Skip to main content

რიუნოსკე აკუტაგავა სექციების სია ადრეული წლები | ლიტერატურული კარიერა | სიცოცხლის ბოლო წლები | ლიტერატურა | რესურსები ინტერნეტში | სქოლიო | სანავიგაციო მენიუაკუტაგავა რიუნოსკე, ცხოვრება, შემოქმედება, ფოტოგალერეამოთხრობები და ნოველები ლიბ.ჯე-ზემოთხრობები და ნოველები ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის საიტზეგაზეთი 24 საათი "უცნობი აკუტაგავა"ნოველა, როგორც შედევრი, პატარ–პატარა ჩანახატებად...Encyclopædia BritannicaBnF authorities

დაბადებული 1 მარტიდაბადებული 1892გარდაცვლილი 24 ივლისიგარდაცვლილი 1927იაპონელი მწერლები

1 მარტი1892ტოკიო24 ივლისი1927იაპონელი1935იაპონიაში18921 მარტსტოკიოშიიაპონური კალენდრისდრაკონისთვესდღესსაათს19101913ტოკიოს საიმპერატორო უნივერსიტეტის„სინსიტე“„სინგიკოხი“191414 თებერვალსანატოლ ფრანსის19151916ნოველის192219221927192719181927192724 ივლისს192723 ივლისსაც1935კიკუტი კანოსაკუტაგავა რიუნოსკეს სახელობის პრემიანაოკის სახელობის პრემის

(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003Ctable class="messagebox standard-talk" style="font-size:100%; text-align:center; border:5px solid green; background-color:white;"u003Enu003Ctbodyu003Eu003Ctru003Enu003Ctdu003Eu003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A3%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90_2019" title="ვიკიპედია:ვიკის უყვარს კავკასია 2019"u003Eu003Cimg alt="WLC LOGO.jpg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fe/WLC_LOGO.jpg/100px-WLC_LOGO.jpg" decoding="async" width="100" height="83" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fe/WLC_LOGO.jpg/150px-WLC_LOGO.jpg 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fe/WLC_LOGO.jpg/200px-WLC_LOGO.jpg 2x" data-file-width="539" data-file-height="446" /u003Eu003C/au003Enu003C/tdu003Enu003Ctd width="100%"u003Eu003Cbigu003Eu003Cbigu003Eu003Cbu003Eსაერთაშორისო ვიკიმარათონი u003Ca href="/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A3%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90_2019" title="ვიკიპედია:ვიკის უყვარს კავკასია 2019"u003Eვიკის უყვარს კავკასია 2019u003C/au003E დაიწყო!u003C/bu003Eu003C/bigu003Eu003C/bigu003Enu003C/tdu003Eu003C/tru003Eu003C/tbodyu003Eu003C/tableu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());

რიუნოსკე აკუტაგავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Jump to navigation
Jump to search

რიუნოსკე აკუტაგავა

Akutagawa Ryunosuke photo.jpg
დაბ. თარიღი
1 მარტი 1892(1892-03-01)[1][2][3][4][5][6][7]
დაბ. ადგილი
ტოკიო[8][1]
გარდ. თარიღი
24 ივლისი 1927(1927-07-24)[8][1][2][3][4][5][6][7](35 წლის)
გარდ. ადგილი
ტოკიო[1]
ფსევდონიმი
Gaki
საქმიანობა
მწერალი[1], რომანისტი[1], სცენარისტი, ჟურნალისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი[1] და პოეტი[1]
ენა
ინგლისური ენა[1] და იაპონური ენა[9][1]
მოქალაქეობა
იაპონია
ალმა-მატერი
ტოკიოს უნივერსიტეტი
ჟანრი
მოთხრობა
Magnum opus
ცხვირი, Rashōmon, Hell Screen, In a Grove, Q11546816? და The Spider's Thread
მეუღლე
ფუმი აკუტაგავა
შვილ(ებ)ი
ჰიროსი აკუტაგავა და იასუსი აკუტაგავა
ნათესავ(ებ)ი
Teruko Akutagawa, Takatoshi Akutagawa, Mamiko Akutagawa, Yoshitoshi Kuzumaki, Ruriko Akutagawa, Zengorō Tsukamoto და Mitsuko Kusabue
Commons-logo.svgრიუნოსკე აკუტაგავა ვიკისაწყობში

რიუნოსკე აკუტაგავა (芥川 龍之介, მეტსახელად - 澄江堂主人 ჩოკოდო შუჯინ; დ. 1 მარტი, 1892, ტოკიო ― გ. 24 ივლისი, 1927, იქვე) — იაპონელი მწერალი, ახალი იაპონური ლიტერატურის კლასიკოსი. კომპოზიტორ იასუსი აკუტაგავას და დრამატურგ ხიროსი აკუტაგავას მამა. ცნობილია თავისი მოთხრობებითა და ნოველებით. 1935 წელს იაპონიაში დაწესდა აკუტაგავას სახელობის ლიტერატურული პრემია.

სექციების სია

• 1 ადრეული წლები

• 2 ლიტერატურული კარიერა

• 3 სიცოცხლის ბოლო წლები

• 4 ლიტერატურა

• 5 რესურსები ინტერნეტში

• 6 სქოლიო

ადრეული წლები |

აკუტაგავა რიუნოსკე დაიბადა 1892 წლის 1 მარტს ტოკიოში, რძის გამყიდველის ნიიხარა ტოსიძეს ღარიბ ოჯახში (მამამისი დედაქალაქის გარეუბანში საძოვრებსაც ფლობდა). იაპონური კალენდრის მიხედვით, მისი დაბადება დაემთხვა დრაკონის თვეს, დრაკონის დღეს, დრაკონის საათს. ამიტომ მას სახელად რიუნოსკე დაარქვეს, რადგან ამ სახელის პირველი იეროგლიფი „რიუ“ აღნიშნავს „დრაკონს“. დაბადებისას რიუნოსკეს დედა 33 წლის იყო, ხოლო მამა 42 წლისა, რაც ძველი იაპონური ტრადიციის მიხედვით ცუდ ნიშნად ითვლებოდა. ცრურწმენის მიხედვით, ბავშვს მძიმე ცხოვრება და ტრაგიკული ბედი ელოდა. მშობლებმა გადაწყვიტეს ბავშვი გასაზრდელად უშვილო ბიძასთან (დედის ძმა) აკუტაგავა მიტიასთან გაეგზავნათ, რომლის გვარიც მიიღო შემდგომ მწერალმა.

რიუნოსკეს დაბადებამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა მისი უფროსი და. დედა ამ უბედურებას თავის თავს აბრალებდა და ფსიქიკურად დაავადმყოფდა. დედის შეშლილობა მთელი ცხოვრება გასდევდა მწერალს. მწერლის ბავშვობა და ყრმობა თითქოს ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, იგი კარგად სწავლობდა და უცხო ენებსაც ადვილად ითვისებდა, მაგრამ არავინ იცოდა, რომ რიუნოსკე ბავშვობიდან ჰალუცინაციებითა და უძილობით იტანჯებოდა. ეს კი მომავალ მწერალს დედისგან ერგო მემკვიდრეობით, რომელსაც თვითმკვლელობის მცდელობებიც ჰქონდა.

რიუნოსკეს ბიძა, აკუტაგავა მიტიასი ტოკიოს პრეფექტურის სამშენებლო განყოფილების უფროსად მუშაობდა და საკმაოდ შეძლებულ ადამიანად ითვლებოდა. რიუნოსკეს მან მისცა არამარტო საკუთარი გვარი, არამედ, შესანიშნავი განათლება და აღზრდა. მიტიასის ოჯახი ძველ ინტელიგენტურ ოჯახს განეკუთვნებოდა, მისი წინაპრები იყვნენ ედოს პერიოდის (ტოკუგავას სამხედრო-ფეოდალური დიქტატურა, XVII-XIX ს.) მწერლები, მეცნიერები და ინახავდა ძველ კულტურულ ტრადიციებს.

1910 წელს რიუნოსკემ წარჩინებით დაამთავრა ტოკიოს მუნიციპალური საშუალო სკოლა, და იმავე წელს, ინგლისური ენისა და ლიტერატურის შესწავლის მიზნით ჩააბარა პირველ კოლეჯში, ლიტერატურულ განყოფილებაზე. 1913 წელს აკუტაგავამ დაამთავრა კოლეჯი და ტოკიოს საიმპერატორო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ინგლისური ლიტერატურის განყოფილების სტუდენტი გახდა.

სალექციო პროცესმა იმედები გაუტეხა ახალგაზრდა ლიტერატორს, ლექციები უინტერესო გამოდგა, და მან თავი დაანება უნივერსიტეტში სწავლას. მისი ძირითადი საქმიანობა გახდა ჟურნალ „სინსიტე“-ს („Shinshichō“ „ახალი დინება“) გამოცემა. ჟურნალის გარშემო აკუტაგავამ და მისმა მეგობრებმა - ახალგაზრდა ლიტერატორებმა, კუმემ და კიკუტიმ - ჩამოაყალიბეს გაერთიანება „სინგიკოხი“ („ახალი ხელოვნების სკოლა“). ჯგუფის წევრებმა თავი გამოაცხადეს „ანტინატურალისტებად“, და ნატურალისტური სკოლის კრიტიკით გამოდიოდნენ. ჯგუფი აღიარებდა ლიტერატურას, როგორც უპირველეს ყოვლისა, ხელოვნების ფასეულობას. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ფორმას, მკვეთრად გამოხატულ ფაბულას, ლიტერატურულ გამონაგონს, მოითხოვნდნენ მასალის მრავალფეროვნებას და ფერადოვნებას, აფასებდნენ ენის გამომსახველობით მხარეს.

ლიტერატურული კარიერა |

მარცხნიდან მეორე - აკუტაგავა რიუნოსკე, 1919 წ.

ჟურნალი „სინსიტე“ სამჯერ დაიხურა და სამჯერვე აღადგინეს იმავე სახელწოდებით. მესამეჯერ აღდგენისას, პირველივე ნომერში, რომელიც 1914 წლის 14 თებერვალს გამოვიდა, მკითხველმა დაინახა მისთვის ახალი ლიტერატურული სახელი აკუტაგავა, ანატოლ ფრანსის ნოველის „ბალთაზარის“ თარგმანზე. ხოლო მაისის ნომერში ჟურნალ „სინსიტე“-ში დაიბეჭდა მისი პირველი ნოველა „მოხუცი“. შემდეგ დაიბეჭდა მისი ნოველები: „რასიომონის კარიბჭე“ (1915 წ.), „ცხვირი“ (1916 წ.).

საზოგადოებამ შეამჩნია ლიტერატურის სამყაროში ახალი ტალანტის დაბადება. „რასიომონის კარიბჭის“ გარდა, ამ პერიოდში, აკუტაგავამ დაწერა ჰაიკუს ჟანრის ლექსები - „ჰაიკუს კრებული“.

აღიარება ღრმა ფსიქოლოგიზმისა და რაფინირებული სტილის მეოხებით მოიპოვა. აკუტაგავა რიუნოსკე ცოცხალი სინამდვილისგან განდგომილი ხელოვანი იყო. ბევრი ნოველის სიუჟეტი მან აიღო არა თანამედროვე ცხოვრებიდან, არამედ შუა საუკუნის ლეგენდებიდან და ლიტერატურული ძეგლებიდან, რათა გამიჯვნოდა, მისი აზრით, უხამს, უგვანო რეალობას და მთელი ყურადღება გადაეტანა აბსტრაქტული ადამიანის რთული, ხშირად არაბუნებრივი სულიერი პროცესების წარმოსახვაზე „უსიერ ტყეში“, 1922; „ამბავი სიკეთის გადახდისა“, 1922).

აკუტაგავა რიუნოსკეს ნაწარმოებებს ლირიზმით შეზავებული სკეფსისისა და პესიმიზმის დაღი აზის, რასაც განაპირობებდა ბურჟუაზიული ყოფასთან მისი ეთიკური მოთხოვნების შეუთავსებლობა. აქედან - მწერლის საგანგებო ინტერესი რელიგიის მიმართ („ნანკინელი ქრისტე“, „ო-გინი“, „კბილანები“, 1927). აქედან გამომდინარეობს აკუტაგავა რიუნოსკეს დაბეჯითებული ესთეტიზმი; ხელოვნებისა და ცხოვრების დაპირისპირებისას იგი უპირატესობას ყოველთვის ხელოვნებას ანიჭებს („ცხოვრება იდიოტისა“, 1927; „წამებანი ჯოჯოხეთისა“, 1918).

სიცოცხლის ბოლო წლები |

ბოლო წლებში გაუმძაფრდა ფსიქიკური გადაძაბვა, თვითმკვლელობაზე ფიქრი აეკვიატა, რაც ასახულია მის უკანასკნელ მოთხრობებში „კბილებიანი ბორბლები“, „ცხოვრება იდიოტისა“, „წერილები ძველ მეგობარს“. 1927 წლის აპრილის დასაწყისში აკუტაგავამ დაამთავრა „კბილებიანი ბორბლები“, სადაც პროტოკოლური სიზუსტით აღწერა ტოკიოში ერთ-ერთი უკანასკნელი მგზავრობისას თავისი განცდები, ადამიანებთან შეხვედრები და საუბრები. მოთხრობა მომწამვლელი ნაღველითაა სავსე. ცხადი იყო, რომ ცხოვრება უკვე მობეზრებოდა - ვერ ურიგდებოდა არამარტო სამყაროს, არამედ საკუთარ თავსაც. ტრაგიკული თხრობა ასეთი სიტყვებით მთავრდება: „წერის ძალა აღარა მაქვს. ასეთ სულიერ ყოფაში ცხოვრება - აუწერელი ტანჯვაა! ნუთუ ვერ მოიძებნება ვინმე, ვინც წყნარად მიმახრჩობდა მძინარეს?“

აკუტაგავა ადრეული წლებიდან ცდილობდა ამ ცხოვრებიდან წასვლას. ახალგაზრდა ასაკში ცდა ჩაიტარა საკუთარ თავზე: თოკით კისერი მოიჭირა და წამზომით აკვირდებოდა, თუ რამდენი წამით გახანგრძლივდებოდა სიკვდილი. ათი წამის შემდეგ, როდესაც ცნობიერებამ დაბინდვა დაიწყო, გააჩერა ცდა - თვითმკვლელობის ეს მეთოდი მწერალს არ მოეწონა. პოპულარობას ადრე მიაღწია, ცხოვრების სხვა გარეგანი გამოვლინებებიც საკმაოდ კეთილსაიმედოდ წარიმართა: მტკიცე ოჯახი, ლიტერატურული წარმატება, მკითხველთა სიყვარული. თუმცა თვითონ აკუტაგავა მიიჩნევდა, რომ მისი არსებობა ჯოჯოხეთია და ჯოჯოხეთი გახდა მისი შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თემა. მწერალს მთელი ცხოვრება ეშინოდა სიგიჟის (დედის სულიერი აშლილობის გამო) და შემოქმედებითი უნაყოფობის. ბოლო წლებში შიში გადაიზარდა აკვიატებულ იდეად, ნევრულმა დაძაბვამ გამოიწვია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, უძილობა, გადაღლა.

1927 წლის 24 ივლისს, გამთენიისას, აკუტაგავა რიუნოსკემ ვერონალის სასიკვდილო დოზა მიიღო და, სრულ სიმშვიდეში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი მხოლოდ 35 წლის იყო.

სიკვდილის წინ მან მოასწრო დაეწერა „ცხოვრება იდიოტისა“, რომელიც მისი შემოქმედების მწვერვალად იქცა. მოთხრობა ადამიანის მარტოობის, დროისა და ისტორიის მიმართ მისი უძლურების აღსარებაა. აქ ისევ ჩნდება დეკადენსისა და მოდერნიზმის აშკარა მოტივები - გვამების აღწერა, ბავშვობაზე და შეშლილ დედაზე უსიხარულო მოგონებები, იგრძნობა ავტორის შიში საზოგადოების მიმართ. „კალმიანი ხელი უთრთოდა. ნერწყვმა უმწეო ბავშვივით დაუწყო დენა. გონება ნათელი ჰქონდა მხოლოდ გამოღვიძების შემდეგ, დაძინებას კი უამრავი ვერონალით ახერხებდა. და გონებასაც სულ ნახევარი ან ერთი საათით თუ უბრუნდებოდა ჩვეული ძალა. აუწყველ და ამოუხაპავ სიბნელეში მიიზლაზნებოდა დრო. თითქოს წვრილ მახვილზე იყო დაყრდნობილი, რომელსაც ალესილი პირი გადასტეხოდა“ („ცხოვრება იდიოტისა“, 1927 წლის ივნისი. მოთხრობა თავის მეგობარს დაუტოვა და სამუდამოდ დაემშვიდობა შემდეგი წარწერით: „ალბათ, არც ერთი თვითმკვლელი ბოლომდე დარწმუნებული არ არის იმ მოტივში, რის გამოც თავს იკლავს“.

თვითმკვლელობამდე იგი რამდენიმე დღის განმავლობაში საწერი მაგიდიდან არ ამდგარა. 23 ივლისსაც მისი კაბინეტის ფანჯრებში გვიანობამდე სინათლე ენთო - იგი მუშაობდა ხელნაწერზე, ხოლო დილით მკვდარი იპოვეს. გადმოცემის მიხედვით, თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე უთქვამს შემდეგი ბოლო ფრაზები: „ბუნება მაღელვებს ისე როგორც არასდროს, რადგან სამყაროს ვუყურებ უკანასკნელად“.

მწერლის თვითმკვლელობამ საგონებელში ჩააგდო მეგობრები და ნაცნობები, თუმცა, ეს ამბავი მათთვის არ იყო მოულოდნელი. მისი თვითმკვლელობის ჭეშმარიტი მიზეზი მაინც ვერავინ გაიგო. მწერალი ბოლო დროს უმიზეზო დეპრესიაში ჩავარდა, რომელსაც იგი „ბუნდოვან შფოთს“ უწოდებდა. მიზეზი შესაძლოა ვეძებოთ პიროვნულ ხასიათში, დედის სულიერი აშლილობის მტკივნეულ მოგონებებში, შემოქმედებითი და პიროვნული ტემპერამენტის თავისებურებებში. პირად საუბრებში იგი არაერთხელ ახსენებდა, რომ ხვდებოდა საკუთარ ორეულს - თეატრში, ქუჩაში და ა.შ.

გ. ჩხარტიშვილი თავის წიგნში „მწერალი და თვითმკვლელობა“ გადმოგვცემს აკუტაგავას თვითმკვლელობის „კულტუროლოგიურ“ ვერსიას. მის მიხედვით, მან თავი მოიკლა იმის გამო, რომ იგი იაპონურ კულტურას და ლიტერატურას მეორეხარისხოვნად თვლიდა, რომელიც ვერასოდეს ავიდოდა მსოფლიო დონემდე. აკუტაგავას ცხოვრების გზა გამსჭვალული იყო ავადმყოფურ-მემკვიდრეობითი რეფლექსიით, რომელიც ხელს უშლიდა შეეფასებინა საკუთარი ნაწარმოებების რეალური მნიშვნელობა.

1935 წელს მისი მეგობრის, მწერალ კიკუტი კანოს მიერ დაწესებული იქნა აკუტაგავა რიუნოსკეს სახელობის პრემია, რომელსაც წელიწადში ერთხელ გადასცემენ იაპონიის საუკეთესო ახალგაზრდა ლიტერატორებს. აკუტაგავა რიუნოსკეს სახელობის პრემიის დევიზია „წმინდა ლიტერატურისათვის“, მაშინ როცა ნაოკის სახელობის პრემის დევიზია - „ლიტერატურა მასებისათვის“.

ლიტერატურა |

• ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 259, .mw-parser-output .ts-comment-commentedTextborder-bottom:1px dotted;cursor:help@media(hover:none).mw-parser-output .ts-comment-commentedText:not(.rt-commentedText)border-bottom:0;cursor:auto
თბ., 1975 წელი.

რესურსები ინტერნეტში |

Wikiquote-logo-ka.png

ვიკიციტატაში? არის გვერდი თემაზე:
რიუნოსკე აკუტაგავა

• აკუტაგავა რიუნოსკე, ცხოვრება, შემოქმედება, ფოტოგალერეა

• მოთხრობები და ნოველები ლიბ.ჯე-ზე

• მოთხრობები და ნოველები ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის საიტზე

• გაზეთი 24 საათი "უცნობი აკუტაგავა"

• ნოველა, როგორც შედევრი, პატარ–პატარა ჩანახატებად...

სქოლიო |

1. 1.01.11.21.31.41.51.61.71.81.9Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 34. — ISBN 978-2-221-06888-5

2. 2.02.1Encyclopædia Britannica

3. 3.03.1SNAC — 2010.

4. 4.04.1ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.

5. 5.05.1Internet Speculative Fiction Database — 1995.

6. 6.06.1NooSFere

7. 7.07.1BD Gest'

8. 8.08.1Акутагава Рюноскэ // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.

9. BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.

(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რიუნოსკე_აკუტაგავა&oldid=3185410“-დან

სანავიგაციო მენიუ

(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"1.108","walltime":"1.951","ppvisitednodes":"value":4903,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":88054,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":42492,"limit":2097152,"expansiondepth":"value":13,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":17,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":59362,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":18,"limit":400,"timingprofile":["100.00% 1871.106 1 -total"," 95.19% 1781.164 1 თარგი:ინფოდაფა_მწერალი"," 94.86% 1774.920 1 თარგი:ინფოდაფა"," 79.84% 1493.883 166 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 38.33% 717.147 1 თარგი:Wikidata/p19"," 15.08% 282.146 16 თარგი:Wikidata"," 14.25% 266.554 1 თარგი:Wikidata/p569"," 10.13% 189.611 1 თარგი:Wikidata/p18"," 3.53% 66.073 1 თარგი:Wikidata/p570"," 2.59% 48.438 1 თარგი:სქოლიო"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.800","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":13266885,"limit":52428800,"limitreport-logs":"Got person name of Q3372503 from label: «Paul de Roux»npersonNameToAuthorName: «Paul de Roux»: have «Im O. Fa» matchnGot title of Q2696397 from label: «Éditions Robert Laffont»nCustom label provided for Q83552nv: «А. М. Прохоров»: have «I. O. Fa» matchnGot title of Q649 from label: «Москва»nGot person name of Q3372503 from label: «Paul de Roux»npersonNameToAuthorName: «Paul de Roux»: have «Im O. Fa» matchnGot title of Q2696397 from label: «Éditions Robert Laffont»nCustom label provided for Q83552nv: «А. М. Прохоров»: have «I. O. Fa» matchnGot title of Q649 from label: «Москва»nGot person name of Q3372503 from label: «Paul de Roux»npersonNameToAuthorName: «Paul de Roux»: have «Im O. Fa» matchnGot title of Q2696397 from label: «Éditions Robert Laffont»nGot person name of Q3372503 from label: «Paul de Roux»npersonNameToAuthorName: «Paul de Roux»: have «Im O. Fa» matchnGot title of Q2696397 from label: «Éditions Robert Laffont»nGot person name of Q3372503 from label: «Paul de Roux»npersonNameToAuthorName: «Paul de Roux»: have «Im O. Fa» matchnGot title of Q2696397 from label: «Éditions Robert Laffont»nGot person name of Q3372503 from label: «Paul de Roux»npersonNameToAuthorName: «Paul de Roux»: have «Im O. Fa» matchnGot title of Q2696397 from label: «Éditions Robert Laffont»nGot person name of Q3372503 from label: «Paul de Roux»npersonNameToAuthorName: «Paul de Roux»: have «Im O. Fa» matchnGot title of Q2696397 from label: «Éditions Robert Laffont»nGot person name of Q3372503 from label: «Paul de Roux»npersonNameToAuthorName: «Paul de Roux»: have «Im O. Fa» matchnGot title of Q2696397 from label: «Éditions Robert Laffont»nGot person name of Q3372503 from label: «Paul de Roux»npersonNameToAuthorName: «Paul de Roux»: have «Im O. Fa» matchnGot title of Q2696397 from label: «Éditions Robert Laffont»nGot person name of Q3372503 from label: «Paul de Roux»npersonNameToAuthorName: «Paul de Roux»: have «Im O. Fa» matchnGot title of Q2696397 from label: «Éditions Robert Laffont»n","cachereport":"origin":"mw1325","timestamp":"20191014204622","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10e0u10d8u10e3u10dcu10ddu10e1u10d9u10d4 u10d0u10d9u10e3u10e2u10d0u10d2u10d0u10d5u10d0","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%94_%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q186326","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q186326","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2005-10-19T17:22:25Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/1/18/Akutagawa_Ryunosuke_photo.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":140,"wgHostname":"mw1271"););

Popular posts from this blog

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

199年 目錄 大件事 到箇年出世嗰人 到箇年死嗰人 節慶、風俗習慣 導覽選單