Skip to main content

ფრიდრიხ ჰაიეკი ბიოგრაფია | ლიტერატურა | სქოლიო | სანავიგაციო მენიუთენგიზ ვერულავა – ფრიდრიხ ჰაიეკის ”გზა ბატონყმობისაკენ”თენგიზ ვერულავა – “ფრიდრიხ ჰაიეკი”Record #118547364BNF authoritieshttps://link.springer.com/chapter/10.1007/978-1-349-06912-5_8Find a Gravehttp://www.abc.net.au/news/2012-02-10/manne-lord-and-lady-of-the-media/3821618https://fee.org/articles/friedrich-a-hayek-1899-1992/http://link.springer.com/content/pdf/10.1007/s11138-013-0221-0.pdfhttp://www.nytimes.com/1992/03/24/world/friedrich-von-hayek-dies-at-92-an-early-free-market-economist.htmlhttp://www.nndb.com/people/247/000024175/http://www.nytimes.com/2006/04/30/magazine/30liberal.html?pagewanted=allhttp://www.nytimes.com/2011/12/26/us/politics/ron-paul-disowns-extremists-views-but-doesnt-disavow-the-support.html?pagewanted=allhttp://www.nytimes.com/2011/10/23/business/keynes-hayek-views-origins-of-an-economics-debate-review.htmlhttp://www.britannica.com/EBchecked/topic/1856936/Winners-of-the-Nobel-Prize-for-Economicshttp://www.nytimes.com/books/98/11/01/reviews/981101.01maiert.htmlhttp://www.nndb.com/event/409/000085154/http://www.nobelprize.org/nobel_prizes/economic-sciences/laureates/1974/რ

დაბადებული 8 მაისიდაბადებული 1899გარდაცვლილი 23 მარტიგარდაცვლილი 1992პრეზიდენტის თავისუფლების მედლის მფლობელებინობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკის დარგშიავსტრიელი ეკონომისტებინობელის პრემიის ლაურეატები ბრიტანეთიდან

8 მაისი1899ვენა23 მარტი1992ფრაიბურგი19271931ლონდონის19311950ჩიკაგოს19501962ფრაიბურგის196269პროფესორინობელის პრემიის1974(1969-1975)(1976-2000)(2001-2025)

(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid blue; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eu003Cimg alt="CEE Spring CEE.xcf" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/100px-CEE_Spring_CEE.xcf.png" decoding="async" width="100" height="65" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/150px-CEE_Spring_CEE.xcf.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c3/CEE_Spring_CEE.xcf/200px-CEE_Spring_CEE.xcf.png 2x" data-file-width="548" data-file-height="356" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019"u003Eვიკიგაზაფხული 2019u003C/au003E დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Eu003Cbr /u003E(კონკურსში მონაწილეობამდე გაეცანით მის u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:Wikimedia_CEE_Spring_2019/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98" title="ვიკიპედია:Wikimedia CEE Spring 2019/წესები"u003Eu003Cbu003Eწესებსu003C/bu003Eu003C/au003E)nu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:3px solid red; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eu003Cimg alt="UG-GE Wikipedia contest CBP.png" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/200px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png" decoding="async" width="200" height="81" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/300px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png/400px-UG-GE_Wikipedia_contest_CBP.png 2x" data-file-width="1270" data-file-height="512" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003E u003Cbu003E1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით ჩაერთეთ u003Cbr /u003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98_2019" title="ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019"u003Eსაბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსშიu003C/au003E!u003Cbr /u003E შექმენით სტატიები და მოიგეთ პრიზებიu003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());

ფრიდრიხ ჰაიეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Jump to navigation
Jump to search

ფრიდრიხ ჰაიეკი

Friedrich Hayek portrait.jpg
დაბ. თარიღი
8 მაისი 1899(1899-05-08)[1][2][3][4][5][6]
დაბ. ადგილი
ვენა[1][7]
გარდ. თარიღი
23 მარტი 1992(1992-03-23)[1][2][3][5][8](92 წლის)
გარდ. ადგილი
ფრაიბურგი[1][9][10]
დასაფლავებულია
ნოისტიფტერის სასაფლაო
მოქალაქეობა
Flag of Austria.svg ავსტრია[11][12][13][14]
Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო[15][16][17]
სამეცნიერო სფერო
ეკონომიკა და ფილოსოფია
მუშაობის ადგილი
ზალცბურგის უნივერსიტეტი, ფრაიბურგის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი და ლონდონის ეკონომიკის სკოლა
ალმა-მატერი
ვენის უნივერსიტეტი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები
Marjorie Grice-Hutchinson
მამა
ავგუსტ ფონ ჰაიეკი
ჯილდოები
გუგენჰაიმის სტიპენდია, ორდენი ბადენ-ვიუტემბერგის წინაშე დამსახურებისთვის, ქალაქ ვენის საპატიო ბეჭედი, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ჰანს მარტინ შლაიერის პრემია, ნობელის პრემია ეკონომიკაში[18], honorary doctorate of Salzburg University, ეკონომეტრიკის საზოგადოების წევრი და ბრიტანეთის აკადემიის წევრი
ხელმოწერა
Friedrich von Hayek signature.gif

ფრიდრიხ ჰაიეკი ვიკისაწყობში

ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ჰაიეკი (დ. 8 მაისი. 1899, ვენა — გ. 23 მარტი. 1992, ფრაიბურგი, ბადენ-ვიურტემბერგის მხარე) — ავსტრიელი ეკონომისტი, ავსტრიის ეკონომიური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი (1927-1931), ლონდონის (1931-1950), ჩიკაგოს (1950-1962), ფრაიბურგის (1962-69,1977-92) უნივერსიტეტების პროფესორი, ზალცბურგის უნივერსიტეტის პროფესორ-კონსულტანტი (1968-77). ნობელის პრემიის ლაურეატი (გ. მიურდალთან ერთად 1974).

ბიოგრაფია |

დაიბადა 1899 წლის 8 მაისს ვენაში. მამამისი ბოტანიკის ლექტორი იყო ვენის უნივერსიტეტში. ორივე ბაბუა აკადემიური სწავლული ჰყავდა, დედის მხრიდან - სტატისტიკოსი, მამის მხრიდან - საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მკვლევარი. იგი იყო ლუდვიგ ვიტგენშტეინის დეიდაშვილი, რომლის ნაშრომებმაც გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზეც.

1917 წელს ავსტრია-უნგრეთის მხრიდან იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში. სწორედ ომის შემდეგ გადაწყვიტა აკადემიური საქმიანობით დაკავება, რათა თავისი წვლილი შეეტანა პოლიტიკური ორგანიზების პრობლემების გადაწყვეტასა და ისეთი შეცდომების აღმოფხვრაში, რომლებიც წინ უძღოდნენ მის მიერ ნანახ ომს.

1921-23 წლებში სამართალსა და პოლიტიკურ მეცნიერებებში მიიღო დოქტორის ხარისხი ვენის უნივერსიტეტში. აქ სწავლისას მასზე დიდი გავლენა მოახდინეს კარლ მენგერმა და ფრიდრიხ ფონ ვიზერმა; ამ უკანასკნელის რეკომენდაციით კი ჰაიეკი ლუდვიგ ფონ მიზესმა დაიქირავა სენ ჟერმენის შეთანხმების სამართლებრივ და ეკონომიკურ საკითხებზე სამუშაოდ. იგი მიზესის კერძო სემინარებსაც ესწრებოდა თავის მეგობრებთან (მორგენშტერნი, ჰაბერლერი) ერთად, რომელიც კეინსის კემბრიჯული წრის ერთგვარი ანალოგი იყო. 1923-24 წლებში ნიუ იორკის უნივერსიტეტში აგროვებდა მონაცემებს ამერიკის ეკონომიკისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის ოპერაციების შესახებ.

ამავე წლებში მან განავითარა მიზესის დაწყებული მსჯელობა მგეგმავის მიერ ეკონომიკური გამოთვლების შეუძლებლობის შესახებ. ჰაიეკი ამბობდა რომ მგეგმავი მონდომების შემთხვევაშიც კი ვერ გათვლის ყველასთვის სასიკეთოდ, რადგან ამისთვის მონაცემები კონკრეტულ მომენტში არ არსებობს და ადამიანები, რომლებსაც საკუთარი თამაშის წესები აქვთ, ურთიერთქმედებებისას ქმნიან იმ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც მათთვის სასარგებლო დაგეგმვა შეიძლება - შესაბამისად ასეთი ინფორმაცია ზედმეტად გაფანტულიცაა შეკრებისთვის.

1920-30 წლებში სწავლობდა ბიზნეს ციკლებს, კაპიტალის თეორიასა და მონეტარულ თეორიას, რომლებიც მისი აზრით ერთმანეთთან დაკავშირებულები იყვნენ. ამასთან ჰაიეკი მთავრობათა ინფლაციური პოლიტიკის კრიტიკისას გამოთქვამდა მოსაზრებას ინფლაციასა და უმუშევრობას შორის კავშირის შესახებ.

თავდაპირველად ჰაიეკი ვიზერისეულ დემოკრატიულ სოციალიზმს ემხრობოდა, მაგრამ მას შემდეგ რაც მიზესის ,,სოციალიზმი“ წაიკითხა და გაითავისა თუ რას გულისხმობდა ეს იდეოლოგია კლასიკური ლიბერალიზმის მიმდევრად იქცა. 1927-1931 წლებში, სანამ ლონდონის ეკონომიკის სკოლაში წავიდოდა ლიონელ რობინსის მიწვევით, თავის მიერ დაარსებულ ბიზნეს ციკლების კვლევის ავსტრიულ ინსტიტუტს მეთაურობდა. ინგლისში გადასვლიდან უმოკლეს პერიოდში მან ეკონომიკის გამოჩენილი სწავლულის სახელი მოიპოვა და მისმა ფასების ეკონომიკური აგენტების მაკოორდინირებელ წყაროდ, ხოლო ბაზრის როგორც იმ ინფორმაციის მწარმოებლად წარმოჩენამ, რომელსაც ეფუძნება ფასები, დიდი გავლენა მოახდინა ბევრ იმდროინდელ მოღვაწეზე.

1932 წელს ჰაიეკმა თქვა რომ კერძო ინვესტიციები ეკონომიკური ზრდის უკეთესი გზა იყო, ვიდრე ბრიტანეთის მთავრობის მიერ სამთავრობო ხარჯების გაზრდა. ამ პერიოდიდან იწყება მისი კეინსთან პაექრობა. მის მიერ 1931 წელს გამოშვებულ წიგნზე ,,ფასები და წარმოება“ კეინსმა თქვა: ,,ეს არის ექსტრაორდინალური მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება ერთი დაშვებული შეცდომის მერე ულმობელი ლოგიკოსი მოხვდეს საგიჟეთში“.

1938 წელს ჰაიეკმა ავსტრიის ანშლუსის შემდეგ არ მოინდომა უკან დაბრუნება და ბრიტანეთის მოქალაქეობა მიიღო.

1944 წლის მარტში გამოსცა წიგნი ,,გზა ბატონყმობისკენ“, როგორც ბრიტანელი ხალხის გაფრთხილება. იგი ხედავდა რომ ბრიტანელი სოციალისტების მოწოდებები, რომლებიც ომგამოცდილ ხალხში პოპულარობას იხვეჭდა, ძალიან ჰგავდა გერმანელი სოციალისტების მოწოდებებს 1920-იან წლებში, რის შემდეგაც ნაცისტები მოვიდნენ ქვეყნის სათავეში. წიგნმა უამრავი ადამიანის აზროვნება შეცვალა; ამერიკაში გამოსვლის შემდეგ კი ერთ-ერთი უდიდესი კლასიკოსი ლიბერალის სახელი დაუმკვიდრა მის ავტორს. ამ წიგნში ჰაიეკმა თქვა : ,,(სახელმწიფოს მიერ) ეკონომიკის კონტროლი არ არის უბრალოდ ადამიანთა ცხოვრების გარკვეული სექტორის კონტროლი, ეს არის ყველაფრის კონტროლი“.

ამ წიგნის შესახებ კეინსის კომენტარი ასეთი იყო: ,,ჩემი აზრით, ეს ბრწყინვალე წიგნია, მორალური და ფილოსოფიური თვალსაზრისით მე ვეთანხმები მას, და არამარტო გონებით“. ამასთანავე კეინსმა მოუწოდა ჰაიეკს დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი იმის შესახებ თუ სად უნდა გაივლოს ხაზი სახელმწიფოსთვის ეკონომიკის დაგეგმარებაში. ჰაიეკის პასუხი ამ გამოწვევაზე იყო 1960 წელს გამოქვეყნებული ,,თავისუფლების კონსტიტუცია“. ,,გზა ბატონყმობისკენ“ გამოქვეყნების შემდეგ ჰაიეკმა ეკონომიკურ კვლევებზე მეტად სოციალურ და ფილოსოფიურ კვლევებს მიჰყო ხელი.

1947 წელს შვეიცარიაში ჰაიეკმა, ფრიდმანმა, მიზესმა, სტიგლერმა და მათმა თანამოაზრეებმა დააარსეს მონ პელერინის საზოგადოება, რომელიც პოპულარიზაციას უწევდა და დღესაც უწევს თავისუფალი ბაზრის იდეოლოგიას.

1950-62 წლებში ჰაიეკი ჩიკაგოს უნივერიტეტში მოღვაწეობდა სოციალური და მორალური მეცნიერებების პროფესორად.

1962-68 წლებში მოღვაწეობდა ფრაიბურგის უნივერსიტეტში. ამ პერიოდს იგი იხსენებს როგორც ძალიან ნაყოფიერს.

1968-77 წლებში ზალცბურგის უნივერსიტეტში გადაინაცვლა, თუმცა იქაურობით ვერ აღფრთოვანდა და 1977 წლიდან სიკვდილამდე ფრაიბურგის უნივერსიტეტში გააგრძელა მოღვაწეობა.

1970-იან წლებში ის მხარს უჭერდა პინოჩეტის დიქტატორულ რეჟიმს ჩილეში, რადგან მიაჩნდა რომ გარდამავალ პერიოდში ქვეყნის ლიბერალიზმისკენ წაყვანას მხოლოდ ასეთი მმართველობა თუ მოახერხებდა.

1974 წლის 9 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ მას და გუნარ მირდალს ერთად მიანიჭეს ნობელის პრემია ,,ნოვატორული შრომებისთვის მონეტარულ და ეკონომიკური რყევების თეორიაში, აგრეთვე ეკონომიკური, სოციალური და ინსტიტუციური ფენომენების ურთიერთდამოკიდებულების გამჭრიახი ანალიზისთვის“. იგი ამ ფაქტით გაკვირვებული იყო და აცხადებდა რომ კეინსიანელს და მას ნობელის ჯილდო ერთდროულად იდეოლოგიური დაბალანსებისთვის მიანიჭეს. პრემიის მიღებამ მას ახალი სიცოცხლე შთაბერა და ნაშრომების გამოცემა განაახლა.

1970-იანი წლებიდან მან დაიწყო ფულის დენაციონალიზაციის შესახებ საუბარი იმ მოტივით, რომ ფულის გამომშვები თითოეული კომპანია უფრო მეტად გაუფრთხილდებოდა საკუთარი ვალუტის მსყიდველობით უნარს.

ბიოგრაფთათვის ასევე ცნობილია შემთხვევა, როდესაც მარგარეტ ტეტჩერმა კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ყრილობისას ქეისიდან ამოიღო ჰაიეკის „თავისუფლების კონსტიტუცია“ მაგიდაზე დააბრახუნა იგი და თქვა : ,,ეს ის არის, რისიც ჩვენ გვჯერა“.

ჰაიეკის გავლენას აღიარებდა რონალდ რეიგანიც. ფრიდმანი ამბობდა რომ რკინის ფარდას ცალკეული პიროვნებების ნამუშევრებიდან ყველაზე მეტი ზიანი სწორედ ჰაიეკის ნაწერებმა მიაყენეს, რომელთა თარგმანებიც აქტიურად ვრცელდებოდა შავ ბაზრებზე ისეთ ქვეყნებში, რომლებმაც მომავალში საკუთარ თავზე გამოსცადეს ხავერდოვანი რევოლუცია და საბჭოთა კავშირის დაშლა.

1984 წელს ტეტჩერის რჩევით ელიზაბედ მეორემ ჰაიეკს ღირსების ორდენის კავალერობა უბოძა, ჯორჯ ბუშმა (უფროსმა) კი 1991 წელს მას ამერიკის ერთ-ერთი უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა. ფრიდრიხ ჰაიეკი გარდაიცვალა 1992 წლის 23 მარტს.

ლიტერატურა |

• ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 590, თბ., 1987 წელი.

• თენგიზ ვერულავა – ფრიდრიხ ჰაიეკის ”გზა ბატონყმობისაკენ”

• თენგიზ ვერულავა – “ფრიდრიხ ჰაიეკი”

• ვიკისაწყობის ლოგოვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ფრიდრიხ ჰაიეკი

სქოლიო |

1. 1.01.11.21.3გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118547364 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.

2. 2.02.1BNF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.

3. 3.03.1SNAC — 2010.

4. https://link.springer.com/chapter/10.1007/978-1-349-06912-5_8

5. 5.05.1Find a Grave — 1995. — ed. size: 165000000

6. Indiana Philosophy Ontology Project

7. http://www.abc.net.au/news/2012-02-10/manne-lord-and-lady-of-the-media/3821618

8. https://fee.org/articles/friedrich-a-hayek-1899-1992/

9. http://link.springer.com/content/pdf/10.1007/s11138-013-0221-0.pdf

10. http://www.nytimes.com/1992/03/24/world/friedrich-von-hayek-dies-at-92-an-early-free-market-economist.html

11. http://www.nndb.com/people/247/000024175/

12. http://www.nytimes.com/2006/04/30/magazine/30liberal.html?pagewanted=all

13. http://www.nytimes.com/2011/12/26/us/politics/ron-paul-disowns-extremists-views-but-doesnt-disavow-the-support.html?pagewanted=all

14. http://www.nytimes.com/2011/10/23/business/keynes-hayek-views-origins-of-an-economics-debate-review.html

15. http://www.britannica.com/EBchecked/topic/1856936/Winners-of-the-Nobel-Prize-for-Economics

16. http://www.nytimes.com/books/98/11/01/reviews/981101.01maiert.html

17. http://www.nndb.com/event/409/000085154/

18. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/economic-sciences/laureates/1974/

(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ფრიდრიხ_ჰაიეკი&oldid=3532345“-დან

სანავიგაციო მენიუ

(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"1.268","walltime":"2.118","ppvisitednodes":"value":5438,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":136746,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":80665,"limit":2097152,"expansiondepth":"value":12,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":32,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":53893,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":32,"limit":400,"timingprofile":["100.00% 2009.312 1 -total"," 95.50% 1918.958 1 თარგი:ინფოდაფა_მეცნიერი"," 95.10% 1910.882 1 თარგი:ინფოდაფა"," 81.84% 1644.365 166 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 25.41% 510.502 1 თარგი:Wikidata/p569"," 15.16% 304.680 1 თარგი:Wikidata/p19"," 12.31% 247.254 16 თარგი:Wikidata"," 11.14% 223.762 1 თარგი:Wikidata/p20"," 10.38% 208.533 1 თარგი:Wikidata/p166"," 8.17% 164.246 1 თარგი:Wikidata/p18"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.957","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":14093571,"limit":52428800,"limitreport-logs":"Got person name of Q27302 from label: «გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა»nEntity Q27302 is not a personnGot person name of Q170109 from label: «ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა»nEntity Q170109 is not a personnGot person name of Q256507 from label: «ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა»nEntity Q256507 is not a personnGot person name of Q304037 from label: «Austrian National Library»nEntity Q304037 is not a personnGot person name of Q27302 from label: «გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა»nEntity Q27302 is not a personnGot person name of Q170109 from label: «ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა»nEntity Q170109 is not a personnGot person name of Q256507 from label: «ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა»nEntity Q256507 is not a personnGot person name of Q304037 from label: «Austrian National Library»nEntity Q304037 is not a personnGot person name of Q27302 from label: «გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა»nEntity Q27302 is not a personnGot person name of Q170109 from label: «ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა»nEntity Q170109 is not a personnGot person name of Q256507 from label: «ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა»nEntity Q256507 is not a personnGot person name of Q304037 from label: «Austrian National Library»nEntity Q304037 is not a personnGot person name of Q27302 from label: «გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა»nEntity Q27302 is not a personnGot person name of Q170109 from label: «ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა»nEntity Q170109 is not a personnGot person name of Q256507 from label: «ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა»nEntity Q256507 is not a personnGot person name of Q304037 from label: «Austrian National Library»nEntity Q304037 is not a personn","cachereport":"origin":"mw1321","timestamp":"20190501130127","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10e4u10e0u10d8u10d3u10e0u10d8u10ee u10f0u10d0u10d8u10d4u10d9u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AE_%E1%83%B0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%94%E1%83%99%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q1325","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q1325","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2005-07-04T10:45:21Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/7/7f/Friedrich_Hayek_portrait.jpg","headline":"u10d0u10d5u10e1u10e2u10e0u10d8u10d4u10dau10d8 u10d4u10d9u10ddu10dcu10ddu10dbu10d8u10e1u10e2u10d8"(window.RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":143,"wgHostname":"mw1268"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單