემთმშენებლობაში.


ბრაზილიის ეკონომიკის წამყვანი დარგია მრეწველობა. საერთო სამრეწველო პოტენციალით იგი შედის მსოფლიოს 15 დიდ სახელმწიფოს შორის. მრეწველობა წარმოების მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა, ასევე მარალია ტერიტორიული კონცენტრაცია, მაგალითად, სან-პაულუს შტატი, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 3 % უკავია და როემლზეც ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის 20 %, აწარმოებს ეროვნული მრეწველობის 55 %-ს.


ბრაზილიის ეკონომიკის ტრადიციულ დარგებს განეკუთვნება კვების (შაქრის მრეწველობა, ხორცის, თამბაქოს, ზეთსახდელი) და მსუბუქი მრეწველობა. განვიტარებულია ასევე ცემენტისა და ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა.


სოფლის მეურნეობა ბრაზილიის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი დარგია.იგი მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი და ექსპორტიორი უდიდესი ქვეყანაა. მეურნეობის ამ დარგში, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 30 %-ია დასაქმებული. ჭარბობს მსხვილი მემალულური (ლატიფუნდისტური) და კაპიტალისტური მეურნეობები, გვხვდება ფერმერული ტიპიც.


სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგია მემცენარეობა. წამყვან საექსპორტო კულტურებს წარმოადგენს ყავა, კაკაო, ბამბა, შაქრის ლერწამი, ბრინჯი და სოიო. ყავის მოყვანით, ბრაზილია პირველი ქვეყანაა მსოფლიოში. იგი ძირითადად მოყავთ პარანას შტატის ჩრდილოეთ ნაწილში, სან-პაულუს შტატის ჩრდილო-დასავლეთით, მინას-ჟერაისის შტატის სამხრეთ ნაწილსა და ესპირიტუ-სანტუს შტატში. ამ კულტურამ სერიოზული კრიზისი განიცადა 1975 წლის ყინვებისას.



  • ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 784 მლრდ $ (მე-8 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 4790 $; სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა 11, მრეწველობა 39, მომსახურება 50.


  • ექსპორტი: ყავა, შაქარი, ბამბა, საფეიქრო ნაწარმი, ხე-ტყე, რკინა, მარგანეცი, მანქანები, იარაღი.


  • ბიუჯეტი: 100,600 მლნ $.


  • ვალუტა: რეალი (BRL).
    • ეროვნული ვალუტა: ფულის ერთეულია ბრაზილიური რეალი. 1 ევრო დაახლოებით 2,5 რეალია. ქვეყნის ყველა სასტუმროში შესაზლებელია გადახდა პლასტიკური ბარათებით. 1 რეალი არის 100 სენტავო.


ტურიზმი |


“ტროპიკული გიგანტი”, “კონტინენტი კონტინენტში” – სწორედ ასე ხშირად მოიხსენიებენ ყველაზე დიდ ქვეყანას სამხრეთ ამერიკაში. ტურისტებს აოცებს მისი ბუნების საოცარი მრავალფეროვნება: გადაშლილი ამაზონია და უზარმაზარი ჩანჩქერები, შფოთიანი ტროპიკული ხეები და ბარის პეიზაჟები, ოკეანეს სანაპიროები და ქოქოსის ჭალები. აქ მეზობლობენ გასაოცარი სულიერება და უმეცრება, სიმდიდრე და სიღატაკე, არქიტეკტურის ულტრათანამედროვე ფორმები და ცხოვრების ტრადიციული წყობა.


ყოველწლიურად ბრაზილიას სტუმრობს დაახლოებით 5 მლნ ტურისტი. (2007 წ. 5,02 მლნ. 2008 წ. 5,05 მტო-ს მონაცემებით) უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილია დიდად განსხვავდება სამხრეთ ამერიკის სხვა სახელმწიფოებისგან. აქ ლაპარაკობენ არა ესპანურად, არამედ პორტუგალიურად; ბევრი სხვადასხვა რასისა და ხალხების შერევის გამო ჩამოყალიბდა ბრაზილიელების თავისებური ეთნიკური ტიპი.


ტროპიკულსა და სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყლებში მდებარეობის გამო, ბრაზილია ცნობილია, როგორც ბოტანიკური ბაღი. აქ თავმოყრილია მცენარეების 50 ათასზე მეტი სახეობა, ანუ მთელ მსოფლიოში ცნობილი მცენარეების 1/4.იმისათვის რომ უკეთ შევაფასოთ ქვეყანაში არსებული ტურისტული რესურსები, შეიძლება პირობითად გამოვყოთ 5 ძირითადი ზონა, რომელიც გარკვეულ წილად ემთხვევა მის ეკონომიკურ-გეოგრაფიულ დაყოფას: ჩრდილოეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი, სამხრეთი, დასავლეთი.


ჩრდილეოთი, რომელიც მოიცავს ამაზონიას, რამდენადაც მომხიბვლელია ტურისტებისთვის, იმდენადაც რთულია ტურისტული ათვისებისთვის. აქ მთავარი ტურისტული რესურსებია — ველური, ხელუხლებელი ბუნება და ჯუნგლების ეგზოტიკა. ამაზონიაში მოგზაურობის დაწყება უმჯობესია ქალაქ მანაუსიდან, სადაც მდებარეობს აეროპორტი. ამაზონია წარმოადგენს იდუმალ და უნიკალურ რაიონს, რომელიც მოიცავს ბრაზილიის ტერიტორიის 1/3-ს. მას უწოდებენ "დედამიწის ფილტვებს", რადგან მთელი მსოფლიოს ჟანგბადის 50 % გამოიმუშავება ამაზონის წვიმიან ტყეში. მისი ფლორა შესწავლილია მხოლოდ 30 %-ით; მსოფლიო ფარმაცევტული ნივთიერებების 25 % იღება ამაზონიის ტყის მცენარეებიდან; აქ ბინადრობს ფრინველების 1800, ძუძუმწოვრების 250 და თევზების 1500 სხვადასხვა ჯიში. მსოფლიო მტკნარი წყლის 20 % მოთავსებულია ამაზონსა და მის შენაკდებში. მსოფლიო 20 ყველაზე გრძელი მდინარეებიდან 10 ამაზონიაშია. ამაზონის ჩრდილოეთით, ხელუხლებელ ცივილიზაციაში, ტყებსა და სავანებში ცხოვრობენ "არაასიმილირებული ინდიელები". მათ შეინარჩუნეს პირველყოფილი ცხოვრების წესი და ტრადიციები. მამაკაცები ნადირობენ მშვილდ-ისრებით, ქალები მიწას თოხნიან წაწვეტებული ჯოხებით. ნადირობისა და თევზაობის გარდა ისინი ეწევიან პრიმიტიულ მიწადმოქმედებას და შემგროვებლობას.
გაუვალი ტყეები, ცივილიზაციის პრაქტიკულად არარსებობა, აგრეთვე გზების ნაკლებობა, იშვიათი და ზოგჯერ მტრული მოსახლეობა, საერთო ეკონომიკური ჩამორჩენილობა, ნოტიო ეკვატორიული კლიმატი, ტყეებში მტაცებელი ცხოველებისა და შხამიანი გველების არსებობა - ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ჩრდილოეთში, მისი ეგზოტიკურობის მიუხედავად, ახლო მომავალში ტურიზმი ვერ განვითარდება.
ჩრდილო-აღმოსავლეთი, ქვეყნის სხვა ტერიტორიებთან შედარებით, ყველაზე ადრე იქნა ათვისებული და დასახლებული, მაგრამ ტურიზმის განვითარებაში ის დიდ როლს არ ასრულებს, რადგან აქ ძირითადად სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული. სტუმრების ყურადღებას იპყრობს მსხვილი საპორტო ქალაქები: რესიფი, რომელშიც მდებარეობს უძველესი უნივერსიტეტი, და ასევე სალვადორი, სადაც უამრავი არქიტეკტურული ძეგლი, უძველესი ციხეები, დიდებული ტაძრებია განლაგებული. სწორედ აქ მდებარობს, ისეთი ცნობილი პლაჟები, როგორც იტაპანი, პიტუბა და ამარალინა.სამხრეთ-აღმოსავლეთი — ბრაზილიის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური რაიონი და მთავარი ტურისტული ზონა. აქ მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ქალაქი — რიო-დე-ჟანეირო, ლამაზად გადაშლილი გუანაბარას ყურეს სანაპიროზე. სამხრეთის ყვავილების, მწვანე მთეების, ცისა და ზღვის სილურჯის შეხამება, მთელი წლის მანძილზე მზის სიუხვე, გუანაბარას ყურეს არაჩვეულებრივი სილამაზე მრავალი კუნძულებითა და კომფორტული პლაჟებით კოპაკაბანა, იპანემა, ლებლონიტ — ეს ყველაფერი იწვევს ტურისტებში არარეალურობის შეგრძნებას.ქალაქის სიმბოლოა ქრისტეს გიგანტური ქანდაკება, რომელიც მდებარეობს ყველაზე მაღალ მწვერვალზე — კორკოვადო. ხელგაშლილი, ქრისტე თითქოს ლოცავს და იცავს ქალაქს.


გუანაბარას ყურეს შუაში, რომელიც მდებარეობს მთებს შორის, დაფარული თეთრი, მზეზე მობრწყინვალე მწვერვალებით, ერთ-ერთი არის ცნობილი კრისტალის მწვერვალი — `შაქრის თავი~.


საღამოობით, ხასხასად განლაგებული პლაჟები იზიდავს უამრავ ტურისტსა და ადგილობრივ მოსახლეობას. სანაპიროზე სეირნობა არის რიოს ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ეს არის ნაცნობებისა და მეგობრების შეხვედრის ადგილი. აქ ცხოვრება ღამითაც დუღს. უამრავი ხალხია თავმოყრლი ღამის კლუბებში, ბარებში, დისკოთეკებსა და რესტორნებში.


განსაკუთრებლად უნდა აღინიშნოს ცნობილი ბრაზილიური კარნავალი. ყოველ წელს, აღდგომამდე 46 დღით ადრე რიოში იმართება დღესასწაული, რომლის მსგავსიც არ არის მთელ მსოფლიოში. ის გრძელდება 4 დღე და ღამე. სწორედ ამ ღონისძიების დროს რიოში თავმოყრილია ყველაზე მეტი სტუმარი. კარნავალისთვის მზადება მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში. ეს ნამვილად ძალიან შთამბეჭდავი და არარეალური სანახაობაა.


რიოდან სამი საათის სავალის მანძილზე განლაგებული პატარა საკურორტო ქალაქი ბუზიოსი. ოკეანის სანაპიროს გასწვრივ განლაგებულია ათეულობით კომფორტული სასტუმრო. სტუმრების მომსახურებაშია იახტები, მაღაზიები, ბარები, რესტორნები და ა.შ.


ტურიზმის მეორე მნიშვნელოვანი ცენტრია ქალაქი-გიგანტი სან-პაულო. ეს არა მხოლოდ ბრაზილიის უდიდესი სამრეწველო ცენტრია, არამედ მთელი ლათინური ამერიკის. სან-პაულო გავს ჩიკაგოს - იგივე მაღალი შუშიანი შენობები, ხმაურიანი ქუჩები, შეუწყვეტელი მანქანების ნაკადი, მშენებლობის ტყეები და ამწეები. ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორის უნდა აღინიშნოს სტადიონი "პაკაემბუ", სადაც ხშირად გამოდიოდა ცნობილი ფეხბურთელი პელე. მათთვის, ვისაც აინტერესებს ქვეყნის უნიკალური ბუნება, კარგად ცნობილია ნაკრძალი "ბუტანტანი" და ბოტანიკური ბაღი, სადაც ორქიდეების 32 ათასი სახეობაა წარმოდგენილი.


სანჩესი, რომელიც მდებარეობს სან-პაულოს მეზობლად, — მნიშვნელოვანი პორტია და საკურორტო ქალაქი კარგი პლაჟებითა და განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურით და ასევე ყველაზე დიდი საზღვაო აკვარიუმით.


სამხრეთ ზონა, ტურიზმის განვითარების მიხედვით, ბევრად ჩამოუვარდება წინა ზონას, თუმცა სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილთან ახლო მდებარეობა, სასიამოვნო კლიმატი და დიდი საპორტო ქალაქი პორტუ-ალეგრი, რომელიც ცნობილია შალის ნაჭრებითა და მოქსოვილი ნაკეთებობით. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა აქ არის იგუასუს ჩანჩქერი, რომელიც მდებარეობს ბრაზილიის, არგენტინისა და პარაგვაის საზღვარზე. ჩანჩქერები განლაგებულია მდინარეების იგუასუ და პარანას შეერთების ადგილას. ეს ნამდვილად ულამაზესი ადგილია. დასავლეთ ზონა ტურისტებისთვის მიმზიდველია, იმიტომ რომ აქ მდებარეობს ქვეყნის ახალი დედაქალაქი — ბრაზილია. ეს ქალაქი აშენებულია ერთიანი პროექტით და წარმოადგენს იდეალური ტექნოპილისის განხორციელებას. ქალაქი გაშენებულია თვითმფრინავის ფორმით.


"ფიუზელაჟის" ცენტრს იკავებს სამი ხელისუფლების მოედანი, "ფრთებს" — საცხოვრებელი რაიონები. ყოველ მათგანს აქვს თავისი სავაჭრო ქუჩა, ავტოსადგური, სკოლა, ეკლესია. "ცხვირში", ცენტრიდან მოშორებით, მდებარეობს პრეზიდენტის რეზიდენცია — ავრორას სასახლე. ქალაქის ერთ-ერთი არქიტექტურული თავისებურება არის ის, რომ მთავარი მაგისტრალი დაყოფილია ორ დამოუკიდებელ ნაკადად — მანქანებისა და ქვეითად მოსიარულეთათვის. ოთხხაზიანი მაგისტრალები, მრავალსართულიანი გასასვლელები ისეა დაპროექტებული, რომ გზაჯვარედინები არც კი არსებობს.საინტერესოა, რომ ქალაქის "საცხოვრებელ" ნაწილში, მანქანების მოძრაობა ფაქტობრივად არ არის, აქ გასაოცარი სიმშვიდე და სუფთა ჰაერია.
ასევე ტურისტების ყურადღებას იპყრობს ბოტანიკური ბაღი და ზოოპარკი.


ბრაზილია ძალიან მდიდარია ტურისტული რესურსებით, როგორც ანთროპოგენური, ისე ბუნებრივი. თუმცა, როგორც აღვნიშნე, სხვადასხვა რაიონებში ტურიზმი სხვადასხვა დონეზეა განვითარებული. ბრაზილიის ხელისუფლება ბევრ რამეს აკეთებს, იმისათვის რომ ქვეყანაში იყოს სათანადო და ხელშემწყობი პირობები ტურიზმის განვითარებისთვის, მაგრამ ხშირად რთული ბუნებრივი პირობები ქმნიან ტერიტორიის ათვისების პრობლემას.


2009 წელს ბრაზილიას ესტუმრა 4802 საერთაშორისო ტურისტი და ამ წელს დანახარჯი იყო 5,305 მლნ.


2008 წლის სექტემბერს მიღებულ იქნა “ტურიზმის მთავარი კანონი”, რომლის მიხედვით ფედერაციული ხელისუფლების ფუნქციებში შედის ტურიზმის სექტორის სტიმულირება, გაუმჯობესება და განვითარება.


2010 წლის ნოემბერს ბრაზილიის ტურიზმის ინსტიტუტმა (ემბრატურმა) მიიღო მონაწილეობა მსოფლიო მოგზაურობის მარკეტში world travel market, რომელიც ჩატარდა ლონდონში. ვიზიტორებს გააცნეს ქვეყნის სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილი და კულტურული მრავალფეროვნება.


მარიო მოსეს, ემბრატურის პრეზიდენტის, თანახმად ეკონომკური ზრდის ფონზე, ბრაზილიაში 2014 წლისთვის გაიზრდება უცხოელი ტურისტების რაოდენობა 5-დან 8 მილიონამდე.


ტურიზმის განვითარების ძირითად მიმართულებებზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს ის, რომ ბრაზილიისთვის ტურბაზას ძირითადად ქმნიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია, მექსიკა, საფრანგეთი, იაპონია და სკანდინავიის ქვეყნები.


უახლესმა შეთანხმებამ ბრაზილიასა და ევროკავშირს შორის გაამაგრა ბრაზილიის პოზიციები, როგორც ერთ-ერთი მთავარი ტურისტული დანიშნულების ქვეყანა. ექსპერტების გამოთვლების თანახმად, პირველივე წელს ბრაზილიაში ჩასული ტურისტების რაოდენობა ევროპიდან გაიზრდება 335 ათასით.


ბრაზილიამ, რომელსაც უწოდებდნენ “მძინარე გიგანტს”, გაიღვიძა, როგორც გეოეკონომიკურ, ისე გეოპოლიტიკურ ასპექტში. ქვეყანა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება და ამასთან ერთად ვითარდება ტურიზმი.



ტრანსპორტი |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ტრანსპორტი ბრაზილიაში.

ბრაზილიის ტრანსპორტის უმნიშვნელოვანეს სახეობას საავტომობილო ტრანსპორტი წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, გზების უმრავლესობა მყარი საფარის გარეშეა. ქვეყნის ავტოპარკი 15 მლნ ავტომანქანას აჭარბებს.


სარკინიგზო ტრანსპორტი კონკურენციას ვერ უწევს საავტომობილოს. სარკინიგზო ქსელის სიხშირით გამოირჩევა სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ოკეანის სანაპირო.


სამდინარო ტრანსპორტს ძირითადად ადგილობრივი მნიშვნელობა გააჩნია. განსაკუთრებულია მდინარე ამაზონის სისტემის როლი (ამაზონის აუზის მნიშვნელოვანი ნავსადგურებია: ბელენი, მანაუსი, სორტუ-სანტანა).


დიდი მნიშვნელობა აქვს კაბოტიჟურ გადაზიდვებს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. საზღვაო ტრანსპორტი უმნიშვნელოვანეს როლს თამშობს ქვეყნის საგარეო კავშირების განვითარებაში. უდიდესი ნავსადგურებია: სანტუსი, რიო-დე-ჟანეირო, ტუბარანი, სან-სებასტიანი, რიუ-გრანდი).


მნიშვნელოვანია საჰაერო ტრანსპორტის როლი, როგორც საშინაო, ასევე საგარეო ტვირთბრუნვის საქმეში. ქვეყანაში 1500-ზე მეტი აეროპორტია, რომელთა შორის 21 საერთაშორისო კლასისაა.



მემკვიდრეობა |


Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ბრაზილიაში.

ბრაზილია სამხრეთ-ამერიკის უდიდესი ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოში ცნობილია ფეხბურთით, ყავით, რიო-დე-ჟანეიროს კარნავალით და სამბასა და ბოსანოვას მუსიკით. ღირსშესანიშნაობანი — დედაქალაქი ბრაზილია, სალვადორ დე ბაიას, ოლინდას, გოიას, დიამანტინას და ოურუ პრეტუს ისტორიული ცენტრები, იგუასუს, ჟაუს, სერა–და–კაპივარის ეროვნული პარკები.



იხილეთ აგრეთვე |


  • რიო-დე-ჟანეირო


ცნობილი ბრაზილიელები |



  • არქიტექტორი — ოსკარ ნიმეიერი,


  • მწერლები — ჟორჟი ამადუ, პაულო კოელიო;


  • პოლიტიკოსები — ჟუსელინუ კუბიჩეკი, ფერნანდო კარდოსო;


  • სპორტსმენები — პელე, გარინჩა, ზიკო, ბებეტო, რომარიო, რონალდო, რონალდინიო, კაკა, (ყველა ფეხბურთი), ემერსონ ფიტიპალდი, აირტონ სენა, ნელსონ პიკე (ყველა ავტორბოლა), ნეიმარ და სილვა სანტოს ჟუნიორი


  • მომღერლები — მარისა მონტე, ივეტი სანგალო, სალომე დე ბაია


რესურსები ინტერნეტში |



Commons-logo.svg

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
ბრაზილია



  • Tourist Guide of Brazil

  • Brazilian Federal Government

  • Chief of State and Cabinet Members

  • Brazilian Institute of Geography and Statistics

  • Information and Pictures Tourism of Brazil

  • Brazil entry at The World Factbook


  • Brazil at UCB Libraries GovPubs

  • Brazil at the Open Directory Project


  • Country Profile from the U.S. Library of Congress (1997)


სქოლიო |




  1. Demographics. Brazilian Government (2011). წაკითხვის თარიღი: 2011-10-08. (ინგლისური)

  2. 2.02.1Brazilian Institute of Geography and Statistics. 2011 Population Projection


  3. IBGE. Censo 2010: população do Brasil é de 190.732.694 pessoas.

  4. 4.04.1Brazil. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 2012-04-17.


  5. PNUD Human Development Report 2016. Table 1: Human development index 2016 and its components (WEB). PNUD. წაკითხვის თარიღი: 2017-06-28.


  6. Country Comparison to the World: Gini Index – Brazil The World Factbook. Retrieved on 2012-04-03.


  7. As on for example the national website.


  8. Mugnier, Clifford (January 2009). Grids & Datums – Federative Republic of Brazil. დაარქივებულია ორიგინალიდან 2009-06-21-ში. http://web.archive.org/web/20090621192851/http://www.asprs.org/resources/grids/01-2009-brazil.pdf.

  9. 9.09.19.29.3Geography of Brazil. Central Intelligence Agency (2008). წაკითხვის თარიღი: 2008-06-03.

  10. 10.010.1Introduction of Brazil. Central Intelligence Agency (2008). წაკითხვის თარიღი: 2008-06-03.

  11. 11.011.1Brazilian Federal Constitution Portuguese. Presidency of the Republic (1988). წაკითხვის თარიღი: 2008-06-03. Brazilian Federal Constitution. v-brazil.com (2007). ციტატა: „Unofficial translate“ წაკითხვის თარიღი: 2008-06-03.


  12. Territorial units of the municipality level Portuguese. Brazilian Institute of Geography and Statistics (2008). წაკითხვის თარიღი: 2008-06-03.


  13. "World Development Indicators database" (PDF file), World Bank, 7 October 2009.


  14. CIA – The World Factbook – Country Comparisons – GDP (purchasing power parity). Cia.gov. წაკითხვის თარიღი: 25 January 2011.


  15. Clendenning, Alan. “Booming Brazil could be world power soon“, USA Today – The Associated Press, 2008-04-17, გვ. 2. წაკითხვის თარიღი: 2008-12-12. 


  16. "Brazil sees traces of more isolated Amazon tribes", Reuters


  17. CNRTL – Centre National de Ressources Textuelles et Lexicales (ფრანგული)


  18. Michaelis – Moderno Dicionário da Língua Portuguesa (პორტუგალიური)


  19. iDicionário Aulete (პორტუგალიური)


  20. (პორტუგალიური) Eduardo Bueno, Brasil: uma História (São Paulo: Ática, 2003; ISBN 85-08-08213-4), p.36.




(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბრაზილია&oldid=3583052“-დან










სანავიგაციო მენიუ



























(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.560","walltime":"0.746","ppvisitednodes":"value":5331,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":111694,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":37581,"limit":2097152,"expansiondepth":"value":14,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":8,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":12559,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 387.047 1 -total"," 31.62% 122.370 3 თარგი:ნავდაფა"," 30.78% 119.149 1 თარგი:სქოლიო"," 22.03% 85.281 1 თარგი:ინფოდაფა_ქვეყანა"," 19.53% 75.602 1 თარგი:სამხრეთ_ამერიკის_ერთა_კავშირი"," 13.80% 53.417 12 თარგი:დროშა"," 10.97% 42.456 1 თარგი:სამხრეთ_ამერიკის_ქვეყნები"," 9.72% 37.604 1 თარგი:Cite_journal"," 7.45% 28.831 1 თარგი:Citation/core"," 6.65% 25.736 9 თარგი:Cite_web"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.005","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":600345,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1245","timestamp":"20190329063628","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10d1u10e0u10d0u10d6u10d8u10dau10d8u10d0","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q155","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q155","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2005-05-20T09:15:39Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/0/05/Flag_of_Brazil.svg"(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":208,"wgHostname":"mw1321"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單