ეგვიპტის ძველი სამეფო სექციების სია ძველი ეგვიპტის მართვა | IV დინასტიის ეგვიპტე | V დინასტიის ეგვიპტე | VI დინასტიის ეგვიპტე | ლიტერატურა | რესურსები ინტერნეტში | სანავიგაციო მენიუThe Fall of the Egyptian Old KingdomMiddle East on The Matrix: Egypt, The Old KingdomOld Kingdom of Egypt- Aldokkanრ
ძველი ეგვიპტის დინასტიები
ეგვიპტის ისტორიისპირამიდების ეპოქასფარაონისფარაონის–ჯოსერისიმჰოტეპისაირიგაციო სისტემისნილოსისნომსხორის გაცილებაIII დინასტიიდანლიბანსაბიბლოსშიფარაონების–ხეფრენისმიკერინისხეოფსისსინაისსპილენძიფირუზინუბიაშივესტკარის პაპირუსირასპეპი IIანხტიფისტორინოს პაპირუსიეგვიპტოლოგია
(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());
ეგვიპტის ძველი სამეფო
Jump to navigation
Jump to search
ჯოსერის პირამიდა
ეგვიპტის ძველი სამეფო — ეგვიპტის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც მოიცავს ჩვენს ერამდე 2780–2280 წლებს და III-VI დინასტიების მმართველობის ხანას ემთხვევა. მას სხვანაირად პირამიდების ეპოქას უწოდებენ. ძველი სამეფო ფარაონის აბსოლუტური ძალაუფლების კულმინაციის ხანად ითვლება. ეს ეპოქა იწყება პირველი ეგვიპტური პირამიდის მფლობელი ფარაონის–ჯოსერის გამეფებიდან. მისი ხუროთმოძღვარი - იმჰოტეპი - ეგვიპტურ ტრადიციაში მოიხსენიება, როგორც ბრძენი, ხოლო გვიანი პერიოდის ეგვიპტელებმა იგი თავიანთი პანთეონის ერთ–ერთ ღვთაებად შერაცხეს.
სექციების სია
1 ძველი ეგვიპტის მართვა
2 IV დინასტიის ეგვიპტე
3 V დინასტიის ეგვიპტე
4 VI დინასტიის ეგვიპტე
5 ლიტერატურა
6 რესურსები ინტერნეტში
ძველი ეგვიპტის მართვა |
დიდი სფინქსი
ძველი ეგვიპტის მატერიალური კეთილდღეობა ძირითადად სოფლის მეურნეობაზე იყო დამოკიდებული, ხოლო ეს უკანასკნელი–ერთიანი საირიგაციო სისტემის მწყობრ მუშაობაზე, რადგან მხოლოდ მისი საშუალებით შეიძლებოდა ნილოსის წყლის მიწოდება ყანებისა და საძოვრებისათვის ვარგისი მიწებისთვის. ძველი სამეფოს დროს დასრულდა ქვეყნის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფა. თითოეულ ნომს ევალებოდა წესრიგში ჰქონოდა მის ტერიტორიაზე განლაგებული საირიგაციო ქსელის არხები და ყოველწლიურად ჩაებარებინა სამეფო ბეღლისათვის მარცვლეულის განსაზღვრული რაოდენობა. ადრეული დინასტიის პერიოდის ეგვიპტეში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ფარაონი თვითონ ატარებდა მოსავლის ინსპექციას. ამ პროცედურას ხორის გაცილება ეწოდებოდა. III დინასტიიდან ხორის გაცილება უკვე ყოველწლიური გადასახადების აღწერად იქცა, რომელსაც ადგილზე ატარებდა სათანადო მოხელე ნომის მმართველის მეთვალყურეობით.
ძველი სამეფოს ეგვიპტეს არ ჰყავდა რეგულარული არმია და ფლოტი, მაგრამ სამხედრო ლაშქრობების დროს თითოეული ნომიდან იწვევდნენ მასზე შეწერილი მამაკაცების განსაზღვრულ რაოდენობას. ასევე გამოყოფილი იყო მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა მაღაროებში მუშაობისათვის და ნიჩბოსნებად ძირითადად ლიბანსა და ბიბლოსში ექსპედიციებისათვის, საიდანაც ეგვიპტელებს ჩამოჰქონდათ მათთვის ძვირფასი ხე, რომლის ნაკლებობა ეგვიპტეში იგრძნობოდა.
IV დინასტიის ეგვიპტე |
ხეოფსი
ძველი სამეფოს კულმინაციას IV დინასტია წარმოადგენს. ეგვიპტის პირამიდებიდან ყველაზე ცნობილი სამი დიდი პირამიდა სწორედ IV დინასტიის ფარაონების–ხეფრენის (ეგვ. ხაფრა), მიკერინის (მენკაურა), და ხეოფსის (ხუფუ)–მიერ არის აგებული. თავად ამ პიროვნებების შესახებ, მათი პირამიდების გარდა, თითქმის არაფერია ცნობილი.ამ დროის წარწერებიდან ირკვევა, რომ ეგვიპტე სისტემატურად ამუშავებს სინაის მაღაროებს, საიდანაც მოედინება სპილენძი და ფირუზი. წესრიგი სუფევს სამხრეთშიც, ნუბიაში, რომელიც აგრეთვე მრავალი ნედლეულის წყაროს წარმოადგენს.
V დინასტიის ეგვიპტე |
V დინასტიის წარმოშობის შესახებ მოგვითხრობს ე. წ. ვესტკარის პაპირუსი, რომელიც შუა სამეფოს ხანით თარიღდება. აქ მოყვანილი ლეგენდის მიხედვით, ფარაონ ხეოფსს მისი დროის ყველაზე ცნობილმა ბრძენმა მოუთხრო, რომ მზის ღმერთის, რას ერთ–ერთი ქურუმის მეუღლე გააჩენს მზის ღვთაებისაგან სამ ტყუპს, რომელთაგან ერთ–ერთი ფარაონი გახდება. აღელვებულ ფარაონს ბრძენი დაამშვიდებს:„შენ წყნარად დაასრულებ მეფობას. შემდეგ ტახტზე ავა შენი შვილი, შემდეგ მისი შვილი, ხოლო შემდეგ მისი ტყუპისცალი“.სავარაუდოა, რომ IV–V დინასტიებს შორის დინასტიური ცვლილება უზურპაციის გზით არ მომხდარა.
V დინასტიის დროს ხდება რას კულტის აღზევება. V დინასტიის პირამიდები მცირდება ზომაში, მაგრამ ისინი აგებენ ობელისკის ფორმის საკულტო ნაგებობებს, რომლებსაც რას უძღვნიან–ტრადიცია, რომელიც ქრება შემდეგი დინასტიიდან. ამავე დინასტიიდან ფარაონის ტიტულატურაში ჩნდება „რას შვილი“. ამიერიდან ეგვიპტის ფარაონი ხდება „ხორი, რას შვილი“, ხოლო რა იმკვიდრებს ცენტრალურ ადგილს ეგვიპტის პანთეონში.
რელიგიური ცვლილებების გარდა, შეიმჩნევა ცვლილებები ყოვედღიურ ცხოვრებაშიც. V დინასტიიდან უმაღლესი თანამდებობები ხშირად უკავიათ არასამეფო წარმოშობის პირებსაც. თუ IV დინასტიის დროს უზენაესი ნების მატარებელი ფარაონი იყო, თანდათან ძალაუფლებას მოხელეების უმაღლესი ფენა იგდებს ხელში. ძველი თანამდებობები, რომლებიც არისტოკრატიას ეკავა, კარგავს საერო ხასიათს და ძირითადად რელიგიური ხასიათისა ხდება.
VI დინასტიის ეგვიპტე |
იმჰოტეპი, ძველი პერიოდის ხუროთმოძღვარი. (ლუვრი)
VI დინასტიის ბოლო ფარაონი იყო პეპი II, რომელიც ტახტზე 6 წლის ასაკში ავიდა და 94 წელიწადს იმეფა, მაგრამ ჩვენამდე მხოლოდ მისი მეფობის პირველი ნახევრის წარწერები შემოინახა. ალბათ, ეს შემთხვევითი არ არის. ფარაონის ძალაუფლება უკვე შერყეულია. განსაკუთრებით ძლიერი ოჯახები თავიანთ ნომებში პირველობასა და ბატონობას ჩემობენ. ამ პერიოდის მდგომარეობა კარგად არის აღწერილი ერთ–ერთი სამხრეთელი დიდგვაროვნის ანხტიფის სამარხის წარწერებში: ქვეყანაში დიდგვაროვანი ნომარქები ბატონობენ; ფარაონის მიწებზე მომუშავე გლეხებმა დაიტაცეს მიწების უმრავლესობა და აღარ უნდათ მორჩილება: ეტყობა, მწყობრიდან გამოვიდა საირიგაციო სისტემა, რადგან ქვეყანაში დაიწყო შიმშილი. მხოლოდ ზოგიერთი დიდი ტაძრის მეურნეობა ინარჩუნებს წესრიგს. თუმცა თავად ანხტიფი ჯერ კიდევ პატივისცემით იხსენიებს ფარაონს. პეპი II-ის შემდეგ ტორინოს პაპირუსი ასახელებს.
რამდენიმე ეფემერული ფარაონის სახელს, რომლებიც საოცარი სისწრაფით ცვლიდნენ ერთმანეთს. პეპი II-ს მეფობასთან ერთად მთავრდება ძველი სამეფოს ეპოქა, რომელმაც ხუთ საუკუნეს გასტანა. პეპი II-ის სიკვდილდან 5–6 წლის შემდეგ ქვეყანა დაიშალა ცალკეულ სამთავროებად.
ლიტერატურა |
- ძველი აღმოსავლეთის ისტორია,(გიორგი მელიქიშვილის რედაქციით), თბ., „მეცნიერება“, 1988
- Jaromir Malek, In the Shadow of the Pyramids: Egypt During the Old Kingdom, University of Oklahoma Press, 1986. ISBN 0-8061-2027-4
Egyptian Art in the Age of the Pyramids, New York, Metropolitan Museum of Art, 1999. ISBN 0-87099-906-0
რესურსები ინტერნეტში |
The Fall of the Egyptian Old Kingdom from BBC History
Middle East on The Matrix: Egypt, The Old Kingdom — Photographs of many of the historic sites dating from the Old Kingdom- Old Kingdom of Egypt- Aldokkan
| |||||||
(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););
კატეგორია:
- ძველი ეგვიპტის დინასტიები
(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.080","walltime":"0.099","ppvisitednodes":"value":384,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":23187,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":8190,"limit":2097152,"expansiondepth":"value":10,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":1,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":0,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 45.728 1 თარგი:ძველი_ეგვიპტის_თემები","100.00% 45.728 1 -total"," 92.55% 42.320 1 თარგი:ნავდაფა"," 11.58% 5.295 1 თარგი:Tnavbar"," 6.43% 2.939 1 თარგი:Nowrap_begin"," 6.24% 2.853 1 თარგი:Nowrap_end"," 5.13% 2.345 19 თარგი:·w"," 4.98% 2.275 2 თარგი:·"],"cachereport":"origin":"mw1306","timestamp":"20190329194531","ttl":2592000,"transientcontent":false);mw.config.set("wgBackendResponseTime":120,"wgHostname":"mw1240"););
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია