Skip to main content

კრამიტი ლიტერატურა | სანავიგაციო მენიუ

არქიტექტურული ელემენტები


ელინისტურ ხანაშისაქართველოშიანტიკური ხანის










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




კრამიტი




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია








Jump to navigation
Jump to search


კრამიტი, გამომწვარი თიხისა (თიხის კრამიტი), ცემენტქვიშის ხსნარის (ცემენტის კრამიტი) ან (იშვიათად) კირქვიშის ხსნარისაგან (სილიკატური კრამიტი) დამზადებული ცალობითი საბურულე მასალა. ფორმისა და დაწნეხის მეთოდის მიხედვით კრამიტი არის კილოებიანი (დაშტამპული და ლენტური) და ბრტყელი (ლენტური). კრამიტს ქვემოდან უკეთებენ ბეტერიან კოტას სახურავის ლარტყებზე მის მისადებად და მისამაგრებლად. კრამიტი ხანგამძლე და ცეცხლმედეგია. ამასთან, მცირეა მისი საექსპლუატაციო ხარჯები, მაგრამ დიდია წონის, სიმყიფისა და სახურავის დიდი ქანობის აუცილებლობის გამო აძვირებს სამშენებლო კონსტრუქციას.


ვარაუდობენ, რომ კრამიტის წარმოება უძველესი დროიდან უნდა დაწყებულიყო. ძვ. წ. VI საუკუნეში საბერძნეთში უკვე სავსებით ჩამოყალიბებული ფორმა ჰქონია. ერთად იხმარებოდა 2 სახის კრამიტი - ბრტყელი და ღარისებრი. ბრტყელი გვერდებაწეული კრამიტები სახურავზე იწყობოდა გვერდიგვერდ: ყოველი ზედა რიგირც კრამიტის ქვედა ბოლო გადადიოდა ქვედა რიგის კრამიტზე. ღარისებრ კრამიტებს აფარებდნენ ბრტყელი გვერდით წიბოებს. სახურავის კეხს ზოგჯერ სპეციალური კეხის კრამიტით ხურავდნენ. სახურავის ქვედა რიგის ღარისებრი კრამიტების ქვედა ბოლოებს ხშირად ჰქონდა დეკორატიული რელიეფი, რომელსაც ანტეფიქსს უქოდებდნენ. კრამიტი სახებრძნეთიდან სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, განსაკუთრებით ელინისტურ ხანაში. ძველ რომში შემოიღეს უფრო ეკონომიური S-ებრი განივკვეთის კრამიტები. ხმარობდნენ ღარისებრ კრამიტსაც, რომელსაც სახურავზე წაღმა-უკუღმა აწყობდნენ. როგორც S-ებრი, ისე ღარისებრი კრამიტი. დასავლეთ ევროპაში ბოლო დრომდე შემორჩა, პირველი ესპანური, ხოლო მეორე თურქული კრამიტის სახელწოდებით. ორივე ტიპი ამერიკაშიც გავრცელდა.


ძველ ჩინეთსა და იაპონიაშიც პრინციპულად იმავე ტიპის კრამიტი იყო გავრცელებული, როგორიც ძველ საბერძნეთში, ოღონდ ჩინური და იაპინური კრამიტი კაშკაშა ფერადი ჭიქურითაა დაფარული. ჩინეთში ტაძრებზე უპირატესად ყვითლი კრამიტი იხმარებოდა, იაპონიის ბუდისტურ ტაძრებს ხურავდნენ რუხი ფერის კრამიტით, რომელიც დაფარული იყო სპეციალური საღებავით-ლუსტრით.


საქართველოში კრამიტი გავრცელდა ძვ. წ. IV საუკუნის ბოლოს შავიზღვისპირეთის ბერძნების ახალშენებიდან. კრამიტის ქართული სახელწოდებაც ძვ. ბერძნულიდან მომდინარეობს (karamidos), ანტიკური ხანის ქართული (ე. წ. მცხეთური) კრამიტი ბერძნული პროტოტიპებისაგან განსხვავდება კონსტრუქციის ცალკეული დეტალებით, ნაწილობრივ დამზადების ტექნიკითაც. ანტიკური ხანის საქართველოში კრამიტი წითლად იყო შეღებილი. უძველესი კრამიტი საქართველოში აღმოჩნდა ვანში, სამადლოში, მცხეთაში. გვიანდელი ანტიკურ ხანაში კრამიტის წარმოება ფართოდ გავრცელდა მთელ საქართველოში. შუა საუკუნეებში კრამიტის ტიპი არ შეცვლილა, ოღონდ გავრცელდა კრამიტის ფერადი (მწვანე, ცისფერი და სხვა) ჭიქურით დაფარვის წესი. მოუჭიქავ კრამიტებზე ხანდახან წარწერებია, ზოგჯერ კი სხვადასხვა სახეა ამოტვიფრული. ხშირია რელიეფურგამოსახულებიანი და წარწერებიანი დეკორატიული ანტეფიქსები. შედარებით იშვიათად იხმარებოდა ღარისებრი კრამიტებიც, რომლებსაც სახურავზე წაღმა-უკუღმა აწყობდნენ. ამ ტიპის კრამიტი აღმოსავლეთ საქართველოში დღესაც კახური კრამიტის სახელწოდებითაა ცნობილი. მის პარალელურად ბოლო დრომდე იხმარებოდა აგრეთვე თევზის ქერცლის ფორმის ბრტყელი კრამიტი, რომელიც ქართული კრამიტის სახელითაა ცნობილი. XX საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში დაიწყო ევროპული ე. წ. მარსელური კრამიტის ქარხნული წარმოება.



ლიტერატურა |



  • გაგოშიძე ი., ქსე, ტ. 6, გვ. 13-14, თბ., 1983

(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კრამიტი&oldid=971421“-დან










სანავიგაციო მენიუ


























(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.008","walltime":"0.009","ppvisitednodes":"value":6,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":0,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":0,"limit":2097152,"expansiondepth":"value":2,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":0,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":0,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 0.000 1 -total"],"cachereport":"origin":"mw1247","timestamp":"20190321132828","ttl":2592000,"transientcontent":false);mw.config.set("wgBackendResponseTime":117,"wgHostname":"mw1322"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單