ტაძარი ოვერში ისტორია | სტილი | ლიტერატურა | სანავიგაციო მენიურ
ბიოგრაფიაპოსტიმპრესიონიზმი
ვინსენტ ვან გოგის ნახატები1890 წლის ნახატებინახატები ანბანის მიხედვით
პოსტ-იმპრესიონისტივინსენტ ვან გოგის1890ორსეის მუზეუმშიპარიზშიოვერ-სიურ-უაზშისაფრანგეთშივინსენტ ვან გოგიარლში
(function()var node=document.getElementById("mw-dismissablenotice-anonplace");if(node)node.outerHTML="u003Cdiv class="mw-dismissable-notice"u003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-close"u003E[u003Ca tabindex="0" role="button"u003Eდამალვაu003C/au003E]u003C/divu003Eu003Cdiv class="mw-dismissable-notice-body"u003Eu003Cdiv id="localNotice" lang="ka" dir="ltr"u003Eu003Cdiv class="layout plainlinks" align="center"u003Eდაუკავშირდით ქართულ ვიკიპედიას u003Ca href="https://www.facebook.com/georgianwikipedia" rel="nofollow"u003Eu003Cimg alt="Facebook icon.svg" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/14px-Facebook_icon.svg.png" decoding="async" width="14" height="14" srcset="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/21px-Facebook_icon.svg.png 1.5x, //upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Facebook_icon.svg/28px-Facebook_icon.svg.png 2x" data-file-width="256" data-file-height="256" /u003Eu003C/au003E u003Cbu003Eu003Ca rel="nofollow" class="external text" href="https://www.facebook.com/georgianwikipedia"u003EFacebooku003C/au003Eu003C/bu003E-ის ოფიციალურ გვერდზე!nu003Cpu003Eu003Cbr /u003Enu003C/pu003Enu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003Eu003C/divu003E";());
ტაძარი ოვერში
Jump to navigation
Jump to search
ტაძარი ოვერში | |
---|---|
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1890 |
ტიპი | ზეთის საღებავები, ტილო |
სიმაღლე | 74 სმ |
სიგანე | 94 სმ |
ქალაქი | პარიზი |
მუზეუმი | ორსეის მუზეუმი |
ტაძარი ოვერში — ჰოლანდიელი პოსტ-იმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი. შესრულებული 1890 წელს, ზეთის საღებავებით, ტილოზე. ნამუშევარი ინახება ორსეის მუზეუმში, პარიზში.
ტაძარი მდებარეობს ოვერ-სიურ-უაზში, საფრანგეთში, პარიზიდან ჩრდილო-დასავლეთით 27 კილომეტრში
ისტორია |
ოვერ-სიურ-უაზში გატარებული სამოცდაცხრამეტი დღის მანძილზე ვან გოგმა დაახლოებით ოთხმოცი სურათი დახატა. იგი ელვის სისწრაფით მუშაობდა, რაც ძალ ღონეს აცლიდა. ძმისადმი მიწერილ უკანასკნელ წერილში, რომელიც თვითმკვლელობის შემდეგ ჯიბეში უპოვეს, იგი წერდა:
„ჩემს სამუშაოზე რა გითხრა, სასწორზე მაქვს შედგმული ჩემი სიცოცხლე და ნახევრად დაბინდული გონება...“ |
ვინსენტ ვან გოგი ისტორიული ძეგლების დახატვას ერიდებოდა. არლში ჩასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ის ძმას სწერს:
„აქ ერთი გოთიკური პორტიკია, რომელიც ძალიან მომწონს, წმინდა ტროფიმეს პორტიკი. მაგრამ ეს ისე სასტიკია, ისე საზარელი და მტანჯველი, რომ ეს მშვენიერი ძეგლიც კი, რომელშიც ასე კარგად იგრძნობა სტილი, თითქოს სხვა სამყაროს, რომაელი ნერონის სამყაროს ეკუთვნის, რომელსაც საბედნიეოდ მე არ განვეკუთვნები“ |
. ვან გოგს შეეძლო ისტორიული ძეგლების მშვენიერების დაფასება, მაგრამ შთაგონების წყაროდ ისინი არასოდეს გაუხდია.
სამაგიეროდ სრულიად განსაკუთრებულია ტილო, რომელზეც ოვერის ეკლესიაა დახატული. დის, ვილჰელმინასადმი მიწერილ წერილში ვან გოგი მას ასე აღწერს:
„ახლა სოფლის ეკლესიის მოზრდილი სურათი დავხატე, სადაც სუფთა კობალტის ღრმა ლურჯი ცის ფონზე შენობა იისფერი გეგონება, ვიტრაჟები ზღვისფერი ლურჯის ლაქებს წააგავს. წინა პლანზე აყვავებული მწვანე მდელო და ვარდისფერი ქვიშაა. ეს სურათი თითქმის იმ ეტიუდების მსგავსია, ნიუენენის სასაფლაოს და ძველი კოშკისთვის რომ ვხატავდი, მაგრამ აქ ფერები უფრო ექსპრესიული და ძლიერია...“ |
სტილი |
ნახატში ფერები მართლაც განსხვავებულია, მაგრამ კონტრასტი ამით არ ამოიწურება - ფერების ცალკეული ზონები აგებულია სწრაფი, მომრგვალებული და რიტმული შტრიხების მეშვეობით და მიწაც და ეკლესიაც თითქოს მოძრაობს. ვან გოგის ამ ერთ-ერთ უკანასკნელი ტილოს კომპოზიცია და განცდები ვიბრაციის მეშვეობით უფროა გადმოცემული, ვიდრე ფერით, რასაც მისი შემოქმედების პროვანსულ პერიოდში წამყვანი ადგილი ეკავა.
ლიტერატურა |
- დიდი მხატვრები, ვან გოგი, გამომცემლობა პალიტრა L, თბ., 2010
|
(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.log.warn("Gadget "ReferenceTooltips" was not loaded. Please migrate it to use ResourceLoader. See u003Chttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:Gadgetsu003E."););
კატეგორია:
- ვინსენტ ვან გოგის ნახატები
- 1890 წლის ნახატები
- ნახატები ანბანის მიხედვით
(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgPageParseReport":"limitreport":"cputime":"0.180","walltime":"0.229","ppvisitednodes":"value":4174,"limit":1000000,"ppgeneratednodes":"value":0,"limit":1500000,"postexpandincludesize":"value":50567,"limit":2097152,"templateargumentsize":"value":25173,"limit":2097152,"expansiondepth":"value":10,"limit":40,"expensivefunctioncount":"value":1,"limit":500,"unstrip-depth":"value":0,"limit":20,"unstrip-size":"value":0,"limit":5000000,"entityaccesscount":"value":0,"limit":400,"timingprofile":["100.00% 167.090 1 -total"," 74.22% 124.016 1 თარგი:ნახატი"," 69.24% 115.688 1 თარგი:ინფოდაფა"," 22.21% 37.115 1 თარგი:ვინსენტ_ვან_გოგი"," 18.64% 31.153 1 თარგი:ნავდაფა"," 16.72% 27.931 1 თარგი:Max"," 16.50% 27.563 166 თარგი:ინფოდაფა/რიგი"," 3.60% 6.010 1 თარგი:Tnavbar"," 3.32% 5.545 3 თარგი:ციტატა"],"scribunto":"limitreport-timeusage":"value":"0.005","limit":"10.000","limitreport-memusage":"value":615122,"limit":52428800,"cachereport":"origin":"mw1243","timestamp":"20190526132611","ttl":2592000,"transientcontent":false););"@context":"https://schema.org","@type":"Article","name":"u10e2u10d0u10ebu10d0u10e0u10d8 u10ddu10d5u10d4u10e0u10e8u10d8","url":"https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%98","sameAs":"http://www.wikidata.org/entity/Q1213917","mainEntity":"http://www.wikidata.org/entity/Q1213917","author":"@type":"Organization","name":"Contributors to Wikimedia projects","publisher":"@type":"Organization","name":"Wikimedia Foundation, Inc.","logo":"@type":"ImageObject","url":"https://www.wikimedia.org/static/images/wmf-hor-googpub.png","datePublished":"2016-08-12T12:37:38Z","image":"https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/9/9e/L%27%C3%A9glise_d%27Auvers-sur-Oise.jpg"(RLQ=window.RLQ||[]).push(function()mw.config.set("wgBackendResponseTime":123,"wgHostname":"mw1330"););