R.E.M. სექციების სია ისტორია | დისკოგრაფია | რესურსები ინტერნეტში | სქოლიო | სანავიგაციო მენიუremhq.comოფიციალური საიტიR.E.M.R.E.M.R.E.M > BiographyრრFacebookTwitterSpotifyAllmusicDiscogsკინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაMusicBrainzOpen Directory ProjectBritannica (онлайн)6331913906118x1224460-00000 0001 2151 5044n89673788xx0015472069737967125165162125165162
Grandmaster Flash and the Furious FiveGrandmaster FlashMelle MelR.E.M.ბილ ბერიპიტერ ბაკიმაიკ მილზიმაიკლ სტაიპიThe Ronettesესტელ ბენეტირონი სპექტორინედრა ტელიპატი სმითიVan Halenმაიკლ ენტონისემი ჰაგარიდევიდ ლი როთიალექს ვან ჰალენიედი ვან ჰალენი
ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფებიალტერნატიული მუსიკალური ჯგუფები1980-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები1990-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები2000-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები2010-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები1980 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფებიR.E.M.
ამერიკულიჯორჯიის1980მაიკლ სტაიპისპიტერ ბაკისმაიკ მილსისბილ ბერისალტერნატიული როკისRadio Free Europe19812007როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში2011აშშRadio Free EuropeHib-Toneნიუ-იორკ ტაიმზი
(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());
R.E.M.
Jump to navigation
Jump to search
R.E.M. | |
---|---|
ბიოგრაფია | |
მეტსახელი | Hornets Attack Victor Mature Bingo Hand Job It Crawled from the South |
წარმოშობა | ათენი,ჯორჯია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | ალტერნატიული როკი კოლეჯური როკი ჯენგლ პოპი |
აქტიური | 1980–2011 |
ლეიბლ(ებ)ი | I.R.S. Warner Bros. |
ასოციაციები | Automatic Baby The Baseball Project Hindu Love Gods The Minus 5 Tuatara |
საიტი | remhq.com |
ყოფილი წევრები | მაიკლ სტაიპი პიტერ ბაკი მაიკ მილსი ბილ ბერი |
R.E.M. — ამერიკული როკ-ჯგუფი, რომელიც დაარსდა ჯორჯიის შტატში 1980 წელს, მაიკლ სტაიპის (ვოკალი), პიტერ ბაკის (გიტარა), მაიკ მილსის (ბას გიტარა) და ბილ ბერის (დასარტყმელი საკრავები) მიერ. ეს იყო ალტერნატიული როკის ერთ-ერთი პირველი ცნობილი ჯგუფი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ბაკის თავისებური დაკვრის მანერითა და სტაიპის ვოკალით. ჯგუფის პირველი სინგლი Radio Free Europe, რომელიც 1981 წელს გამოვიდა, იქცა ნამდვილ ჰიტად. დღემდე მათი ყველაზე ცნობილი დისკებია Out of Time (1991) და Automatic for the People (1992). 2007 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.
2011 წელს ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა.[1]
სექციების სია
1 ისტორია
1.1 შექმნა: 1980–1981
1.2 I.R.S. Records და საკულტო წარმატება
1.3 უდიდესი წარმატება: 1987–1993
1.4 Monster და New Adventures in Hi-Fi: 1994–1996
2 დისკოგრაფია
3 რესურსები ინტერნეტში
4 სქოლიო
ისტორია |
შექმნა: 1980–1981 |
1980 წლის იანვარში მაიკლ სტაიპმა და პიტერ ბაკმა მუსიკალურ მაღაზიაში გაიცნეს ერთმანეთი. ვინაიდან ორივეს მსგავსი მუსიკალური გემოვნება ჰქონდა, მოგვიანებით გადაწყდა, რომ შეიქმნებოდა მუსიკალური ჯგუფი. მათ შეუერთდნენ მაიკ მილზი და ბილ ბერი[2], რომლებიც ერთად ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან უკრავდნენ. გადაწყდა, რომ ისინი რამდენიმე სიმღერას ჩაწერდნენ, თუმცა დიდი გეგმები არ ჰქონიათ. ჯგუფს ჯერ კიდევ სახელი არ ჰქონია, როდესაც თვეების მანძილზე რეპეტიციებით იყო დაკავებული. 1980 წლის 5 აპრილს მეგობრის დაბადების დღეზე, რომელიც ყოფილ და უმოქმედო ეკლესიაში იქნა აღნიშნული, შედგა კვარტეტის პირველი დიდი მნიშვნელოვანი გამოსვლა. სტაიპმა კოლექტივი წარადგინა, როგორც R.E.M. - მას შემდეგ, რაც ეს სიტყვა შემთხვევით აღმოაჩინა ერთ-ერთ ლექსიკონში. საგულისხმოა, რომ იყო სახელწოდებების სხვა ვერსიებიც - Twisted Kites, Cans of Piss და Negro Wives.[3]
ოთხეულმა დაანება თავი სკოლას და ყურადღება მუსიკაზე გადაიტანა[4]. მან მენეჯერიც აირჩია - ჯეფერსონ ჰოლტი, მუსიკალური მაღაზიების თანამშრომელი, რომელიც ჩეპელ ჰილში (ჩრდ. კალიფორნია) ცხოვრობდა და ამის გამო ათენში გადასახლდა.[5] ადგილობრივ წრეებში ჯგუფის წარმატება მალე გამოჩნდა. R.E.M. სულ უფრო მეტ მსმენელს იზიდავდა[6], რამაც გამოიწვია ათენის მუსიკალური საზოგადოების უკმაყოფილება. წელიწადნახევარი R.E.M. მოგზაურობდა აშშ-ს სამხრეთ ნაწილში. მაგრამ საკონცერტო ტურს სირთულეებიც ახლდა - საგასტროლო სქემები ალტერნატიული მუსიკის შემსრულებელთათვის მაშინ ჯერ არ არსებობდა. R.E.M. მგზავრობდა ძველი ლურჯი ფურონით, რომელსაც ჰოლტი მართავდა, ძირითადად კი წევრები იკვებებოდნენ მხოლოდ სოციალური დახმარებით, დღეში 2 დოლარით.[7]
1981 წლის ზაფხულში ჯგუფმა ჩაწერა პირველი სინგლი Radio Free Europe. ჩაწერას ჩრდ. კაროლინის ქალაქ უინსტონ სეილემში ხელმძღვანელობდა მიტჩერ ისტერი. სინგლი დამოუკიდებელ ლეიბლზე Hib-Tone 1000-იანი ტირაჟით გამოვიდა[8], მაგრამ მალე გაიყიდა. მიუხედავად პრესაში არც თუ აქტიური განხილვებისა, კრიტიკოსებმა იგი აღიარეს, ხოლო ნიუ-იორკ ტაიმზი მას წლის სინგლების 10-ეულშიც ასახელებდა.[9]
I.R.S. Records და საკულტო წარმატება |
1981 წლის ოქტომბერში R.E.M.-ის მიერ ჩაწერილი იქნა მინი-ალბომი Chronic Town. დაგეგმილი იყო მისი დამოუკიდებელ ლეიბლზე Dasht Hopes გამოცემა.[10] მიუხედავად ამისა, ლეიბლმა I.R.S. Records შეიძინა ჩანაწერი, რომელიც მანამდე თვეებით ადრე პროდიუსერ ესტერთან ერთად მომზადდა.[11] დიდი ლეიბლის RCA Records მისამართით ნასროლი უარი I.R.S. Records-ის სასარგებლოდ იყო. მანვე გამოსცა აღნიშნული მინი-ალბომი. ჟურნალმა New Musical Express შეაფასა სიმღერის იდუმალი აურა და აღნიშნა, რომ ჯგუფის სიმღერები დამაჯერებლად ჟღერს.
I.R.S. Records-ის დახმარებით ჯგუფმა გაიცნო პროდიუსერი სტივენ ჰეგუ. მაგრამ იგი ყურადღებას ამახვილებდა ჯგუფის ტექნიკურ სრულყოფაზე. მათ მოითხოვეს მიტჩ ისტერის დაბრუნება. ლეიბლი ამაზე დათანხმდა.[12]
უდიდესი წარმატება: 1987–1993 |
დონ გეიმენს არ შეეძლო ჯგუფის მეხუთე ალბომზე პროდიუსერად მუშაობა, ამიტომ მან ეს საქმე სკოტ ლიტს ანდო.[13] ლიტი ამის შემდეგ R.E.M.-ის კიდევ ხუთ ალბომზე მუშაობდა. Document (1987) შეიცავდა სტაიპის პოლიტიკური ქვეტექსტების მქონე ტექსტებს, განსაკუთრებით სიმღერებში "Welcome To the Occupation" და "Exhuming McCarthy", რომელიც 1980-იან წლებში ამ ქვეყანაში კონსერვატიულ რეჟიმზე რეაქციას წარმოადგენდა.[14] ეს იყო ჯგუფისათვის უდიდესი წარმატების მომტანი ჩანაწერი. მისმა სინგლმა The One I Love დაიკავა აშშ-ს, ბრიტანეთისა და კანადის ჩარტების მაღალი პოზიციები. ამ წარმატების ფონზე, ჟურნალმა როლინგ სტოუნი R.E.M.-ს ამერიკის საუკეთესო როკ ენ როლ ჯგუფი უწოდა.
თუმცა, აშშ-ს გარეთ R.E.M.-ის ალბომების გაყიდვები არაშთამბეჭდავი იყო და კოლექტივი ლეიბლ Warner Bros. Records-ზე გადავიდა. აქ მან გამოსცა კრებული Eponymous, რომელიც მოიცავდა მის ძირითად სინგლებსა და ისვიათ სიმღერებს. 1988 წელს ჯგუფმა ლეიბლზე გამოუშვა ახალი სტუდიური ალბომი Green, ჩაწერილი ნეშვილში. აქ ოთხეული ახალ ჟღერადობასთან ცდებს ატარებდა, თუმცა შეიმჩნეოდა ექსპერიმენტები ტექსტებთან - ვიეტნამის ომისა და ცივი ომის თემებზე. მსოფლიოში გაიყიდა ამ ალბომის ოთხი მილიონი ასლი. ჯგუფმა მის მხარდასაჭერად მოაწყო თავის ისტორიაში დღემდე ყველაზე მასშტაბური ტურნე, რომელსაც ახლდა სასცენო პროექციებისა და ფილმების ჩვენებაც. შემდეგ ჯგუფმა ერთი წლით შეისვენა.
1990 წლის შუა თვეებში ჯგუფი კვლავ შეიკრიბა, ალბომის Out of Time ჩასაწერად. აქ უკვე გამოიყენებოდა როკ-მუსიკისათვის ნაკლებად ტრადიციული მანდოლინა, ორგანი და აკუსტიკური გიტარები. 1991 წლის მარტში გამოცემულმა ამ დისკმა ჯგუფი პირველად მოახვედრა აშშ-სა და ბრიტანეთის ჩარტების სათავეებში. ალბომი მხოლოდ შტატებში 4.2 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა, ხოლო 1996 წლისათვის გაყიდული იყო მისი 12 მილიონი ასლი. წამყვანი სინგლი Losing My Religion მსოფლიო ჰიტად იქცა, რომელიც არა მხოლოდ რადიოეთერში, არამედ მუსიკალური არხების ეთერში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მეორე სინგლი, Shiny Happy People ასევე ჰიტად იქცა და შტატების ჩარტის #10 ადგილზე მოხვდა. ჯგუფს მან გრემის ჯილდოს შვიდი ნომინაცია მოუტანა. აქედან R.E.M.-მა სამი მიიღო: საუკეთესო ალტერნატიული მუსიკალური ალბომისა და კლიპისათვის (საუკეთესო მოკლე მუსიკალური ვიდეო და საუკეთესო პოპ შესრულება ჯგუფის ან დუეტის მიერ ვოკალის თანხლებით). პრომო ტურნეს ადგილი არ ჰქონია, თუმცა ჯგუფმა რამდენიმე შოუ გამართა, მათ შორის - სერიიდან MTV Unplugged.
თვეების შემდეგ, 1991 წელს ჯგუფი სტუდიას დაუბრუნდა და ჩაწერა Automatic for the People. ამჯერად დაგეგმილი იყო Out of Time-ზე უფრო მძიმე მუსიკალური ფორმების გამოყენება. სიმღერების ნაწილი შეიცავდა ლედ ზეპელინის ყოფილ ბას-გიტარისტ ჯონ პოლ ჯონსის მიერ არანჟირებულ სიმებიანი ინსტრუმენტების პარტიებს. ბრიტანეთის ჩარტში ალბომმა #1, ხოლო აშშ ჩარტში - #2 ადგილი დაიკავა. მასში შეტანილია ჰიტებად ქცეული სიმღერები "Drive", "Man on the Moon" და "Everybody Hurts". ალბომი მსოფლიო მასშტაბით 10 მილიონამდე ასლის ოდენობით გაიყიდა. მას ასევე არ მოჰყოლია საკონცერტო ტურნე, თუმცა მოჰყვა ჭორები იმის შესახებ, თითქოს სტაიპი კვდებოდა და სწორედ ამიტომ ამბობდა უარს ტურნეზე. ჯგუფმა ეს ჭორები უარყო.
Monster და New Adventures in Hi-Fi: 1994–1996 |
შემდეგი ალბომი, Monster, წინა დისკებთან შედარებით, უფრო უხეში ჟღერადობით გამოირჩეოდა და შეიცავდა 1970-იანი წლების გლემ როკის ელემენტებს. იგი ასევე მოხვდა აშშ-სა და ბრიტანეთის ჩარტების სათავეებში და გაიყიდა ცხრა მილიონამდე ასლის ოდენობით. სინგლები "What's the Frequency, Kenneth?" და "Bang and Blame" მოხვდნენ აშშ-ს საუკეთესო 40-ეულში - უკანასკნელად ჯგუფის ისტორიაში, თუმცა ბრიტანეთში სინგლები 30 საუკეთესო სიმღერის სიაში მოხვდნენ.
1995 წლის იანვარში ჯგუფმა. პირველად ექვსი წლის შემდეგ დიდი ტურნე დაიწყო. კომერციული კუთხით მას წარმატება ჰქონდა, მაგრამ ეს იყო ჯგუფის ისტორიაში რთული პერიოდი. 1 მარტს შვეიცარიში კონცერტის დროს ბერი სცენაზე დაეცა. მას ტვინის ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს. ერთ თვეში ის გამოჯანმრთელდა, მაგრამ ამას მოჰყვა სხვა უსიამოვნებათა მთელი სერია. ივლისში მილსს ჩაუტარდა ოპერაცია კუჭ-ნაწლავზე. ერთი თვის შემდეგ სტაიპს თიაქარის ოპერაცია ჩაუტარდა. ყველა პრობლემბის მიუხედავად ახალი ალბომის დიდი მასალა სწორედ კონცერტებით მოგზაურობისას ჩაიწერა.
1996 წელს ჯგუფმა ლეიბლთან Warner Bros. Records კონტრაქტი აღადგინა და გამოსცა ალბომი New Adventures in Hi-Fi. იგი მოხვდა აშშ-ს ჩარტის #2 და ბრიტანეთის ჩარტის #1 ადგილებზე. წინა წლებთან შედარებით ალბომი ხუთი მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა. იმავე წელს ჯგუფი დაშორდა მენეჯერ ჯეფერსონ ჰოლტს. მენეჯერის მოვალეობა ჯგუფის ადვოკატმა, ბერტის დაუნზმა შეითავსა.
დისკოგრაფია |
- სტუდიური ალბომები
Murmur (1983)
Reckoning (1984)
Fables of the Reconstruction (1985)
Lifes Rich Pageant (1986)
Document (1987)
Green (1988)
Out of Time (1991)
Automatic for the People (1992)
Monster (1994)
New Adventures in Hi-Fi (1996)
Up (1998)
Reveal (2001)
Around the Sun (2004)
Accelerate (2008)
Collapse into Now (2011)
რესურსები ინტერნეტში |
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „R.E.M.“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი
R.E.M. საიტზე DMOZ (სარკე)
R.E.M. — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
სქოლიო |
↑ http://remhq.com/news_story.php?id=1446
↑ Holdship, Bill. R.E.M.: Rock Reconstruction Getting There. Creem. September 1985.
↑ Buckley, p. 39
↑ ერლეუაინი, სტივენ თომას. R.E.M > Biography. Allmusic.com. წაკითხვის თარიღი: December 3, 2010.
↑ Buckley, p. 41
↑ Buckley, p. 46
↑ Buckley, p. 53–54
↑ Sullivan, p. 27
↑ Gray, p. 497
↑ Buckley, p. 59
↑ Buckley, p. 61–63
↑ Buckley, p. 72
↑ Fletcher, p. 146
↑ De Muir, Harold. "There's No Reason It Shouldn't Be A Hit". East Coast Rocker. July 10, 1987.
|
|
(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););
კატეგორია:
- ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფები
- ალტერნატიული მუსიკალური ჯგუფები
- 1980-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები
- 1990-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები
- 2000-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები
- 2010-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები
- 1980 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფები
- R.E.M.
(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.504","walltime":"0.701","ppvisitednodes":"value":5304,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":88074,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":31437,"limit":2097152,"expansiondepth":"value":12,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":3,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":3434,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":1,"limit":400,"timingprofile":["100.00% 573.856 1 -total"," 51.82% 297.360 1 თარგი:ინფოდაფა_მუსიკოსი"," 50.36% 288.986 1 თარგი:ინფოდაფა"," 30.86% 177.065 166 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 24.10% 138.281 1 თარგი:Wikidata/p109"," 20.96% 120.282 1 თარგი:ავტორიტეტული_წყაროები"," 7.90% 45.321 1 თარგი:REM"," 7.06% 40.507 1 თარგი:ნავდაფა_მუსიკოსი"," 6.79% 38.948 2 თარგი:ნავდაფა"," 6.28% 36.062 1 თარგი:სქოლიოს_სია"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.152","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":3275990,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1245","timestamp":"20190618055816","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"R.E.M.","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/R.E.M.","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q134969","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q134969","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2008-03-16T21:30:00Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/a/a4/Padova_REM_concert_July_22_2003_blue.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":133,"wgHostname":"mw1250"););