Skip to main content

შემოქმედის ეპარქია სექციების სია ისტორია | თანამედროვეობა | ეკლესიების სია | იხილეთ აგრეთვე | ლიტერატურა | რესურსები ინტერნეტში | სქოლიო | სანავიგაციო მენიუშემოქმედის ეპარქიაАкты, собранные Кавказской археографической комиссией ტ. VIII გვ. 442რრრრ

აგარაკ-წალკის ეპარქიაალავერდის ეპარქიაახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიაახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაბოდბის ეპარქიაბოლნისის ეპარქიაბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაგორისა და ატენის ეპარქიაგურჯაანისა და ველისციხის ეპარქიადმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიავანისა და ბაღდათის ეპარქიაზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიათერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიათიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიამანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიამარტყოფისა და გარდაბნის ეპარქიამარგვეთისა და უბისის ეპარქიამარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიამცხეთა-თბილისის ეპარქიანეკრესის ეპარქიანიკორწმინდის ეპარქიანიქოზისა და ცხინვალის ეპარქიარუსთავისა და მარნეულის ეპარქიასაგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიასამთავისისა და კასპის ეპარქიასენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიასტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიასურამისა და ხაშურის ეპარქიასხალთის ეპარქიაურბნისისა და რუისის ეპარქიაფოთისა და ხობის ეპარქიაქუთაის-გაენათის ეპარქიაშემოქმედის ეპარქიაცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაწილკნისა და დუშეთის ეპარქიაჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაჭყონდიდის ეპარქიახონისა და სამტრედიის ეპარქიახორნაბუჯის ეპარქიაკახისა და ქურმუხის ეპარქიაგაბრიელი (ქიქოძე)ბესარიონი (დადიანი)ალექსანდრე (ოქროპირიძე)ლეონიდე (ოქროპირიძე)კირიონი (საძაგლშვილი)დიმიტრი (აბაშიძე)ექვთიმე (ელიაშვილი)პეტრე (კონჭოშვილი)პიროსი (ოქროპირიძე)გიორგი (ალადაშვილი)დავითი (კაჭახიძე)ანტონი (გიორგაძე)ამბროსი (ხელაია)ნაზარი (ლეჟავა)ქრისტეფორე (ციცქიშვილი)კალისტრატე (ცინცაძე)პავლე (ჯაფარიძე)მელქისედეკი (ფხალაძე)სვიმეონი (ჭელიძე)იოანე (მარღიშვილი)ნესტორი (ყუბანეიშვილი)სტეფანე (კარბელაშვილი)ალექსი (გერსამია)ვარლაამი (მახარაძე)ეფრემი (სიდამონიძე)იეროთეოზი (აივაზაშვილი)ტარასი (კანდელაკი)დიმიტრი (ლაზარიშვილი)ანტონი (გიგინეიშვილი)გაბრიელი (ჩაჩანიძე)გობრონი (წკრიალაშვილი)დავითი (დევდარიანი)ზინობი (მაჟუგა)ნაუმი (შავიანიძე)დიმიტრი (იაშვილი)ლეონიდე (ჟვანია)დავითი (ბურდულაძე)ილია (შიოლაშვილი)რომანოზი (პეტრიაშვილი)გაიოზი (კერატიშვილი)გიორგი (ღონღაძე)გრიგოლი (ცერცვაძე)ილარიონი (სამხარაძე)ნიკოლოზი (მახარაძე)იოანე (ანანიაშვილი)კონსტანტინე (მელიქიძე)დავითი (ჭკადუა)შიო (ავალიშვილი)ათანასე (ჩახვაშვილი)ამბროსი (ქათამაძე)ქრისტეფორე (წამალაიძე)კალისტრატე (მარგალიტაშვილი)აბრაამი (გარმელია)ანანია (ჯაფარიძე)ვახტანგი (ახვლედიანი)ზოსიმე (შიოშვილი)გიორგი (შალამბერიძე)იობი (აქიაშვილი)დანიელი (დათუაშვილი)დავითი (მახარაძე)სერგი (ჩეკურიშვილი)იოსები (კიკვაძე)ისაია (ჭანტურია)სერაფიმე (ჯოჯუა)ელისე (ჯოხაძე)გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი)თეოდორე (ჭუაძე)საბა (გიგიბერია)დიმიტრი (შიოლაშვილი)გერასიმე (შარაშენიძე)თადეოზი (იორამაშვილი)ანტონი (ბულუხია)დავითი (ტიკარაძე)ანდრია (გვაზავა)საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება (1917)საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება (1920)საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება (1927)საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება (1945)საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება (1995)


საქართველოს ეპარქიებიგურიის მხარეშემოქმედი


საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისგურიის მხარესგურიის სამთავროსჯუმათის საეპისკოპოსოსახინოწმინდის საეპისკოპოსოსთანსუფსასაჩოლოქსშემოქმედის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიამაქსიმე მაჭუტაძექრისტეფორე კასტელიდასავლეთ საქართველოს კათალიკოსისიაკობ დუმბაძისდავით ნემსაძემრომშიინოკენტი XIმალაქია II გურიელიმამია III გურიელმა170317131713მამია IV გურიელსრუსეთ-ოსმალეთის ომმამაქსიმე IIგიორგი V გურიელთანჯუმათის ეპისკოპოსადქაიხოსრო ბატონიშვილმაეპარქია1833იმერეთის ეპარქიას18441 აპრილსგურიის ეპარქიაალექსანდრე ოქროპირიძეგურია-სამეგრელოს ეპარქიაოზურგეთის მაზრის1917 წლის დებულებისგურიის26 აგვისტოსეფრემ IIილია II19954 აპრილისწმინდა სინოდისგურიის მხარესდიმიტრი გურიელის სასახლეში19957 აპრილსიოსებ კიკვაძე19871995გურიაშიშემოქმედისლიხაურისკვირიკეთისდვაბზუსჯიხეთის მონასტერიჩოხატაურისუდაბნოს სავანეშემოქმედის ეკლესიისაშემოქმედის ეპარქია










(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());




შემოქმედის ეპარქია




მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია






Jump to navigation
Jump to search




შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარი


შემოქმედის ეპარქია — საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საეპისკოპოსო. მოიცავს გურიის მხარეს.




სექციების სია





  • 1 ისტორია

    • 1.1 გურიის სამთავროს შემადგენლობაში


    • 1.2 მეფის რუსეთის დრო


    • 1.3 საბჭოთა პერიოდი



  • 2 თანამედროვეობა


  • 3 ეკლესიების სია


  • 4 იხილეთ აგრეთვე


  • 5 ლიტერატურა


  • 6 რესურსები ინტერნეტში


  • 7 სქოლიო




ისტორია |



გურიის სამთავროს შემადგენლობაში |


შემოქმედის საეპისკოპოსო იყო გურიის სამთავროს ერთ-ერთი ეპარქია ჯუმათის საეპისკოპოსოსა და ხინოწმინდის საეპისკოპოსოსთან ერთად. დაარსდა XV საუკუნის 70-იან წლებამდე გიორგი გურიელისა და მისი მეუღლე ელენეს ძალისხმევით. მოიცავდა შუა გურიას (ტერიტორია მდინარეებს სუფსასა და ჩოლოქს შორის).


პირველი შემოქმედელი მღვდელმთავრის ვინაობა ცნობილი არ არის. სხვა წყაროების მიხედვით შემოქმედში საეპისკოპოს კათედრა დაარსდა 1519 ან 1525 წლებში. შემოქმედელ მღვდელმთავარს მიტროპოლიტის ან მთავარეპისკოპოსის ტიტული ჰქონდა და სუფსასა და ჩოლოქს შორის მცხოვრებთა უმაღლეს სასულიერო ხელისუფლად ითვლებოდა. მისი რეზიდენცია იყო შემოქმედის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესია. შემოქმედის საეპისკოპოსო ფლობდა დიდძალ ყმა-მამულს, რსაც საშემოქმედლოს უხუცესი (მოურავი) განაგებდა.


პირველი შემოქმედელი მღვდელმთავარი, რომელიც ისტორიულ წყაროებში, XVI საუკუნის მიწურულს, 1572 წელს მოიხსენიება არის მთავარეპისკოპოსი ბესარიონი (მაჭუტაძე). ბესარიონი იყო ერთ-ერთი მოთავე შემოქმედის მონასტერში ზარზმის ეკლესიის მშენებლობისა. იქვე შემორჩენილია მისი გამოსახულება. ბესარიონ შემოქმედელის მემკვიდრე მაქსიმე მაჭუტაძე (1635 წლამდე) იყო. მან 1634 წელს გურიაში ჩამოიყვანა ქრისტეფორე კასტელი და სხვა კათოლიკე მისიონერები. მაქსიმე დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის ტახტს ითავსებდა 1628 წლამდე და 1639-57 წლებში. მისი ეპისკოპოსობის დროს შემოქმედის ეკლესია მინაშენით გაფართოვდა.


შემოქმედელ მღვდელმთავართა შორის აღსანიშნავია მიტროპოლიტ იაკობ დუმბაძის მოღვაწეობა. მღვდელმთავარი იაკობი ეპარქიას 1647-1658 წლებში უძღოდა. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა დავით ნემსაძემ ის 1687 წელს რომში გაგზავნა, სადაც დიდი პატივით მიიღო პაპმა ინოკენტი XI-მ. მათ იაკობს კათოლიკე მისიონერები გამოაყლოეს. მას შემდეგ, რაც მისიონერებმა ქადაგება დაიწყეს, იაკობმა განდევნა ისინი. მისი ინიციატივით რესტავრაცია ჩაუტარდა შემოქმედის მაცხოვრის ეკლესიას, რომლის აღმოსავლეთ ლავგარდანის ქვეშ წარწერაზეც არის მოხსენიებული.


1658 წელს რამდენიმე თვით შემოქმედისა და ჯუმათის ეპისკოპოსის ტახტებზე მალაქია II გურიელი დაჯდა. 1684 წელს შემოქმედის ეპარქიას დროებით იმერეთის კათალიკოსი დავით ნემსაძე ჩაუდგა. 1689 წელს უკვე დაბრმავებული მალაქია გურიელი ისევ აღკვეცეს ბერად და დასვეს ეპისკოპოსად. მალაქიას შემდეგ მამია III გურიელმა, შემოქმედის ეპარქია მღვდელმთავარ იოანეს უწყალობა (1703-1713). საგულისხმოა, რომ იოანეს გვარი დღემდე უცნობია, მაგრამ დადასტურებულია, რომ მას მთავარეპისკოპოსის ხარისხი ჰქონდა და შემოქმედის ეპარქიის ტახტზე 1713 წლამდე ბრძანდებოდა. 1713-1775 წლებში შემოქმედელი ეპისკოპოსობა ნიკოლოზ ბატონიშვილს (მამია III ძე) ერგო. ნიკოლოზის მღვდელმტავრობის პერიოდი გამოირჩევა გამოცოცხლებით, ეწეოდა ძველი ჯვარ-ხატების განახლებასა და შემკობას. ნიკოლოზი ასევე დიპლომატიურ ასპარეზზე მოღვაწეობდა, ის ეხმარებოდა მამია IV გურიელს ერეკლე II-სთან მოლაპარაკებებში მისი ძმის, გიორგი გურიელის წინააღმდეგ. მონაწილეობდა1759 და 1761 წლის საეკლესიო კრებებში.


რუსეთ-ოსმალეთის ომმა 1768-74 წლებში გურიაზე ცუდი ზეგავლენა იქონია და ნიკოლოზ ბატონიშვილის შემდეგ გურიის საეპისკოპოსოები რამდენიმე წელი დაქვრივებული იყო. მდგომარეობის გამომსასწორებლად 1777 წელს კათალიკოსი მაქსიმე II გურიაში ჩავიდა და გიორგი V გურიელთან შეთანხმებით აღადგინა შემოქმედისა და ჯუმათის კათედრები. მათ შემოქმედელ ეპისკოპოსად იოსებ თაყაიშვილი განაწესეს, მაგრამ ოსმალეთის აგრესიის გამო კვლავ შეფერხდა სულიერი ცხოვრება შემოქმედში და 1788 წელს შემოქმედის საეპისკოპოსო პრაქტიკულად გაუქმდა.


1788 წელს იოსები ჯუმათის ეპისკოპოსად დაადგინეს და შემოქმედელ მიტროპოლიტადაც იხსენიებოდა. 1788 წლიდან, საგარეო საფრთხის გამო ეპისკოპოსი შემოქმედში აღარ მჯდარა, მაგრამ ეპარქია რუსეთთან შეერთებამდე არ გაუქმებულა. იოსებ თაყაიშვილის გარდაცვალების შემდეგ, 1794 წლიდან შემოქმედის გამგებლობა, ჯუმათელ მღვდელმთავარ იოანე სინოდწმიდელს (მოწყობილი) მიანდეს, მაგრამ ეს თანამდებობა მას ფორმალურად და მოკლე დროით ეჭირა. 1794-1820 წლებში საშემოქმედლო ყმა-მამული ქაიხოსრო ბატონიშვილმა დაიკავა.



მეფის რუსეთის დრო |


1811-1827 წლებში შემოქმედელი მიტროპოლიტის წოდებას ატარებდა ჯუმათელი ეპისკოპოსი ნიკოლოზ II შერვაშიძე, ქაიხოსრო ერისთავის ძე, მაგრამ ამ დროს შემოქმედში საეპისკოპოსო კათედრა აღარ იდგა და გურიაში მხოლოდ ერთი, ჯუმათის ეპარქია იყო დარჩენილი. შემოქმედის ეპარქიის აღდგენის მცდელობა იყო 1819 წელს, როცა სვიმონ შემოქმედელი დასვეს ეპისკოპოსად, მაგრამ ეს ფიქტიურ ხასიათს ატარებდა, რადგან რუსეთის იმპერიის ინტერესებში არ შედიოდა შემოქმედიის ეპარქიის აღდგენა, რამდენადაც მას კურსი ეპარქიების შემცირებისკენ ჰქონდა აღებული.


ნიკოლოზ შერვაშიძის გარდაცვალების შემდეგ ვითარება დაიძაბა, ჯუმათის ეპარქია გაუქმდა. რუსეთის ცარიზმს არ სურდა ეპარქია ქართველ მღვდელმთავართ ემართათ, მაგრამ წინააღმდეგობა იმდენად გამიზნული იყო, რომ განზრახვაზე ხელი აიღეს. ბევრი ფიქრის შემდეგ, შემოქმედის მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ არსენს (მგალობლიშვილი) ეპარქია ჩააბარეს და ისიც გონივრულად უძღვებოდა ეპარქიას მანამ, სანამ 1833 წელს, შემოქმედის ეპარქია იმერეთის ეპარქიას არ შეუერთეს. ამ დროისთვის შემოქმედის ეპარქიაში შედიოდა 45 ტაძარი, რომელთაგან ყველა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.[1] მიუხედავად ამისა, ფაქტობრივად გურიის ეკლესიებს მაინც არსენი მართავდა გარდაცვალებამდე, 1842 წლამდე. ასე გაგრძელდა 1844 წლის 1 აპრილს გურიაში ახალი საეკლესიო კათედრა — გურიის ეპარქია შემოიღეს, კათედრით ჯუმათში. მისი პირველი ეპისკოპოსი 1844-1856 წლებში იყო ექვთიმე. 1857-1858 წლებში გურიის ეპისკოპოსი იოანე იოსელიანი იყო, 1859-1881 წლებში კი გაბრიელ ტუსკია. 1882-85 წწ ეპისკოპოსი იყო ალექსანდრე ოქროპირიძე. 1885 წლის 12 ივნისს გურია-სამეგრელოს ეპარქია გაერთიანდა. 1896-98 წლებში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი იყო ოზურგეთის მაზრის უფროს ოტია დადიანის ძმა ალექსანდრე (გრიგოლი). 1898-1903 წწ. გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი იყო კვლავ ალექსანდრე ოქროპირიძე. 1903 წლიდან კი მისი ძმა ლეონიდე ოქროპირიძე. 1907 წლიდან გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გახდა გიორგი.



საბჭოთა პერიოდი |


1917 წლის დებულების მიხედვით შემოქმედის ეპარქია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ფარგლებში მოექცა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ გურიის ტერიტორიაზე 130-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი დაიხურა.[2] 1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის მიერ დღეისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ხელდასხმულ იქნა პირველ შემოქმედელ ეპისკოპოსად. ილია II შემოქმედის ეპარქიას განაგებდა 1967 წლის 1 სექტემბრამდე. შემდგომ ბათუმ-შემოქმედისა და ჭყონდიდის ეპარქიები გაერთიანდა ერთ ეპარქიად. 1967-1977 წლებში მისი ეპისკოპოსი იყო რომანოზ პეტრიაშვილი.[3]



თანამედროვეობა |




საკათედრო ტაძარი ქ. ოზურგეთში


1995 წლის 4 აპრილის წმინდა სინოდის განჩინებით კვლავ აღსდგა შემოქმედის ეპარქია, რომელიც მოიცავს გურიის მხარეს. ეპისკოპოსის რეზიდენცია დიმიტრი გურიელის სასახლეში განთავსდა. 1995 წლის 7 აპრილს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით და წმიდა სინოდის განჩინებით, შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად იკურთხა და ეპარქიის მმართველად ეპისკოპოსი იოსებ კიკვაძე დაინიშნა.


1987-დან 1995 წლამდე გურიაში რვა ეკლესია-მონასტერი მოქმედებდა: შემოქმედის, აჭის, ლიხაურის, კვირიკეთის, დვაბზუს, ჯიხეთის მონასტერი, ჩოხატაურის, უდაბნოს სავანე. დღეს წირვა-ლოცვა შემოქმედის ეპარქიის 78 ეკლესია-მონასტერში აღევლინება.



ეკლესიების სია |


ისტორიულად შემოქმედის ეპარქიაში გარდა ეპარქიის ცენტრის, შემოქმედის ეკლესიისა, 45 ტაძარი შედიოდა. მათი ნუსხა 1828 წელს შეადგინა არქიმანდრიტმა არსენ მგალობლიშვილმა









იხილეთ აგრეთვე |


  • საქართველოს ეპარქიები


ლიტერატურა |



  • ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 712, თბ., 1986 წელი.


  • თეა ქართველიშვილი, „გურიის საეპისკოპოსოები“ — „არტანუჯი“, თბილისი, 2006 ISBN 99940-11-89-8


რესურსები ინტერნეტში |



Commons-logo.svg

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
შემოქმედის ეპარქია



შემოქმედის ეპარქია



სქოლიო |




  1. Акты, собранные Кавказской археографической комиссией ტ. VIII გვ. 442


  2. კვესელავა ი., „ანტირელიგიური ღონისძიებანი საქართველოში“ ჟურნალი „მაცნე” №1, გვ. 76. — თბილის, 1979


  3. ეჯიბიშვილი მ. „საქართველოს ეკლესია კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების პერიოდში“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N18 2016 წ. გვ. 274-33 —თბილისი, „უნივერსალი“ 2016 ISSN 1512-3154




(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შემოქმედის_ეპარქია&oldid=3682288“-დან










სანავიგაციო მენიუ


























(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.404","walltime":"0.473","ppvisitednodes":"value":2480,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":119734,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":59299,"limit":2097152,"expansiondepth":"value":10,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":4,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":1619,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 224.575 1 -total"," 52.77% 118.505 4 თარგი:ნავდაფა"," 35.39% 79.484 1 თარგი:საქართველოს_ეპარქიები"," 18.19% 40.859 1 თარგი:სქოლიო"," 13.08% 29.379 4 თარგი:ფერი"," 12.14% 27.271 1 თარგი:საქართველოს_ეპარქიების_მმართველები"," 9.49% 21.302 1 თარგი:საქართველოს_ეკლესიის_მღვდელმთავრები"," 7.25% 16.285 1 თარგი:ქსე"," 6.33% 14.214 1 თარგი:Commonscat"," 6.26% 14.061 4 თარგი:Tnavbar"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.004","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":544017,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1240","timestamp":"20190526161911","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10e8u10d4u10dbu10ddu10e5u10dbu10d4u10d3u10d8u10e1 u10d4u10deu10d0u10e0u10e5u10d8u10d0","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%90","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q12870591","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q12870591","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2009-02-16T16:46:20Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/d/d6/Shemoqmedi.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":183,"wgHostname":"mw1240"););

Popular posts from this blog

Invision Community Contents History See also References External links Navigation menuProprietaryinvisioncommunity.comIPS Community ForumsIPS Community Forumsthis blog entry"License Changes, IP.Board 3.4, and the Future""Interview -- Matt Mecham of Ibforums""CEO Invision Power Board, Matt Mecham Is a Liar, Thief!"IPB License Explanation 1.3, 1.3.1, 2.0, and 2.1ArchivedSecurity Fixes, Updates And Enhancements For IPB 1.3.1Archived"New Demo Accounts - Invision Power Services"the original"New Default Skin"the original"Invision Power Board 3.0.0 and Applications Released"the original"Archived copy"the original"Perpetual licenses being done away with""Release Notes - Invision Power Services""Introducing: IPS Community Suite 4!"Invision Community Release Notes

Canceling a color specificationRandomly assigning color to Graphics3D objects?Default color for Filling in Mathematica 9Coloring specific elements of sets with a prime modified order in an array plotHow to pick a color differing significantly from the colors already in a given color list?Detection of the text colorColor numbers based on their valueCan color schemes for use with ColorData include opacity specification?My dynamic color schemes

Ласкавець круглолистий Зміст Опис | Поширення | Галерея | Примітки | Посилання | Навігаційне меню58171138361-22960890446Bupleurum rotundifoliumEuro+Med PlantbasePlants of the World Online — Kew ScienceGermplasm Resources Information Network (GRIN)Ласкавецькн. VI : Літери Ком — Левиправивши або дописавши її